შეუძლია თუ არა კანაბისს დაგვეხმაროს COVID-19-თან ბრძოლაში

შეუძლია თუ არა კანაბისს დაგვეხმაროს COVID-19-თან ბრძოლაში

შინაარსი

პანდემია, რომელმაც მოიცვა მთელი პლანეტა, დედამიწის ყველაზე მოშორებული ნაწილებიც კი, ნელ-ნელა მცირდება. მართალია კორონავირუსი არ დამარცხებულა, მაგრამ ბოლო დროს შექმნილი ისტერია შედარებით მიწყნარდა. რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახდა ვირუსზე მარიხუანას მოქმედების ანალიზი შედარებით  გაწონასწორებული, ცივი გონებით. პანაცეას და ვაქცინის ძებნა კვლავ გრძელდება. უნდა გამოირიცხოს თუ არა მარიხუანას შესაძლებლობები პოტენციური დამხმარეების რიცხვიდან? ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრებთ მოცემულ სტატიაში.

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, ჩვენ გამოვიყენეთ დედამიწის სხვა და სხვა ნაწილებში, სხვა და სხვა დროს ჩატარებული კვლევების შედეგები. ყველა ინფორმაცია აღებულია ღია, ხელმისაწვდომი წყაროებიდან.

შესავალი

როგორც აღმოჩნდა, მარტო ჩვენ არ ვართ, ვინც მოცემული საკითხით დავინტერესდით. ირკვევა, რომ მრავალი მეცნიერი არის დაკავებული კანაბისის პოტენციალის შესწავლით, კორონავირუსთან ბრძოლაში. უნდა აღინიშნოს, რომ კანაფის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ოფიციალურად დამტკიცებულია და ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.  ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ მეცნიერებს გაუჩნდათ აზრი კანაბისის ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტის არსებობის შესაძლებლობაზე. მნიშვნელოვანია! საუბარია ვირუსულ ინფექციაზე, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსით SARS-CoV-2, რომელმაც დააავადა 10 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთაგანაც დაახლოებით ნახევარი მილიონი გარდაიცვალა. მან კოლოსალურად მოიცვა მსოფლიო, ის აღმოჩენილია თითქმის 200 ქვეყანაში.

კვლევებში ფიგურირებს მრავალი ნივთიერება, ჰიდროქსიქლორინიდან დაწყებული, რემდესივირით დამთავრებული. მარიხუანა, როგორც პოტენციური „კანდიდატი“, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მომავალ ვაქცინას, ნამდვილად იმსახურებს განხილვას.

COVID-19-ის მცენარეული ვაქცინა

COVID-19-ის მცენარეული ვაქცინა

კანადის სასკაჩევანის (ქ. სასკატუნი) უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევითმა ჯგუფმა, რომელიც სპეციალიზირებულია სხვა და სხვა ინფექციურ დაავადებებზე, მიიღო გადაწყვეტილება, დეტალურად შეისწავლოს კანაბისის კანდიდატურა COVID-19-ის ვირუსის ვაქცინის შესაქმნელად. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ მცენარეული ანტიგენის შექმნა საწარმოო მასშტაბებში ბევრად მარტივია, ვიდრე ცხოველური წარმომავლობის, რადგან მათ ბევრად მარტივად შეუძლიათ ცილების კლონირება.

გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც მუშავდება ფაქტიური ანტიგენის საპოვნელად, რომელსაც ვაქცინის სახით გამოიყენებენ, წარმოადგენს კანაბისში შემავალი ცილების ურთულეს ჯაჭვს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში, მცენარემ თავად შეძლოს ცილების ანალოგიური ჯაჭვის წარმოქმნა.

რა ხდება შემდეგ?

