რა არის კბდ მარიხუანაში ან რა უნდა იცოდეთ კანაბიდიოლის შესახებ. ჩვენს დროში სახელწოდება CBD-ს ბევრი შეხვედრია, ან არაერთხელ სმენია მის შესახებ, შესაბამისად ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა: რას ნიშნავს კბდ ჩვენებურად?
ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს, ასევე შევადარებთ და გავიაზრებთ განსხვავებას ტგკ-ს და კბდ-ს შორის
და მაინც რა არის კანაბიდიოლი (კბდ)?
როგორც ვიცით (მას შემდეგ რაც თქვენ ამ სტატიას წაიკითხავთ უკვე ნამდვილად გეცოდინებათ), მარიხუანაში არის უამრავი კანაბინოიდი, როგორც გვაცნობებს ვიკიპედია, ასეთი კანაბინოიდები 113-ია!
სინამდვილეში კრისტალისებური ტრიქომები, რომლებიც კანაბისის ყვავილედებს ამშვენებს, მცირე ქიმიურ ქარხნებს წააგავს. ბალახს საერთო ჯამში შეუძლია წარმოქმნას 500-ზე მეტი უნიკალური ქიმიური ნაერთი. კანაბიდიოლი გახლავთ ერთ ერთი მათგანი. თუმცა, ცნობილი, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლისგან (ტგკ) განსხვავებით, კბდ არ იწვევს „ჰაი-ეფექტს“. ამის ნაცვლად, ადამიანები, რომლებიც იყენებენ კბდ-ს ნებისმიერი სახით, თავს მშვიდად და ფხიზლად გრძნობენ.
კბდ განეკუთვნება ქიმიურ ნაერთთა კლასს, რომელთაც კანაბინოიდები ეწოდებათ. მიიჩნევა, რომ კანაბინოიდები წარმოიქმნება კანაბისის მიერ, თუმცა მეცნიერები შეისწავლიან სხვა მცენარეებსა და სოკოებს, რომელთაც შეუძლიათ მსგავსი ნაერთების წარმოქმნა. მარიხუანის ფსიქოაქტიურ მცენარეებს და კანაფს შეუძლიათ წარმოქმნან ეს ნაერთები! თუმცა ადამიანის მიერ მოხმარებისათვის მოყვანილი მცენარეები, მიდრეკილნი არიან მეტი კანაბინოიდის გამომუშავებისაკენ, ვიდრე მცენარეები, რომლებიც მოჰყავთ ბოჭკოსა და თესლებისათვის.
მარიხუანა წარმოქმნის კანაბინოიდებს და სხვა ფიტო ქიმიკატებს, რათა დაიცვას თავი მტაცებლებისაგან. ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრს ასევე შეუძლია შეამციროს ულტრა იისფერი გამოსხივებისგან გამოწვეული ზარალი, ასევე შეამციროს პათოგენური ინფექციები. რაღაც დონეზე, კანაბისის ზეთში არსებული ისეთი ნაერთი, როგორიცაა კბდ, მოქმედებენ მარიხუანის გარეგანი იმუნური სისტემის მსგავსად!
კანაბინოიდები იცავენ მცენარეს დაზიანებისაგან, იმ დროს, როდესაც ზეთების არომატი იზიდავს სასარგებლო მწერებს. თუმცა მარიხუანა იმტვერება ქარით და არ საჭიროებს მწერებით დამტვერვას, ფუტკარი მაინც გიჟდება მასზე!
მოცემულობები მოწმობს, რომ კბდ მცენარისათვის ერთდროულად წარმოადგენს მოკრობებისაგან დამცავ საშუალებასა და ანტიოქსიდანტს. ეს თვისებები ეხმარება მცენარეს გადარჩენაში, მათ ასევე შეუძლიათ ადამიანისათვის სარგებლობის მოტანა. კვლევების მზარდი მოცულობა გვიჩვენებს, რომ კბდ ხშირ შემთხვევაში შეუცვლელი ნივთიერებაა დაავადებათა ფართო სპექტრისათვის, — დაწყებული ეპილეფსიიდან, დამთავრებული სტრესითა და კრუნჩხვებით.
როგორ მოქმედებს კბდ?
ცივილიზებულ ქვეყნებში მარტივად არის შესაძლებელი სამკურნალო მარიხუანის შოვნა კბდ-ს დომინირებული რაოდენობით, ვიდრე ტკგ-ს შემცველობით!
მოკლედ რომ ვთქვათ, კბდ-ს საკმაოდ ბევრი შეუძლია!
უპირველეს ყოვლისა, ბევრი ადამიანისათვის ნაერთი ანტი სტრესულ საშუალებას წარმოადგენს.
