ის ფაქტი, რომ კანაბისის კომპონენტები ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ახდენს, მედიცინისთვის 34 წლის წინ გახდა ცნობილი.
პასუხი კითხვაზე, თუ რატომ „დაივიწყეს“ ასეთი მასშტაბის აღმოჩენა (რომელიც 1985 წელს მოხდა), უნდა ვეძებოთ ამ მცენარის აკრძალვის პოლიტიკაში, რომელიც ხშირად მყარდებოდა ფარმაცევტული წარმოების ინტერესებით. რადგან სხვა შემთხვევაში მოთხოვნა ქიმიური წარმოების მედიკამენტებზე შემცირდებოდა.
სმი — საერთაშორისო ახალ ამბებში (Skynews — ბრიტანული საინფორმაციო არხი), საუბარია არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის და ანთების საწინააღმდეგო მცენარის აღმოჩენის შესახებ (ეს უკვე ცნობილი იყო), არამედ მცენარის ახალი ელემენტების გაფართოებული კვლევების პროგრესის შესახებ, რომლებსაც ტკივილის მოხსნის უნარი აქვთ.
კვლევებმა და აღმოჩენებმა შეიძლება გზა გაუკვლიოს კანაფის საფუძველზე ახალი მედიკამენტის შექმნას. ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი პრეპარატი გაათავისუფლებს პაციენტებს ქრონიკული ტკივილებისგან და აარიდებთ მათ გამაყუჩებლებზე დამოკიებულებას. გველფის კანადის უნივერსიტეტის ანგარიშის თანახმად, აღმოჩენილი იყო, თუ როგორ იწარმოება კონკრეტული ტკივილ გამაყუჩებლი კანაბისი ბიოქიმიის და გენომიკის კომბინაციების გამოყენებით.
„არსებობს ცხადი აუცილებლობა შემუშავდეს ძლიერი და ქრონიკული ტკივილის მოსახსნელი ალტერნატივა, რომელიც ოპოიდების ჩარჩოებს გასცდება“ — აცხადებს პროფესორი ტარკ აკტარი მოლეკულარული და უჯრედოვანი ბიოლოგიის კათედრიდან. „კანაბისის ეს მოლეკულები არ გახლავთ ფსიქოაქტიური და მომართულია ანთების წყაროზე, ისინი გახლავთ იდეალური ტკივილგამაყუჩებლები“ — ამბობს აკტარი.
ძირითადი მოლეკულები, რომელთაც კანაფლავინი ა და კანაბულინი ბ ეწოდებათ და ცნობილნი არიან ფლავანოიდების სახელით, აღმოჩენილი იყო 1985 წლს. მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ისინი უზრუნველყოფენ ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედებას თითქმის 30-ჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე ასპირინი. მაგრამ შემდგომი კვლევები შეჩერებული იყო კანაბისის შესახებ მკაცრი კანონების გამო, რომლებიც ახდენდნენ კანაბისის გამოყენების, მისი სამკურნალო საშუალების სახით გამოყენების და მისი კვლევის საკითხების რეგულირებას.
როდესაც კანადამ მოახდინა სამდიცინო მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია, პროფესორმა აკტარმა და მისმა კოლეგამ სტივენ როხშტეინმა გატაწყვიტეს მცენარის ანალიზი, რათა გაეგოთ, როგორ იქმნებოდა კანაბალინები. „ჩვენი მიზანი იყო უკეთ გაგვეგო, თუ როგორ წარმოიქმნებოდა ეს მოლეკულები, აღნიშნული პროცესი შედარებით მარტივია ჩვენს დროში“, — განაცხადა პროფესორმა. კვლევის შედეგები გამოქვევებული იყო ჟურნალ Phytochemistry-ში და ამჟამად იძლევა საშუალებას შეიქმნას ნატურალური პროდუქტები ჯანმრთელობისათვის, რომლებიც შეიცავს კანაფის ანთების საწინააღმდეგო მოლეკულებს.
მარიხუანა ყველაფრის მკურნალია დროა ხალხის თვითშეგნებაც ამაღლდეს . მადლობა თქვენ ასეთი კარგი სტატიებისთვის