შინაარსი
- წითელი შხამასოკოს თვისებები
- წითელი შხამასოკოს მომზადება
- წითელი შხამასოკოს გაშრობა
- ღია ცეცხლზე მომზადება
- წითელი შხამასოკოს ჩაი
- წითელი შხამასოკოს ნახარში
- წითელი შხამასოკოს ნაყენი
- წითელი შხამასოკოს მოხმარება
- რეკომენდაციები მოხმარების წინ
წითელი შხამასოკო — ეს არის სოკო, რომელსაც ბავშვობიდან ვერიდებოდით, რადგან ის შხამიანია. თუმცა საქმე მთლად ასე არაა, მას სარგებლის მოტანაც შეუძლია. მაგალითად, ველურ ბუნებაში მას ჭამენ ცხოველები, ირმები, დათვები და ციყვები ჭიებისა და პარაზიტებისგან თავის დასაღწევად. ადამიანიც იყენებს აღნიშნულ სოკოს. სოკოს სახელწოდება სლოვაკეთიდან მოდის, სადაც მას ყოფით სანიტარიაში იყენებდნენ. იგი შეიცავს ენთეოგენებს, რომლებიც ბუზების გასაქრობად გამოიყენება.
წითელი შხამასოკოს თვისებები
წითელი შხამასოკო — შხამიანი სოკოა. მცირე პორციებით გამოყენებისას ის შეიძლება სამკურნალო აღმოჩნდეს, დიდი დოზების შემთხვევაში კი სასიკვდილო. ძველი დროიდან მას ტრადიციულ მედიცინაში იყენებდნენ. ჩვენს დროშიც მისი გამოყენებით მრავალი დაავადებისგან განთავისუფლება არის შესაძლებელი. სოკოს აქვს იმუნომასტიმულირებელი და სისხლის აღმდგენი ეფექტი. ასევე ის აყუჩებს ტკივილს, არჩენს იარებს და გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედებაც.
ნედლი და მშრალი სოკო შესაძლოა გამოიყენებოდეს ყელის ანთებითი დაავადებების დროს, მაგალითად ანგინის დროს (სოკოში შემავალ ნივთიერებებს აქვს ანტიბიოტიკების მოქმედება), ასევე გაფანტული სკლეროზის, ეპილეფსიის, ნევროზების, იშემიის, კრუნჩხვების და დიაბეტის დროს. ის ეფექტურად ებრძვის მუცლის შებერილობას და სიმძიმეს. სოკოსგან დამზადებული მალამო გამოიყენება ართრიტების შემთხვევაში. სოკო გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების, კიბოს და ტუბერკულოზის დროს. უძილობასთან გასამკლავებლად სოკოსგან შეიძლება დამზადდეს საძილე საშუალება. მისი ნაყენი გამოიყენება იმპოტენციის, კანის, თვალების, თორმეტ გოჯა ნაწლავის და სახსრების დაავადებებისთვის.
მასში შემავალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მუსციმოლის და იბოტენის მჟავის წყალობით, ის წარმოადგენს ნატურალურ ჰალუცინოგენს. მძაფრი შეგრძნებების მისაღებად სოკოს იყენებენ ნედლი ან გამშრალი სახით. ასევე შესაძლებელია დაფშვნილი სოკოს ფხვნილის მოწევა. რეზულტატი მოხმარებიდან 30-60 წუთში დგება. კულმინაციას აღწევს მოხმარებიდან დაახლოებით 3 საათში. დაახლოებით 12-24 საათში ადამიანი უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. თუმცა ზოგიერთი ეფექტი შესაძლებელია რამოდენიმე დღე გაგრძელდეს.
წითელი შხამასოკოს განსაკუთრებულობას წარმოადგენს მისი ადამიანზე ზემოქმედების განუსაზღვრელობა. სხვა და სხვა ადამიანებზე ერთსა და იმავე რაოდენობის სოკოს მიღებამ სრულიად განსხვავებული გავლენა შეიძლება მოახდინოს. საშუალო პორციად ითვლება 15 გრამი, ან საშუალო ზომის 5 ქუდი. მათი მიღება სასურველია ეტაპობრივად. მცირე დოზის შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება ენერგიის მოზღვავება და ეიფორია იგრძნოს. ამასთანავე ნარჩუნდება გონება. საშუალო დოზისთვის დამახასიათებელია მხედველობითი ჰალუცინაციები, ამასთანავე ადამიანს უნარჩუნდება ადეკვატური რეაქციები. სოკოს დიდი დოზით მოხმარებისას სამყაროს განსხვავებულად აღქმის გამო ვლინდება არაადეკვატური ქცევები, ადამიანი შეიძლება ატირდეს, ან დაიწყოს სიცილი, დაეწყოს თავბრუსხვევა, ან დაკარგოს გონება. უნდა გახსოვდეთ, რომ სოკოს შემადგენლობაში ტოქსიური ნივთიერებების რაოდენობა განსხვავებულია, რაც მისი მოხმარების საშიშროებას ზრდის.