ინფექციური დაავადებების და ვაქცინების ორგანიზაციამ, რომელსაც ოფიციალურად ვაქცინის საერთაშორისო ცენტრს უწოდებენ  (VIDO-InterVac), ადრე უკვე შექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა.  ორივე მათგანი განკუთვნილი იყო ცხოველებისთვის. ერთი — მსხვილი რქოსანი ცხოველებისთვის, მეორე ღორებისთვის. ორგანიზაცია ითვლება კანადაში პირველი ლაბორატორია, რომელშიც გაჩნდა ექსპერიმენტული ვაქცინა ცხოველებზე ტესტირებისთვის.

მოცემული ვაქცინის ტესტირება გაგრძელდება თაგვებზე, ზაზუნებსა და მაიმუნებზე. ვინაიდან არც ერთ ცხოველს არ აქვს ადამიანის მსგავსი რეაქცია, ამ სამი სხვა და სხვა ცხოველის გამოყენება ექსპერიმენტში არსებითად გაზრდის უსაფრთხოების სპექტრს. გარდა ამისა, ვაქცინის საერთაშორისო ცენტრმა 2020 წლის მარტში მიიღო გრანტი 23 მილიონი კანადური დოლარის ოდენობით ფედერალური ფინანსირებიდან.  დიდი ფინანსური მხარდაჭერა მიზანმიმართულია დაეხმაროს მეცნიერების COVID-19-თან დაკავშირებულ  კვლევებს. გრანტის მოსაპოვებლად იყო დიდი ბრძოლა. ორგანიზაციის მიღწევების დიდი სიიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ VIDO-InterVac კვლავ შეძლებს დაადასტუროს თავის პროფესიონალიზმი, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და გახდეს კაცობრიობის იმედი.

ისრაელში გაკეთებული „ეკზოსომები“

ისრაელში გაკეთებული „ეკზოსომები“

«InnoCanPharma»- კანაბინოიდების შემცველი წამლების წარმოებაზე სპეციალიზირებული მსოფლიოში ცნობილი ებრაული კომპანიაა. კომპანიის წარმატებული ქეისები — არის პრეპარატები, რომლებიც აქტიურად ებრძვის ფსორიაზს და კუნთების ტკივილს.  ცოტა ხნის წინ, ორგანიზაცია გახდა  Ramot-ის (თელავივის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების გადაცემის ქვედანაყოფი) პარტნიორი. თანამშრომლობის მთავარი კონტენტი  COVID-19-ის მკურნალობის ახალი მეთოდის შემუშავებაა. მას საფუძვლად დაედება ჩატვირთული CBD-ეკზოსომები.

რა არის ეკზოსომები

ეკზოსომები — არის პატარა ნაწილაკები (უჯრედშორისი სივრცის პატარა ბუშტუკები), რომლების იქმნება მშობელი უჯრედების გამრავლების შედეგად.

ისინი მოქმედებენ მართვადი „რაკეტების“ მსგავსად, რომლებიც მიმართულია ორგანოების დაავადების დასამარცხებლად. როგორც მრავალი კვლევა გვიჩვენებს, ასეთი ნაწილაკები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უჯრედებს შორის კავშირში. კომპანიის პრეს-რელიზის თანახმად, კანაბიდიოლით დატვირთული ეკზოსომები, ფლობენ პოტენციალს, რომელიც უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო სინერგეტიკულ ეფექტს და ხელს უწყობს ფილტვების ინფიცირებული უჯრედების აღდგენას.

„როდესაც ეკზოსომების სამკურნალო თვისებები ერწყმის კანაბიდიოლის ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, ჩნდება იმედი, რომ აუცილებლად მივიღებთ სინერგეტიკულ ეფექტს“, — ცხადდება ბრიფინგზე.

