შინაარსი
- სოკოს მოხმარება საკვებში
- როგორ მოქმედებს სოკო ჯანმრთელობაზე
- სოკო ებრძვის კიბოს
- სოკო ამაღლებს იმუნიტეტს და მდიდარია ვიტამინებით
- სოკო როგორც წამალი
- როგორ მოქმედებს სოკო
- მაგიური სოკოს კულტივაცია
- საჭირო ინვენტარი
- პირველი ფაზა
- მეორე ფაზა
- პირველი ფაზა
- პირველი ნაბიჯი — სტერილიზაცია
- მეორე ნაბიჯი — სპორების გადატანა
- მესამე ნაბიჯი — დაელოდეთ
- მეორე ფაზა
- პირველი ნაბიჯი — კამერის მომზადება
- მეორე ნაბიჯი — მიცელიუმის ამოღება „ქეიქებიდან“
- მესამე ნაბიჯი
- მეოთხე ნაბიჯი
- მოვლა
- მოსავლის აღება
- მოსავალი, შენახვა და დოზირება
- მოსავალი
- შესანახი ადგილი
- დოზირება
- ბოლოსიტყვაობა
როგორც იცით, დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა ჩვეულებრივი სოკოების გარეშე. თავდაპირველად ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჩვენი, ჟანგბადით მდიდარი ატმოსფეროს განვითარებაში. სოკოები იღებდნენ ფოსფორს მთის ჯიშებისგან და გადასცემდნენ მას მცენარეებს. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად ამარტივებდა ფოტოსინთეზის პროცესს, შესაბამისად, გამომუშავდებოდა მეტი რაოდენობით ჟანგბადი. ასე რომ, ამ პატარა, ქუდიანი დამხმარეების გარეშე კაცობრიობის განვითარება იქნებოდა შეუძლებელი.
გარდა ამისა, სოკო ხრწნის პრაქტიკულად ყველაფერს, რაც კვდება ან ლპება. მათ გარეშე სიკვდილი შთანთქავს დედამიწას და შეუძლებელს გახდის მასზე ადამიანის, ან ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის არსებობას.
მათ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა კაცობრიობის არსებობაზე. ადამიანები ვერც ამჩნევენ მათ მუშაობას და არც კი წარმოუდგენიათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა დედამიწაზე.
სოკოს მოხმარება საკვებში
ბევრმა არ იცის, რომ ამ პროდუქტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის რაციონში. სოკო — არის ხორციანი ნაყოფი, რომელსაც შეუძლია შექმნას სპორები, რომლებიც აუცილებელია გამრავლებისთვის. როგორც წესი, მოცემული სამეფოს წარმომადგენლები იზრდებიან მიწის ზევით და წარმოადგენენ გრუნტში არსებული შედარებით მსხვილი ორგანიზმის მხოლოდ ნაწილს.
არსებობს საკვებად გამოსადეგი სოკოები. მათი მოხმარება არამც თუ შეიძლება, არამედ საჭიროც არის, რადგან მათ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისება აქვთ.
ხარისფაშვა, შიიტაკე (Lentinula edodes), მიქლიო (Cantharellaceae), ტრუფელი (Tuber) ითვლება დელიკატესებად. მაგრამ უშუალოდ სოკოს მოხმარება არ არის თქვენს ორგანიზმში სოკოს მოხვედრის ერთადერთი საშუალება. Penicillium ჯიშის სოკო ჩნდება ყველის ბევრ სახეობაში. სოკო ასევე გამოიყენება მარცვლეულია ან ხილის დუღილის დროს — ლუდის და ღვინის წარმოებაში. მათ ასევე იყენებენ პურის საფუარისთვის.
Saccharomycescerevisiae, ასევე ცნობილი საცხობი საფუარის სახელით, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს პურფუნთუშეულის ცხობისთვის. სწორედ ეს მეთოდი იძლეოდა იმ საკვების გაუმჯობესების საშუალებას, რომელიც კაცობრიობის არსებობის საფუძველი იყო ათასწლეულების განმავლობაში.
როგორ მოქმედებს სოკო ჯანმრთელობაზე
სოკო, კვებითი ღირებულებით ხორცსა და ბოსტნეულს შორის არის. დავების მიუხედავად, აღიარებულია, რომ მასში შემავალი მინერალების, ცილების, ბ, ც და დ ვიტამინების წყალობით, ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ყველა ეს ელემენტი დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე, ასევე აძლიერებს ძვლის ქსოვილებს.
