ყველაფერი ის, რაც გინდოდათ გცოდნოდათ LST-ს შესახებ და ერიდებოდით კითხვას

ყველაფერი ის, რაც გინდოდათ გცოდნოდათ LST-ს

LST- კანაფის ბუჩქების ვარჯიშისათვის ყველაზე მეტად ცნობილი და პოპულარული მეთოდია, საკმაოდ მარტივია ასათვისებლად და სასარგებლო მცენარისათვის.

ეს სტატია ეძღვნება ტექნიკას, რომელიც მეტად პროდუქტიულს ხდის კანაფის მოყვანას. თქვენ შეძლებთ საფუძვლიანად აითვისოთ ეს მეთოდი, ამაში არაფერია რთული, ყველაფრის ცოდნა პრაქტიკას მოყვება. LST — არის პროცედურის ინგლისურ ენოვანი აღწერის — “low stress training” აბრევიატურა, სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს მცირე სტრესის ვარჯიშს, ან ვარჯიშს მცირე სტრესით — ვისთვის როგორ, თუმცა აზრი არ იცვლება.

შინაარსობრივად LST ახლოს არის SCROG-ის ტექნიკასთან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ LST-ს შემთხვევაში ტოტები არ იხლართება ბადეში — იხრება და ებმება მცენარის ძირითად ღეროს და მასთან ერთად ებმება მეორეხარისხოვანი ტოტებიც. მისაბმელები კეთდება სხვადასხვა შესაბამისი მასალისგან, არ შეიძლება ზედმეტად წვრილი და მყარი მისაბმელების გამოყენება, მათ შეიძლება გამოიწვიონ ღერის გადაჭრა და მცენარის გარსის ტრავმირება. ამიტომ თავიდანვე უარი თქვით ტექსტილისა და კაპრონის ძაფების გამოყენებაზე, ისინი პრობლემებს უფრო ქმნიან, ვიდრე იძლევიან სარგებელს.

ასევე დარწმუნდით იმაში, რომ შერჩეული სამაგრების მიმაგრება და მოხსნა მოსახერხებელია, რადგან მაშინ როცა თქვენი ლამაზმანები დაიწყებენ ზრდას არა დღეებით, არამედ საათობით, კრონის ფორმაში ცვლილებების შეტანა საჭირო იქნება რეგულარულად, რამოდენიმე დღის ინტერვალებით. ფულის სამაგრი რეზინები საკმაოდ კარგად შეასრულებს სამაგრების ფუნქციას LST-სთვის, ისინი იაფი და მარტივია მოხმარებაში, თუმცა ერთჯერადად გამოიყენება, უფრო სწორად ერთ ციკლს ყოფნის. რათქმაუნდა, ინტერესის გულისთვის შეიძლება მათი გამოყენება ყვავილობის რამოდენიმე ციკლზე, მაგრამ ისინი მალე იცრიცება და ადვილად წყდება. კარგად მუშაობს შეფუთული მავთული, არაუმეტეს 2მილიმეტრი სისქისა, — ის იღუნება კიდეც და კარგად ინარჩუნებს ფორმას, მარტივია მისი მიწაში ჩარჭობა, რათა დაფიქსირდეს კრონა.

LST-ს მოქმედების პრინციპი

LST-ს მოქმედების პრინციპი

იმის გაგება, თუ როგორ მოქმედებს LST ძალიან მარტივია. ღეროსა და ტოტების გადაწვენის შემდეგ, თქვენ ცვლით ჰორმონალურ ბალანსს გვრდითი ტოტების სასარგებლოდ, შედეგად მცენარის ყველა ნაწილი ღებულობს ზრდის დამატებით სტიმულაციას. ასევე მცენარის გადაწვენა გვაძლევს გროუ სივრცის ეკონომიას. ბუჩქები იზრდება კომპაქტური და მკვრივი. LST-ს ერთერთი პლიუსი არის ის რომ ხდება შუქის თითქმის თანაბარი გადანაწილება ყველა ტოტზე. LST-ს სწორი გამოყენებისას ქვედა იარუსებიდან ამოსული ტოტები სრულყოფილად ვითარდება, არ ეზრდება არასრულყოფილი გირჩები, რომლებსაც გროვერები „პოპკორნს“ უწოდებენ.

შედეგად კანაბისის ბუჩქი ემსგავსება ტოტებით დახუნძლულ ხალიჩას, რომელთა შორის ფოტოზე ძირითად ღეროს მხოლოდ ძალიან გამოცდილი გროვერი თუ გაარჩევს — ცხადია ამ შემთხვევაში მოსავლიანობაც ბევრად იმატებს. LST — არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ბევრად დიდია მოსავალი, ვიდრე უბრალოდ გაზრდილი მცენარისა. ეს მეთოდი სულაც არ არის რთული. საბოლოო ჯამში LST-ს აქვს უამრავი პლიუსი და არცერთი მინუსი, რაც ხსნის მის პოპულარობას გროვერთა შორის.

ვსწავლობთ LST-ს გაკეთებას

ვსწავლობთ LST-ს გაკეთებას

იმისათვის, რომ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი LST-სგან, საჭიროა მცენარე ვავარჯიშოთ ზრდის საწყისი ეტაპებიდან, თუმცა ზოგჯერ მეთოდს იყენებენ მოგვიანებითაც, რათა გამოასწორონ მიუხედავობის და შეცდომების შედეგები — მაგალითად, თუ კანაფის მომყვანმა არ გაითვალისწინა მცენარის სიმაღლე, ძალიან მაღალი ღეროები ჭერისკენ ისწრაფვის, რაც ხშირ შემთხვევაში სითბურ დამწვრობას იწვევს. თუ გროვერს სურს გააუმჯობესოს კრონის შუქის გამტარიანობა ტოტების გაწევის საშუალებთ — ეს არ არის LST, თუმცა მისი ერთერთი ვარიანტია.

