სამედიცინო მარიხუანა. რით განსხვავდება კბდ ტგკ-სგან

სამედიცინო მარიხუანა. რით განსხვავდება კბდ ტგკ-სგან

პერსპექტივაში, კანაბიდიოლი შეიძლება გახდეს ეფექტური საშუალება ეპილეფსიის, სხვადასხვა ანთებების, შფოთვის, დეპრესიის, სკლეროზის და პარკინსონის დაავადებების წინააღმდეგ. კბდ ან კანაბიდიოლი მოკლებულია ფსიქოაქტიურ თვისებებს, სამაგიეროდ გვეხმარება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში.

ბოლო დროს, უცხოურ მედიაში სულ უფრო ხშირად ფიგურირებს სამედიცინო მარიხუანის თემა, მის პერსპექტიულობაში დარწმუნებული მეცნიერები, ყველანაირად ცდილობენ მოიპოვონ ნებართვა და დაფინანსება ამ სფეროს კვლევებისათვის,ხოლო ბევრ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს დეკრიმინალიზაციისა და  ლეგალიზაციის პროცესები.

ყველაზე მეტ „ჰაიპს“ იწვევს ისეთი ნივთიერება, როგორიც მცენარის შემცველი კბდ არის. დღეისათვის მისი შოვნა ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი – დაწყებული კვების ობიექტებიდან, დეკორატიული კოსმეტიკით დამთავრებული, სრულიად ლეგალურია მისი ზეთის სახით შეძენა ინტერნეტ მაღაზიებში. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კბდტგკსგან განსხვავებით, არ აქვს ფსიქოაქტიური თვისებები, სამაგიეროდ ფლობს სამკურნალო თვისებებს.

რამდენადაც კბდ – არის მარიხუანის აქტიური კომპონენტი, მისი მიღება ძველებური მეთოდით, მოწევითაც შეიძლება. თუ თქვენ გსურთ, მოდუნდეთ, ან მოიხსნათ ტკივილი, მთავარია დარწმუნდეთ, რომ თქვენი ჯოინტი დატენილია სწორედ კბდ-ს და არა ტგკ-ს შემცველი მარიხუანის ჯიშით.

მსოფლიო მეცნიერების ბოლო მონაცემებზე და მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომლებიც კბდ-ს სამკურნალოდ და არა გასართობად იყენებენ, ვცადოთ გავერკვიოთ, როგორ მოქმედებს ეს ჯადოსნური კანაბიდიოლი.

განსხვავებაკბდ და ტგკ ეფექტებს შორის

რამდენადაც კანაბიდიოლი არ წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, მისგან კაიფი არ გამოვა, მაგრამ პროდუქტიულობის მომატება, შფოთვის მოხსნა და ტკივილის შემსუბუქება მარტივია. კბდ-ს მოხმარებისას აზრები არ ირევა, არ უარესდება მეხსიერება, ხოლო კუნთების რელაქსაციის შემდეგ თქვენ არ ქვავდებით, როგორც ეს ტგკ-ს მიღებისას ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ორი ნივთიერების შემცველობა დაახლოებით თანაბარია, თქვენ გელით მსუბუქი ეიფორიული და სასარგებლო ეფექტი ერთდროულად. ამასთანავე, არ აღინიშნება ისეთი ნეგატიური მოვლენები, რომელსაც ხშირად ტგკ იწვევს, როგორიცაა პარანოია, პირის სიმშრალე, თვალების გამოშრობა და დაწითლება, შიმშილი და გადამეტებული ჭამა, ძილიანობა და ხანმოკლე მახსოვრობა. ასეთი ჯიშები ყველაზე ხშირად ტკივილის გასაყუჩებლად გამოიყენება.

მიუხედავად იმისა, რომ კბდ დამოუკიდებლადაც კარგად მუშაობს, ზოგიერთი მეცნიერი მაინც იჟინებს, რომ მარიხუანის სხვა კომპონენტებთან ერთად მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია:

„იმისათვის, რომ მივიღოთ საუკეთესო თერაპიული ეფექტი, თქვენ უნდა მიიღოთ კანაბიდიოლის, ტგკ-ს და ფიტოქიმიკატების ტერპენოიდების მიქსი“ – აცხადებს ექიმი ფსიქიატრი ლესტერ გრინსპუნი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან.