სოკო ებრძვის კიბოს
ექსპერიმენტული ბიოლოგიისა და მედიცინის ჟურნალის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოკოს გავრცელებული ჯიშები 33%-ით ამცირებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების რაოდენობას. სარძევე ჯირკვლის კიბო — არ არის ერთადერთი დაავადება, რომლის დროსაც სოკოს დახმარება შეუძლია. მსგავსი შედეგებია პროსტატის და კუჭის კიბოს შემთხვევაშიც.
ის ამაღლებს იმუნიტეტს და მდიდარია ვიტამინებით
ბეტა-გლუკანი და ლენთინანი — სოკოს ორი ნაერთია, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანზე, რადგან ისინი ბუნებრივი იმუნოსტიმულატორები გახლავთ. გარდა ამისა, სოკო მდიდარია ვიტამინებით — მრავალი ჯიში შეიცავს დიდი რაოდენობით დ ვიტამინს, ხოლო Cremini შეიცავს დიდი რაოდენობით ბ12-ს, რაც საუკეთესო არჩევანია ვეგეტარიანელებისთვის, რამდენადაც ეს ვიტამინი ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშია.
სოკო როგორც წამალი
წითელი საფუარის ბრინჯი — სოკოს ყველაზე პირველი რეგისტრირებული წამლის სახეობაა. ჩინეთმა ის შეიმუშავა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 800წლის წინ. ბრინჯში Monascuspurpura-ს (საფუარი) გამომუშავება ხდის ნაერთს ფარმაცევტულად აქტიურს.
ჩვენს დროში მილიონობით სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მქონე პაციენტი იღებს სოკოს წამლებს. მათი მეტაბოლიტების სამედიცინო ფასეულობა — მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია.
შესაძლებელია, ყველაზე ეფექტური, მაგრამ სადავო სოკოს წამალს, ფსილოციბინური სოკოები წარმოადგენს. წიგნში „როგორ შევიცვალოთ აზრი: რას გვასწავლის ახალი მეცნიერება ფსიქოდელიკებისა და შემეცნების, სიკვდილის, დამოკიდებულების, დეპრესიის და ტრანსცენდენტულობის შესახებ “ მაიკლ პოლლანი უღრმავდება ამ მედიკამენტების ისტორიას.
მიკოლგი ხსნის, რომ ფსიქოდელიკები ოდესღაც იყო კანონიერი და წარმატებით გამოიყენებოდა აშშ-ში ფსიქიური აშლილობის, შფოთვის, დეპრესიის და დამოკიდებულების სამკურნალოდ. პოლლანის თქმით, „1950-იანებსა და 1960 წლის დასაწყისში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მრავალი ექიმი ლსდ-ს და ფსილოციბინს განიხილავდნენ ჯადოსნურ პრეპარატებად“.
როგორ მოქმედებს სოკო
ჰალუცინოგენური გენები თავის ტვინზე ზემოქმედების შედეგად ცვლიან აზროვნებას, განწყობას და უამრავ სხვა ფსიქიკურ პროცესს. პრეპარატი ააქტიურებს სპეციფიკურ რეცეპტორებს, რომელთაც 5-HT2A (2AR)-ს უწოდებენ და რომლებიც სეროტონინით გამომუშავდებიან.
ადამიანის ტვინში ამ ნეირობიოლოგიური ცვლილებების კასკადი აძლევს მას საშუალებას განიცადოს ახალი შეგრძნებები და იწვევს განსხვავებულ რეაქციებს ყოველდღიურ მოვლენებზეც კი. ვინც მიიღებს ფსილოციბეს, გაუძლიერდება თვითშეცნების განცდა. მისი გრძნობები გამძაფრდება: ფერები იქნება უფრო მკვეთრი, სმენა, გემოს რეცეპტორები და ყნოსვა იქნება უფრო ინტენსიური. ადამიანი, რომელიც შეჭამს სოკოს, ორიენტირებული იქნება აწმყოზე: იმაზე, თუ რა არის მის გარშემო და თავის გრძნობებზე მოცემული მომენტისათვის.
