კანაბისი და მუსიკა – საუკეთესო შერწყმა

კანაბისი და მუსიკა - საუკეთესო შერწყმა

პირველი ნაპასი, შენ ხუჭავ თვალებს და ელოდები ეფექტს. ისმის მუსიკა. შენ გერევა სათვალავი თუ რამდენჯერ მოუსმინე ამ კრებულს, თუმცა ახლა თითოეული ნოტი, ყოველი რითმი და მოტივი ქმნის წარმოუდგენელ სიღრმეს და მიჰყავხარ სიამოვნების მწვერვალებამდე.

ლინდსი ბაკინგემი და ფლიტვუდ მაკი ამბობდნენ, რომ: „მრავალსაათიანი მუშაობის შემდეგ მოწეული მარიხუანა გვეხმარება მოვისმინოთ მუსიკა თავიდან“. კანაბისი და მუსიკა დიდი ხანია ფეხდაფეხ მიჰყვება ერთმანეთს – გამონაკლისი არც მისი ჯაზთან ურთიერთქმედება იყო, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. მოწევის წინააღმდეგნი არც მისი ისეთი წარმომადგენლები იყვნენ როგორიც ლუის არმსტრონგი და დიზზი გილლესპი იყო.

თუ შენ დაბოლდი, მუსიკა ასმაგად სასიამოვნოა.

სწავლულები ნაკლებად კავდებიან ამ საკითხით, თუმცა რამოდენიმე ჰიპოთეზის ახსნას მაინც ცდილობენ, რატომ არის ასე კარგად თავსებადი მუსიკა და კანაბისი.

კანაბისი და მუსიკის შეგრძნების გამძაფრება

კანაბისი და მუსიკის შეგრძნების გამძაფრება

მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ მუსიკოსებს კანაფი იმიტომ უყვართ, რომ დროთა განმავლობაში ის იწვევს მათში მუსიკის სუბიექტურ ცვლილებებს. არსებობს კვლევების შედეგები, რომლებიც გვიჩვენებენ შინაგანი საათის სუბიექტურ დაჩქარებას – როდესაც კანაბისის ზემოქმედების ქვეშ წარმოიქმნება იმის შეგრძნება, რომ რეალური დრო ნელდება. მაგალითად, ერთერთი ექსპერიმენტის შედეგად, კანაფ მოწეული გამოსაცდელები 15 წამიან დროის მონაკვეთს აფასებდნენ როგორც 16.7წამიანს, ამავდროულად გამომცდელებს რომელთაც არ ქონდათ მოწეული კანაფი, მსგავსი რამ არ აღენიშნებოდათ.

„თუ მოიძიებთ დროის აღქმის შესახებ ინფორმაციას, ადრე თუ გვიან თქვენ გაარკვევთ, რომ კანაბინოიდური CNS რეცეპტორების სტიმულაცია იწვევს ფსიქიკის ცვლილებას – თქვენ გეჩვენებათ, რომ გარშემო ყველაფერი შენელდა“- ამბობს იორგ ფახნერი, ენგლი რასკინის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიისა და მუსიკის სფეროს სპეციალისტი – „სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხანგრძლივდება დროის მონაკვეთები, რომელთაც თქვენ ითვლით. მუსიკოსს იმპროვიზაციის დროს უჩნდება დამატებითი დრო მუსიკის ასაწყობად და რითმული საფუძვლები ხდება უფრო ზუსტი“.

შემსრულებლები აღიარებენ, რომ აღმის ასეთი მკვეთრი ცვლილებები ეხმარებათ ჯაზის მსგავსი იმპროვიზაციული მიმართულების მუსიკის შექმნაში – ტაქტის ფარგლებში უფრო ადვილია ნოტების შერჩევა.

როგორ აკაშკაშებს კანაფი მუსიკას

დროის ცვლილება და აღქმა სხვადასხვა მხრივ ზემოქმედებენ მუსიკის მსმენელ კანაიუზერებზე.

მომატებული ყურადღება

კანაფის მომხმარებლები გვიზიარებენ, რომ  შინაგანი ქრონომეტრაჟის ცვლილებები ეხმარებათ უფრო მკვეთრად დააფიქსირონ ყურადღება და ამაღლებენ ცალკეული ხმების აღქმას.

