სუპერ კროპინგი (Super Cropping)

სუპერ კროპინგი (Super Cropping)

შინაარსი

Super Cropping — კანაფის შემოწმებული ტექნიკაა მაღალი მოსავლის შედეგით, რომელსაც დამწყები მებაღეც გაუმკლავდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც ამისთვის უნდა ფლობდეთ — ორი აკურატული ხელი ექსპერიმენტისათვის, წებოვანი ლენტი, მცირე გამოცდილება და მოქმედების ეტაპობრივი გეგმის ცოდნაა.

მაქსიმალური მოსავლის მისაღებად არ არსებობს კულტივაციის ერთი კონკრეტული მეთოდი. თუ ტოტების დამტვრევის იდეა „ბოდვად“ მიგაჩნიათ, არ ღირს ნაჩქარები დასკვნების გამოტანა. წარმოდგენილი სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია, თუ როგორ უნდა მოიყვანოთ კანაფი Super Cropping-ის მეთოდით, არა მხოლოდ შეგიცვლით აზრს, არამედ დაგარწმუნებთ ამ ტექნიკის გამოყენების აუცილებლობაში.

რა არის სუპერ კროპინგი?

რა არის სუპერ კროპინგი?

Super Cropping — ეს არის ვარჯიშის პრაქტიკული მეთოდი ძლიერი სტრესით (HST), რომელიც ძალიან ეფექტურია. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის დაზიანება, გამოწვეული ტოტების გადაღუნვით (მათი ქსოვილების დაზიანება, ოღონდ არა გადატეხვა).

მეთოდი, დაფუძნებული მცენარის ძლიერ სტრესზე, იწვევს თავდაცვით რეაქციას. ამ მეთოდს მივყავართ მკვრივ, ტგკ-ს მაქსიმალურად მაღალი დონის შემცველ ყვავილედებამდე, შესაბამისად იზრდება მოსავლის რაოდენობა, რაც გამოწვეულია მცენარეზე განზრახ მიყენებულ ზიანზე ჰორმონალური რეაქციით.

რატომ რეაგირებს კანაბისი ასეთ სტრესზე?

Cannabis ძალიან უყვარს სიცოცხლე, ამიტომ საფრთხის დროს, ის ავლენს ბუნებრივ რეაქციას — იცავს თავს ბუნებაში (outdoor). მხოლოდ კანაფი (მეცნიერების მონაცემებით) გამოიმუშავებს ამ დროს THC (და რიგ კანაბინოიდებს, მათ შორის (CBD), რომელიც ხდის ყვავილედებს საინტერესოს ადამიანებისთვის). THC — მთავარი ნივთიერებაა მარიხუანაში, რომელიც იწვევს ეფექტს.

გამოიმუშავებს თუ არა კანაბისი THC-ს თავდაცვისთვის?

გამოიმუშავებს თუ არა კანაბისი THC-ს თავდაცვისთვის?

კულტურა არ იცავს თავს ადამიანებისგან! ბუნებრივ პირობებში ლოსებს, კურდღლებს და სხვა ცხოველებს შეუძლიათ შეჭამონ მარიხუანას ყვავილედები, რაც არ მისცემს მცენარეებს საშუალებას წარმოქმნან თესლები და გამრავლდნენ. ექსპერტების დაკვირვებების საფუძველზე ცნობილია, რომ ცხოველები არ ჭამენ ყველა კვირტს, მიზეზი შეიძლება იყოს მათი საშინელი გემო, ან კანაბინოიდებით გამოწვეული ეფექტი. ამ ყოველივედან გამომდინარეობს, რომ კულტურა იყენებს ტგკ-ს მავნებლების დასაფრთხობად.

არ არის რთული გასაგები, რომ ნებისმიერი დაზიანებები აიძულებენ მცენარეებს გამოიმუშაონ ყველაზე დიდი და ძლიერი გირჩები. მარიხუანასთვის ფასეული გირჩების შექმნა (რომლებიც გამოიყენება თესლების წარმოსაქმნელად) არის მისი ცხოვრების საქმე.