დადებითი ეფექტები დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება, მას შემდეგაც კი, რაც ნარკოტიკი დატოვებს ორგანიზმს. მომხმარებლები აცხადებენ, რომ ერთი მოხმარების შემდეგაც კი ქვეითდება შფოთვა და დეპრესია.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ განიცდიდნენ „სულიერ გამოღვიძებას“. ეს გრძნობა იყო მათი ცნობიერების ცვლილების მიზეზი. ასეთ მდგომარეობაში მათ შეეძლოთ ორიენტირება აწმყოზე და ისინი უკეთ აღიქვამდნენ ყველაფრის ურთიერთ დამოკიდებულებას.
თუ ადამიანს აქვს ზემოთ ხსენებული დაავადებები და აქვს სურვილი განიცადოს სულიერი გასხივოსნება, ფსილოციბინის სოკო საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოგადგეთ ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ როგორ მოვიყვანოთ ფსიქოაქტიური ნაერთებით მდიდარი სოკო.
მაგიური სოკოს კულტივაცია
ფსილოციბეს უამრავი უპირატესობის გაცნობის შემდეგ, შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი მოიყვანოთ სოკოები თავად. გაითვალისწინეთ, რომ სოკოს მოვლა, სხვა მცენარეებთან შედარებით, რთულია, მაგრამ, თუ მიჰყვებით ძირითად მითითებებს, საქმე გაგიმარტივდებათ. წარმოდგენილი ტექნიკა გამოგადგებათ სოკოს ნაირსახეობების უმრავლესობისთვის, თუმცა ძირითადად გათვლილია „ჯადოსნური“ სახეობებისთვის.
დღეისათვის ჰალუცინოგენების კულტივაცია უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია. მაგრამ მედიკოსები მთელი ძალისხმევით ცდილობენ დაამტკიცონ ფსიქოდელიკების თერაპიული ეფექტურობა, ისეთების, როგორიც ფსილოციბეა. სავარაუდოდ, ასეთი წამლები მალე გახდება კანონიერი, შესაბამისად მათი მოყვანაც ლეგალური იქნება. აქედან გამომდინარე, ვიდრე დაიწყებთ სოკოს მოყვანას, გაარკვიეთ თქვენს ქვეყანაში მათი ლეგალურობის საკითხი.
პირველი საკითხი, რომელიც დამწყებს აინტერესებს, გახლავთ: რამდენი ხანი სჭირდება სრულ პროცესს? წარმოგიდგენთ დაახლოებით გრაფიკს:
- სპორების ინოკულაცია ამონაზარდებამდე — 1 კვირის განმავლობაში.
- სპორების ზრდა სუბსტრატის სრულ კოლონიზაციამდე.
- ნაყოფიერების ციკლის დასაწყისი — დაახლოებით 14 დღე.
დაახლოებით ნახევარი თვის განმავლობაში, ნიადაგი, რომელზეც სოკო იზრდება, დაიწყებს გალურჯებას და ნაყოფი შეწყვეტს ფორმირებას. მოკლედ, ინოკულაციიდან მომწიფებამდე საჭიროა დაახლოებით 4-6 კვირა.
საჭირო ინვენტარი
იმისათვის, რომ მიიღოთ უხვი მოსავალი, საჭიროა დიდი ძალისხმევა. გარდა ამისა, დაგჭირდებათ განსაზღვრული ინგრედიენტები და მოწყობილობები. კულტივაციის პროცესი, პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. თითოეულ მათგანზე დაგჭირდებათ განსხვავებული მასალები.
პირველი ფაზა
10 სტერელიზებული საინოკულაციო ქილა ნიადაგით. უმჯობესია შპრიცში მოთავსებული სპორების თითოეული კუბისთვის გამოიყენოთ ცალკეული ქილა. შეიძლება გამოიყენოთ განიერი პირის მქონე ჩვეულებრივი ქილა სახურავებით. ნიადაგისთვის გამოგადგებათ ყავისფერი ბრინჯის ფქვილი, ან სხვა სუბსტრატი. ყველა შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ მასალების სტერილურობას;
- რეზინის ხელთათმანები;
- ქაღალდის ხელსახოცები;
- ნიღაბი სახისთვის (რომელიც კოვიდის წყალობით აუცილებლად გექნებათ სახლში);
- სამედიცინო სპირტი;
- შპრიცი სოკოს სპორებით;
- შპრიცის შესაბამისი ნემსი (თუ ის არ მოჰყვება შპრიცს, აუცილებლად შეიძინეთ შესაბამისი ზომის ნემსი);
- სანთებელა;
- სადეზინფექციო სპრეი.
