შინაარსი
- კანაფის თესლების ლაბორატორია
- ვინ არის ბრიდერი?
- რაში მდგომარეობს კარგი ბრიდერის საიდუმლო?
- რაში მდგომარეობს ბრიდერის მუშაობის პროცესის არსი?
- რას ეძებენ ბრიდერები ახალი ჯიშის შექმნისას?
- სელექციის საკვანძო წესები
- შერჩევა
- კონტროლირებადი დამტვერვა
- დიდი არჩევანი
- ალტერნატიული გზა
- გამრავლების მეთოდები
- შეჯვარება
- ინბრინდინგი და სეგრეგაცია
- უკუშეჯვარება
- პერიოდული უკუშეჯვარება
- კროსინგი, ფიქსირებული ნიშნები
- სელფინგი
- ახალი ჯიშების გამოყვანის მიზნები
- გაუმჯობესება და/ან არსებული შტამის გაუმჯობესება
- ახალი ჯიშის შექმნა
- შტამის აღდგენა
- ისეთი შტამების შექმნა, რომლებიც სხვა და სხვა გარემოს შეესაბამება
- არსებული კომპონენტების შემცველობის გაზრდა
ალბათ გსმენიათ „ბრიდინგი“-ს შესახებ და ბრიდერების როლზე კანაბისის ინდუსტრიაზე… იცით მისი არსი?
მცენარის გენების რეკომბინაციაზე პასუხისმგებელნი, ახალი შტამების შექმნის მიზნით სელექციონერები გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონები.
გსურთ ჩაუღრმავდეთ ბრიდინგის პროცესს? ხელსაყრელი მომენტია და მოცემული მასალა დაგეხმარებათ მის შეცნობაში.
თესლების ლაბორატორია
ნებისმიერ სიდბანკსი შტამების შექმნასა და გაუმჯობესებაზე პასუხისმგებელნი სელექციონერები არიან. იმისათვის, რომ გაგვეგო მეტი ამ პროფესიის შესახებ, ჩვენ გავესაუბრეთ ბრიდერების ჯგუფს, ვინც იცის, რა ხდება რეალურად შიდა სამზარეულოში. როგორ იქმნება კანაბისის ახალი შტამები? რა იგულისხმება სამუშაოს ქვეშ? წარმოგიდგენთ პასუხებს აღნიშნულ კითხვებზე.
ვინ არის ბრიდერი?
ბრიდერები — არიან პროფესიონალები, რომლებიც ქმნიან კანაბისის ორიგინალურ შტამებს, რომლებიც განსხვავდებიან თავის უნიკალური მახასიათებლებით და მატებენ სიახლეებს კანა-ბაზარს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისინი მიისწრაფვიან გააუმჯობესონ კანაბისის არსებული შტამები. პარამეტრები, რომლებიც განსაზღვრავენ ნიშნებს, რომლის გაუმჯობესებასაც სელექციონერები გეგმავენ, ძალიან სუბიექტურია. რადგან ისინი (მახასიათებლები) დამოკიდებულია სხვა და სხვა ფაქტორზე, როგორც ბაზრის მოთხოვნაზე, ასევე წარმოების პროცესის ეკონომიკურ მიზანმიმართულობაზე (შემოსავალი).
დღეისათვის ხელმისაწვდომი ჯიშები წარმოადგენენ სხვა შტამების რეკომბინაციას, რომლებიც შექმნილია სელექციონერების მიერ, სელექციის პროცესში. შეიძლება ითქვას, რომ სელექციონერები გახლავთ სიდბანკის გული, რადგან მათ გარეშე ვერ შეიქმნებოდა ახალი შტამები.
რაში მდგომარეობს კარგი ბრიდერის საიდუმლო?
არსებობს მახასიათებლების და პროფესიონალური უნარ-ჩვევების რიგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტებისთვის:
- მოთმინება: ახალი სტრეინების წარმოქმნა არ ხდება უმალ, ეს საკმაოდ გრძელი გზაა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს გენეტიკური შერჩევის წლებს, საბოლოოშედეგის გარანტიის გარეშე. რამოდენიმე თვის, თუნდაც წლის შემდეგ, სელექციონერები შეიძლება აღმოცნდნენ ჩიხსი და მიხვდნენ, რომ პროექტის გაგრძელებას აზრი არ აქვს. კარგი ბრიდერი მომთმენია, შეგნებულად აღიქვამს შეცდომებს და მოთმინებით აგრძელებს მუშაობას საკუთარ შეცდომებზე სწავლით.
