როგორ იცავს კანაფი ღვიძლს ალკოჰოლის ზემოქმედებისგან

როგორ იცავს კანაფი ღვიძლს ალკოჰოლის ზემოქმედებისგან

ყველამ იცის, როგორ ზემოქმედებას ახდენს მარიხუანა ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ ცოტა ვინმე თუ უფიქრდება მისი მოხმარების შედეგებს სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ერთად. ყველაზე ხშირად ჩვენ ვურევთ კანაბისს და ალკოჰოლს, ამიტომ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სხეული და ტვინი ერთდროულად. ეს საკითხი ჯერ კიდევ ნაკლებად არის შესწავლილი და მეცნიერები ამ დრომდე ვერ პასუხობენ, ღირს თუ არა შევურიოთ მარიხუანა და ალკოჰოლი ერთმანეთს. მათი ურთიერთქმედების შესწავლა ღირს ალკოჰოლისგან გამოწვეული დაავადებების განხილვით, რომლებსაც ასევე იწვევს კანაფი.

ალკოჰოლი – ღვიძლის მთავარი მტერი

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ქმნის ღვიძლის სერიოზული დაავადებების საფრთხეს. ეს პროცესი შეუვალია, რამდენადაც სპირტი თანდათანობით ამაღლებს იმუნიტეტის დამცავი თვისებების დაქვეითებას და იწვევს ანთებითი პროცესების მომატების ალბათობას. გარდა ამისა, ალკოჰოლი კლავს ღვიძლის ჯანმრთელ უჯრედებს და არღვევს კუჭნაწლავის მოქმედებას, თან იწვევს ორგანიზმის იმუნური სისტემის შესაბამის რეაქციას. შემდეგ მარკერი უჯრედების ანთება იწყება და ისინი აღმოჩნდებიან ღვიძლთან, იქაც ანთების პროვოცირებით და რაც მთავარია, სპირტიანი სასმელები არღვევენ ჯანმრთელ მიკროფლორას, რის შედეგადაც სისხლში ხვდება ტოქსინები, რომლების მოგერიებაც ღვიძლს არ შეუძლია.

ამ ყველა უმნიშვნელო პრობლემას, დროთა განმავლობაში მივყავართ სერიოზულ დარღვევებამდე:

  • ალკოჰოლური დაავადების განვითარების შედეგად ხდება კუჭნაწლავის მოქმედების დარღვევა, რაც იწვევს ცხიმის დაგროვების პროვოცირებას ღვიძლში. მედიცინაში ამ დიაგნოზს უწოდებენ „ცხიმოვან ჰეპათოზს“ ან „ღვიძლის გაცხიმოვნებას“
  • ამაღლებული ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა შემდგომში გადაიზრდება „ალკოჰოლურ ჰეპატიტად“ – ქრონიკული ანთება, რომელიც ფაქტიურად განუკურნებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიტყვით ალკოჰოლზე უარს.
  • თუ არ დავიწყებთ დროულ მკურნალობას, თანდათანობით ღვიძლის უჯრედების უმრავლესობა განიცდის ტრანსფორმირებას. შედეგად ღვიძლის ფუნქციონირება ძლიერ ირღვევა და მასზე წარმოიქმნება შეერთებული ქსოვილებისგან შექმნილი მახასიათებელი წარმონაქმნი. ექიმები ამ მდგომარეობას უწოდებენ „ღვიძლის ცეროზს“
  • ყველა ანთებითი პროცესის ფინალური სტადიაა ღვიძლის კიბო, რომელიც შეიძლება ვითარდებოდეს წლობით და გამოჩნდეს მხოლოდ ბოლო ეტაპზე.