მარიხუანას მწარმოებლების დიდი ნაწილი ცდილობს უზრუნველყოს თავის ლამაზმანები 100%-ით იდეალური პირობებით. მაგრამ, დამატებითი ტექნიკის გარეშე საუკეთესო შედეგები ვერ მიიღება. სუპერ კროპინგი — ერთ-ერთი ელემენტარული და ნაყოფიერი მეთოდია საუკეთესო მოსავლის მისაღებად, დიდი ძალისხმევის გარეშე.

საინტერესოა! ტეტრაჰიდროკანაბინოლი წარმოიქმნება მხოლოდ (მდედრი) ფემინირებული კანაფის ყვავილედებზე. მაგრამ კანაბინოიდის მსგავსი ნივთიერებები აქვს ფლორის უამრავ წარმომადგენელს, ადამიანების ჩათვლით. ადამიანები და ძუძუმწოვრები (სხეულსა და ტანში) ფლობენ კანაბინოიდების უამრავ რეცეპტორს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ენდოკანაბინოიდური სისტემა ყოველდღიურად აქტიურობს (ძილი, კვება, განტვირთვა).

უპირატესობანი

მეთოდი ფლობს უპირატესობების დიდ სიას:

Super Cropping — ეს ყველაზე უებარი მეთოდია, რომეილც არ მოითხოვს ბევრ ინსტრუმენტს და დიდ გამოცდილებას.

როდესაც მცენარე განიცდის სტრესს გადაღუნვისგან, ის ხდება უფრო ფსიქოაქტიური დიდი რაოდენობით ფისის წარმოქმნის ხარჯზე (სტრესზე რეაქციის ნაწილი).

ტექნიკა განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც აქვთ შეზღუდული სივრცე indoor-ში კულტივაციისთვის (პროფესიონალურ ან თვითნაკეთ გროუბოქსში).

Super Cropping დიდად არ აფერხებს მცენარის ზრდას (რასაც ვერ ვიტყვით FIM ან ფოთლების შემოჭრაზე), თუმცა საჭიროებს მცირე დროს აღდგენაზე, ამავდროულად ის აძლევს გროვერს იგივე შედეგს, რასაც სხვა მაღალი სტრესის ვარჯიშები.

შიშველი ხელები და სიფრთხილე — სულ ეს არის, რაც სჭირდება გროვერს.

ნაკლოვანებები

ავტომოყვავილეების მოყვარულები იმედგაცრუებულები დარჩებიან, რადგან ეს მეთოდი არ უხდება მათ რჩეულებს. auto strain-ებისთვის კარგია LST. სუპერ-შემოჭრა შედარებით მარტივია, მაგრამ ბუჩქები საჭიროებს ხანგრძლივ ვეგეტაციურ პერიოდს, რათა ტექნიკამ გაამართლოს. ვეგეტაციური ზრდის ექვსი-რვა კვირა დამახასიათებელია სწრაფად მზარდი ფოტოპერიოდული ჰიბრიდებისთვის.

სუპერ კროპინგისთვის შესაფერისი ფემინიზირებული ჯიშები

სუპერ კროპინგისთვის შესაფერისი ფემინიზირებული ჯიშები

საუკეთესო სტრეინები, რომლებიც ექვემდებარება ამ ტექნიკას, შესაძლებელია შეიძინოთ Ganja Seeds ბანკის საიტზე.

მათ შორის არის შემდეგი ჯიშები:

Black Domina — ამ შესანიშნავი სამედიცინო თვისებების მქონე ჰიბრიდის ყვავილობის პერიოდი შეადგენს 7-9 კვირას, ხოლო მოსავლიანობა აღწევს 800გრამს კვადრატული მეტრიდან.

