კანაფის ხეზე მოყვანის მეთოდები

კანაფის ხეზე მოყვანის მეთოდები

შინაარსი

  1. საიდან დავიწყოთ?
  2. ძირითადი ღერძისდამზადება
  3. დამზადებული ღერძის მონტაჟი
  4. სუბსტრატის მომზადება
  5. როგორ გადავრგოთ მცენარე
  6. როგორ მოვრწყათ და დავამატოთ მცენარეს სასუქი
  7. მოცემული ტექნიკის უპირატესობანი

კანაბისის კულტივაცია ღია სივრცეში საკმაოდ რთულია. სირთულეებს წარმოადგენენ მავნებლები, სხვა და სხვა დაავადებები, ასევე არახელსაყრელი კლიმატი. მარიხუანას პირველი მტრები კი — ქურდები გახლავთ.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია კანაბისის შენიღბვის საინტერესო სისტემა. კანაფის მოყვანა ხეზე — საკმაოდ საინტერესო და უსაფრთხო ტექნიკაა სხვა მეთოდებთან შედარებით.

1. საიდან დავიწყოთ?

კანაფის კულტივაციის შესახებ ინფორმაციის და მისი მწარმოებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო რთული ხდება მოიძებნოს ისეთი ადგილი, სადაც მისი მოყვანა შეუმჩნეველი დარჩება.

აღნიშნული იდეის განხორციელება მოსახერხებელი იქნება საკუთარ ბაღში სადაც ხეხილი ან დეკორატიული ხეები გექნებათ. ასევე, მისი განხორციელება ტყის სიღრმეებშიც წარმატებით არის შესაძლებელი, მაგრამ მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

ტექნიკის განხორციელებისთვის მებაღეს დასჭირდება:

  • მილი (შესაძლებელია პვხ) დიამეტრით 150მმ. სიგრძე 2მ. ( დამოკიდებულია ხის სიმაღლეზე)
  • მავთული, ტროსი ან თოკი
  • 50ლიტრი სუბსტრატი (საკვები ნიადაგი)
  • ბიოჰუმუსი (ჭიის ჰუმუსი)
  • გუანო (ან გრანულირებული ნაკელი)
  • გროვერის მიერ შემოწმებული თხევადი სასუქი (საკვები დანამატი)
  • კანაფის თესლები ან ჩითილები
  • პოლიურეთანის ქაფი აპლიკატორით
  • გლუვი-ყავისფერი ან მომწვანო-მონაცრისფრო საღებავი.

2. ძირითადი ღერძის დამზადება

პირველ რიგში უნდა ამოითხაროს 25სმ. დიამეტრის და 25 სმ. სიღრმის ორმო (ხისგან დაახლოებით 40 სანტიმეტრის მოშორებით).

შემდეგ პვხ მილის ზედაპირზე დაიტანება პოლიურეთანის ქაფი. სასურველია, რომ ქაფი მოძრაობდეს ქვევით (იღვენთებოდეს) და არ შორდებოდეს მილს. უნდა დატოვოთ მომავალი ღერძის 0,25 მეტრი მიწაში ჩასარგავად.

როდესაც ყველაფერი გაშრება, დანის და ზუმფარის ქაღალდის (შკურკა) საშუალებით ღერძს უნდა მიეცეს მერქნის ეფექტი (მიემსგავსოს ნამდვილ ხეს). შემდეგ შეიღებოს, რაც ღერძს მაქსიმალურად შენიღბავს.

3. დამზადებული ღერძის მონტაჟი

მილის წინასწარ დატოვებული ნაწილი თავსდება მიწაში. ორმოს დიამეტრი აღემატება მილისას, ამიტომ ამოთხრილი მიწა იყრება მილის გარშემო, მის გასამაგრებლად. გარშემო მიწა კარგად უნდა დაიტკეპნოს და მაშინვე მოირწყას, რათა ამოივსოს ჰაერის სიცარიელეები და ნიადაგი გახდეს მყარი.

ღერძის ზედა ნაწილი მაგრდება უახლოეს ტოტზე. რისთვისაც გამოიყენება მავთული, ტროსი ან თოკი.

ფიქსაციის შემდეგ ქოთანს აქვს დაახლოებით 180 სმ. სიმაღლე და ის მზად არის სუბსტრატით შესავსებად.

4. სუბსტრატის მომზადება

სუბსტრატის მომზადება

ისინი, ვისაც სურთ მიზნის მიღწევა, გარდა კარგი მასალის შერჩევისა, ყიდულობენ ან დამოუკიდებლად ამზადებენ მაღალი ხარისხის სუბსტრატს.

ვინაიდან გამოყენებული იქნება რამოდენიმე ძირითადი კომპონენტი, ხსნარი უნდა მომზადდეს წინასწარ. ამ მიზნით გამოდგება პლასტმასის 100 ლიტრი მოცულობის კონტეინერი ან კასრი. მოცულობაში იყრება 50ლ. მიწა, ღამურის გუანო, ან საკუთარი გამოცდილებით შერჩეული სხვა სახის სასუქი. მიღებულ მასას უნდა მოურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია მცენარისთვის. ასეთ გრუნტში კულტურას შეუძლია მიიღოს საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებები, რომლებიც მას მთელი ვეგეტაციის პერიოდსა და ყვავილობის ფაზაში სჭირდება.

