რომელი უკეთესია outdoor, თუ indoor?

დასაწყისისთვით, გავერკვიოთ თვითონ outdoor და indoor  მნიშვნელობაში

გროვინგის სამყაროში ამ ტერმინებით არჩევენ – თუ როგორ აპირებთ კანაფის მოყვანას. ოუთდორი (outdoor- ინგლისურ ენაზე) ნიშნავს – გაზრდას ღია გრუნტში, გარეთ. ინდროი (indoor- ინგლისურ ენაზე) – ეს არის კანაფის მოყვანა დახურულ გრნტში, შენობაში.

გაზრდის ორივე მეთოდს გააჩნია როგორც პლიუსები, ასევე მინუსები. ამ სტატიაში, ჩვენ შევეცდებით მოკლედ შევეხოთ ყველა მათგანს.

Outdoor

Outdoor

 

დავიწყოთ ოუთდორით, ეს ხომ ყველა მცენარისთვის ბუნებრივი გარემოა.

კანაფი, თუ ეს არაა რეგულარი, რის ფემინიზირებული მცენარე, სატივის ან ინდიკას გენეტიკით, ცოცხლოს მხოლოდ  1 წელი, ყვავილობის შემდეგ იღუპება. შემდგომი წლისათვის საჭიროებს ხელახლა ჩარგვას , რომ მივიღოთ კანაფის ბუჩქი.

რა არის გარეთ დარგული და გაზრდილი კანაფის მთავარი უპირატესობა?

ყველაზე მთავარი პლიუსი არის ის, რომ გაზაფხულზე დარგული ბუჩქი, საკმაოდ ნაყოფიერია და არ საჭიროებს ხშირად მორწყვას და სასუქის მიწოდებას სეზონის განმავლობაში. და თუკი მიწა კარგად არის დასასუქებული, და თუ კიდევ არის შავი, ამინდი ყინვების გარეშე, გვალვის გარეშე , ნორმალური რაოდენობით ნალექით, მაშინ გროვერს ბუჩქის გაზრდისგან სიამოვნების მიღების გარდა, არც არაფრის გაკეთება არ მოუწევს. შეუძლია დაკავდეს თავისი საქმიანობით, ხოლო ყვავილობის დასასრულისთვის კი აიღოს  შესანიშნავი მოსავალი.

მეორე პლიუსად  ღია გრუნტში მოყანისას შეიძლება ჩავთვალოთ – ბუნებაში უკვე ჩადებული გაზრდის სქემა.  ანუ, ადამიანს, რომელიც შორსაა გროვინგისგან, არ უწევს ფიქრი იმაზე-რამდენი სინათლე მიაწოდოს მცენარეს, როგორი სპექტრის უნდა იყოს ის ვეგეტაციისას, ან ყავილობისას. ბუნება თავას ზრუნველყოფს ყველაფერს.

ღია გრუნტის მინუსად , შეიძლება ჩაითვალოს:

  • ბუნების კაპრიზები. ცოტა სინთლე, უხვი წვიმა, ან პირიქით, მცირე ნალექი.  თუ დარგავთ ფოტოპერიოდულ ჯიშს ადრეულ გაზაფხულზე, არის იმისი რისკი, რომ ეს გაანადგურებს მოსავალს.
  • გარეთ მცენარისთვის მეტია ობისა და დაავადებების გაჩენის რისკი.
  • თუ ზრდით თქვენს საკუთარ ეზოში, სადაც არ არის ნებადართული კანაფის მოყვანა, რომ ბუნებრივია არის რისკი იმისა, რომ დაჯარიმდეთ, ან უარესი თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს. ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე, სადაც თქვენ ცხოვრობთ.
  • მავნებლები მწერების, კურდღლის, თხის, თუ სხვა რამის სახით, ადამიანისაც კი.
  • ყვავილობის პერიოდში სუნი ვრცელდება საკმაოდ დიდ სივრცეზე, და შესაძლოა მიიქციოს არასასიამოვნო დ საჭირო ადამიანების ყურადღება.
  • გვიანი დარგვის შემთხვევაში, ფოტოოებმა შესაძლოა ვერ მოასწრონ გაყვავილება სიცივეების დადგომამდე
  • ქალაქგარეთ, მოშორებით მოყვანის დროს, ძნელია გააკონტროლო მცენარის ზრდის მთლიანი პროცესი .იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნა ობი, დროული ჩარევის გარეშე შესაძლოა გადაედოს მთლიან ბუჩქს.
  • ყოველთვის არის შანსი იმისა, რომ ფემებს (მდედრი ) შორის , არის მამრი წარმონაქმნი , ან ჰერმაფროდიტი, რომლებსაც შეძლიათ დამტვერონ ახლომდებარე სხვა მდედრი მცენარეები.
  • საცხოვრებლისგან დაშორების გათვალისწინებით, საჭიროა სწორად შეირჩეს კანაფის ჯიში, საუკეთესო გენეტიკით.

