როგორ შეუძლიათ პსილოციბინურ სოკოებს ადამიანების დახმარება?

როგორ შეუძლიათ პსილოციბინურ სოკოებს ადამიანების დახმარება?

შინაარსი

დღეისათვის ცოტა ვინმეს თუ გაუკვირდება ფსიქოდელიკების ლეგალიზაცია. მოსახლეობა ჯერ მარიხუანის ლეგალიზაციას არ შეჰგუებია და უკვე ჩნდება სიახლეები, რომ პსილოციბინურმა სოკოებმა მიიღო დამსახურებული, დაკანონებული სტატუსი აშშ-ს ზოგიერთ შტატში. ჩნდება ინფორმაცია პსილოციბინების თერაპიული მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, გამოჰყავთ საფუარის ახალი სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ფასეული ალკალოიდის გამომუშავება. ლიბერალურად განწყობილი ახალგაზრდობის ოცნება „ჯადოსნურ მცენარეებთან“ დაკავშირებით ახდენის ზღვარზეა. ამ სტატიაში გვინდა მოგიყვეთ პსილოციბინური სოკოების მედიცინაში გამოყენების შესახებ და მოგიყვეთ ისტორია სიკვდილისათვის გადადებული პაციენტის შესახებ, რომლებსაც ექიმებმა შესთავაზეს უჩვეულო მოგზაურობის განცდა.

სიახლე, რომლის მიღებაც რთულია

პემ საკუდა 55 წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ კვდება. მალევე, რაც მას ამოაჭრეს სიმსიმნე, მან ექიმისგან მოისმინა სიტყვები: „მეოთხე სტადიაა, უამრავი მეტასტაზით.“ მას უწინასწარმეტყველეს 6 – 14 თვე. დაავადების მძიმე მიმდინარეობის შესამსუბუქებლად, ის დარბოდა რამოდენიმე კილომეტრს ყოველდღიურად, მაშინაც კი, როცა იტარებდა ურთულეს პროცედურებს. ოპტიმისტმა და სიცოცხლით სავსე ქალმა, 14 თვის შემდეგ დაკარგა ცხოვრების ინტერესი. სიკვდილის ყოველდღიური მოლოდინი ანადგურებდა ქალს. სიკვდილის მოლოდინში მას არ შეეძლო მომდევნო დღის დაგეგმვაც კი. კითხვა „როდის?“ არ აძლევდა მოსვენებას.

შიშის განდევნისკენ გადადგმული ნაბიჯი

შიშის განდევნისკენ გადადგმული ნაბიჯი

როდესაც მისი შიში გამძაფრდა, საკუდამ გაიგო ჰარბორის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრის — ჩარლზ გრობის კვლევის შესახებ, რომელიც აწვდიდა პაციენტებს ჰალუცინოგენური სოკოების აქტიურ კომპონენტს —  psilocybin-ს. მის კვლევაში მონაწილეობდნენ კიბოს ტერმინალურ ფაზაში მყოფი პაციენტები. მისი პროგრამის მიზანი გახლდათ სიკვდილის წინ შიშის შემცირება. ჯგუფი შედგებოდა 12 მონაწილისგან, მათ შორის იყო საკუდა. 2006 წელს ის გარდაიცვალა და 2009 წელს გამოქვეყნდა ექსპერიმენტის შედეგები. ექიმმა გააკეთა საფუძვლიანი დასკვნა, რომ პსილოციბინის შეყვანა მომაკვდავი ადამიანებისთვის არ ცვლის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას (უვნებელია) და ამავდროულად ეხმარებათ შეამცირონ სიკვდილის წინა შფოთვის და დეპრესიის დონე.

ეული ველზე არ არის მებრძოლი

ფსიქოდელიკების უნარი — შეამციროს სიკვდილის წინა პერიოდი, არ გახლავთ მხოლოდ ერთი მეცნიერის ინტერესის საგანი. ექიმმა ჯონ ჰალპერნმა, ბელმონტში მაკლინის საავადმყოფოს ინტეგრაციული ფსიქიატრიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ჰარვარდის სასწავლო ჰოსპიტალის სკოლაში სიკვდილის წინ მყოფი პაციენტების მდგომარეობის შესანარჩუნებლად გამოიყენა MDMA, იგივე ექსტაზი. დღეისათვის ასევე ტარდება კვლევები პსილოციბინის გამოყენებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში სტივენ როსსის ხელმძღვანელობით, ასევე ჯონს ჰოპკინს ბეივიუს სამედიცინო ცენტრში, სადაც როლანდ გრიფიტს იყენებდა პსილოციბინს 22 ონკოლოგიურ პაციენტთან. პროგრამის ხელმძღვანელის განცხადებით, პროცესი საწყის სტადიაზე იმყოფება და მისი მასშტაბების გაზრდაზე დადებითი შედეგების მიუხედავად საუბარი ნაადრევია.