ახალი კვლევები გვიჩვენებს, რომ კბდ-ს შეუძლია საოცარი ზემოქმედება განწყობასა და შფოთვაზე. ცხოველებზე ჩატარებულ ძველ კვლევებში კანაბისის ეს ნაერთი აღმოჩნდა წარმატებული შფოთვებისა და ტრავმულ მოგონებებთან დაკავშირებული შიშის შემცირებისათვის.
კბდ-ს მოლეკულას ასევე შეიძლება გააჩნდეს პირველადი დახმარების თვისებები. მოსალოდნელია, რომ სათანადო კვლევების და სწორი გამოყენების შემთხვევაში, კბდ იყოს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც შეამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
აშშ ადმინისტრაციამ, რომელიც აკონტროლებს პროდუქტებსა და მედიკამენტებს, დადებითად შეაფასა კბდ-სგან დამზადებული მედიკამენტების გამოყენება, რომელიც გაიცემა რეცეპტით, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ კანაბიდიოლის საფუძველზე მზადდება უამრავი რაოდენობით მალამო, არსებობს კბდ კაფსულებში და ა. შ. მაგალითად, პრეპარატი სახელწოდებით Epidiolex შეძლებს ეპილეფსიის ორი ურთულესი ფორმის, დრავეტის სინდრომის და ლენოქს გასტოს წარმატებით მკურნალობას.
ამ დროისათვის ნაერთს იკვლევენ ფსიქოზისა და შიზოფრენიის მკურნალობასთან მიმართებაში. ასევე იკვლევენ კბდ-ს ტგკ-სთან ერთობლივ ზემოქმედებას, კიბოს განსაზღვრული სახეობების დამატებით მკურნალობისათვის.
როგორ მუშაობს კანაბიდიოლი?
იმისათვის, რომ, გავიგოთ, როგორ მუშაობს კანაბიდიოლი, ცოტა უნდა ჩავუღრმავდეთ მეცნიერებას.
კბდ ფლობს წამლების ეფექტს, ამიტომ ის ურთირთქმედბს ადამიანის ორგანიზმში არსებულ „სიგნალიზაციურ ქსელთან“. ამ ქსელს ენდოკანაბინოიდურ (ECS) სისტემას უწოდებენ, მას ასე კანაბისის პატივსაცემად ეწოდა.
უპირველეს ყოვლისა, ECS ითვლება სტრესული რეაქციის ქსელად. სტრესის ქვეშ ჩვენ არ ვგულისხმობთ ცუდ სამუშაო დღეს. ჩვენს შემთხვევაში სტრესი მიეკუთვნება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ჰომეოსტაზისათვის. ჰომეოსტაზი — მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ორგანიზმის შინაგან „სასწორს“ წარმოადგენს. თუ ორგანიზმში რამე ისე არ არის, ჰომეოსტაზი კოორდინირებული რეაქციების საშუალებით შეეცდება აღადგინოს „შინაგანი წონასწორობა“.
ვარჯიში, მაგალითად, შეიძლება ჩაითვალოს სტრესად. ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმი რეაგირებს, იზრდება ენდოკანაბინოიდების დონე. ეს ყოველივე განაპირობებს ტკივილის შემსუბუქებას, სიმშვიდის შეგრძნებას, შესაძლოა მადის მომატებაშიც დაგეხმაროთ.
მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ საშუალებებს, რომლებითაც კბდ ზემოქმედებს ენდოკანაბინოიდურ სისტემაზე. მეცნიერების მონაცემებით, კბდ მუშაობს ენდოკანაბინოიდური მოლეკულების ფერმენტირებული შლის ბლოკირებით. რითიც ხელს უშლის მათ წყვეტას და თქვენი სხეულისათვის მისაწვდომი ხდება მეტი ენდოკანაბინოიდი.
როგორც აღმოჩნდა, ეს ენდოკანაბიონიდები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანების ჯანმრთელობასა და ქცევაში.
კერძოდ:
- ძვლების ზრდა;
- თქვენი ემოციები;
- ნაყოფის ზრდა ორსულებში;
- მეხსიერების მოცულობა;
- მეტაბოლიზმი;
- კმაყოფილება;
- ტკივილის აღქმა;
- რეპროდუქციული ფუნქცია;
- ძილი;
- რეაქცია სტრესზე;
- ტემპერატურის რეგულირება;
- აზრები.
მოკლედ, მოქმედებს თქვენზე და თქვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე.
მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ სრულად შეაფასონ კბდ, ტგკ და მარიხუანა სრულად.
თუმცა ჩვენ ამ ყოველივეს ვგრძნობთ, ასე რომ შეგვიძლია მოვწიოთ კიდეც!