სოკოს მოხმარების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ნივთიერებათა ცვლის, სმენის, კოორდინაციის, მეტყველების დარღვევა, კრუნჩხვები, ძილიანობა, წნევის დაცემა, ხასიათის სწრაფი ცვლილება, თავბრუსხვევა. ახლოს მდებარე ნივთები შეიძლება მოგეჩვენოთ ძალიან დიდი (მაკროპსია) ან ძალიან პატარა (მიკროპსია). სხვა ჰალუცინოგენებისგან განსხვავებით, ეს სოკო იწვევს არარეალურად ძლიერ ფიზიკურ მოძრაობებს. ზოგიერთ შემთხვევაში მისმა მოხმარებამ შესაძლებელია კომა გამოიწვიოს. ეფექტის შესუსტების შემდეგ ადამიანი მიეცემა ნარკოტიკულ ძილს.
გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა და თავის ტკივილი. არსებობს მეხსიერების დაკარგვის რისკი. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს უარყოფით ეფექტებს, მაგალითად გულის რევა, დიარეა, დაღლილობა, ცნობიერების არევა, ტემპერატურის აწევა და გულის აჩქარება. გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა, ან უარეს შემთხვევაში ლეტალური შედეგი.
წითელი შხამასოკოთი მოწამლულ ადამიანს აღენიშნება ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი. იმატებს ოფლის და ნერწყვის გამოყოფა, ვიწროვდება გუგები. შედარებით მძიმე შემთხვევებში იკლებს გულის ცემა და ეცემა წნევა. აღინიშნება შიში, წყურვილი და ბოდვა. განსაკუთრებით დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. განსაკუთრებით საშიშია სოკოს გამოყენება ასაკოვანი, მცირეწლოვანი, გულის და თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. სოკო არ იწვევს დამოკიდებულებას. სიკვდილი უფრო ხშირად დგება სამყაროს არასწორი აღქმის გამო. ადამიანი შეიძლება აღიქვამდეს ყველაზე დიდ საფრთხეს უსაფრთხოდ, იქცეოდეს არაადეკვატურად და წარმოადგენდეს საფრთხეს საკუთარი თავის და გარშემო მყოფებისათვის.
წითელი შხამასოკოს მომზადება
თავდაპირველად უნდა შეიძინოთ, ან თავად მოკრიფოთ სოკო. უნდა იყოს აუცილებლად წითელი შხამასოკო. იმისათვის, რომ არ მოკრიფოთ სხვა სახეობა (მაგალითად თავჭედილა (Amanita pantherina)-ს ეფექტი, შხამახოკოს 5-ჯერ აღემატება) წინასწარ უნდა გაეცნოთ მის აღწერილობას ცნობარში. ფსიქოაქტიური ნივთიერებების უმრავლესობა არის ქუდებში (წითელ კანში, ან მის ქვევით), ამიტომ მიზანშეწონილია მხოლოდ მათი მოჭრა. არ არის რეკომენდირებული ძველი, ან ჭიანი ნაყოფის მოკრეფა.
წითელი შხამასოკოს გაშრობა
სოკო მომზადებამდე უნდა გააშროთ. ეს არის აუცილებელი ეტაპი, რადგან სწორედ ამ დროს იბოტენის მჟავა იშლება და ჩნდება მუსციმოლი, რომელსაც აქვს ჰალუცინოგენური თვისებები. თუ სოკო არ გაივლის თერმულ დამუშავებას, მაშინ ფსიქოაქტიური მოქმედება იქნება მცირე, ხოლო ტოქსიური მოქმედება ორგანიზმზე უფრო ძლიერი. გაშრობა უმჯობესია მოხდეს ბუნებრივ პირობებში: დატოვეთ მზეზე ან კარგად განიავებად შენობაში თოკზე ასხმული. აირღუმელში ან ქურასთან გაშრობა არ გახლავთ საუკეთესო ვარიანტი. 60 °C-ზე სოკომ შეიძლება დაკარგოს თვისებები.
