FIM-გაკრეჭვა

FIM-გაკრეჭვა

შინაარსი

მოსავლიანობის გაზრდა — გროვერის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანაბისის მოყვანა — საინტერესო მეცნიერებაა, რომელსაც ახასიათებს სხვა და სხვა მეთოდები, ტექნიკა და საიდუმლოებანი, რომლებიც მისაწვდომია მხოლოდ გამოცდილი მებაღეების ერთეულებისათვის. 21 საუკუნე ცნობილია მარიხუანას მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის ზრდით. მრავალი ქვეყნის მთავრობამ მოახდინა ფლორის ამ უვნებელი წარმომადგენლის დეკრიმინალიზაცია, ინფორმაციული ბარიერი მოიხსნა და გლობალურ ქსელში გამოჩნდა თემატური ფორუმები, რომლებიც სავსეა მარიხუანას სახლში მოყვანის შესახებ ინფორმაციით. გამოაშკარავდა მოსავლის გაზრდის საიდუმლოებანი. მებაღეებმა გაიგეს  SCROG ტექნიკის, კლონირების, LST-ს და ფიმინგის შესახებ, რომელსაც ეძღვნება ეს სტატია.

რა არის FIM-გაკრეჭვა?

რა არის FIM-გაკრეჭვა?

ისევე, როგორც მრავალი გენიალური აღმოჩენა, აღნიშნული მეთოდი აღმოჩენილი იყო შემთხვევით და მოახდინა ნამდვილი რევოლუცია კანაფის მოყვანის მეთოდებს შორის. «High Times» (2000) ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში, ბოტანიკოსმა კაროლინიდან, აღწერა გაკრეჭის არაჩვეულებრივი მეთოდი. გროვერმა, თავისი მცენარეების დათვალიერებისას გადაწყვიტა გაეკრიჭა ცენტრალური ღერო, რათა ბუჩქი გასულიყო სიგანეში, მაგრამ არ გამოუვიდა. მან სიმწარით წამოიყვირა: „ჯანდაბა, იქ არ მოვჭერი!“ (Fuck, I Missed). მაშინ მან ჯერ არ იცოდა, რომ ეს სიტყვები რევოლუციური ტექნიკის სახელწოდება გახდებოდა. მან დატოვა არასწორად შემოჭრილი ბუჩქი და დროთა განმავლობაში შეამჩნია, რომ შეცდომამ გამოიწვია მრავალი ახალი ღეროს ფორმირება.

იუმორი! ისტორია, რა თქმა უნდა, არ გვიყვება ინოვაციის ავტორის მდგომარეობის შესახებ. ადვილი მისახვედრია, თუ რა მდგომარეობაში იყო ექსპერიმენტატორი, როდესაც გაკრეჭვისას ააცილა ცენტრალურ ღეროს.

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია, მომენტალურად გახდა პოპულარული საზოგადოებაში. ტექნიკა კი „ლეგენდარული“ და „ინოვაციური“.

რაში მდგომარეობს საიდუმლო?

FIM-გაკრეჭვა — მცენარის ზედა ნაწილის მოშორების განსაკუთრებული მეთოდია. ის ხორციელდება 45° კუთხით, ისე, რომ ძირითადი ღეროს მინიმუმ მეხუთედი ხელუხლებელი რჩება. კანაბისის ბუნებაში ჩადებულია აპიკალური დომინირების თვისება, რაც ნიშნავს, რომ ბუჩქი გამოიყენებს ყველა ძალას, რომ ყველა განშტოება წამოწიოს სინათლისკენ. თუ სრულად მოვაჭრით წვერს, მაშინ გვერდით მყოფი ორი ტოტი, დროთა განმავლობაში გარდაიქმნება დიდ „მიკროფონებად“. მაგრამ, რამდენადაც ჩვენ ვინარჩუნებთ წვერის 20-25%-ს, საბოლოოდ შეგვიძლია მივიღოთ 4-8 დიდი კვირტი. „ქირურგიული ჩარევით“ გამოწვეული სტრესი ასევე ვლინდება ახალი გირჩების სახით. ისინი უფრო მძიმე და მკვრივი იზრდება.

Fimming ჩვეულებრივი გაკრეჭვისგან იმით განსხვავდება, რომ ზრდის ტემპი რჩება იგივე, ხოლო სტრუქტურა იწყებს გაბუჩქვას. ზოგიერთი მებაღე არ შემოიფარგლება ფიმინგის მეთოდით მხოლოდ ერთი გაკრეჭვით, ისინი იმეორებენ პროცედურას ახლად გაჩენილ ღეროებზე.