თუმცა, როგორ მიიღება სწორედ ეგ ეფექტი, მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ ზუსტად თქვან. ცოდნაში ეს შუალედი პირველ რიგში იმით არის გამოწვეული, რომ არ არსებობს საკმარისი მეცნიერული კვლევები, რამდენადაც კანაფის სამკურნალო თვისებების შესწავლა ახალი დაწყებულია. მაგრამ, სამედიცინო მარიხუანის ეტაპობრივი ლეგალიზაცია იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში მეცნიერები მეტ თავისუფლებას მიიღებენ ექსპერიმენტებისათვის.

რომელ დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება კანაბიდიოლი

ზოგიერთი სამეცნიერო ნაშრომი ადასტურებს, რომ კბდ ფლობს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტიფსიქოტურ თვისებებს. ამასთან დაკავშირებით მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ნივთიერება დაეხმარება ფარმაცევტულ კომპანიებს შეიმუშავონ პრეპარატები მსგავსი სიმპტომების მქონე დაავადებებისა და აშლილობების სამკურნალოდ.

ასეთი დაავადებების სია ითვალისწინებს და არ შემოიფარგლება ისეთი პათოლოგიური მდგომარეობებით, როგორიცაა:

  • ეპილეფსია და კრუნჩხვითი აშლილობა;
  • სხვადასხვა სახის ანთება, რომელსაც ტკივილის სინდრომი ახლავს;
  • შფოთვითი აშლილობა;
  • კრონის დაავადება;
  • სკლეროზი;
  • ოპიატების მიღების შეწყვეტის სინდრომი.

ჯერჯერობით აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლისათვის კბდ-ს საფუძველზე დამზადებული სრულფასოვანი პრეპარატები არ არსებობს, თუმცა უამრავი პაციენტი ადასტურებს, რომ ნივთიერება ნამდვილად ეხმარება სიმპტომების, ან დაავადებისაგან განთავისუფლებაში.

ცოტა ხნის წინ აშშში, სადაც მარიხუანა უწინდებურად შედის ყველაზე საშიშ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიაში, მოხდა ნამდვილი გარღვევა ფარმაციაშიმედიკამენტებისა და საკვების სანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამმართველომ (ფდა) დადებითად შეაფასა ამერიკულ ბაზარზე პირველი ეპიდიოლექსის სახელწოდების მქონე, ანტიეპილეპტიკური პრეპარატის გამოსვლა, რომელიც მარიხუანას საფუძველზეა დამზადებული.   

მის ძირითად კომპონენტს სწორედ კანაბიდიოლი წარმოაგდენს, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ფდა-მ საკუთარი ტესტებით დაადასტურა. დღეისათვის ეპიდიოლექსი გამოიყენება ეპილეფსიის მძიმე ფორმების და ისეთი იშვიათი აშლილობების დროს, რომლებიც ხშირ და ინტენსიურ კრუნჩხვებს იწვევს ბავშვებში, როგორიცაა დრავე-ს და ლენო-გასტოს სინდრომი.

და მაინც, ეპიდიოლექსამდე არსებობდა მარიხუანას კომპონენტების საფუძველზე დამზადებული წამლები. მაგალითად ბელგიურმა კომპანიამ Solvay Pharmaceuticals ჯერ კიდევ 1985 წელს შექმნა მარინოლი (დრონაბინოლი) – მედიკამენტი, რომელიც თავისი არსით გახლავთ ტგკ-ს სინთეთიკი, რომელიც დღემდე გამოიყენება მადის მოსამატებლად კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან.

ბრიტანულმა ფარმაცევტული ჯგუფმა GW Pharmaceuticals 2001 წელს შექმნა სატივექსი – პრეპარატი, კუნთების სპაზმების შესამცირებლად და მრავლობითი სკლეროზის სიმპტომებისათვის, რომელიც შეიცავდა კბდ-ს და ტგკ-ს.

კანაბიდიოლის მოქმედების მექანიზმი

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები კბდ-ს შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე, ჯერ მცირეა, მეცნიერების რიგი მონაცემები ამის შესახებ მაინც არსებობს. საკვირველია, მაგრამ კანაბიდიოლი არ უკავშირდება აქტიურად მონაწილე კანაბინოიდურ რეცეპტორებს CB1 და CB2-ს. სამაგიეროდ ის ურთიერთქმედებს GPR55 ცილასთან, რომელიც ტვინსა და პერიფერიულ ორგანოებში გამოიყოფა. მკვლევარები ფიქრობენ, რომ სწორედ ეს პროცესი განაპირობებს მის ანტისპაზმურ მოქმედებას.