შხამასოკო კარგად შთანთქავს ტოქსიურ აირებს, ქურიდან წარმოქმნილ ორთქლს და ა.შ. ამიტომ ისინი უნდა მოვათავსოთ ისე, რომ არაფერმა მოახდინოს ზემოქმედება. სოკო უნდა გაშრეს მანამ, სანამ გახდება მტვრევადი. ანუ, ის უნდა ტყდებოდეს თითის მსუბუქი დაჭერით. თუ შრობა მოხდა სწორად, სოკოს წონა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, დაახლოებით 11:1 თანაფარდობით (მარტივად რომ ვთქვათ, 110გრამი ნედლი სოკოსგან უნდა დარჩეს 10გრამი).
ასეთ მდგომარეობაში სოკო საკმაოდ დიდ ხანს ინახება, თუმცა დროთა განმავლობაში კარგავს თვისებებს. 8თვეზე დიდი ხნის შენახული სოკოს დოზა უნდა გაიზარდოს 1,5-2ჯერ.
ღია ცეცხლზე მომზადება
თუ არ გსურთ გაშრობის ლოდინი, სოკო შეიძლება სხვა მეთოდით მომზადდეს. ეს მეთოდი მოგცეთ საშუალებას სოკო ტყეშივე მიირთვათ. ამ შემთხვევაშიც სოკო უნდა დამუშავდეს თერმულად, რათა მოხდეს ტოქსიური ნივთიერებების განეიტრალება. ამისათვის შეგიძლიათ შეწვათ სოკო ცეცხლზე და მაშინვე მიირთვათ. ასე შესაძლებელია მიიღოთ ეიფორიული ეფექტი.
ასევე შესაძლებელია ჯერ კიდევ გაუშლელი სოკოს მოკრეფა და თავდაყირა შეწვა ცეცხლზე. სოკოს გათბობისას ქუდში მოგროვდება სითხე, რომლის დალევაც შეგიძლიათ. ეიფორიის მისაღებად 2 ჩაის კოვზი წვენის მიღებაც საკმარისია.
წითელი შხამასოკოს ჩაი
სასმელის მოსამზადებლად უნდა აიღოთ წინასწარ გამშრალი სოკო და დააქუცმაცოთ. აუცილებლად უნდა გაცხელდეს წყალი 90 °C-მდე (თითქმის ადუღებამდე) და დაამატოთ სოკო. უნდა იხარშოს ნახევარი-ერთი საათის განმავლობაში, რის შემდეგაც შეგიძლიათ მიირთვათ ნაყენი ნაყოფთან ერთად. სოკოს მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ მეტალის ჭურჭელი.
თუ ვერ იტანთ სოკოს გემოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟელატინის კაფსულები. შეგიძლიათ მათში მოათავსოთ როგორც დაქუცმაცებული სოკო, ასევე ნახარშის ნარჩენი.
წითელი შხამასოკოს ნახარში
ნახარშის მოსამზადებლად გამოიყენება ნედლი სოკო. შეგიძლიათ მოხსნათ წითელი აპკი, ასე ნახარში გამოვა ოქროსფერი. სოკოს ასხამთ მცირე რაოდენობით წყალს, რადგან სოკოც გამოუშვებს წვენს. დადგათ ცეცხლზე და დაელოდოთ წყლის ადუღებას, რის შემდეგაც ხარშავთ კიდევ 20 წუთი. შემდეგ უნდა გადაწუროთ და ნახარშიც მზადაა. სწორედ ტემპერატურის ზემოქმედებით კარგავს სოკო მავნე ნივთიერებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მოწამვლა. ზედმეტი ხარშვის შემთხვევაში სოკოს არ ექნება არანაირი ეფექტი.
ასეთი ბულიონის მოხმარების შემდეგ შესაძლოა მგრძნობელობის დაქვეითება, გახშირებული სუნთქვა, ფიზიკური ძალების მოზღვავება, დაღლილობა და ჰალუცინაციები.