მეორე ფაზა
- პლასტმასის ბოთლი გამაფრქვევლით;
- კამერა ზრდისთვის — ანუ, გამჭვირვალე პლასტმასის ყუთი სახურავით;
- გააკეთეთ 4 ან 5 ხვრელი ½ დიუიმი დიამეტრის (2სმ.) ყუთის ყველა მხარეს. ეს აუცილებელია ჰაერის ცირკულაციისთვის;
- სუფთა ადგილი, სადაც არ ხვდება მზის პირდაპირი სხივები (სარდაფი ან საწყობი ოთახი);
- ტემპერატურის და ტენიანობის საზომი მოწყობილობა;
- ვერმიკულიტი (ზოგიერთი მწარმოებელი გვთავაზობს პერლიტს. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ შეძენამდე კარგად გაეცანით მახასიათებლებს და შეარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო).
არსებობს 4 განსხვავებული ასპექტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად:
- ჰიგიენა;
- ტენიანობა;
- განათება;
- ტემპერატურა.
წარმოგიდგენთ უფრო დეტალურ ინფორმაციას, ზემოთ ხსენებული პუნქტების შესახებ.
პირველი ფაზა
ფსქოდელიური სოკოების მოყვანისას უნდა შექმნათ ე.წ. „ქეიქი“. ის წარმოადგენს საფუძველს, რომელზეც გაიზრდება ნაყოფი. „ქეიქი“ მზად იქნება მაშინ, როდესაც მიცელიუმი სრულად მოახდენს ქილის კოლონიზაციას და დამაგრდება სუბსტრატზე. ქილიდან ამოღების შემდეგ, ის იქნება ერთად შეკრული და თავის შესახედაობით მოგაგონებთ ნამცხვარს სოკოებით (აქედან გამომდინარეობს სახელწოდება).
პირველი ნაბიჯი — სტერილიზაცია
ჰალუცინოგენების მოყვანისას, პირველი მტერი — მავნე ბაქტერიებია, რომლებიც ქილებში ინოკულაციის პროცესში ხვდება. პატარა მიკრობები შესანიშნავად გრძნობენ თავს სოკოს კულტივაციისთვის საჭირო გარემოში. ამიტომ მათი გამრავლება და სპორების დაზიანება, მხოლოდ დროის ამბავია. აი რატომ არის საჭირო შემდეგი ნაბიჯები, რათა მოხდეს ინვენტარის და გარემოს სტერილიზაცია.
შეარჩიეთ რომელიმე ოთახი სახლში, მაგალითად სააბაზანო, რომელიც შემდეგში იქნება თქვენი „საიდუმლო ლაბორატორია“. მოაგროვეთ პირველი ფაზისთვის საჭირო ინვენტარი. გაიკეთეთ ნიღაბი და დახურეთ კარი. გააფრქვიეთ სადეზინფექციო საშუალება მთელ ოთახში. გაიკეთეთ ხელთათმანი, ქაღალდის ხელსახოცებით გაწმინდეთ ქილები სპირტით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქილის ზედა ნაწილს, როგორც წესი სწორედ მანდ არის ბევრი ბაქტერია.
მეორე ნაბიჯი — სპორების გადატანა
სანთებელას საშუალებით გააცხელეთ ნემსი, მანამ, სანამ ის არ გაწითლდება. ზოგადად ყველა ნემსი სტერილურია, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ჩაატარეთ ეს პროცედურაც.
სტერილიზაციის შემდეგ არ დადოთ ნემსი მაგიდაზე. დაელოდეთ ნემსის გაციებას. შეანჯღრიეთ შპრიცი, რათა სპორები თანაბრად გადანაწილდეს. ჩაუშვით ნემსი ნიადაგში და შეიყვანეთ ერთი კუბი. გაიმეორეთ იგივე პროცედურა ყველა ქილაში. არ დაგავიწყდეთ ნემსის სტერილიზაცია ყოველი გამოყენების წინ.
