განმარტოებით მოწევა: როგორ შეუძლია მარიხუანას განმარტოებით გამოყენებას იმოქმედოს საკუთარი თავის შეცნობასა და პიროვნულ ზრდაზე

განმარტოებით მოწევა

გასულ თვეში, ჟურნალ «Drug and Alcohol Review»-ის გვერდებზე გამოქვეყნებული იყო კანადელი მეცნიერების ნაშრომი, რომელთაც შეისწავლეს ჯანმრთელობისა და ქცევების განსხვავება სოციალურ გარემოში, მაგალითად მეგობრების და ნათესავების, მათი თანატოლების გარემოცვაში კანაფის მომხმარებლებსა და განმარტოებით მწეველებს შორის.

„სოციალურ გარემოში კანაფის მომხმარებელ ადამიანებთან შედარებით, განმარტოებით მწეველები საგრძნობლად მეტად ავლენენ ფსიქოზის სხვადასხვა ფორმების განვითარებისადმი მიდრეკილებას, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარების მეტ რისკს და ზოგადად კანაფის ქრონიკული გამოყენებისადმი დიდ მიდრეკილებას, როგორც უმნიშვნელო და ნებისმიერი სტრესის მოხსნის საშუალებას“, ამტკიცებს ნაშრომის დასკვნა.

სხვა სიტყვებით, ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ ადამიანები, რომლებიც განმარტოებით მოიხმარენ მარიხუანას მიდრეკილნი არიან სხვადასხვა ფსიქოლოგიური დაავადებების განვითარებისაკენ და ქცევების ასოციალური მოდელისაკენ. ნამდვილად არსებობს თუ არა მსგავსი კორელაცია? საჭიროა გავცეთ პასუხი კითხვას, აქვს თუ არა კანაფის მოხმარების ამა თუ იმ ფორმას პლიუსები ინდივიდის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან?

უნდა აღინიშნოს, რომ ნაშრომის ავტორები არ აღიარებენ, რომ ადამიანებში, რომლებიც განმარტოებით მოწევას ამჯობინებენ, სწორედ კანაფს მივყავართ ფსიქოლოგიური დაავადებების განვითარების რისკთან, . კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი ტონი სპინელლა, რომელიც ფსიქოლოგიისა და ნევროლოგიის დარგის დიპლომირებული სპეციალისტი გახლავთ, მიიჩნევს, რომ მუშაობის მიმდინარეობისას, მისმა გუნდმა აღმოაჩინა საპირისპირო კანონზომიერება: ანუ, ადამიანები, რომლებიც კანაფს განმარტოებით მოიხმარენ, არიან რისკის ჯგუფში, მათი მარტოობის გათვალისწინებით და სტრესთან ბრძოლის სხვა, უფრო სასარგებლო საშუალებების არარსებობით, რასაც ისინი მიჰყავთ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ აშლილობასთან, ჯანმრთელობის პრობლემებთან და კანაფის ქრონიკულ მოხმარებასთან. ასევე ის აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონზომიერებანი, აღინიშნება სხვა მარტოხელებთან მიმართებაშიც, რომლებიც უპირატესობას სხვა ლეგალური საშუალებების, მათ შორის ალკოჰოლის მიღებას ანიჭებენ.