Critical — 1მეტრამდე სიმაღლის ამ შტამს შეუძლია გაგაოცოთ არა მხოლოდ ზრდის სისწრაფით (55 დღეღამე), არამედ მისი მოსავლის მაჩვენებლითაც (0,9კგ კვადრატული მეტრიდან).

Grapefruit Alpha Dog – მაღალ მოსავლიანი სტრეინი, რომელიც დაგამახსოვრებთ თავს მისი დრეკადობით, მორჩილებით და ნაზი გრეიფრუტის არომატით. ყვავილობა გრძელდება 60 დღე, მისი საშუალო სიმაღლე ავტომატურად უმარტივესს ხდის ყველა ტექნიკას ახალბედებისთვის. ამ ჯიშის მარიხუანას ხშირად იყენებენ თერაპიული მიზნებისთვის.

როდის სჯობს ვარჯიშის დაწყება

როდის სჯობს ვარჯიშის დაწყება

სხვა მეთოდების უმრავლესობისგან განსხვავებით, გროპინგის შემთხვევაში არ უნდა ვიჩქაროთ.. FIM, Topping და Low Stress Training-ის დაწყება შესაძლებელია როგორც კი მცენარეს მეორე წყვილი ფოთლები განუვითარდება (ვეგეტაციის ადრეულ ფაზაში). წარმოდგენილი მეთოდიკა მოითხოვს ცოტა მეტ მოთმინებას. უმჯობესია მოიცადოთ ვეგეტაციური ზრდის მესამე-მეოთხე კვირამდე. საჭიროა მცენარე მინიმუმ 30 სანტიმეტრამდე გაიზარდოს.

იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს ვეგეტაციიდან ყვავილობაზე გადასვლა, ბუჩქებში ხდება ჰორმონალური ცვლა. სუპერ-გროპინგი არ არის ეფექტური ყვავილობის დროს. ტოპინგის მსგავსად, აუკსინები (ზრდის ჰორმონების ჯგუფი) ახდენენ მცენარით მანიპულირებას, იმის მითითებით, თუ რომელი ღეროა მთავარი.

როგორც კი იწყება ყვავილობის სტადია, ენერგია მიემართება ყვავილების წარმოქმნაზე და ტოტები იქნება შედარებით დრეკადი, იმისათვის, რომ სწორად გადავღუნოთ ისინი. გვიანი გროპინგი მავნეა და მოქმედებს მცენარის სიცოცხლისუნარიანობაზე. სქელი ღერები მაშინვე გადატყდება, რაც ნეგატიურად აისახება ხარვესტზე.

საჭირო ინსტრუმენტები

  • როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროცესის შესასრულებლად საჭიროა მინიმალური რაოდენობის ინსტრუმენტები:
  • მოწადინებული თითები
  • სიფრთხილე და აკურატულობა
  • ტოტების დასამაგრებელი საშუალება — სქელი მავთული, საქსოვი ძაფი, ელვის ფიქსატორი — ყველაფრის გამოყენება შეიძლება, თუმცა შესაძლებელია შემოქმედებრივი მიდგომა! მნიშვნელოვანია მოერიდოთ „მჭრელ“ ძაფებს, რომლებიც დროთა განმავლობაში შეეზრდება ტოტებს.
  • წებოვანი ქაღალდი (ყოველი შემთხვევისთვის)
  • ამ მეთოდის შესრულების ცოდნა.

შესრულების ეტაპები

Super Cropping ყველაზე მოსახერხებელი ტექნიკაა. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ეს იქნება რამოდენიმე ეტაპისგან შემდგარი, უმარტივესი წამოწყება. უკიდურეს შემთხვევაში ექსტრემალური ნაბიჯი დაგეხმარებით დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში.

ეტაპები:

„X“ მომენტის განსაზღვრა

მნიშვნელოვანია მანიპულაციისთვის შესაფერისი დროის შერჩევა. დაუშვებელია ადრეულ და გვიან სტადიაზე პროცედურის ჩატარება. უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ ვეგეტაციის 3-4 კვირაზე!

