კანაფი ადამიანების მიერ ათასწლეულების მანძილზე გამოიყენება. მისი სტატუსი არაერთხელ შეცვლილა — საკვებიდან ნარკოტიკამდე. დღეისათვის კანაბისი განეკუთვნება მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიას, ამავდროულად იძენს სამედიცინო დანიშნულებას. კანაფის მოხმარების გავრცელება აიძულებს სამართალდამცავებს შექმნან ტესტები, რომელთაც შეუძლიათ ორგანიზმში კანაფის აღმოჩენა. ანალოგიურად იქცევიან მსხვილი ორგანიზაციები და კომპანიებიც. როგორ შეიძლება თავიდან აიცილოს რასტამანმა ტესტის დადებითი პასუხი? პასუხებს წარმოგიდგენთ სტატიაში.
ზოგადი ინფორმაცია
დაიმახსოვრეთ მთავარი: ერთი დღე-ღამე კანაბინოიდების ორგანიზმიდან სრულად გასასვლელად საკმარისი არ არის. მიუხედავად ფსიქოაქტიური ნივთიერების აღმოსაჩენი მეთოდებისა:
- შარდი;
- სისხლი;
- თმა;
- ნერწყვი.
თითოეულისთვის არსებობს აღმოჩენის განსაზღვრული ვადები.
რა აჩქარებს და ანელებს ორგანიზმიდან მარიხუანას გამოყვანას
ნარკოტიკული ნივთიერებების უმრავლესობის მსგავსად, ადამიანის ორგანიზმში ტეტრაჰიდროკანაბინოლის დაფიქსირება შესაძლებელია კონსტიტუციის, ცხოვრების წესის, მახასიათებელი თავისებურებების მიხედვით. ასეთი ფაქტორებია:
- მატაბოლიზმის ინტენსიურობა (მაღალი — მალე გამოდის კანაბინოიდები);
- ცხიმის მოცულობა (მეტი — ფსიქოტროპების გამოსვლის პროცესი უფრო ხანგრძლივია);
- განჯის რეგულარული მოხმარება (ყოფილ მწეველებში ტგკ უფრო დიდი ხნის განმავლობაში გამოდის, ორგანიზმში მისი მაღალი კონცენტრაციის გამო);
- ბალახის ეფექტის სიძლიერე (რაც უფრო ძლიერია ჯიში — უფრო მეტი დრო სჭირდება მის გამოყვანას);
- სპორტით დაკავება, მოძრაობა (რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები ხელს უწყობს გამოყვანის პროცესს).
ბოლო პუნქტი უკავშირდება ცხიმს და მეტაბოლიზმს. თუ ადამიანს აქვს დიდი რაოდენობით ცხიმი, დარბაზში ვარჯიში ვერ დააჩქარებს ტგკ-ს გამოყვანას, პირიქით, შეანელებს მას.
როგორ გავიაროთ ტესტირება და არ ჩავიჭრათ
ყველაზე ჭეშმარიტი საშუალება წარმატებისკენ, სტაფის მოხმარებაზე უარის თქმაა ნარკოლოგიურში ვიზიტამდე. მხოლოდ ამის საშუალებით შეიძლება მიაღწიოთ ორგანიზმის სრულად გაწმენდას.
რა რეკომენდაციებიც არ უნდა აღმოაჩინოთ, იცოდეთ რომ სრული გაწმენდა, მაქსიმალურად ეფექტური შედეგით შეუძლებელია. ერთი მოწევაც საკმარისია იმისთვის, რომ ერთი კვირის მანძილზე ორგანიზმში ფიქსირდებოდეს ფსიქოტროპების არსებობა. აბსოლუტური გაწმენდა მოითხოვს მინიმუმ 6 კვირას. გაითვალისწინეთ ეს ვადები ტესტის ჩატარებამდე.
რა შეიძლება მოვიმოქმედოთ სასწრაფოდ
ყოველთვის არ არის შესაძლებელი ტესტის ჩატარების ვადის განსაზღვრა. როგორ გავზარდოთ წარმატების შანსი. მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მეტაბოლურ რეაქციაზე. მას რეალურად შეუძლია დააჩქაროს ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოსვლა. არსებობს მოქმედების რამოდენიმე მეთოდი:
- დიდი რაოდენობით სუფთა წყლის მოხმარება. მინიმალური მოცულობა დღე-ღამეში უნდა შეადგენდეს 4 ლიტრს. რეკომენდირებულია დამატებით ჩაის დალევა დეზინტოკსიკაციისთვის. ის უწყობს ხელს ტოქსინების გამოსვლას;
- საკვების კორექტირებული მიღება. უარი თქვით იმ საკვების მიღებაზე, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს და მიიღეთ ტუტე საკვები (ლაიმი, ნიახური, ისპანახი, კიტრი). გაამახვილეთ ყურადღება მჟავიანობის ბალანსის შესწავლაზე. მისი იდეალური საზღვრებია Ph 7,35-7,45;
- მუდმივი ფიზიკური ვარჯიშები. სამწუხაროდ ოპერატიულად ეს მეთოდი არ მოქმედებს.
არ შეიძლება არ ვახსენოთ შამპუნები, რომლებსაც დაბანის შედეგად შეუძლიათ თმაში შემავალი ტოქსინების მოშორება. მტკიცებულება არაერთგვაროვანია, საკამათოა. მის ეფექტურობაზე საუბარი რთულია, ხანგრძლივი მოხმარებისასაც კი. მოკლე დროში შედეგის მიღება შეუძლებელია.