როგორი კანაბინოიდები არსებობს და როგორ მოქმედებენ ისინი

როგორი კანაბინოიდები არსებობს და როგორ მოქმედებენ ისინი

საერთო ჯამში კანაბინოიდების შემადგენლობაში შედის სამოცამდე ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტი (კანაბინოიდი). ფართოდ ცნობილი get hight იძლევა უშუალოდ ტეტრაჰიდროკანაბინოლს, მაგრამ მისი წარმომქმნელებიც ასევე ზემოქმედებენ ორგანიზმზე. ეს ყოველივე ეხება კანაფის ყველა ჯიშს გამონაკლისის გარეშე, რომლებსაც ქმნიან ჩვენი პლანეტის სელექციონერი კომპანიები. მოხმარებული კანაფის ეფექტის წინასწარ განსაზღვრა მხოლოდ მის ტექნიკურ მახასიათებლებზე (ტგკ-ს პროცენტულობა, სატივას და ინდიკას შემცველობა და ა.შ.) ორიენტირებით პრაქტიკულად შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის ორგანიზმი შედგება რეცეპტორების მთელი სისტემისაგან, რომლებიც რეაგირებენ ყველა შესაძლო ზემოქმედებაზე, რომლებიც იწვევენ პოზიტიურ ემოციებსა და სიამოვნებას. ამ კომპლექსს ეწოდება ენდოკანაბინოიდური სისტემა. კანაბინოიდები, რომლებსაც შეიცავს მცენარე, ზემოქმედებენ ადამიანზე იგივე პრინციპით.

მცენარეული წარმოშობის ყველა კანაბინოიდს ფიტოკანაბინოიდს უწოდებენ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სინთეტიკური ანალოგების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე ნატურალურის. საერთო ჯამში, ფიტოკანაბინოიდები, სტრუქტურასთან დამოკიდებულებაში იყოფა ათ ძირითად ტიპად, რომელთა შორის შედარებით ცნობილებს განვიხილავთ.

ტეტრაჰიდროკანაბინოილები (ტგკ)

სწორედ ისინი იწვევენ ეიფორიის ეფექტს და შესაბამისად ითვლებიან მოსაყვანი მცენარეების ხარისხის განმსაზღვრელად. კანაფის თესლებს გროვინგის პროცესში შეუძლიათ გვიჩვენონ როგორც ტგკ-ს ნომინალური წილი, ასევე მაღალიც. თუ ტგკ-ს ფაქტიური მაჩვენებელი მარიხუანის კონკრეტული ჯიშისათვის ახლოს არის ნულთან, მაშინ ფსიქოტროპულ ეფექტს ვერ მივიღებთ. ამავდროულად მსგავსი ჯიშები ეფექტურად გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა მიზნებისათვის, თუ ადამიანს არ სურს მკურნალობის პროცესში ტრადიციული high-ს მიღება. ტეტრაჰიდროკანაბინოილების ზომიერი დოზირების შემთხვევაში, ნერვულ უჯრედებზე ზემოქმედებით ისინი აქტიურად თრგუნავენ  შიშისა და პანიკის შეგრძნებებს. ტგკ-ს მოხმარებას რეკომენდაციას უწევენ სიმშვიდისა და განტვირთვისათვის. დოზის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო ეფექტი და ადამიანმა შეიძლება იგრძნოს შიში და შფოთვა.

მაღალი ტგკ-ს შემცველობის სტრეინებისათვის დამახასიათებელია შემდეგი თვისებები და ეფექტები:

  • ანესთეტიკური მოქმედება
  • კუნთების მოდუნება
  • გულის რევის შეგრძნებისგან გათავისუფლება და მადის სტიმულაცია
  • ნერვული უჯრედების დაცვა სტრესული ზემოქმედებისგან
  • კიბოს მეტასტაზების განვითარების შენელება

ტგკ-ს მაღალი შემცველობა დამახასიათებელია სატივას მარიხუანისათვის ან იმ ჯიშებისათვის, სადაც სატივა დომინირებს ინდიკაზე.