თუმცა, ენდოკანაბინოიდების მომატება ორგანიზმში არ გახლავთ ერთადერთი საშუალება, რითიც კბდ მუშაობს. კვლევები გვიჩვენებს, რომ კანაბისის ნაერთს შეუძლია გააუმჯობესოს განწყობა, სეროტინინის რეცეპტორების მოზიდვით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ბედნიერების ჰორმონის“ მოწვევით.
კბდ-ს ასევე შეუძლია ტკივილის შემსუბუქება, განსაკუთრებით თბილი და ტკივილ გამაყუჩებელ რეცეპტორებზე ზემოქმედებით.
კბდ VS ტგკ
თუ თქვენ გაცნობიერებული ხართ ტგკ-ზე, მაშინ თქვენთვის ყველაფერი ცხადია.
ტგკ (Δ9 — ტეტრაჰიდროკანაბინოლი)- ერთ ერთი ძირითადი კანაბინოიდია მარიხუანაში. სწორედ ტგკ იწვევს „High“ ეფექტს. მოკლედ, როდესაც თქვენ ეწევით და ღებულობთ ემოციებსა და შეგრძნებებს, სწორედ ტგკ—შია საქმე და ის არის ამ ყოველივეზე პასუხისმგებელი.
კბდ და ტგკ აქვს რიგი საერთო ეფექტი, რომელიც მოიცავს, ღებინების შეგრძნების შემცირებას, ტკივილის შემსუბუქებას, კარგ განწყობასა და მშვიდ ძილს. თუმცა არსებობს რიგი სხვაობები ამ ორ მოლეკულას შორის.
ტგკ-ს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (როდესაც ზედმეტი მოგივათ), ისეთი, როგორიცაა, თავბრუსხვევა, პარანოია და შფოთვა. ხოლო კბდ, სხვა მხრივ, თუმცა არ არის ფსიქოაქტიური და არ აბოლებს, შეძლებს ტგკ-ს ზოგიერთი უარყოფითი გვერდითი ეფექტების ბლოკირებას.
კბდ-ს ასევე შეუძლია ტგკ-ს ფსიქოაქტიურობის შემცირება. გარდა ამისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ კბდ-ს შეუძლია შეარბილოს გულმავიწყობა მათში, ვინც ხშირად ეწევა.
შემდგომში ჩვენ გვინდა მოგიყვეთ როგორ გამოიყენოთ კბდ და როგორ გამოიყენებენ მას მსოფლიოში!
კბდ ზეთი ტკივილისაგან (CBD Oil)
ტკივილის სამკურნალო საუკეთესო საშუალება მარიხუანას წყალობით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს კბდ-ს და ტგკ-ს გაერთიანებით.
კბდ ზეთი გახლავთ ანთების საწინააღმდეგო და შეუძლია შეამციროს სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ანთებასა და ნეიროპათიულ ტკივილთან.
ნერვული სისტემის დაზიანებით გამოწვეული ნეიროპათიული ტკივილი, რომელიც იწვევს განუწყვეტელ ტკივილის სიგნალებს, რომლებიც ზურგის ტვინიდან თავის ტვინში იგზავნება, ხოლო ტვინი გადასცემს ტკივილს სხეულს.
კბდ უხდება ძველ ტრავმებთან დაკავშირებულ ტკივილსა და ანთებით პროცესებს.
ამ მიზეზით ის გახდა პოპულარული სპორტსმენებსა და ყოფილ სპორტსმენებს შორის.
კბდ — კიბოსაგან
სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს წამალი, რომელიც განკურნავს კიბოს საშინელ დაავადებას.
თუმცა ზოგიერთი ძველი კვლევა გვიჩვენებს, რომ კანაბისის თანამონაწილეობა გააუმჯობესებს ქიმიოთერაპიის შედეგებს.
კანაბიდიოლის და ტეტრაჰიდროკანაბინიოლის კომბინაციის კვლევამ ტვინის კიბოს აგრესიული ფორმის პაციენტებში, ცხადყო, რომ კანაბისით მკურნალობა ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს, ვინც ებრძვის ამ დაავადებას და გამოიყენებს მერი ჟეინსის მეთოდს.
გარდა ამისა, მღრღნელებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კბდ შესაძლოა მეტად სასარგებლო იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას, ვიდრე ტგკ ან სხვა კანაბინოიდები.
ეს წინასწარი მტკიცებულებები ბევრს გვპირდება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ კიბოს სახეობები მრავალფეროვანია.
ორგანიზმის ზოგიერთ ნაწილებს შეუძლიათ უკეთ რეაგირება კანაბისის წამლებზე, ვიდრე სხვებზე.
გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, დამატებითი და მნიშვნელოვანი კვლევების ჩაუტარებლად დავადგინეთ, რამდენად ეფექტურია კანაბისის წამლები კიბოს წინააღმდეგ.
კიბოს კვლევები — კანაბისის მეცნიერების ერთერთი მწვავე სფეროა.
აღწერის მომენტისათვის, ნაადრევია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ეფექტი შეიძლება იქონიოს ბალახმა ამ დამანგრეველ დაავადებაზე.
კბდ შფოთვისაგან
კანაბისის ანტი შფოთვითი პოტენციალი წარმოადგენს კანაბინოიდის კვლევის ინტერესის საგანს. კანაბისის ნაერთმა რეკომენდირებული გახადა საკუთარი თავი შიზოფრენიასთან ბრძოლაში.
დადგენილ იქნა, რომ კბდ-ს მოლეკულა ამსუბუქებს ცხოველებში პოსტ ტრავმულ სტრესსა და აშლილობას.
პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ კბდ-ს, ავლენდნენ შემცირებულ შფოთვით მდგომარეობას, პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით.
კვლევები ცხადყოფს, რომ კანაბიდოილი ითვლება კარგ ინსტრუმენტად შფოთვების მართვისას.
კანაბიდიოლი დეპრესისაგან
მღრღნელებზე ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ კანაბინოიდი კბდ გამოიმუშავებს სწრაფი მოქმედების ანტიდეპრესანტებს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს კანაბინოიდების მიერ სეროტონინის რეცეპტორებზე ზემოქმედებით.
კბდ ზეთის უპირატესობანი
ჯანმრთელობაზე დადებითი ზემოქმედების გარდა არის რიგი მიზეზებისა, რის გამოც ღირს მისი გასინჯვა, მოგახსენებთ მის სამ უპირატესობას:
- კბდ—ს მიღება მარიხუანას მიღებაზე მარტივია
მიუხედავად იმისა, რომ კანაბისი მოცემულ დროში კანონიერია აშშ-სა და კანადაში, ბალახი უწინდებურად მიუღწეველია ლეგალურად მსოფლიოს ადამიანების უმეტესობისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ კანაბისისადმი წვდომა რთულია, რამოდენიმე ქვეყნის მოქალაქეთათვის ინტერნეტ მაღაზიების საშუალებით ის მაინც ხელმისაწვდომია. ამის ნათელ მაგალითს პოლონეთი წარმოადგენს, სადაც კბდ და კბდ-ს საწუწნი კაფსულების გამოწერაში ექიმი დაგეხმარებათ და ზოგჯერ კანაფის აფთიაქების სპეციალურ ქსელში შეძლებთ შეძენას.
კბდ-ს ზეთი და ზოგადად კბდ ხელმისაწვდომია მომხმარებელთათვის დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.
უკეთესია გადაამოწმოთ კანონები თქვენს ქვეყანაში, ვიდრე შეუკვეთავთ ნივთიერებას ონლაინ.
- კბდ შეიძლება მოიხმარო სადაც გინდა, როცა გინდა და როგორც გინდა!
როგორც ადრე იქნა ხსენებული, კბდ არ ახდენს მათრობელ ზემოქმედებას. ამის ნაცვლად შესაძლოა თქვენ ვერც შეამჩნიოთ მოლეკულის ნაზი მოქმედება.
კბდ-ს ზეთის პეწი განაპირობებს სწორედ მის ღირებულებას.
რამდენადაც არ არის არანაირი თრობა, კბდ შეიძლება მარტივად გამოვიყენოთ დღის განმავლობაში სამსახურის დაწყებამდე ან ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ გჭირდებათ სუფთა თავი ან აზრთა დაწყობილი თანმიმდევრობა.
- კბდ არ გამოჩნდება ნარკოტიკულ ტესტში
გავატაროთ ის ფაქტი, რომ მარიხუანა მთლიანობაში ითვლება ყვავილად და არა ნარკოტიკად, სპირტისა და თუთუნისაგან განსხვავებით.
მანამ, სანამ კონსერვატიული მთავრობა არ მიიღებს ამ ფაქტს, განსხვავებით მათზე მეტად საღად მოაზროვნე ადამიანებისაგან, ჩვენ გვიწევს შევეგუოთ ამ სიგიჟეს და ჩუმად ვწიოთ მოფარებულად.
არანაირი ტესტი არ აგდებს კბდ-ს.
იმედი გვაქვს რომ, სტატია თქვენთვის სასარგებლოა და გაიგეთ ბევრი ახალი რამ.