კბდ ტვინში ახდენს სინაპტიკური ტრანსმისიის პროცესის რეგულირებას, როდესაც სასიგნალო მოლეკულები ერთი ნეირონიდან მეორეს გადაეცემა. კავშირი ტვინის ამ უჯრედებს შორის ძლიერდება, როდესაც აქტიურდება GPR55.

კრუნჩხვები წარმოიშვება მაშინ, როდესაც ნეირონები ხდებიან საკმაოდ აქტიურები სიგნალების გადაცემაში. კანაბიდიოლი ახდენს GPR55 ბლოკირებას და ამით ამცირებს სინაპტიკური ტრანსმისიის სისტემის გადატვირთვას – GW Pharmaceuticals კვლევების ხელმძღვანელი ბენ უელი.

ამ ცილის კავშირი კბდ-სთან დასტურდება ცდებით გენმოდიფიცირებულ მღრღნელებზე, რომელთაც ეპილეპტიკური შეტევები უვითარდებოდათ. ის ცხოველები, რომლებშიც იყო GPR55, რეაგირებდნენ კანაბიდიოლებზე, ხოლო ვირთხებს რომელთაც არ ქონდათ ეს ცილა, უგრძელდებოდათ კონვულსიის განცდა.

უელი ასევე თვლის, რომ კბდ-ს შეუძლია TRPV1 ცილის დესენსიბილიზაცია, რომელიც მოქმედებს იონებისა და კალიუმის ტრანსპორტირებას ორგანიზმში, რაც ასევე ეხმარება სპაზმების მოხსნაში. თვდაპირველად კანაბიდიოლი ააქტიურებს ამ ცილას, მაგრამ შემდეგ სწრაფად აქვეითებს იონების არხის მგრძნობელობას, რითიც ეფექტურად ახდენს უჯრედებში კალიუმის ტრანსპორტირების ბლოკირებას. GPR55-ს ანალოგიურად, ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ TRPV1, არ რეაგირებენ კბდ-ზე.

საბოლოოდ ეს ნივთიერება ურთიერთქმედებს ადენოზინის – ანტიკონვულსიური ნივთიერების, ტრანსპორტირების არხთან. უელი მიიჩნევს, რომ კანაბიდიოლი ამცირებს კრუნჩხვებს ადენოზინზე ზემოქმედების წყალობით, მაგრამ ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად კვლევები არის საჭირო.

სფეროების ასეთი ფართო სპექტრი, რომლებშიც კბდ ავლენს თავის აქტიურობას, მეცნიერებს აძლევს საბაბს იფიქრონ, რომ ეს ნივთიერება შესაძლოა სასარგებლო იყოს მამოძრავებელი სისტემის პრობლემების, მაგალითად პარკინსონის სამკურნალოდ. ხოლო ურთიერთქმედება სეროტონულ რეცეპტორებთან, მეტყველებს იმის სასარგებლოდ, რომ კანაბიდიოლის გამოყენება შესაძლებელია დეპრესიის, შფოთვის და შიზოფრენიის სამკურნალოდ.

და მაინც მრავალი მეცნიერი, ისეთები, როგორიცაა როჯერ პერტვი, აბერდინის უნივერიტეტის პროფესორი და GW Pharmaceuticals-ის ფარმაკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ამტკიცებს, რომ კლინიკური მონაცემების გარეშე არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ კბდ-სა ამ ცილების ურთიერთქმედება ნიშნავს, რომ სწორედ ის იწვევს ამ ნივთიერების თერაპიულ ეფექტს.

მაღალი კბდ შემცველი კანაფის ჯშები

ჩვენ მოგცემთ კანაბიდიოლის დიდი რაოდენობის შემცველი პოპულარული ჯიშების სიას, რათა სამომავლოდ იცოდეთ რა უნდა იკითხოთ მარკეტებში:

  • ACDC
  • Harlequin
  • Canna-Tsu
  • Dancehall
  • Remedy
  • Sour Tsunami
  • CBD Mango Haze
  • Pennywise

სასიამოვნო რელაქსაციას გისურვებთ!

გააზიარეთ მეგობრებთან

0
970

მსგავსი ჩანაწერები

განხილვა

გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი

კომენტარი*

*

*