«Inno Can Pharma» — არ არის ერთადერთი ებრაული კომპანია, რომელიც ცდილობს მსგავსი იდეების რეალიზებას. კანაბისი აქტიურად განიხილება სამეცნიერო წრეებში. თუ თქვენ წააწყდებით სათაურებს, სადაც აღნიშნული საკითხი მოხსენიებულია უარყოფითი, მტკიცებულებითი ფორმით, იცოდეთ, რომ ეს არის ან კვლევების ციტირება, ან გამოქვეყნებულია კანაბისის ლეგალიზაციის და მისი მედიცინაში გამოყენების მოწინააღმდეგე ორგანიზაციების მიერ.

«Rambam Heath Care» (ქ.ხაიფა) კანაბისის კვლევის კამპუსის ზოგიერთი მეცნიერი სწავლობდა კანაბისის მოქმედებას COVID-19 დადებით მძიმე პაციენტებზე და გეგმავს უახლოეს თვეებში დაიწყოს კლინიკური კვლევები. ამ ეტაპზე საუბარია ვაქცინის შექმნაზე. მართებული იქნება მკვეთრად ჩამოყალიბდეს პროექტის მიზნები: ისინი ცდილობენ გაარკვიონ, შეუძლია თუ არა, მარიხუანას ანთების საწინააღმდეგო თვისებებს დაგვეხმარონ ციტოკინური შტორმის (ჰიპერციტოკინემია) სახელით ცნობილი მძიმე ანთებითი რეაქციის შეჩერებაში. სწორედ ეს რეაქცია ხდება კოვიდ ინფიცირებულების სიკვდილის მიზეზი. იდენტიფიცირებულ იქნა კანაბისის 15 ჯიში, რომლებსაც შეუძლიათ შეაჩერონ იმუნური სისტემის ეს პოტენციურად ლეტალური რეაქცია და გააუმჯობესონ პაციენტების მდგომარეობა. კოვიდის მქონე პაციენტებს ძირითადად სტეროიდებით მკურნალობენ და ეს კვლევა მიმართულია იმისკენ, რომ დამტკიცდეს სტეროიდებისა და კანაბიდიოლის კომპლექსური მკურნალობის ეფექტი.

ვირუსული ინფექციების მკურნალობა ტერპენების საშუალებით

ვირუსული ინფექციების მკურნალობა ტერპენების საშუალებით

ადამიანების ჯანმრთელობის შესანარჩუნებელ საშუალებად მხოლოდ კანაბინოიდები არ შეისწავლება. ვირუსული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ასევე განიხილება კანაბისში შემავალი ტერპენების ნაერთი.

ალბათ ყველამ იცის, რომ კორონას კვლევა უკვე წლებია მიმდინარეობს. 2007 წელს ჩატარებული კვლევისას, ჩინელი მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სხვა და სხვა ტერპენების ნაერთს აქვს ანტი- SARS-CoV ეფექტები «invitro» და «invivo». მცენარეულ ნაერთებმა შეძლეს იმ ცილის ბლოკირება, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. კვლევა არ გაგრძელდა, თუმცა ახლა, პანდემიასთან დაკავშირებით მეცნიერები ცდილობენ ნებისმიერი გამოცდილების გამოყენებას.

არსებული დასკვნებიდან გამომდინარე, ებრაელი მეცნიერები გეგმავენ შექმნან ტერპენების ახალი კომბინაცია COVID-19-ის სამკურნალოდ. რაც შეეხება კანაბისის მიღების ფორმას, კვლევებით დადგინდა, რომ უმჯობესია მისი მიღება პირდაპირი, შესუნთქვის გზით. კანაბისის შემსწავლელი კომპანია «Cannasoul Analytics Ltd» პროფესორ დუდი მეირთან ერთად იმუშავებს ორ პარალელურ კვლევაზე. პირველი მიმართული იქნება კოვიდ პაციენტის იმუნური სისტემის პასუხის შესუსტებაზე, მეორე — დაავადების გავრცელების შენელებაზე ACE2 (სილა, რომელიც ვირუსს აძლევს საშუალებას, შეიყვანოს და გაამრავლოს თავის გენეტიკური ექსპერსია უჯრედებში) რეცეპტორის ექსპერსიის შემცირების საშუალებით.