- ინტუიცია და ბალანსირება: ნამდვილმა მცოდნეებმა იციან, რომელი მახასიათებლები უნდა გამოიყენონ მომავალი შტამისთვის. როდესაც საქმე ეხება გლობალურ მარკეტინგს, მნიშვნელოვანია მოიძებნოს ბალანსი არსებულ გემოსა და პოტენციური მომხმარებლების გემოვნებას შორის,
- მგრძნობელობის სიმძაფრე: სელექცია წარმოებს თვალით, ამიტომ კარგ სელექციონერებს უნდა შეეძლოთ მცენარის მახასიათებლების შეფასება მგრძნობელობის ორგანოების დახმარებით, რამდენადაც სწორედ მათი მეშვეობით სელექციონერები წყვეტენ რა უნდა გამორიცხონ და რა დაუმატონ. მართალია, რომ ლაბორატორიებში ძირითად როლს თამაშობს ინბრიდინგის პროცესი, მაგრამ სელექციონერების პროფესიონალური ხედვა კვლავ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პროცესში.
- . გამოცდილება: კარგი ბრიდერები ჰაერიდან არ ჩნდებიან, საჭიროა წლები, რათა ათვისებულ იქნას საჭირო უნარ-ჩვევები.
რაში მდგომარეობს ბრიდერის მუშაობის პროცესის არსი?
- სელექციონერი წინასწარ ისახავს მიზანს, „იდეალურ მცენარეს“, რომლის მიღებაც სურს. ფორმულირებულ მიზანზე დაფუძნებით, სპეციალისტი ირჩევს პროექტის „მშობელს“- მცენარეს, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია იდეალთან, რომლისკენაც მიისწრაფვის ბრიდერი.
- მას შემდეგ, რაც არჩეულ იქნა მშობელი მცენარეები, ხდება მათი შეჯვარება. შედეგად მიიღება მათი პირველი თაობა (F1).
- F1-ის შეფასების შემდეგ ხდება სასურველი მცენარეების გამორჩევა.
- პირველი თაობის ჰიბრიდები, რომლებიც ახდენენ სასურველი შედეგის დემონსტრირებას, არიან ან ინბრედულები (ერთმანეთთან შეჯვარებით) ან შეჯვარებულები (მშობლებთან შეჯვარებულები), მიზანთან მიმართებაში.
- ტარდება ხარისხიანი F1 თაობის შემდეგი თაობის კვლევა(მეორე თაობის ჰიბრიდები F2), რის შემდეგაც სასურველი მახასიათებლებით შერჩეული მცენარეები გამოირჩევა და გადადის F3-ში. წარმოიქმნება მესამე თაობა, რომელიც შედარებით სტაბილურია, თუმცა რიგ შემთხვევებში (მაგალითად ავტომოყვავილე ჯიშების გამოყვანისას) შესაძლოა ჰიბრიდის სტაბილიზაციისთვის საჭირო გახდეს მეოთხე თაობის გამოყვანა.
რას ეძებენ ბრიდერები ახალი ჯიშის შექმნისას?
რომელი მომავალი პოტენციური შტამები არის მომხიბლავი ბრიდერებისთვის:
ენერგია: ეს თავისებურება ერთ-ერთი ფასეულია სელექციონერების თვალში, რადგან ენერგიულად განვითარებადი მცენარე ფლობს სწრაფი ზრდის ტენდენციას და ახდენენ მაღალი მოსავლიანობის დემონსტრირებას.
ადაპტირება
კანაფი იზრდება მთელს მსოფლიოში, ის არ ერგება ადვილად გარემო პირობებს, ამიტომ საჭიროა გარემოსთან ადაპტირება.
ამტანობა
ამტანობა — არის უნარი, მცენარემ მიიღოს ბუნებრივი პირობები, მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ტენიანობა და ჰაერის სიმშრალე.