ვიზუალიზაცია

კანაფის Super Cropping უნდა იყოს შემოქმედებითი. პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ სასურველი გვირგვინი. ამისათვის არ არის საჭირო რაიმე რეკვიზიტი. საკმარისია შეისწავლოთ მცენარე და განსაზღვროთ წარმოსახვითი ხაზი, რომელზეც განახორციელებთ გადაღუნვას.

ტოტების შერჩევა

შეარჩიეთ ფორმირებული, მაგრამ მორჩილი ტოტები, ისინი მწვანეა და არა ხის მსგავსი. თუ ბუჩქს აქვს რამოდენიმე ღერო, იღუნება ყველაზე მაღლა წვერთან მდებარე ყველაზე რბილი ღერი. მცენარე უნდა გადაწვეს ისე, რომ არ იყოს ამოშვერილი დანარჩენი ღეროები.

ტოტების შემოჭერა და გადაღუნვა

ტოტის შიდა ქსოვილის დაზიანება, გარე „ქერქის“ დაუზიანებლად — ეს არის ამ ტექნიკის აზრი. როდესაც მოჰკიდებთ ხელს ღეროს (დაგეგმილ ადგილზე), ზომიერად მოუჭირეთ დიდი და საჩვენებელი თითი, 10 წამის განმავლობაში თითებს შორის გაამოძრავეთ წინ და უკან, რათა შეასუსტოთ გადახრის წერტილი. რწევა (მოსრესვა) უნდა გაგრძელდეს იმ დრომდე, სანამ არ იგრძნობთ, რომ მოცემული წერტილი დარბილდა. როდესაც მიაღწევთ ამ მომენტს, ფრთხილად გადახრით საჭირო მიმართულებით და დაამაგრებთ.

ცნობისათვის! სქელი ღეროებისთვის თითებს შორის მოძრაობა უნდა გაგრძელდეს 60 წამი (მოჭერით/“ გასრესვით “ უნდა შეასუსტოთ ის, რათა გადაიღუნოს და არა გადატყდეს).

ზოგი მებაღე უბრალოდ კიდებს ხელს და სწრაფად ხრის, მაგრამ ამით იზრდება იმის ალბათობა, რომ საჭირო გახდეს იზოლენტი ტოტების გადასაბმელად.

ფიქსაცია

კანაბისი საოცრად გამძლეა. თუ მას ძალიან არ გადახრით, ის დააბრუნებს ტოტს ადგილზე 2-3 საათში, ამიტომ აუცილებელია დააფიქსიროთ ის!

თუ მებაღის წინაშეა „გადახრილი“ კანაბისი დახრილი (90 °C) ტოტებით — 100%-იანი შედეგი სახეზეა!

ექსტრენული ზომა

ჩამოთვლილი პუნქტების სწორად და სიფრთხილით შესრულების შემთხვევაში, არ გახდება საჭირო დამატებითი მოქმედებები. მაგრამ, თუ გამოუცდელი მებაღე არ არის ფრთხილი და დაუშვა შეცდომა (ადვილია ტოტი გადატყდეს), მაშინ საჭირო იქნება „ვუმკურნალოთ იარას“ (გადახსნილი ბზარი ღეროს ზედაპირზე).

ასეთ უკიდურეს შემთხვევაშიც არ აჰყვეთ პანიკას! კანაბისს შეუძლია აღდგენა 95% შემთხვევაში, თუ შემთხვევით ამპუტირებულ ტოტს მივაწებებთ უკან, მანამ, სანამ მას გაცვივდება ფოთლები.

საინტერესოა! გადატეხვის ადგილი შედეგად გარდაიქმნება მსხვილ კვანძად, რომელიც მიაწვდის მცენარეს საჭირო ნივთიერებებს.