გამოცდილი გროვერების რეკომენდაციები

  • FIM-გაკრეჭვა სრულდება მხოლოდ ვეგეტაციის სტადიაზე. ყვავილობის ფაზაში გაკრეჭვა გამოიწვევს ძლიერ სტრესს და მოსავლის დაკარგვას.
  • გაკრეჭვა რეკომენდირებულია მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა მცენარეზე გაჩნდება ფოთლების მეხუთე კვანძი. საუკეთესო შედეგები მიიღწევა ვეგეტაციის მესამე თვეზე ფიმინგით.
  • FIM საუკეთესოა ჩატარდეს დილით ადრე. დღის სინათლე მისცემს მას საკმარის სასიცოცხლო ენერგიას ძალების აღსადგენად.
  • გამოიყენეთ საშუალო ზომის მჭრელი მაკრატელი (მაგალითად კუტიკულის).
  • პროცედურის შემდეგ პაციენტი უნდა იყოს სიმშვიდეში, მინიმუმ რამდენიმე დღე.

მეთოდი არ არის დიდად გავრცელებული. საქმე იმაშია, რომ არ არსებობს ერთგვაროვანი მონაცემები, იმის შესახებ, რომ ფორმირებული კვირტების წონა აჭარბებს ძირითადი ღეროს მასას. პროცესის შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ გაკრეჭვის სისწორეზე, არამედ ჯიშზე, განათებასა და კვებაზე, შექმნილ კლიმატურ პირობებზე.

სახიფათოა! აღნიშნული პროცედურა არ არის რეკომენდირებული ავტომოყვავილე ჰიბრიდებისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსავლის მნიშვნელოვანი დანაკარგი ან მცენარის სიკვდილი.

გაკრეჭვის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მცენარეს ჰქონდეს მეტი ტოტები და ფუმფულა ფორმა. ყოველი ჩარევის შემდეგ გირჩების წონა შემცირდება, ხოლო რაოდენობის პროპორციულობა მატულობს.

ცოტა რამ პროცესის არსისა და საფრთხეების შესახებ

ცოტა რამ პროცესის არსისა და საფრთხეების შესახებ

კანაფი — უნიკალური და საკმაოდ სიცოცხლის უნარიანი მცენარეა. თუ მოვაშორებთ ერთ კვირტს, გვერდით გაჩნდება ახლები, რომლების დროთა განმავლობაში ტოტებად გადაიქცევა. კანაბისის ცენტრალური წვერო — მცენარის მეტად სიცოცხლის უნარიანი ნაწილია. სასიცოცხლო პოტენციალის უმეტესობა მიმართულია სწორედ მასში, ამიტომ გვერდითა ტოტების გაკრეჭვა, ნაკლებად პროდუქტიულია.

გენეტიკური ხაზი ფიმინგის განხორციელების დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ სტრეინის გენოტიპი გვაფრთხილებს შტამის კაპრიზულობის შესახებ გარემოს მიმართ, უმჯობესია უარი ვთქვათ წამოწყებაზე და გავზარდოთ მოსავალი ამ ტექნიკის საშუალებით.

უნდა გვახსოვდეს, რომ გაკრეჭვა სასიცოცხლო ციკლის ადრეულ სტადიაზე უკეთესია, ვიდრე ვეგეტაციის პერიოდის ბოლოს — ყვავილობის დასაწყისისკენ.

სასარგებლოა! წინასწარი დაგეგმვა — შეცდომების არიდების წინა პირობაა!

ხშირად დამწყები გროვერის წინაშე დგება საკითხი მოჭრილი წვერის გამოყენების თაობაზე. თუ ჩარევა მოხდა ვეგეტაციის გვიან სტადიაზე, მოჭრილი ბოლო შეიძლება გამოიყენოთ მოსაწევად. ნარჩენების სასიამოვნო უტილიზაცია — არ არის მიზეზი, რომ მცენარეს ყოველ კვირას მიაყენოთ ზიანი. უნდა გახსოვდეთ, რომ ფიმინგი პირველ რიგში ემსახურება პლანტაციის განვითარებას და არა მის მფლობელს.

რჩევა! რეგულარული ფოტოპერიოდული ჯიშების კულტივირებისას არ დაგავიწყდეთ მამრი წარმონაქმნების მოშორება. მხოლოდ ასე მიიღებთ სენსიმილიასდაუმტვერავ მარიხუანას.

კანაბისის სიცოცხლის უნარი და იმუნიტეტი საშუალებას იძლევა მედგრად გადაიტანოს ღეროს, ფოთლების და ტოტების უხეში დაზიანებები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დიდ მოსავალს, მხოლოდ ჯანმრთელი მცენარე იძლევა.