მორევის შემდეგ მილი ივსება და მაშინვე ირწყვება 10/20 ლიტრი წყლით, რათა მიწა დაჯდეს.

მნიშვნელოვანია! მორწყვის საფეხურის გამოტოვების შემთხვევაში, არსებობს მცენარის ძალიან ღრმად ჩასვლის რისკი.

როდესაც დარწმუნდებით, რომ გრუნტი აღარ ჯდება და რჩება ზედაპირიდან 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე, ირგვება მცენარე.

5. როგორ გადავრგოთ მცენარე

როგორ გადავრგოთ მცენარე

კულტივაციის ამ მეთოდის შერჩევისას, გროვერს შეუძლია გამოიყენოს ფემინიზირებული ჯიში, რომელიც მოცემული ზომის „ქოთანში“ კარგად განვითარდება. ავტომოყვავილე სტრეინის გროვინგის შემთხვევაში რეკომენდირებულია ნაკლები დიამეტრის მქონე ღერძის შერჩევა, შესაბამისად ნაკლები სუბსტრატის (30ლიტრი მიწა) გამოყენება.

გაღვივებული კანაფის თესლები (ფესვს აქვს 1 სმ. სიგრძე) ირგვება 0,52ლ. მოცულობის ქოთნებში და იდგმება მზიან ადგილზე. 15-20 დღის შემდეგ, როდესაც ფესვები კარგად განვითარდება, მცენარე გადააქვთ ქოთანში რომელშიც 10სმ. სიმაღლეზე არის ნიადაგი და 20%ჰუმუსი, რის შემდეგაც ირწყვება ნადგამი წყლით.

ცნობისათვის! თუ მებაღე მუშაობს ჩითილით, მაშინ გაფესვიანებისთანავე გადააქვს ის, ისევე, როგორც ღვივები თესლებიდან.

კანაბისის დისლოკაცია 2 მეტრის სიმაღლეზე უნდა მოხდეს მოძლიერებული ბუჩქის სახით.

6. როგორ მოვრწყათ და დავამატოთ მცენარეს სასუქი

როგორ მოვრწყათ და დავამატოთ მცენარეს სასუქი

ჩვენი ხელით მომზადებული სუბსტრატის გამოყენება მცენარის ზრდის საშუალებას იძლევა საკვების დამატების გარეშე. თუმცა შეგვიძლია გამოვიყენოთ თხევადი სასუქი. შედეგი საკმაოდ კარგია დამატებითი საშუალებების გარეშეც. თუ წყალს აქვს pH 6-ის ტოლი, მებაღე უზრუნველყოფს ჯანსაღ ნიადაგს ფესვთა სისტემისთვის, რომელიც სრულად შთანთქავს ზრდისთვის ყველა აუცილებელ მიკროელემენტს. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ასპექტი, ამიტომ გირჩევთ შეიძინოთ pH- მეტრი.

ნარევის შერჩევა, ისევე, როგორც თხევადი სასუქის გამოყენება — მებაღის პირადი არჩევანია.

მორწყვის წინ უნდა ამოივსოს ღერძის ფუძე. ფესვები იზრდება მთელ ქოთანში და მათი განვითარების შესაბამისად ისინი ეძებენ ტენს მიწაში. ზრდის პირველი ორი თვე მცენარის ზედა ნაწილი განსაკუთრებულად საჭიროებს მორწყვას.

ნიადაგის სიმშრალის შემოწმება რთულია. თავიდან ყურადღებით უნდა დააკვირდეთ პროცესს (მცენარის ქცევას). ტენიანობა შეიძლება იყოს ზედმეტი ან პირიქით. ჯიშის მახასიათებლების ცოდნის და გამოცდილების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს მორწყვის სიხშირისა და ინტენსივობის კორექტირება.

რჩევა! მორწყვის სიხშირის შესამცირებლად, შესაძლებელია გამოიყენოთ ჰიდროგელის გრანულები.

7. მოცემული ტექნიკის უპირატესობანი

2 მეტრიანი ლამაზმანის მოყვანას აქვს დიდი პლიუსები. ის ერწყმის ხის სიმწვანეს, შესაბამისად მშვენივრად ინიღბება. თუ ვინმე, ტყეში, შემთხვევით აღმოჩნდება საიდუმლო ადგილის სიახლოვეს, ნაკლებად დაიწყებს ზევით თვალიერებას და თუ აიხედავს, ფოთლების ფონზე მას არ მოხვდება თვალში კანაბისი. ჰაეროვანი პლანტაცია ციდანაც რთული შესამჩნევია.

ფესვებისთვის სივრცის არსებული სიგრძე განაპირობებს მათ სწრაფ და ჯანსაღ ზრდას, რასაც მივყავართ ძლიერი მცენარის წარმოშობამდე, რომელიც მდგრადი იქნება მავნებლების და დაავადებების მიმართ.   მცენარე, რომელიც იზრდება 2 მეტრი სიმაღლეზე, კარგად ნიავდება და მას არ ემუქრება მწერების შემოსევა.

შენიღბვის მეთოდი შეიძლება შეიცვალოს და დაკორექტირდეს თქვენი შეხედულებისამებრ მისი მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.

წარმატებულ გროვს გისურვებთ!

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*