როგორ გამოვასწოროთ გადატეხილი ან მოწყვეტილი ღეროები?

როგორ გამოვასწოროთ გადატეხილი ან მოწყვეტილი ღეროები?

მოტეხილი ტოტების ფიქსაციის გავრცელებული ფორმაა — ლენტის მეთოდი. შესაძლებელია გამოიყენოთ წებოვანი ლენტი ან სკოტჩი (დამოკიდებულია დაზიანების დონეზე და ტოტის წონაზე).

სიტუაცია შემდეგნაირად უნდა გამოასწოროთ:

მოამზადეთ 5-7 სანტიმეტრი ლენტი.

დარწმუნდით, რომ ტოტები სწორად ედება ერთმანეთს და შემოახვიეთ ლენტი.

დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 1-4 კვირა (ტრავმის ხარისხის მიხედვით).

რჩევა! სკოტჩი მოახვიეთ რაც შეიძლება მჭიდროდ. ამით უფრო დააჩქარებთ შეხორცების პროცესს. სკოტჩის მოშორებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა თავიდან არ გადატყდეს.

„ბინტების“ მოხსნა

დაელოდეთ ერთი კვირა „ბინტის“ მოშორებამდე. შეხორცების ადგილების გაფერმკრთალება ნორმალური რეაქციაა.

თუ ტრავმირებული ადგილი კვლავ ნაცრისფრად გეჩვენებათ, კვლავ გადაახვიეთ და დაელოდეთ სანამ ადგილი არ დაემსგავსება დამცავ „ძვალს“.

მცენარე სრულყოფილად შთანთქავს სასარგებლო მიკროელემენტებს და აგრძელებს სიცოცხლეს.

რჩევები/შეცდომები

ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარეობს რიგი ძირითადი მინიშნებები:

  • არ შეეხოთ ტოტებს არასასურველ დროს. ზოგი მათგანი ძალიან მწვანეა, ზოგიც გახევებული, შეარჩიეთ ახალგაზრდა, მაგრამ მოძლიერებული ტოტები.
  • დაწყება რეკომენდირებულია განშტოებებიდან და არა ღეროდან.
  • სტრუქტურის დარბილების გარეშე მოსალოდნელია გადატეხვა.
  • დაარბილეთ საშუალო დონეზე.
  • თუ ბუჩქი ცდილობს გაასწოროს რომელიმე ტოტი, რეკომენდირებულია მიმართოთ LST-ს.
  • ყოველთვის თან უნდა იქონიოთ იზოლენტი.
  • უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯიშებს აქვს სხვა და სხვა სტრუქტურული სიმკვრივე, ამიტომ ყურადღებით შეისწავლეთ შერჩეული შტამის მახასიათებლები.
  • ვარჯიში სასურველია გაიმეოროთ, როდესაც კვირტები მიიღებენ ვერტიკალურ სახეს.
  • წარმოდგენილი ტექნიკა არ ცვლის გროვინგის შექმნილ იდეალურ პირობებს და მორწყვისას საკვები ელემენტების ბალანსს.
  • მებაღემ, რომელიც რამოდენიმე მცენარეს ზრდის, უნდა გამოიყენოს ხელთათმანები, ღეროები ხშირად გაფისულია, ამიტომ რამოდენიმე ტოტის დაჭერისას ხელები ხდება წებოვანი, რაც გაართულებს პროცედურის სისრულეში მოყვანას.

დასკვნა

სუპერ გროპინგი გახლავთ გამოცდილი და სანდო მეთოდი. მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გირჩი გაიხსნას მთელ სიგრძეზე. ამგვარად, ყველა ყვავილედი მიიღებს მეტ სინათლეს ყვავილობის ციკლის დროს. მეტი სინათლე — ნიშნავს აქტიურ ზრდას და მაქსიმალურ მოსავალს.

წარმატებულ ხარვესტს გისურვებთ!

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*