მეცნიერების კვლევები

ქიმი გრობი და მისი კოლეგები არიან ფსიქოდელიკების სამკურნალო უნარის მიმართ სამეცნიერო ინტერესის აღმოცენების ნაწილი. მაიკლ მიტჰეფერმა, მაგალითად გვიჩვენა, რომ MDMA არის ეფექტური პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის დროს. ჰალპერნმა გამოიკვლია კლასტერული თავის ტკივილების მქონე ადამიანების შემთხვევა, რომლებიც იყენებდნენ LCD-ს და განაცხადა, რომ სიმპტომები საგრძნობლად შემცირდა. ასევე ცოტა ხნის წინ ფსიქოდელიკები წარდგენილი იყო ალკოჰოლიზმისა და სხვა და სხვა დამოკიდებულებების სამკურნალოდ.

მიუხედავად იმედის მომცემი შედეგებისა, სამეცნიერო პროგრამის ხელმძღვანელი და სხვა მეცნიერებიც ცდილობენ იქონიონ დისტანცია 1960-იანი წლებისგან, როდესაც ჯადოსნური სოკოები გამოიყენებოდა მრავალ სადავო კვლევაში. გრობმა აღწერა ნარკოტიკების თავშეუკავებელი გამოყენება, რომელიც ახასიათებდა 60-იანებს და ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ გვსურს ვიყოთ კანონის ფარგლებში. ჩვენ ვართ ფხიზელი და სერიოზული მეცნიერები“.

იდეალური პაციენტი

იდეალური პაციენტი

ქალის საბოლოო დიაგნოზი მის ჯანმრთელობის დიაგნოზთან ერთად ქმნიდა მას კვლევისთვის იდეალურ ობიექტად. 2005 წლის იანვრიდან დაწყებული, გრობი და მისი მკვლევართა ჯგუფი ატარებდა განსხვავებულ ტესტებს, ბეკ-ის დეპრესიის და შფოთვის შკალის ტესტის ჩათვლით, რათა გამოერიცხათ ნებისმიერი მძიმე ფსიქოლოგიური დაავადება. მათ სურდათ გამოეკვლიათ მხოლოდ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების რეაქცია.

საკუდამ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ორ სეანსში. ერთი იყო პსილოციბინით, მეორე ნიაცინით — პლაცებო, რომელიც არაფერზე არ მოქმედებს. ექსპერიმენტი ტარდებოდა ორმაგ, ბრმა რეჟიმში, რაც ნიშნავდა, რომ არც მკვლევარებს, არც ექსპერიმენტში მონაწილეებს არ უნდა სცოდნოდათ, თუ რა იყო მოთავსებული კაპსულებში. პირველი სეანსის დღეს, ის შეიყვანეს  ოთახში, რომელიც წინასწარ მორთული იყო ყვავილებით, რათა შეექმნათ დამამშვიდებელი გარემო საავადმყოფოს ინტერიერში. ქალმა გადაყლაპა კაფსულა და დაიწყო მოლოდინი. ოთახში ასევე იყო განთავსებული ნივთები მისი სახლიდან, რომლებიც დაკავშირებული იყო მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებთან.

ორივე დამკვირვებელი რჩებოდა პაციენტთან 6-7 საათის განმავლობაში. მან იცოდა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში არ ექნებოდა ექიმებთან შეხვედრის საშუალება მოვლენების გასაანალიზებლად. სახეზე გადაფარებული ჰქონდა შავი ნაჭერი, რათა ჰქონოდა საკუთარ თავში ჩახედვის საშუალება. მას გაუკეთეს საყურისები. ისმოდა მდინარის ხმა, სტოკატო და ბარაბნის შორეული ხმა. საათში ერთხელ ექიმი და მისი თანამშრომლები ამოწმებდნენ მის მდგომარეობას. რაღაც მომენტში დამკვირვებელმა შეამჩნია, რომ ობექტმა დაიწყო ტირილი. შემდგომ მან უამბო მათ, რომ ჰქონდა მძაფრი შეგრძნება, თუ როგორ განიცდიდა მისი მეუღლე მის სიკვდილს.

მემკვიდრეობა

გამოყენებული მეთოდები აღებული იყო სტანისლავ გროფის ნაშრომებიდან. იგი ითვლება მომაკვდავთა მედიცინის 60-იანების წინამორბედად, მაშინ, როდესაც ფსიქოდელიკები არ იკრძალებოდა და ინფორმაციის ნაკლებობა იწვევდა პაციენტების უნდობლობას. გროფმა დაიწყო ჰალუცინოგენური სოკოების საფუძველზე დამზადებული პრეპარატების მიცემა სპრინგ- გროუვის შტატში და ახდენდა მათ დოკუმენტირებას.