„პირადად მე მეჩვენება, რომ კვლევის შედეგი მიგვანიშნებს ხანგრძლივი მარტოობის და ზოგადი ასოციალურობის შედეგების საშიშროებაზე. ამიტომ, შემიძლია ვივარაუდო, რომ მარტოხელებთან აღმოჩენილი პრობლემები დაკავშირებულია სწორედ მათი ცხოვრების წესთან და არა მარიხუანას გავლენასთან. სრულიად შესაძლებელია, ისინი იყენებენ არც მთლად ჯანმრთელ მოდელს, იმ მიზეზით, რომ მარტოხელებს არ აქვთ სხვა ჯანსაღი და სოციალური საშუალება ცხოვრებისეული სტრესისგან გასათავისუფლებლად “, განაცხადა მისს სპინელლამ СВС არხთან ინტერვიუში. „გამოკითხვების პასუხების შესწავლის შედეგად, მე ვიფიქრე, რომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ კითხვაზე: რატომ ანიჭებენ ეს ადამიანები კანაფის განმარტოებით მოხმარებას უპირატესობას, მაშინ, როდესაც სხვა ადამიანები მას სოციალურ გარემოში მოიხმარენ? სრულიად შესაძლებელია, ჩვენ რომ არ დაგვესვა სხვა, უფრო ღრმა შეკითხვები, ჩვენ დავადგენდით მათ გამაერთიანებელ კანონზომიერებებს. ამიტომ, მე ვთხოვ ყველა ადამიანს, რომელიც განმარტოებით მოიხმარს მარიხუანას, დაფიქრდნენ, რატომ ურჩევნიათ მოწევა მარტოობაში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნამდვილად გაურბიხართ ადამიანებს სტრესის, ნევროზულობის ან დეპრესიის გამო, მაშინ, ნაცვლად იმისა, რომ ჩაახშოთ პრობლემები კანაფში, ან სხვა მსგავს ჩვევებში, სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებასა თუ აზარტული, ან ონლაინ თამაშებში, ნუ დააყოვნებთ, მიმართეთ ახლობლებს, მეგობრებს ან სპეციალისტ ფსიქიატრს. არავინ არ უნდა ზიანდებოდეს დეპრესიისა და ფსიქოლოგიური სტრესებისაგან მარტოობაში“.

მისს სპინელლის მხარდასაჭერად უნდა აღინიშნოს, რომ კანაფისა და ფსიქოლოგიური დაავადებების წარმოშობას შორის კავშირის შესახებ სხვა ნაშრომებში აღინიშნება, რომ ქცევის აღწერილი მოდელები ახასიათებთ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ ფსიქიკური გადახრის რიგი ფორმები, ხშირ შემთხვევაში ფსიქოზების განვითარებამდე, სუბიექტები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ კანაფს თვითმკურნალობისათვის. თავის მხრივ, ასეთი პოზიცია მყარდება სხვა სამეცნიერო პროექტებით, რომლებიც შეისწავლიდნენ კანაფს ფსიქოლოგიური დაავადებების მკურნალობის ალტერნატივის სახით, როგორიცაა პოსტ ტრავმული პიროვნული აშლილობა, ნევროზული და დეპრესიული ფსიქიკის აშლილობა, ასევე შიზოფრენიის ზოგიერთი ფორმა. ამ მომენტისათვის, კვლევების შედეგები ახდენენ მცენარის საოცარ ეფექტურობას ჩამოთვლილი დაავადებების სიმპტომების შემცირებისათვის, რაც ამყარებს ჰიპოთეზას, რომ მრავალ ფსიქოლოგიური დაავადების მქონე ადამიანს შეუძლია გამოიყენოს კანაფი, როგორც ალტერნატიული, ეფექტური და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოზების განვითარების რისკსა და კანაფის ხშირ მოხმარებას შორის არსებობს განსაზღვრული კორელაცია, კანაფი არ წარმოადგენს მათი გაჩენის მიზეზს.

მისს სპინელლის პოზიციის გასაკრიტიკებლად, უნდა აღინიშნოს, რომ კანაფის გამოყენება თავისუფლად შეიძლება დეპრესიის, სტრესის და ნევროზული აშლილობის სამკურნალო ლეგიტიმური წამლის სახით. თუმცა იგი მართალია იმაში, რომ მსგავსი აშლილობის თერაპიის დროს, ადამიანს საკმაოდ ეხმარება ურთიერთობა, არ შეიძლება თვალების დახუჭვა იმაზე, რომ კანაფს შეუძლია ფარმაკოლოგიური ზემოქმედება ორგანიზმის სისტემის მექანიზმებზე, რომლებიც იწვევენ ჩამოთვლილი დაავადებების სიმპტომებს. ბოლოს, მსოფლიოში კანაფის მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა, რომლებიც კანაფს ფსიქოლოგიური გადახრების სამკურნალოდ იყენებენ, მიუთითებს მოცემული თერაპიის მეთოდის პრაქტიკულობაზე, ასევე მის ეფექტურობაზე ფარმაცევტულ საშუალებებთან შედარებით.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*