კანაბიდიოლები (კბგ)

ტეტრაჰიდროკანაბიდოილებისგან განსხვავებით, კბდ იწვევს დამამშვიდებელ ზემოქმედებას და ითვლება კარგ ანტიფსიკოტიკად. ბუნებრივი წარმოშობის ნეიროლეპტიკები მედიცინაში გამიოყენება ფსიქიკური აშლილობის თავიდან აცილებისა და კუპირებისათვის. კანაბიდიოლების შემაჩერებელი ეფექტი დადასტურებულია ალცჰეიმერის დაავადებასთან ბრძოლაშიც, ნერვულ ქსოვილებში განვითარებადი ანთებითი პროცესების შეჩერების მეშვეობით. გარდა ამისა, კბდ უმსუბუქებს ცხოვრებას ჰიპერაქტიურ ადამიანებს.

თუ თქვენ გსურთ მიიღოთ მცენარე მაღალი კბგ-ს შემცველობით, თქვენ დაგჭირდებათ მარიხუანას თესლები, რომლებიც განეკუთვნებიან ავტომოყვავილეებს.

კბდ-ს ზოგადი თვისებები განიხილება შემდეგი სახით:

  • ძვლოვანი ქსოვილის ზრდის სტიმულაცია
  • სისხლში შაქრის შემცველობის შემცირება
  • ინსულტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა
  • კანის დაავადებების განვითარების შენელება
  • ეპილეპტიკური შეტევების შემცირება

ისევე როგორც ტგკ, კანაბიდიოლებიც კიბოს დაავადების შემთხვევაში ავლენენ დაავადების განვითარების პროცესის შემაჩერებელ ეფექტს.

კანაბიგეროლები (კბგ)

თავის მხრივ კბგ-ს, შედარებით მარტივი შენაერთისგან, რომელიც შეადგენს მცენარის ფსიქოტროპულ შემადგენლობას განვითარების საწყის სტადიებზე, შემდგომში ხდება სხვა კანაბინოიდების ფორმირება.

კბდ-ს მნიშვნელოვანი თვისებებიდან ძირითადად გამოყოფენ:

  • გლაუკომის დროს თვალის წნევის დაწევას
  • კანის დაავადებების პროფილაქტიკა
  • გაფანტულ სკლეროზზე უკუზემოქმედება
  • ნერვული უჯრედების სტაბილიზაცია

ზემოთ ხსენებული ორი კანაბინოიდის მსგავსად, კბდ-ც ინტენსიურად ზემოქმედებს კიბოს ახალი უჯრების წარმოქმნაზე.

კანაბიქრომენი (კბქ)

ისინი არც ისე მოთხოვნადია მედიცინაში, თუმცა მშვენივრად უმკლავდება შემდეგ პრობლემებს:

  • შაკიკი
  • სხვადასხვა სახის სოკოვანი დაავადებები
  • ალცჰეიმერის დაავადება
  • დეპრესია და პანიკური შეტევები

ის გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისათვის.

კანაბინოლი (კბნ)

მას აქვს მსუბუქი ფსიქოაქტიური ზემოქმედება, მაგრამ ეფექტურია მედიცინაში, როგორც ანესთეტიკი და ასევე ფლობს ანტიასთმურ თვისებებს. ყველა ფიტოკანაბინოიდებს შორის მას გააჩნია ყველაზე დადებითი გავლენა მადაზე. კბნ-ს უფრო ხშირად იყენებენ ვიდრე ტგკ-ს, იმ მიზეზით, რომ მას აქვს ბევრად ნაკლები ფსიქოტროპული ეფექტი, მაშინ როცა მას აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენარაციული დაავადებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების შეჩერების მაღალი მაჩვენებელი.

კანაბივარინი (კბდვ) და ტეტრაჰიდროკანაბივარინი (ტგკვ)

ესენია ჯერ არც ისე შესწავლილი კანაბინოიდები, რომელთაც ამ მომენტისათვის დადასტურებული აქვთ მხოლოდ ანტიეპილეპტიკური თვისებები. თავის მხრივ ტგკვ-ს შეუძლია ხელი შეუშალოს ცხიმების დაგროვებას და კბდვ-ს შეუძლია მოსპოს გულის რევის შეგრძნება.

ზოგადი თვისებები

პრაქტიკულად ყველა ფიტოკანაბინოიდს ახასიათებს პაციენტის გათავისუფლება გულის რევის შეგრძნებისგან და მადის სტიმულირება. რაც შეეხება ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს, ბუნებრივი ფსიქოტროპების ეს ჯგუფი ნაკლებად ეფექტურია წვაში. ფიტოკანაბინოიდები იხსნება ცხიმებში, ამიტომ არ გვხვდება ბაზარზე კანაფის ჩაი.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*