უპირატესობანი და ნაკლოვანებები

FIM-გაკრეჭვის არსისა და წესების გაცნობის შემდეგ, შეგვიძლია გადავიდეთ მისი პლიუსების და მინუსების განხილვაზე

დადებით მხარეს პირველ რიგში მიეკუთვნება მის ადგილზე მრავალი ახალი კვანძის წარმოქმნა. ინგლისურ ლიტერატურაში ამას potential to produce many bud-sites ეწოდება. კვირტების რაოდენობის გაზრდის გარდა, გროვერს შეუძლია მისცეს მიმართულება ტოტებს და მოახდინოს საჭირო სტრუქტურის ფორმირება. შესაძლებელია გირჩების ერთი დონეზე გათანაბრება. ამგვარად ისინი ერთნაირი რაოდენობით მიიღებენ სინათლეს, რაც დადებითად აისახება გირჩების ზომაზე და ფისის რაოდენობაზე. ფიმინგის მთავარი პლიუსია მცენარის მცირე გროუბოქსში მოთავსების საშუალება.

მინუსები:

  • არსებობს წარუმატებელი მცდელობის რისკი. თუ დამწყები არასწორად მოჭრის მცენარის წვეროს ნაწილს, არ უნდა ველოდოთ შედეგს.
  • ინფექციის საფრთხე. არასტერილური ინსტრუმენტი, ბაქტერიებით სავსე ღია გრუნტი, არასწორი მოპყრობა და სხვა ფაქტორები ქმნის ინფექციის საფრთხეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები და მცენარის სიკვდილი.
  • მეთოდი მებაღისგან მოითხოვს საკმარის თეორიულ ცოდნასა და გამოცდილებას. მხოლოდ გამოცდილება იძლევა მებაღეობის ახალ საფეხურზე გადასვლის საშუალებას. თუმცა არ არის საჭირო თავად გაიაროთ ეს გზა, რადგან არსებობს უამრავი ინტერნეტ-რესურსი, სადაც გამოცდილი მებაღეები აზიარებენ საიდუმლოებებსა და სხვა და სხვა ტექნიკის შესრულების წესებს.

რისთვის არის საჭირო გაკრეჭვა?

რისთვის არის საჭირო გაკრეჭვა?

კანაფის მოყვანა ფიმინგის გამოყენებით არ შემოიფარგლება ყვავილედების რაოდენობის გაზრდით. გამოცდილი ბოტანიკოსები მას იყენებენ ახალი კლონების რაოდენობის გასაზრდელად.

მაღალი ჯიშების გაკრეჭვა საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ფართო და ფუმფულა ბუჩქების ფორმირება, რომლებიც უფრო კარგად ერწყმის ლანდშაფტს და არ იქცევენ ყურადღებას.

ცნობისათვის! კანაბისის მოშორებულ ნაწილებს იყენებენ ბალახის ჩაისათვის.

როგორ უნდა წარიმართოს პროცესი სწორად?

რაც უფრო სწორად მოხდება გაკრეჭვა, მით უფრო მაღალია დიდი მოსავლის მიღების ალბათობა. როგორც წესი, ის ტარდება დილით ადრე, რათა აღდგენისთვის დღის განმავლობაში ქონდეთ საკმარისი სინათლე. არ ღირს სამ ტოტზე მეტის გაკრეჭვა.

ცნობისათვის! კანაფის კულტურისადმი მიძღვნილ ინგლისურ ენოვან წიგნებში გვირჩევენ ფიმინგის ჩატარებას ყოველ მესამე ტოტზე. ავტორები საოცარი შედეგის მიღების გარანტიას იძლევიან და გვარწმუნებენ პროცედურის შემდეგ მიღებული მცენარის ესთეტიურ სილამაზეში.

ოპერაციის დაწყებამდე გადმოადუღეთ მაკრატელი, ხოლო უშუალოდ დაწყებამდე გაწმინდეთ სპირტით ან ნახევარი საათით მოათავსეთ წყალბადის ზეჟანგში. გამოიყენეთ პატარა და მჭრელი მაკრატელი, რომელიც ერთი მოძრაობით შეძლებს საჭირო ნაწილის მოჭრას.

მოსაჭრელი ნაწილის ორიენტირი გახლავთ რამდენიმე მილიმეტრი ფოთლების ბოლო წყვილის ზევით. უმჯობესია მოჭრათ ყველაზე მაღალი ტოტების წვეროები, სანამ ისინი მომჯობინდება, ქვედა ტოტები დაეწევიან მათ სიმაღლეში. ასე ისინი მიიღებენ მეტ სინათლეს, ვიდრე ნაძვის ფორმის შემთხვევაში.