„ჩვენ ვეცდებით განვსაზღვროთ მცენარის ის მოლეკულები, რომლებსაც შეუძლიათ დაგმონ კოვიდზე ორგანიზმის ის იმუნური პასუხი, რომელიც იწვევს ანთებას. მცენარის მოლეკულები შეძლებენ შეამცირონ იმუნური სისტემის რეაქცია, იმუნიტეტის დაქვეითების გარეშე, რითიც გააუმჯობესებენ სტერიოდებით მკურნალობას, რომლების სრულიად აქვეითებენ იმუნურ სისტემას“, ასეთი გეგმა გააზიარა პროფესორმა.

კანაბიდიოლი ვირუსის შესაჩერებლად

კანაბიდიოლი ვირუსის შესაჩერებლად

ვირუსთან ბრძოლის სხვა თერაპიული მეთოდია  მისი ორგანიზმში შეღწევის აღკვეთა. კანადის ლეტბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა (ქალაქი კალგარი, პროვინცია ალბერტი), გამოაქვეყნეს სტატია კანაბიდიოლის შესაძლო ეფექტების შესახებ (კბდ), თუ როგორ მოქმედებს ის კოვიდის გავრცელებაზე. აღმოჩნდა, რომ კანაბიდოილის მაღალი შემცველობის ექსტრაქტები, ეხმარება ACE2 და TMPRSS2 ცილების ბლოკირებას, რომლებიც ხელს უწყობენ SARS-Cov-2 ვირუსის შეღწევას ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში.

როგორც ჩანს კანაბიდიოლის და სხვა კანაბინოიდების კომბინაცია ახდენს ACE2 ექსპრესიის მოდულირებას, რითიც ამცირებს ვირუსის შეღწევის შესაძლებლობას და მის შემდგომ გამრავლებას ადამიანის უჯრედებში.

საბოლოო შედეგები ადასტურებს, კანაბისის მინიმუმ 13 სახეობის ექსტრაქტს კბდ-ს მაღალი შემცველობით, შეუძლიათ ACE2-ის ექსპრესიის მოდულირება. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფილაქტიკური მეთოდების შემუშავებაში, პირის ღრუს ან ყელის სავლების სახით, როგორც კლინიკური, ასევე სახლში მოხმარებისთვის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა 13 ექსტრაქტი გამოყვანილი იყო კბდ-ს მაღალი შემცველობის მქონე კანაბისის სატივას ჯიშებიდან.

წინასწარი დასკვნები

ცხადია, რომ კორონასთან კანაბისის საშუალებით ბრძოლაზე დანამდვილებით საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, ჩატარებული კვლევები აშკარად ადასტურებს მოსაზრებას მისი ეფექტურობის შესახებ დაავადებულთა პროფილაქტიკისათვის კომპლექსური მკურნალობის მეთოდებში. კერძოდ, თუ გამოვიყენებთ სტეროიდულ მკურნალობის მეთოდს, კანაბინოიდები უჯრედების დამატებითი დაცვის საშუალებას იძლევიან, რითაც აფერხებენ ვირუსის შემდგომ გამრავლებას.

საინტერესოა, რომ მეცნიერები კანაბინოიდების და ტერპენების ეფექტურობას ცალკეულად განიხილავენ, რაც ცხადყოფს, რომ კვლევები იყოფა რამოდენიმე დამოუკიდებელი მიმართულებით.

კვლევების ასეთი მრავალფეროვნების და ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა თერაპიული საშუალება. კანაბისი ზრდის ჩვენს შანსებს დაავადებასთან ბრძოლაში. დაავადებამ სრულიად შეცვალა სამყაროს აღქმა. ეს ყველაფერი ფაქტია. იყავით ჯანმრთელნი, მოერიდეთ ავადმყოფობას და ყოველთვის იაზროვნეთ კრიტიკულად.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*