სატივას შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები, რომელთა შესახებ თქვენ არ იცოდით

სატივას შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

რატომ გამოიყენება ფართოდ მედიცინაში ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ სატივას ჯიშებიდან კანაბისი? საიდუმლო მცენარის კომპონენტების ორიგინალურ შეთავსებაში მდგომარეობს, რომელიც აძლევს ადამიანს ძალას და ენერგიას.

დაბალი ტგკ

რიგი მიზეზების გამო კანაფი ახდენს ძლიერ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. აუცილებელია განვასხვავოთ სუფთა სატივა და ინდიკა. განსხვავება მდგომარეობს უნიკალური თვისებების მქონე კანაბინოიდების შემადგენლობაში. ბუნებაში სატივას კანაფი შეიცავს ნაკლებ ტკგ-ს ვიდრე ინდიკა. რომ გავავლოთ პარალელი ადამიანის ორგანიზმთან, კანაბინოიდები ზემოქმედებენ მცენარის ზრდის იმუნურ სისტემაზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ეხმარებიან მარიხუანას გადარჩეს და გაიხაროს ველურ ბუნებაში.

რაც შეეხება ინდიკას, ის აღმოჩენილი იყო ცუდი კლიმატური პირობების მქონე აგრესიულ ბუნებაში. ამიტომ ამ სახის მცენარე იძულებულია გამოიმუშავოს მეტი ტგკ, რათა დაიცვას თავი გარე ფაქტორებისაგან. არავინ ცდილობს ტგკ-ს სასარგებლო თვისებების დისკრედიტაციას, მაგრამ მისი დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტი. დაგვეთანხმეთ, რომ ბევრად სასიამოვნოა ენერგიის მოზღვავება და სიმსუბუქე, ვიდრე მთელი დღე დივანზე წოლა.

სატივას ჯიშების უნიკალურობა მდგომარეობს მისი ქიმიური ნაერთების შემადგენლობაში. თბილი კლიმატის პირობებში მცენარე გამოიმუშავებს ნაკლებ ტგკ-ს, თუმცა ამავდროულად ხდება მისი სხვა სასარგებლო კომპონენტების გამომუშავების ზრდა. მოდით განვიხილოთ ისინი უფრო დაწვრილებით.

მაღალი ტგკვ (ტეტრაჰიდროკანაბივარინი)

სატივას კანაბისი მაინც ითვლება ძლიერ ფსიქოაქტიურ მცენარედ. თანამედროვე კვლევებით მის შემადგენლობაში აღმოჩნდა ფიტოკანაბინოიდები, რომლებიც ურთიერთობაშია ტგკ-სთან და ცვლის მის ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. რა არის ფიტოკანაბინოიდები? ეს არის უნიკალური ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს კანაბისი. თუ განვიხილავთ კონკრეტულად სატივას ჯიშებს, ინდიკასგან განსხვავებით, ისინი შეიცავენ ტეტრაჰიდროკანაბივარინის – ტგკვ-ს მეტ რაოდენობას.

ცალკე ეს ნივთიერება არ ახდენს არანაირ ფსიქოაქტიურ ზემოქმედებას, მაგრამ როდესაც შედის ურთიერთობაში ტგკ-სთან, აძლიერებს ენერგიის მოზღვავებას, ეს არაოფიციალური მონაცემებია და მკვლევარები დღემდე  იკვლევენ ტეტრაჰიდროკანაბივარინის და ტგკ-ს ტანდემს.

2015წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც ტგკვ ნაწილობრივ ანეიტრალებს ტგკ-ს ფსიქოაქტიურ თვისებებს. ორ ეტაპიანი კვლევისას, 5 დღის განმავლობაში, 10 მონაწილე ღებულობდა მხოლოდ პლაცებოს ან ტგკვ-ს. მონაწილეების ფსიკიკაში არ აღინიშნებოდა არანაირი ცვლილებები, მაგრამ ტკგ-ს დამატებისას, 10-დან 9 ადამიანში გამოვლინდა სტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა და არ გამოვლინდა არანაირი უარყოფითი ეფექტი.

ასევე კვლევის დროს გამოვლენილ იქნა:

  • ტგკვ ამცირებს გულის უკმარისობის სიხშირეს, რომლებიც ტგკ-ს გამო იმატებს;
  • მეხსერების გაუმჯობესება და სტაბილიზაცია, რომელსაც ტგკ-ს მიღება აუარესებს;
  • ტვინის ნეიროდამცავი ზემოქმედების შესაძლებლობა.

სელექციის თვისებები

როგორც ხვდებით, კანაფის თანამდეროვე მეთოდებით მოყვანა წარმოშობს მცენარეს, რომელიც შორს არის იმ მცენარეებისაგან, რომელბიც ბუნებაში მოიპოვება. ამ ყოველივეს განაპირობებს ტგკ-ს უდაოდ უნიკალური ეფექტები. ამისათვის სელექციონერები ჯიშების გამოყვანას ცდილობენ ტგკ-ს და კბდ-ს (კანაბიდიოლის) იდეალური შერწყმით. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ბუნებრივ გარემოში აღმოაჩენთ სატივას კანაბისს, საეჭვოა მიიღოთ ანალოგიური ეფექტი თანამედროვე მეთოდებით მოყვანილ მცენარესთან შედარებით, რადგან კანაბინოიდების წარმოქმნისათვის ხომ საჭიროა განსაზღვრული გარემო პირობები, რომლებიც მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს.

თანამედროვე ბაზარზე წარმოდგენილია დასათესი მასალის დიდი არჩევანი. უპრობლემოდ შეიძლება კანაფის თესლის უნიკალური ჯიშების შეძენა ტგკ-ს და კბდ-ს მახასიათებლების და თანაფარდობის ნაკრებითურთ.

გააზიარეთ მეგობრებთან

1
1 793

მსგავსი ჩანაწერები

განხილვა

1 კომენტარი
  • ლევანი

    სატივა არის მეფე. თქვენი აუტო ლემონ სკანკ მაქვს გასინჯული, მაგრად დამევასა. ენერგია და სიმსუბუქე

გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი

კომენტარი*

*

*