ზემოაღნიშნული ფაქტორები წარმოქმნიან ალკოჰოლურ დაავადებების „კიბეს“, რომლებიც ახდენენ სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოების მუშაობის დაქვეითების პროვოცირებას. დაახლოებით მოსახლეობის 1/3-ს ჰქონდა მსგავსი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო ალკოჰოლთან და რომლების დაახლოებით 20% მკურნალობდა ღვიძლის დაავადებებს, უნდა ვიყოთ გულახდილნი – ზოგჯერ ეს დაავადებები არის სიკვდილის გამომწვევი. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ სპირტიან სასმელებს, 23ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან ღვიძლის დაავადებებისგან. რა უნდა ვიღონოთ მაშინ, როცა საკმაოდ ბევრი ადამიანი არის ალკოჰოლის მომხმარებელი?

ღვიძლის სამკურნალო 100%-იანი წამალი არ არსებობს, მაგრამ ჩვენს ძალებშია დავწიოთ მომაკვდინებელი დაავადების წარმოშობის რისკი. კანაფი ამ საკითხში არის თქვენი ორგანიზმის მეგობარი.

ადამიანების დაახლოებით 10%, რომლებიც ღებულობენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, ასევე მოიხმარენ მარიხუანას. ამასთანავე ჩვენთვის არ არის ცნობილი იმ პირების სტატისტიკა, რომლებიც ბოროტად იყენებენ   სპირტიან სასმელებს, ურევენ ალკოჰოლსა და კანაბისს. ნამდვილად აფერხებს თუ არა თავისი ანტიანთებითი თვისებებით ცნობილი მარიხუნა ღვიძლის დაავადებების განვითარებას?

ალკოჰოლი და კანაბისი: როგორ გავლენას ახდენენ ისინი ღვიძლზე

ვინაიდან ალკოჰოლისა და კანაბისის ურთიერთქმედება მეცნიერთა საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალურია, არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა მეცნიერული კვლევა, რომელიც მოიცავდა 320 000 რესპოდენტს. დაახლოებით 26000 ადამიანი აქტიურად მოიხმარდა კანაბისს, მაგრამ არ იყვნენ ნარკოდამოკიდებულები. მათ შორის ექიმებმა აღმოაჩინეს ნარკოდამოკიდებულება მხოლოდ 4000ადამიანში.

კვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ კანაბისის მიღება არანაირ გავლენას არ ახდენს ღვიძლის დაავადებებზე, ამასთანავე მისი მოხმარება დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე. საინტერესო ფაქტია, რომ კანაფზე დამოკიდებულები მეტად იყვნენ დაცულნი აღნიშნული ზემოაღნიშნული დაავადებებისგან.

ასევე გამოვლინდა, რომ კანაფი ამცირებს შემდეგ რისკებს:

  • ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარებას 45%-ით
  • ღვიძლის ანთებას 40%-ით
  • 55%-ით ამცირებს ალკოჰოლური ცეროზის განვითარებას
  • ღვიძლის კიბოს განვითარებას 75%-ით.

უნდა გვესმოდეს, რომ კანაბისი ნამდვილად არ არის ყოვლის შემძლე და მას თქვენი ორგანიზმის დაცვა შეუძლია გარკვეულ მომენტამდე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარიხუანა ყველაზე მეტად შველის მათ, ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს, მაგრამ არ არის მასზე ძლიერ დამოკიდებული. მეტად მიშვებულ შემთხვევებში, როცა ადამიანს არ შეუძლია ბოთლთან განშორება, კანაფი სავარაუდოდ პრობლებებს ვერ უშველის. ფორმულა მარტივია: მეტი ალკოჰოლი – ნაკლები კანაბისის დადებითი თვისებები. ამიტომ თუ თქვენ არ ხართ ალკოჰოლდამოკიდებული და არ ღებულობთ ალკოჰოლს წყლის ნაცვლად, მარიხუანა 100%-ით დადებითად იმოქმედებს ღვიძლზე.

მნიშვნელოვანია განვასხვავოთ სიმთვრალე და ალკოჰოლიზმი. პირველ შემთხვევაში თქვენ აცნობიერებთ საკუთარ ქმედებებს, მეორე შემთხვევაში თქვენ ვერ ხედავთ ზღვარს რეალობას და წარმოსახვით სამყაროს შორის. ამ ორ ტიპს აქვს განსხვავებული გავლენა ტვინის მუშაობაზე და ისინი იწვევენ ორგანიზმში დამანგრეველ პროცესებს.

