გროუბოქსი: პანაცეა თუ მარტივი გადაწყვეტა?

გროუბოქსი: პანაცეა თუ მარტივი გადაწყვეტა?

შინაარსი

რამდენად რეალურია ზამთარში, ღია გრუნტში კანაბისის მოყვანა? უაზრო და უპერსპექტივოა, თესლების გაღვივების და მცენარის გაზრდის შანსი ფაქტიურად არ არსებობს. რა გამოსავალი არსებობს მსგავსი სიტუაციიდან? როგორ უნდა წარვმართოთ გროვიგი ცუდი ამინდის პირობებში? არსებობს მხოლოდ სახლში კულტივირების ალტერნატივა, რაც არც თუ ისე მარტივი პროცედურაა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ უზრუნველყოფილი იქნება ტემპერატურული რეჟიმი, სინათლემ, ტენიანობამ და სხვა პირობებმა, თავისუფლად შეიძლება შეუქმნან პრობლემები დამწყებ მებაღეს. იმისათვის, რომ არ შეასრულოთ რუტინული ეტაპობრივი სამუშაო, საკმარისია შეიძინოთ გროუბოქსი, რომლის კომპლექტი აღჭურვილია კომფორტული გროვინგისათვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი.

პროდუქცია მრავალფეროვანია და არჩევნის გაკეთება მარტივი არ არის. გთავაზობთ გაეცნოთ ჩვენს სტატიას, სადაც დეტალურად არის აღწერილი კანაბისის კულტივირების პროცესი „ჯინის“ ხაზის გროუბოქსებში.

რა არის გროუბოქსი

რა არის გროუბოქსი

ჩვენს წინაშეა ყუთის ფორმის კონსტრუქცია, რომელიც სრულად უზრუნველყოფს კანაბისს ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო პირობებით. ეს შესაძლებელი ხდება შიდა სივრცის სრული იზოლაციის მეშვეობით. ჰაერის ცირკულირება ხდება სავენტილაციო სისტემის საშუალებით. სუნი იწმინდება ნახშირის ფილტრებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მძაფრი სუნის მქონე შტამების მოყვანის დროს. გროუტენტი არ ატარებს სუნს, შესაბამისად ვერავინ გაიგებს თქვენი საიდუმლო ჰობის შესახებ.

გროუბოქსის კონსტრუქცია არის მეტალის, რომელზეც გადაჭიმულია ჩიხოლი. კარკასის წარმოებისთვის გამოიყენება მაღალი ხარისხის ალუმინი, რომელიც დაფარულია სპეციალური ანტიკოროზიული საშუალებით. გროუტენტისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ არომატების იზოლაცია, მტვერი, სინათლე, ტენი, ჰაერი — ბოქსში ასევე ვერ შეაღწევს. შიდა მხრიდან ტენტი დაფარულია სინათლის ამრეკლავებით, რომელიც აფრქვევს სინათლეს კანაბისის ბუჩქის მთელ ზედაპირზე.

კონსტრუქციის აწყობა მარტივია. საკმარისია მიჰყვეთ ინსტრუქციას, რომელიც ყველა ბოქსს მოჰყვება. ასევე არ შეგექმნებათ სირთულეები მისი გადაადგილებისა და ტრანსპორტირების დროს. ალუმინი ერთ-ერთი მსუბუქი მეტალია და მის აწევას ბავშვიც ადვილად შეძლებს. დაშლილი გროუბოქსი არ იკავებს დიდ ადგილს, ამიტომ მისი შენახვა ყველგან იქნება შესაძლებელი გროვებს შორის შუალედების დროს.

გროუბოქსი „ჯინი“ — კანაბისის ერთგვარი საცხოვრებელია, სადაც მცენარე თავს კომფორტულად გრძნობს, იმაზე კომფორტულადაც კი, ვიდრე თბილ სეზონზე ღია გრუნტში. წარმატებული გრვოვისათვის მხოლოდ ბოქსი საკმარისი არ იქნება. მარტივი და პრაქტიკული გადაწყვეტაა ყველა აუცილებელი კომპონენტის მქონე, გროუბოქსის სრული კომპლექტის შეძენა.