მესამე ნაბიჯი — დაელოდეთ
პროცედურის დასრულების შემდეგ მოათავსეთ ქილები წინასწარ მომზადებულ ყუთში, დაახურეთ სახურავი და მოათავსეთ ბნელ, თბილ ადგილზე. საუკეთესოა შეინარჩუნოთ ტემპერატურა 26-დან 30 გრადუსამდე. მიუხედავად იმისა, რომ დაგაინტერესებთ სპორების ზრდის პროცესი, ეცადეთ არ ინახულოთ „კოლონია“ 5 დღის განმავლობაში. მათ სჭირდებათ სიბნელე.
კვირაზე ნაკლებ დროში, ქილებში წარმოიქმნება გაურკვეველი თეთრი ნივთიერება. თუ ეს მოხდა, კარგის ნიშანია. ღია ფერის სუბსტანცია ჭურჭელში — არის მიცელიუმი — სოკოს ვეგეტაციური სტადია. თუ გავატარებთ პარალელს, ეს მცენარის ფესვებია, ხოლო სოკო ყვავილი.
მიეცით მიცელიუმს საშუალება დაახლოებით 15 დღის განმავლობაში გაიზარდოს. როგორც კი ქილები იქნება 100%-ით კოლონიზირებული, მოიცადეთ 1 კვირა და შემდეგ გადადით მეორე ფაზაზე.
მეორე ფაზა
მოვიდა დრო ამოვიღოთ „ქეიქები“ ქილებიდან. მომდევნო თვის განმავლობაში მათზე გაიზრდება სოკოები. პირველ რიგში მოიმარაგეთ ჭურჭელი და მეორე ფაზისთვის საჭირო ყველა ნივთი ერთ ადგილზე.
პირველი ნაბიჯი — კამერის მომზადება
დაყარეთ ვერმიკულიტის ფენა კამერის ძირზე და საგულდაგულოდ დანამეთ ის გამაფრქვეველის საშუალებით (არავითარ შემთხვევაში არ დაასხათ წყალი სუბსტრატს). ვერმიკულიტი საჭიროა ყუთში ტენიანობის შესანარჩუნებლად. ამიტომ საჭირო იქნება მისი პერიოდულად დატენიანება.
მეორე ნაბიჯი — მიცელიუმის ამოღება „ქეიქებიდან“
ამ ნაწილის შესასრულებლად მიჰყევით შემდეგ მითითებებს:
- გაიკეთეთ სუფთა ხელთათმანი ან დაიბანეთ ხელები ძალიან საგულდაგულოდ.
- მოხსენით ქილებს სახურავები, დააფარეთ ჭურჭელსრაიმე მყარი ნივთი (მაგალითად სინი) და გადმოაბრუნეთ ტარა;
- მსუბუქად დაარტყით ხელი ქილას, რომ ქეიქი მოშორდეს კედლებს და ნელ-ნელა გადმოვიდეს ვერმიკულიტში. (ზოგჯერ მის ამოსაღებად საჭიროა შევანჯღრიოთ ქილა. იყავით ფრთხილად და შეეხეთ სუბსტრატს რაც შეიძლება იშვიათად);
- გაიმეორეთ იგივე პროცედურა ყველა ქილაზე და დარწმუნდით, რომ ტოვებთ საკმარის ადგილს ყველა ქეიქს შორის, რათა იყოს საკმარისი სივრცე მომავალი სოკოებისთვის. ისინი არ უნდა იზრდებოდნენ ერთი-მეორის ზევით.
ამ ეტაპზე, უკვე შესაძლებელია დაინახოთ ფორმირებული პატარა სოკოები, რაც ნიშნავს რომ თქვენი მასალა სწორად ვითარდება. მიცელიუმის ჯანმრთელობის შესამოწმებლად, საკმარისია ნიადაგის დაყნოსვა. სუნი უნდა იყოს სუსტი და მოგაგონებდეთ ნედლი სოკოს არომატს. ცუდი და მძაფრი სუნის არსებობა შეიძლება ბაქტერიების ნიშანი იყოს.
მესამე ნაბიჯი
გამაფრქვეველი ქილის საშუალებით მსუბუქად დანამეთ ქეიქები. დააკვირდით წყლის რაოდენობას: ნიადაგი უნდა იყოს ნამიანი და არა სველი.
მეოთხე ნაბიჯი
დაახურეთ სახურავი კამერას და მოათავსეთ იქ, სადაც მას არ მოხვდება სინათლე. ოთახი კარგად უნდა ნიავდებოდეს.