წითელი შხამასოკოს ნაყენი
ნაყენის რეცეპტი განსხვავდება მისი გამოყენების სფეროს მიხედვით. თუ აპირებთ გარეგან გამოყენებას, უნდა დააქუცმაცოთ სოკო, შეინახოთ გრილ ადგილას 3 დღე. რის შემდეგაც სპირტი უნდა გააზავოთ 50% და დაასხათ ნაყოფს. სპირტი უნდა იყოს სოკოს დონეზე 1 სანტიმეტრით მაღლა. კარგად დაახურეთ სახურავი ჭურჭელს და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე 2 კვირის განმავლობაში.
ნაყენი გამოიყენება კომპრესებისთვის და დასაზელად რევმატიზმის, კუნთების ტკივილის და ჰემატომების დროს.
შინაგანი მოხმარებისთვის ნაყენი სხვაგვარად მზადდება. ავიღოთ სოკოს 4 ქუდი, ხელით დავამტვრიოთ, ფრთხილად მოვათავსოთ ჭურჭლის ფსკერზე და დავასხათ ნახევარი ლიტრი გაუზავებელი სპირტი (96%). ნაყენი 2 კვირით მოვათავსოთ ცივ ადგილას, შემდეგ გადავწუროთ. ასე მომზადებული ნაყენი გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების და დიაბეტის დროს. პაციენტმა უნდა მიიღოს დილაობით, არა უმეტეს 5 წვეთისა. თავდაპირველად სჯობს დაიწყოთ 1 წვეთით და ნელ ნელა გაზარდოთ დოზა. 5 დღის შემდეგ სასურველია დოზა შემცირდეს, შემდეგ უნდა შეისვენოთ. მოწამვლის პირველივე ნიშნებისას გამოიძახეთ სასწრაფო.
წითელი შხამასოკოს მოხმარება
სოკო ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს. წონა, სქესი, ასაკი არანაირად არ მოქმედებს სოკოს მოქმედების სიძლიერეზე. ამიტომ, გამოყენებამდე გაითვალისწინეთ რეკომენდაციები:
რეკომენდაციები მოხმარების წინ
- იმ შემთხვევაში, თუ სოკოს მიირთმევთ პირველად, სასურველია მიიღოთ საშუალო პორცია. მცირე პორციის მიღება რეკომენდირებულია ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანებისთვის. დიდი დოზა უკვე გამოცდილთათვის არის მიზანშეწონილი. მისი მიღება უნდა მოხდეს ნელნელა და არა ერთიანად.
- პირველი ცდისთვის რეკომენდირებულია გამშრალი სოკოს მიღება. შედეგიდან გამომდინარე გადაწყვიტეთ ღირს თუ არა დოზის გაზრდა.
- პირველად მიღების შემთხვევაში მომხმარებელს ვინმე უნდა ახლდეს მისახედად, რადგან სოკო მოქმედებს როგორც ფსიქიკაზე, ასევე ორგანიზმზე და წინასწარ შედეგებს ვერ განვსაზღვრავთ.
- სოკოს მიღებამდე 2-3 დღე სასურველია იკვებოთ მსუბუქად, ბოლო დღეს კი მიირთვით 1-2ჯერ. ძილის წინ კი სასურველია არაფერი მიირთვათ წყლის გარდა.
- თუ სოკოს მიღებას აპირებთ საღამოს, სასურველია არ მიირთვათ მინიმუმ 4 საათით ადრე. ამით მცირდება გულის რევის შეგრძნება და ძლიერდება ეფექტი.
- სოკოს სწრაფი ათვისებისთვის, მიღების მერე უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს ჟანგბადი. გამოაღეთ ფანჯარა.
- სოკოს მიღებიდან არ მიირთვათ 3-4 საათი.
უნდა გახსოვდეთ, რომ შხამა სოკო — სასიკვდილოდ საშიში სოკოა. სოკომ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, ამიტომ მკაცრად დაიცავით რეკომენდაციები. ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა გამოიწვიოთ გულის რევის რეფლექსი და გამოიძახოთ სასწრაფო. უნდა გესმოდეთ, რომ არ შეიძლება ნაყენის და მალამოს გამოყენება ღია ჭრილობებზე. სოკოს მიღება არ არის რეკომენდირებული ხანში შესულებისა და ორსულებისთვის. პირველი ცდისთვის გამოიყენეთ სოკოს მცირე რაოდენობა რათა გაიგოთ თქვენს ორგანიზმზე სოკოს მოქმედების დონე.