თუ თქვენ დაგეგმეთ გარეთ კანაფის მოყვანა, უკეთესია ჯერ გაღივებული თესლის, კლონების, დარგოთ შენობაში ქოთნებში. როგორც კი მცენარე წამოზრდება ოდნავ, მოძლიერდება, შესაძლებელია მისი გადარგვა გარეთ. პირველ ხანებში, მცენარე ძალიან საჭიროებს მოვლას. გადარგვის შემდგომ ხომ ის განიცდის ძლიერ სტრესს. ამასთან, პატარა მცენარე ვერ გაქაჩავს , როგორც მსხვილი კანაფის ამონაზარდები.

დამწყებებისთვის რეკომენდირებულია მოყვანა ღია გრუნტში.

Indoor

Indoor

დახურულ გრუნტში გაზრდა, საკმაოდ ხარჯიანი და რთული დავალებაა დამწყებთათვის.

დასაწყისისთვის, საჭიროა იყიდოთ ან გააკეთოთ გროუბოქსი. ამასთან ერთად ვყიდულობთ: გამწოვებს, ნათურებს, ფოლგას, მიწას, სასუქს, ქოთნებს, ფილტრებს.

ინდორში მოყვანის პლიუსები:

  • მალულობა. არ შეუშვათ არავინ სახლში, ან ააწყეთ-მინი გროუბოქსი, გამწოვით, ფილტრებით.
  • მეტი შესაძლებლობა ეძლევა გროვერს ექსპერიმენტებისათვის, შუქზე, ჰდროპონიკაში და ა.შ
  • მცენარე-მუდმივად თვალყურისქვეშაა. შესაძლებელია დროულად დანახვა, როცა რამე რიგზე ვერაა, ფოთლების სიყვითლე და ა.შ შესაბამისად- დროულად შეეცდებით გამოასწოროთ სიტუაცია.
  • შესაძლებელია მთლიანი პროცესის კონტროლი, მცენარის ზრდის ყველა სტადიის. მაგ, შესაძლებელია თითქმის უსასრულოდ დააყოვნოთ მცენარე ვეგეტაციის სტადიაში, 12/12 სინათლის რეჟიმზე არგადაყვანით. ასეთი ქმედებით, შესაძლებელია მიიღოთ -ლეგენდარულად გირჩი. რაც უფრო მეტხანს გყავთათ ვეგეტაციაში, მით მეტად უვითარდება მცენარეს ფესვთა სისტემა. შესაბამისად, მცენარის ყვავილობის რეჟიმზე გადაყვანისას, შესაძლებელია გაზარდოთ  რაღაც საოცრად ძლიერი, მაღალი, ერთდროულად აყვავებული ფოთლებით .

მინუსები:

  • სირთულე. თუ დროულად არ გაარკვიეთ-სად დაუშვით შეცდომა, მცენარე შესაძლოა დაიღუპოს.
  • ხარჯები. ყველა ინგრედიენტი ძალზედ აუცილებელია მცენარისთვის, რომელიმე მათგანზე ეკონომიამ, შესაძლოა საგრძნობლად შეამციროს მოსავალი, ან საერთდ დაღუპოთ მცენარე.
  • კანაფს ესაჭიროება ჟანგბადის ცირკულაცია, სწორი განათება, ტემპერატურა, ტენიანობა და მრავალი სხვა. აუცილებელია იცოდეთ და აკონტროლოთ მთელი ეს პროცესი.
  • სუნი. თუ თქვენ ზრდით რამოდენიმე კანაფის ჯიშს, შენობაში, სუნი ძალიან რთულია გააქრო. განსაკუთრებით, თუ გენეტიკაში დომინირებს ინდიკა. შესაძლოა ძალიან მარტივად გამჟღავნდეთ, მითუმეტეს, თუ ვინმემ იცის, როგორ სურნელს აფრქვევს კანაფი.

შენობაში მოყვანისას, გროვერების უმრავლესობა ზედმეტად გატაცებულია ექსპერიმენტებით, და ივიწყებს, რომ ეს მცენარეა და  ის უნდა მოწიოს. ყველას აქვს თავისი აზრი, მაგრამ ჩემის აზრით, ბუჩქის გაზრდა ღია გრუნტში, ორგანიკაზე, მეტად გემრიელი და სასიამოვნოა, ვიდრე ისინი რომლებიც იქნენ მოყვანილი ჰიდროპონიკაში, და თან კიდევ ქიმიის დამატებით.

მაგრამ ორივე მეთოდი კარგია და ფართოდაა მირებული გროვერებში. თქვენი არჩევანია-რომელია მათ შორის უკეტესი და რომელი მეთოდით გაზრდით. გისურვებთ უხვ მოსავალს!

გააზიარეთ მეგობრებთან

0
5 179

მსგავსი ჩანაწერები

განხილვა

გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი

კომენტარი*

*

*