მოვლა
მომდევნო თვის განმავლობაში დანამეთ სოკოები დღეში ორჯერ. ყურადღება მიაქციეთ ტენიანობის და ტემპერატურის მაჩვენებლებს. იდეალურია, როდესაც ტემპერატურა არ იქნება 22 გრადუსზე დაბალი. შეინარჩუნეთ ტენიანობის დონე 35%.
მოსავლის აღება
როდესაც სოკო მზად იქნება მზად მოსაკრეფად, მოხსენით ისინი ქეიქებიდან ფეხების დასაწყისიდან და მოათავსეთ ნაყოფი ჰერმეტულ მოცულობაში და შეინახეთ მაცივარში.სუბსტრატის განმეორებით გამოყენება არ არის სასურველი. ამიტომ სჯობს მოიშოროთ ის, ან გამოიყვანოთ კომპოსტის სახით.
მოსავალი, შენახვა და დოზირება
მოსავალი
ერთი ქეიქიდან შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობით სოკოს მიღება. რეკომენდირებულია ერთ ჯერზე 10 ქილის გამოყენება, რადგან სწორედ ამდენის მიღება არის შესაძლებელი ერთი სტანდარტული ზომის შპრიციდან.
ათი ქილა იძლევა ათ მიცელიუმს. ამ რაოდენობის ქეიქებიდან მიღებული მოსავალი ზოგიერთი ადამიანის მთელი ცხოვრების სამყოფ რაოდენობას შეადგენს. შესაძლებელია ნაკლები რაოდენობით დაწყება. მაგრამ ამ შემთხვევაში დაგრჩებათ გამოუყენებელი სპორები. ისინი სიცოცხლის უნარიანი იქნება 8-12 თვის განმავლობაში, მაგრამ გამშრალი სოკო ბევრად დიდ ხანს ინახება.
შესანახი ადგილი
ნაყოფი ნედლად ინახება 3-15 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში მათი შენახვა რეკომენდირებულია მაცივარში. ამის შემდეგ გააშრეთ ისინი და მოათავსეთ ჰერმეტულ მოცულობაში. შემდეგ მოათავსეთ კონტეინერში, ბნელ, გრილ ადგილას.
დოზირება
არ არსებობს განსაზღვრული დოზა ფსილოციბე სოკოებისთვის. ამიტომ დოზირება განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად. ის დამოკიდებულია ადამიანის აღნაგობაზე, მგრძნობელობაზე, ნივთიერებათა ცვლაზე და სასურველ ეფექტზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული სახეობის ეფექტის სიძლიერეს, რომელიც დამოკიდებულია მასში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობაზე. სოკომ შეიძლება მოახდინოს მნიშვნელოვანი ზემოქმედება ორგანიზმზე, ამიტომ დაწყება სასურველია მცირე დოზებით. სასურველია ეტაპობრივად დაიწყოთ და თუ უკვე მოხმარებული დოზა არ იქნება საკმარისი, ყოველთვის არის შესაძლებელი მისი გაზრდა. გახსოვდეთ, რომ ეფექტის დადგომამდე უნდა გავიდეს ერთი საათი.
გარემო, თქვენი განწყობა და თავად სოკოებისადმი დამოკიდებულება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დოზა. ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგების მიღებაში.
ბოლოსიტყვაობა
არსებობს სოკოების კულტივირების უამრავი მეთოდი. რამოდენიმე მოყვანის შემდეგ შესაძლებელია სირთულეების განხილვა გამოცდილ ექსპერტებთან. თუ თქვენ დამწყები ხართ, რეკომენდირებულია დასაწყისისთვის სცადოთ მარტივი მეთოდი, მოირგოთ ის, შემდეგ კი გადახვიდეთ უფრო რთულ ვარიანტებზე.
შეგაშინათ ეტაპების და ნაბიჯების რაოდენობამ? თუ ასეა, საგულდაგულოდ გადაიკითხეთ ინსტრუქცია და დარწმუნდებით, რომ პროცესი არც ისე რთულია.
არ იყოთ შედეგზე ორიენტირებული: დატკბით პროცესით. რაღაცის გაზრდა — პრივილეგიაა. მაგრამ ნივთიერების კულტივაცია, რომელიც თქვენი გონების და სულის განკურნების საშუალებაა — ბუნების საიდუმლო და მაგიაა და ის იმსახურებს თქვენს ყურადღებას.