„მოწეულზე, როდესაც გაიკეთებთ სტერეო საყურისებს, თქვენ შეამჩნევთ, როგორ მარტივად აღიქმება თითოეული ხმა“- ამტკიცებს ფახნერი.

მკვლევარი ამბობს, რომ მომატებული ყურადღება გვჩუქნის „განსაკუთრებულ ჩაძირვას მუსიკაში“ და ქნის ხმას „ბევრად უფრო გაჯერებულს, სუფთას და ემოციურს“.

თავის ტვინის იმ განყოფილებების აქტიურობის ცვლილება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დროის აღქმაზე, იყო დაფიქსირებული ზედმიწევნით ზუსტი დანადგარების მეშვეობით.

ფახნერი თავის 2002 წლის ნაშრომში აღწერდა მარიხუანას მიღების ზემოქმედებას მუსიკის სუბიექტურ შეგრძნებებზე და ტვინის მუშაობის ცვლილებაზე. ფახნერმა გადაიღო ენცეფალოგრამა და გაზომა ფხიზელი და არაფხიზელი გამოსაცდელების ტვინის აქტივობის მაჩვენებლები მუსიკის ზემოქმედების ქვეშ.

ექსპერიმენტები ტარდებოდა მყუდროდ მოწყობილ დასახლებულ შენობაში, რათა ლაბორატორიის გარემოს გამო არ შეცვლილიყო გამოსაცდელი ადამიანების ქცევითი რეაქციები. მონაწილეები ისმენდნენ სამ სხვადასხვა მიმართულების კომპოზიციას – კამერული ორკესტრის, პანკ-როკ ჯგუფების შესრულებით და BEATLES-ის სიმღერის ქავერს. პირველი სესიიდან ნახევარ საათში ისინი ეწეოდნენ კანაბსის დოზას ტგკ-ს 20 მილიგრამიანი მოცულობით და ისმენდნენ მუსიკას განმეორებით – ამ დროს დანადგარები ასევე აფიქსირებდა ტვინის მუშაობის მაჩვენებლებს.

შედეგებმა ცხადყო, რომ მონაწილეები რომლებიც აკონტროლებდნენ ყურადღებას, ხმას და ორიენტაციას აღმოაჩნდათ მეტი უნარი ვიდრე დანარჩენებს.

იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია ყურადღებაზე, მეტად გაძლიერდა ალფა ტალღები – რაც ძლიერი აქტივაციის ნიშანია. საინტერესოა, რომ წინა ექსპერიმენტებში მაღალი მათემატიკური შეაძლებლობების მქონე სტუდენტებში ვლინდებოდა დიდი აქტიურობა ამოცანების ამოხსნისას, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო ინფორმაციის მეტად კოორდინირებულ   დამუშავებასთან.

„უკეთ გასაგები ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ გამოსაცდელები გვიჩვენებენ ხმაზე დაკვირვებულობის უმაღლეს დონეს ფსიქიკური რესურსების ნაკლები დანახარჯებით,“- კომენტარს აკეთებს ფახნერი.

მარჯვენა ტემპორალური ზონის მომატებული აქტივობა ასევე აღენიშნებოდათ გამოსაცდელებს რომლებიც ისმენდნენ მუსიკას ბალახის დოზის შემდეგ. ეს მონაკვეთი აკონტროლებს ხმის აღქმას, მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ტვინის მუშაობაში მძაფრდება მუსიკის აღქმა და შეგრძნება.

მხედველობითი მეხსიერება

მხედველობითი მეხსიერება

ფახნერი ასევე სწავლობდა მარიხუანას ზემოქმედებას თავის ტვინის კეფის მარცხენა ნაწილზე, რომელიც მოქმედებს მხედველობაზე.