სინათლის წყარო

სინათლის წყარო

ბოქსის მოთავსება ფანჯრის რაფაზე არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, მხოლოდ მზიანი დღეების იმედზე მოგიწევთ ყოფნა. არის მრავალი ფაქტორი, რომელიც ასეთი კულტივირების სუსტ პერსპექტივებზე მიგვანიშნებს:

  1. წლის ცივ სეზონებზე, ღამის ხანგრძლივობა იზრდება, დღე კი იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სინათლის ენერგიის რაოდენობა იმაზე ბევრად მცირე იქნება, ვიდრე მცენარეს სჭირდება;
  2. ყველა სახლის ფანჯარა არ არის მზის მხარეს მიმართული (რაც უფრო დასავლეთით არის გადახრა, მით უფრო ნაკლები ენერგია მიეწოდება მცენარეს);
  3. მცენარის მხოლოდ ის ნაწილი განვითარდება, რომელიც მზისკენ არის მიმართული (თუ მუდმივად არ შეუცვლით ქოთანს მიმართულებას, რაც ნაკლებად რეალურია).

ფანჯრის რაფაზე კანაბისის მოყვანის დროს, გასათვალისწინებელია მისი ხილვადობა. ღირს კი ყველასთვის თქვენი ჰობის გამჟღავნება?

კიდევ ერთი ვარიანტია — ქოთნის განთავსება იატაკზე და მისი განათება ოთახის სანათების საშუალებით. სპეციალისტები არც კი შეაფასებენ ასეთი გადაწყვეტის ეფექტურობას, მცენარე არ იქნება უზრუნველყოფილი სინათლის ტალღებით.

გროუბოქს „ჯინი“-ში გამოიყენება სპეციალური ფიტო ნათურები. განათება „გაგარინი“ ფლობს სინათლის სრულ სპექტრს, ჭარბობს წითელი და ლურჯი, რაც აუცილებელია კანაფის ბუჩქისთვის. წითელი ტალღები მცენარეს მწვანე მასის ზრდაში, ფესვთა სისტემის გაძლიერებასა და ღეროს გაძლიერებაში ეხმარება. ლურჯი — მცენარის ღეროს სიძლიერეს, უხვ ფოთლებს და მკვრივ გირჩებს უზრულველყოფს.

ნათურები მოთავსებულია წყალგაუმტარ კორპუსში, გადახურებისგან მათ იცავს აქტიური გაგრილების ავტონომიური სისტემა, რომელიც ყველა ნათურაშია. შუქდიოდების თვით გაგრილების უნარი, მისი მცენარესთან მცირე დაშორებით მონტაჟის საშუალებას იძლევა, მცენარე არ დაიწვება. ფიტო ნათურებისთვის ექსპლუატაციის დიდი დრო არის დამახასიათებელი. მისი გამოყენება უწყვეტი მუშაობის რეჟიმში 50 ათასი სათის განმავლობაში არის შესაძლებელი.

ჰაერის მოძრაობა

ჰაერის მოძრაობა

სახლის პირობებში კანაბისის მოყვანის პროცესი, დროებით მეზობელთან ცხოვრებას ჰგავს.  წარმატებული გროვისთვის მებაღეს აუცილებლად მოუწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა.

არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ თქვენს გარშემო მცხოვრები ადამიანები არ შეწუხდებიან მარიხუანას არომატებით. არსებობს სტრეინების ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით მძაფრ სუნს გამოყოფს.

რა უნდა გავაკეთოთ პრობლემის აღმოსაფხვრელად? საჭიროა ვენტილაციის სისტემის მოწყობა. გროუბოქსი „ჯინი“-ს კომპლექტში შედის არხის ვენტილატორი და ნახშირის ფილტრი. კონსტრუქციაში არის მინიმუმ ორი სავენტილაციო „მკლავი“, ერთი მათგანი განკუთვნილია ვენტილატორისა და ფილტრის დასამონტაჟებლად. ამგვარად მებაღე უზრუნველყოფს ჰაერის სასურველ ვენტილაციას და თავიდან აირიდებს ბოქსში ნებისმიერი სუნის და მტვრის ნაწილაკების შეღწევას.  გროუბოქს „ჯინი“-ს შეძენით, დროულად გადაჭრით ყველა პრობლემას.

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გროუბოქსის სავენტილაციო სისტემა დამატებით ასრულებს ჰაერის გაგრილების ფუნქციას. წარმატებული გროვინგისთვის ტემპერატურის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. 25 გრადუსი ცელსიუსით — ოპტიმალურია პრაქტიკულად ყველა სტრეინისთვის. არხის ვენტილატორის მეშვეობით ტემპერატურა მკვეთრად არ იცვლება. ამის შესახებ სტატიის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ.