ცნობისათვის! წვენი, რომელიც წარმოიქმნება მოჭრის დროს არ გაწმინდოთ. მასშია შეხორცებისთვის საჭირო ნივთიერებები.

FIM-გაკრეჭვა მიეკუთვნება მაღალი სტრესის ვარჯიშების რიცხვს. გროვერმა უნდა იცოდეს, რომ ოპერაციის შემდეგ სოკოს, ბაქტერიების და მწერების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი მცირდება.

დამწყები გროვერების შეცდომები

დამწყები გროვერების შეცდომები

უყურადღებო მებაღეები ხშირად უშვებენ შეცდომებს. ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მისი გამოყენებისთვის არა ხელსაყრელი პერიოდი. ზოგი მებაღე ან ძალიან ადრე ატარებს ფიმინგს (ფოთლების მეხუთე წყვილის გაჩენამდე), ან ჭრიან წვეროს ყვავილობის ფაზის დასაწყისში. ორივე შემთხვევაში გელით იმედგაცრუება.

უფრო ხშირად, არ ნიშნავს უფრო მეტს. არ ღირს კანაბისის იმუნიტეტით სარგებლობა. ხშირი გაკრეჭვა მცენარეს აიძულებს იყოს სტრესში და პოსტ სტრესულ მდგომარეობაში, რაც მის ჯანმრთელობაზე და კვირტების რაოდენობაზე ცუდად აისახება. ოპერაციებს შორის მინიმალური შესვენება (სიმშვიდის მდგომარეობა) უნდა იყოს 4-5 დღე. თუ ფოთლები დაიწყებს ცვენას, თავი უნდა შევიკავოთ შემდგომი ოპერაციისგან.

ოპტიმალური შტამები

წარმატებული კულტივაცია ყოველთვის არის დამოკიდებული სწორ მეთოდებზე. ხშირად დიდი მოსავალი და რეგენერაციის უნარი დამოკიდებულია სტრეინზე. ანუ, გენეტიკურ თვისებებზე. რომ არ შეცდეთ ფიმინგის გამოყენებისას, გთავაზობთ გამოცდილ, მარტივად რეგენირებად ჯიშებს:

New York Diesel feminised — დომინანტი სატივას მქონე შესანიშნავი, უპრეტენზიო ჰიბრიდი. ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაცია გირჩებში აღწევს 18%-ს, ყვავილობის პერიოდი შეადგენს 10-12 კვირას. აქვს ციტრუსის არომატი და გაჰყავს ადამიანი პოზიტიური აზროვნების განახლებულ დონეზე.

Cheese Berries feminised – შესანიშნავი შტამი, რომელიც ყვავილობის დროს აფრქვევს ყველის სასიამოვნო არომატს. არ უშინდება ტემპერატურის ცვლილებას, ვარჯიშს, აქვს ობის მიმართ ძლიერი იმუნიტეტის. კულტურის გენოტიპში შედის ლეგენდარული Blueberry გენები. ბოლი მოხიბლავს პირველი კლასის ბალახის მომხმარებელსაც კი.

Blueberry feminised – ცნობილი კლასიკა, რომელმაც პლანეტის მრავალი გროვერის გული მოიგო. კენკრის არომატი, სასიამოვნო ზემოქმედება და სტრესისადმი მდგრადობა აძლევს მას საშუალებას წლების განმავლობაში იყოს ლიდერ პოზიციებზე გაყიდვებში. ყვავილობის პერიოდი შეადგენს 7-9 კვირას, ყვავილედების წონა 800გრამს აღწევს ერთი კვადრატული მეტრიდან.

დასკვნა

კანაფის მოყვანა — საინტერესო პროცესია და რაც უფრო ითრევს ბოტანიკოსს, მით უფრო ექსტრავაგანტული მეთოდების ძებნას იწყებს ის. ბევრი მიდგომის გამოყენების შემდეგ, ის შეარჩევს ერთს და დადგება თავის პროფესიონალურ სიმაღლეზე. სტატიაში წარმოდგენილი ტექნიკა — ერთი ინსტრუმენტია მრავალთაგან, მაგრამ მისი სრულყოფის გააზრების შემდეგ, გროვერი შეძლებს არა მხოლოდ მოსავლის გაზრდას, არამედ მიიღებს სასურველ ფორმის ლამაზ ბუჩქებს და დატკბება მათი სილამაზით.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*