კანაბისი ამცირებს ანთებას და ხელს უშლის კიბოს წარმოქმნას

თანამედროვე მედიცინაში კანაბინოიდები ფართოდ გამოიყენება კიბოს მკურნალობისას, მათი თვისებების წყალობით ამცირებენ ანთებით პროცესებს. მეცნიერთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მარიხუანა არა იმდენად ამცირებს ონკოლოგიური დაავადებებს, რამდენადაც ამცირებს ცეროზის განვითარებას, ანუ არ უშვებს პათოლოგიური პროცესების განვითარებას. ეს არის დაავადების მკურნალობისათვის ახალი პრინციპული მიდგომა, რამდენადაც ნივთიერებების უმრავლესობა მიმართულია უშუალოდ სიმსივნის გაქრობაზე და არა მხოლოდ მათ პროფილაქტიკასა და წარმოქმნაზე. შემთხვევების 90%-ში ჰეპატოცელულური კარცინომა გამოწვეულია სწორედ ცეროზით და მარიხუანა ამ სტადიამდე მისვლის საშუალებას არ იძლევა. ამ მიზეზით კანაბისს გააჩნია შემდგომი კვლევების დიდი პოტენციალი და მომავალში შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

დღემდე მეცნიერები ცდილობენ იპოვონ პირდაპირი კავშირი კანაფსა და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებას შორის. გასარკვევია, რამდენად ეფექტურია კანაბისის გამოყენება უკვე არსებული ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში.

ალკოჰოლი ახდენს ანთებითი პროცესების პროვოცირებას

საიდუმლო არ არის, რომ სპირტიანი სასმელები არღვევენ ტვინის მუშაობას, ასევე ცუდად მოქმედებს სხეულის მდგომარეობაზე. ალკოჰოლის მთავარი მინუსი არის – ანთება, რომლის პროვოცირებასაც ის ახდენს. ანთებას შედეგად მოყვება ინტოქსიკაცია და შემდეგ ვლინდება კუჭის, ღვიძლის და სხვა ორგანოების დაავადებები.

ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ აქტიურად იბრძვიან ძირითადი კანაბინიოდები: ტგკ და კბდ, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმში ინტოქსიკაციას და ეხმარებიან ანთებითი პროცესების დამარცხებაში.

კანაფის ანთების საწინააღმდეგო თვისებები გავლენას ახდენენ არა უშუალოდ ღვიძლზე, არამედ გვეხმარებაინ საჭირო დამცავი მექანიზმების ამოქმედებაში. მაგალითად, ტგკ ახდენს CB1 da CB2 რეცეპტორების მუშაობის სტიმულაციას, ხოლო კბდ თავის მხრივ ამცირებს  CB1-ის აქტიურობას და აძლიერებს CB2-ის მოქმედებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც CB1-ის რეცეპტორები იწვევენ ანთებით პროცესებს, რომლებსაც მივყავართ დაავადებამდე, ხოლო CB2 ახდენს დამცავი მექანიზმების აქტივაციას.

ექიმები მარიხუანას იყენებენ ტკივილგამაყუჩებლად, სწორი ნაწლავის ანთების სამკურნალოდ, ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად, სკლეროზის, ასევე ართრიტების საწინააღმდეგოდ, ეფექტური მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანაბისის ჯიშის სწორი შერჩევა, რომელსაც ტგკ და კბდ-ს დაბალანსებული შემადგენლობა აქვს. ჯიშები, სადაც კბდ წარმოადგენს დომინირებულ ნაერთს, უკეთესად ერევიან ანთებას და უკეთ უმკლავდებიან ღვიძლის დაავადებებს.

გააზიარეთ მეგობრებთან

0
864

მსგავსი ჩანაწერები

განხილვა

გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი

კომენტარი*

*

*