გროფი იწერდა მრავალრიცხოვან სეანსებს, თავის სტატიებსა და წიგნებში კი აღწერდა LCD და DMT (დიმელტრიპტამინი) ამსუბუქებდა სიკვდილის წინა შიშს არა მხოლოდ ფსიქოდელიური სეანსების დროს, არამედ მათი მოხმარებიდან რამოდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში. ის აგრძელებდა კვლევას მანამ, სანამ სიტუაცია ქვეყანაში არ მივიდა ანტინარკოტიკულ კანონებამდე.

ცნობისათვის! მკაცრი ანტინარკოტიკული კანონების მიღებამდე რიჩარდ ნიკსონმა დაასახელა ტიმოთე ლირი (ფსიქოდელიური ნივთიერებების შემსწავლელი, მწერალი და ფსიქოლოგი) ყველაზე საშიშ ადამიანად ამერიკაში.

დაფინანსება ამოიწურა და გროფმა ყურადღება მიაქცია ცნობიერების უმაღლეს დონემდე მისაღწევ მდგომარეობამდე მისვლის ალტერნატიულ მეთოდებს. მხოლოდ ახლა, ათწლეულების შემდეგ, გრობმა და მისმა კოლეგებმა იგრძნეს, რომ შეუძლიათ განიხილონ გროფის მეთოდები თავიანთი რეპუტაციის შეულახავად.

შინაგანი სინათლე

შინაგანი სინათლე

ნორბერტ ლიტცინგერი იხსენებს, რომ მისი მისი ცოლის პირველი სეანსიდან წამოყვანის შემდეგ შეამჩნია, რომ მისი ცუდ განწყობაზე მყოფი ცოლი ანათებს. სიკვდილის წინ, საკუდამ მოყვა თავისი პსილოციბინური მოგზაურობა და აღბეჭდა კამერაზე.

იგი ყვება, რომ იგრძნო, თუ როგორ იბერება მის შიგნით ემოციური ბირთვი, ის იყო ცოცხალი და იზრდებოდა. ამის შემდეგ მან დაიწყო ტირილი. ყველა გრძნობა იყო გამძაფრებული, ყურადღება კონცენტრირებული. ხანგრძლივი კონცენტრაციის შემდეგ მოხდა ბედნიერების ამოფრქვევა, რომელიც მილიონობით გეომეტრიულ ფიგურად გაიფანტა, რომლებიც იდეალურად ერწყმოდა ერთიან სქემაში. ამ მომენტში მან შეძლო შეეხედა ყველაფრისთვის სხვაგვარად და მიეღო შვება, აღიქვა ყველაფერი სწორად და მიხვდა, რომ ბოლო მომენტებით უნდა ისიამოვნოს და არა ეშინოდეს მათი. პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ მან აღიქვა რომ არსებობს მხოლოდ აწმყო და რომ ეს აწმყო ეკუთვნის მას.

პსილოციბინის სეანსიდან 2 კვირის შემდეგ ჩატარდა დეპრესიისა და შფოთვის განმეორებითი ტესტები. ექიმებმა შეამჩნიეს, რომ მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ შფოთვა იკლებდა. ასევე ბეკ-ის დეპრესიის შკალაზე ქულებმა იკლო მნიშვნელოვნად. ექსპერიმენტში მონაწილე ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ გააკეთეს საფუძვლიანი დასკვნა ამ წამლის დადებით მოქმედებაზე შიშისა და სიკვდილის დარდის გასაქარწყლებლად.

ჯადოსნური გამცილებლები. დასკვნა

პსილოციბინური სოკოები ოდითგანვე გამოიყენებოდა სხვა და სხვა ერების კულტურაში. მათი ცერემონიული და სამედიცინო გამოყენება საუკუნეების განმავლობაში არ შეიძლება იგნორირებული იყოს პოლიტიკური რეგულატორების მიერ. სიმართლე, რომელიც იმალება, მაინც ამოტივტივდება. წარმოდგენილი ექსპერიმენტი მხოლოდ ცხადყოფს, რომ ფსიქოდელიკები შეიძლება სასარგებლო იყოს არა მხოლოდ რეკრეაციული მიზნებისთვის, არამედ შეუძლიათ გახდნენ გამცილებლები, რომლებიც ამსხვრევენ ნეგატიურ მდგომარეობას და ადამიანის მიერ სიკვდილის აღქმას.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*