უმეტეს შემთხვევაში აწვენენ უკვე მოზრდილ მცენარეს, რომელსაც 4-5 ფოთოლი აქვს, მთავარია რომ ღერო იყოს საკმარისად გრძელი და არ გადატყდეს პროცედურისას.

გროვინგის შესახებ სტატიებსა და წიგნებში გვირჩევენ დავაფიქსიროთ ღერო მიწასთან, რათა გადაწვენისას ის არ ამოვარდეს. რეალური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს სულ არ არის საჭირო, რადგან  მსგავსი რამ რეალურად არ ხდება ხოლმე, უფრო ხშირია ტოტის გადატეხვა. იმოქმედეთ ფრთხილად, რათა თავიდან აიცილოთ მსგავსი შემთხვევა, თუმცა რომ მოხდეს, გული არ დაგწყდეთ, თუ ღერი გაიბზარა, ის უბრალოდ დააფიქსირეთ გადატეხვის ადგილას. კანაფი ძალიან სიცოცხლისუნარიანია და მალევე აღიდგენს ძალებს. დროთა განმავლობაში ტრავმის ადგილას გაჩნდება მაზოლის მსგავსი შესქელება და მცენარე განაგრძობს ზრდას.

მნიშვნელოვანია! არ მორწყოთ მცენარე გადაწვენამდე რამოდენიმე დღე, რათა შეამციროთ მისი ღერის სიმკვრივე. სხვაგვარად გადაწვენისას გადატეხვის რისკი გაიზრდება. წყალს მოკლებული ღერო ჭკნება და თავად გაძლევთ მისი ფორმირების საშუალებას თქვენი სურვილისამებრ.

ბუჩქის დაჭიმვა (გადანაწილება) შესაძლებელია რეზინების საშუალებით, რომლებიც დამაგრებული იქნება გროუბეგის ან ქოთნის ნაპირებზე. ეს არის ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა. ძალიან მოსახერხებელი და სწრაფია.

თუ თქვენ პირველად აპირებთ მცენარის გადაწვენას, მოუჭირეთ მცენარის შერჩეულ ნაწილებს თითები და მხოლოდ შემდეგ დააფიქსირეთ დამჭიმებით. თუ თავიდან მოსჭიდებთ მოსაჭიმს და ძლიერად მოჭიმავთ, შესაძლოა ვერც შეამჩნიოთ და მარტივად დაასრულოდ ოპერაცია მცენარის გადატეხვით. მოჭიმულობის ძალის შეგრძნება თითით ბევრად მარტივია. ასევე მოჭიმვამ შეიძლება დააზიანოს გარსის ნაზი საფარები ხახუნის დროს — ეს მეტად არასასურველი სტრესია მცენარისთვის.

მოკლედ, თქვენ მოღუნეთ ცენტრალური ღერი და დაამაგრეთ ის. რათქმაუნდა ბუჩქი არაბუნებრივად გამოიყურება, რამაც შეიძლება დაგძაბოთ, ნუ ღელავთ, ყველაფერი წესრიგშია, რამოდენიმე საათის შემდეგ, მცენარე გამოკეთდება და განაგრძობს სიცოცხლისუნარიანობის ჩვეულ რითმს, ხოლო რამოდენიმე დღე-ღამის შემდეგ თქვენ დაინახავთ მის უხვ მოსავალს, ახალ ტოტებს, რომელთაც აქამდე აკლდა შუქი. როდესაც ისინი მიიღებენ საკმარის ზომას, გადახარეთ დანარჩენებიც. კვლავაც და კვლავაც ნებისმიერი ახალი ტოტი, რომელიც ჩრდილავს სხვებს უნდა გადააწვინოთ და მიამაგროთ მიწას.

ზრდის მაღალი ტემპებისას ბუჩქის ფორმირება საჭიროა ყოველ 2-3დღეში, ნუ გეშინიათ რუტინის, თქვენ მალე მიეჩვევით პროცესს და შეიყვარებთ მას. გარანტიას გაძლევთ, როცა გაიგებთ LST-ს სიკეთეს, თქვენ აღარ დაუბრუნდებით ჩვეულებრივად  ბუჩქების გაზრდას.

რამდენ ხანს უნდა ხდებოდეს ბუჩქის გადახრა? ამის გაკეთების აზრს ვეღარ ვხედავთმაშინ, როცა სიმაღლეში ზრდა წყდება და ხდება მხოლოდ მცენარის გაბუჩქვა.

და კიდევ, კრონა ზოგჯერ ისე ხშირდება, რომ ხდება არახილვადი, ამ შემთხვევაში თქვენ გიშველით დეფოლიაცია და მცენარის გახშირვა, თუმცა ეს ყოველივე უკიდურესი გამოსავალია. მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, მცენარეს მიეცით მაქსიმალური განათება.

მომგებიანია თუ არა LST ავტომოყვავილე ჯიშებისათვის

მცენარის გადაწვენა ბევრად ნაყოფიერს ხდის მარიხუანას ნებისმიერი ჯიშის მოყვანას. პირველ რიგში მცირენაყოფიერი ჯიშების შემთხვევაში, რომლებიც იზრდება მონოგირჩით და სუსტი გვერდითი ტოტებით. გორმონების სწორი გადანაწილება აძლიერებს გვერდითა ტოტებს, თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის თუ რამდენად სასიკეთო იქნება ეს ძირითადი ღერისათვის. ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ ცნობილი არ არის

 

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*