სტაბილური მიკროკლიმატი — წარმატების საიდუმლო

სტაბილური მიკროკლიმატი - წარმატების საიდუმლო

შენობაში კლიმატის ყველა პარამეტრის დამოუკიდებელი კონტროლისათვის, გროვერს დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება. ძალიან რთულია ტენიანობის ან ტემპერატურის ცვლილებისას დროული რეაგირება. ზამთრის პერიოდში გამათბობლების ან რადიატორების გამოყენება არარაციონალურია და ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებს ტენს.

სტანდარტული ტემპერატურის გარდა, მნიშვნელოვანია ტენიანობის დონე, რომელსაც მცენარის განვითარების სხვა და სხვა ეტაპზე სხვა და სხვა ოპტიმალური მაჩვენებელი აქვს. წარმოგიდგენთ ტენიანობის რეკომენდირებულ მაჩვენებლებს კანაფის სასიცოცხლო ციკლის სხვა და სხვა ეტაპზე:

  • დარგვიდან პირველი ფოთლების გაჩენამდე — 80-90%
  • ვეგეტაციის მთელი პროცესის განმავლობაში — 60-70%
  • ყვავილობის პერიოდი — 40-60%.

გაითვალისწინეთ, რომ ყვავილობაზე გადასვლისას შესაძლებელია მოგიწიოთ ტემპერატურის დაწევა.

საკმარისია გროუბოქს „ჯინი“-ს შეძენა, ან დამატებით „ჯარვის“ კლიმატ კონტროლის ავტომატური სისტემის ყიდვა. ასეთი აღჭურვილობის მეშვეობით, ტემპერატურის რეგულირება, ჰაერის მასების მოძრაობის უზრუნველყოფა, ტენიანობის და „სინათლის დღის“ ხანგრძლივობის კონტროლი სირთულეს არ წარმოადგენს. სისტემა სენსორების საშუალებით აფიქსირებს ტენიანობის, ტემპერატურის მაჩვენებლებს და ინარჩუნებს მათ საჭირო ნიშნულზე. გროვერს მხოლოდ ამ ნიშნულების დაფიქსირება მოუწევს. შემდეგ კი ყველა სამუშაოს „ჯარვისი“ შეასრულებს. მებაღეს მხოლოდ მორწყვა მოუწევს. კლიმატ კონტროლის ტაიმერი ავტომატურ რეჟიმში ერთი კვირის განმავლობაში ფუნქციონირებს, შემდეგ მონაცემების რეგულირება ხელახლად მოგიწევთ.

გროუბოქსი: პლიუსები და მინუსები

გროუბოქსი: პლიუსები და მინუსები

მხოლოდ ყუთის ღირებულებებზე საუბარი უაზრობაა. მოდით გავაანალიზოთ გროუბოქსის კომპლექტის უპირატესობები და ნაკლოვანებები.

პლიუსები:

  • მაქსიმალურად მარტივი გროვინგი;
  • ეფექტური განათება;
  • ელექტრო ენერგიის ეკონომია;
  • სტრესის და კანაბისის „მეზობლების“ (შინაური ცხოველები, ბავშვები) დისკომფორტის არარსებობა;
  • მწარმოებლის გარანტია;
  • ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი.

მინუსები

მინუსებზე საუბრისას, პირველი რაც გვახსენდება — აღჭურვილობის ღირებულებაა, მაგრამ ხარჯი აუცილებლად იქნება გამართლებული, ფულის დაბანდება არ ხდება 1-2 გროვისთვის, ბოქსის გამოყენებას წლების მანძილზე შეძლებთ. ელექტროენერგიის დაზოგვით, დახარჯული ფული მალე აგინაზღაურდებათ.

რეზიუმე

დახურულ შენობაში კულტივირებით შესაძლებელია ამონაზარდების წინასწარ მომზადება, რათა ღია გრუნტში ერთ სეზონზე რამოდენიმე მოსავლის აღება შეძლოთ.  დახურულ შენობაში კულტივირების დაწყება შეგიძლიათ ცივ ამინდებში, აუთდორში უკვე მოძლიერებულ მცენარეს გადაიტანთ. როგორც ჩვენი სტატიიდან ირკვევა, გროუბოქსის კომპლექტის გარეშე მსგავსი ამოცანის შესრულება სახლის პირობებში პრობლემატურია.

საკმარისია შეიძინოთ ბოქსის კომპლექტი და სათესი მასალა, პროცესი მარტივად წარიმართება, მონაწილეობა პრაქტიკულად არ მოგიწევთ. დასასრულს მიიღებთ შესანიშნავ ხარვესტს და შთამბეჭდავ შედეგებს.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*