„მუსიკა, რომელსაც თქვენ აღიქვამთ, სივრცეში ფლობს წარმოსახვით მდგომარეობას“, – აცხადებს მეცნიერი, – „ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ადგილი, საიდანაც გვესმის ხმები, ასეთი აღქმა ევოლუციის მიერ არის ფორმირებული. რა თქმა უნდა მხედველობითი ცენტრი ასევე მოქმედებაშია.“

მხედველობითი იმპულსების აღქმა და ცვლილებები შეიძლება მივაკუთვნოთ სინესთეზის მცირერიცხოვან ფენომენებს – კანაბისის დოზის მიღების შემდეგ ხდება სენსორული სისტემის არატიპიური გაღიზიანების რეაქციები.  “კვლევების მონაწილეების ნაწილი აღიარებს, რომ კანაფის დოზა ეხმარებათ მათ მუსიკის „დანახვაში“”- ამბობს ფახნერი.

არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ეეგ-ს სურათს ადგენდნენ მუსიკის სხვადასხვაგვარი აღქმის მქონე და კანაბისის მიღების სხვადასხვა გამოცდილების მქონე  ადამიანებისთვის. გამოდის რომ, ნეიროლოგიაში მისი გამოყენების შედეგები ჯერჯერობით სტატისტიკურად არასაკმარისად არის დადასტურებული.

სხვა ექსპერიმენტების მსვლელობისას გაირკვა, რომ მარიხუანას მოხმარებისას მძაფრდება სმენა და იზრდება სმენითი ჰალუცინაციების სიხშირე, ხოლო მაღალი ხმები ხდება უპირატესი.

მეხსიერება

ფახნერი ასევე განმარტავს მარიხუანის მოხმარებით განპირობებულ მუსიკალურ აღქმას, რომელიც დაკავშირებულია მოკლევადიანი მეხსიერების შემცირებასთან. ბალახის ზემოქმედების ქვეშ „თუ ნაწარმოები იწვევს თქვენში ინტერესს, თქვენ გჭირდებათ ნაკლები დრო ყურადღების კონცენტრაციისათვის“- ამბობს მეცნიერი.

მომატებული კონცენტრაციის და დროის ერთეულში ინფორმაციის მოცულობის ზრდის გამო მოკლევადიანი მეხსიერება სწრაფად განახლდება. ამას მივყავართ გააზრების შეჩერებასთან და მიმდინარე მომენტის, მთელი კომპოზიციის და მისი თითოეული ელემენტის უკეთეს აღქმამდე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, „წარსული და მომავალი თითქოს არ არსებობს, აზროვნებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს მიმდინარე მოვლენას – გვეჩვენება რომ დრო შენელდა ან გაჩერდა,“ – ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრი ფრედრიკ მელჯესი.

საერთო ჯამში, „ხმოვანი სივრცე გვეჩვენება სხვაგვარად, იცვლება დროის შეგრძნება, თქვენ სხვანაირად აღიქვამთ მუსიკას, _ ამბობს ფახნერი. – ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები – მარიხუანის ზემოქმედების შედეგია.“

მომავალი კვლევები და მათი გამოყენება

მომავალი კვლევები და მათი გამოყენება

კანაფის მოხმარების შედეგად სმენის გაძლიერება შეიძლება მომავალში გამოყენებულ იქნას მედიცინაში. ექსპერიმენტალური ინფორმაციის ანალიზისა და კანაბისის მომხმარებელთა გადმოცემით, ფახნერი მიგვითითებს მარიხუანის სარგებლობაზე სმენის დარღვევის თერაპიის, ბგერის გამოცემის წყაროს ამოუცნობლობისა და მაღალი ხმების აღქმის პრობლემების შემთხვევაში.

აღნიშნული და სხვა მიმართულებებით კვლევის ჩატარება არც თუ ისე მარტივია – მიუხედავად იმისა, რომ რიგ ქვეყნებში სულ უფრო ხშირია მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ამ ნივთიერების გამოყენება სამეცნიერო მიზნებისათვის ამ ეტაპზეც რთულია.

და მაინც, კანაბისის მომხმარებელთა უმრავლესობამ დიდი ხნის წინ აღმოაჩინა რომ მუსიკა და კანაფი საკმაოდ კარგად ერწყმის ერთმანეთს.

გააზიარეთ მეგობრებთან

0
960

მსგავსი ჩანაწერები

განხილვა

გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი

კომენტარი*

*

*