იმუნიტეტი მავნებლებისა და დაავადებების მიმართ
უნდა მოვიყვანოთ მწერებისა და დაავადებების მიმართ ამტანი მცენარეები.
მომწიფების დრო
მცენარის მომწიფების დროის კონტროლი წარმოადგენს კანაბისის მოყვანის ფუნდამენტურ ასპექტს. ბოჭკოს, სტაფის ან თესლების წარმოებისთვის, იმის ცოდნა, თუ როდის მომწიფდება მცენარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს.
გირჩებისა და ფოთლების ზომის თანაფარდობა
ეს საკითხი მჭიდროდ დაკავშირებულია მოსავლიანობასთან. ეს კიდევ ერთი თვისებაა, რომელსაც სელექციონერები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ყვავილედებისა და ფოთლების თანაფარდობა:
- 1:1 ცუდი;
- 2:1 მისაღები;
- 4:1/5:1 კარგი;
- 7:1/10 ძალიან კარგი.
კარგი თანაფარდობა ასოცირდება კარგ მოსავალთან — რაოდენობის მხრივ და არა მისი ნარკოტიკული თვალსაზრისით.
ყვავილობის ნიშნები
გარკვეული მიზეზების გამო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გასათვალისწინებელ ასპექტს სელექციაში ყვავილობა წარმოადგენს. გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
- ფორმა;
- ყვავილედის ზომა;
- ფერი;
- კანაბინოიდების დონე;
- კანაბინოიდური პროფილი (სხვა და სხვა ნაერთების თანაფარდობა);
- გემო და არომატი;
- არომატის და კანაბინოიდების ხანგრძლივობა;
- ტრიქომების ტიპოლოგია;
- ფისის რაოდენობა და ხარისხი;
- ფისის მდგრადობა;
- გაშრობის და დაძველების ხანგრძლივობა;
- ფოთლების ფორმა (მნიშვნელოვანია მცენარის გარემოსთან ადაპტირების თვალსაზრისით).
მორფოლოგია
მცენარის ფენოტიპი დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე, ისეთებზე, როგორიცაა გარემო და ზრდის პირობები. გენებიც თამაშობს მნიშვნელოვან როლს, მორფოლოგია არის ძირითადი მომენტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ინბრიდინგში.
ზომა
გარემო პირობებთან და გენეტიკასთან ერთად, უნდა განისაზღვროს ზომა — ეს ის არის, რაც სელექციონერებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ გამრავლების დროს, განსაკუთრებით ინდორში მოსაყვანი შტამების გამრავლებისას. მსგავს შემთხვევებში თავიდან უნდა ავირიდოთ სატივას გენეტიკა, რადგან მიღებული მცენარეები იქნება დიდი ზომის, რაც მოგვიტანს პრობლემებს გროურუმში ან გროუბოქსში ზრდის შემთხვევაში.
მწარმოებლურობა
დღეისათვის, კონკურენტულ ბაზარზე, სულ უფრო მნიშვნელოვანია მაღალპროდუქტიული შტამების შექმნა.
პოტენციალი
ბოლო ათწლეულში ტგკ-ს გაზრდის აუცილებლობის პარადიგმამ კოლოსალურ დონეს მიაღწია. დღეისათვის მრავალი მებაღე ორიენტირებულია სხვა კბდ-ს მსგავსი კანაბინოიდების დონის გაზრდაზე. ყველაფერი იცვლება. მითუმეტეს როდესაც ტეტრაკანაბინოლისა და სტაფის სიძლიერეს შორის კავშირი როგორც ჩანს არ არის.
წინასწარი დაგეგმვა
ჰიბრიდიზაცია გზას უხსნის არასასურველ გენებს (ზოგადად რეცესიულს) წყვილების ფორმირებისთვის და მათი მახასიათებლების გამოვლენისთვის მომავალ თაობებში. აი რატომ უნდა განსაზღვრონ ბრიდერებმა მიზნები გენეტიკური გადარჩევის წინ და დასვან შემდეგი კითხვები:
- როგორი მახასიათებლების მიღება მსურს?
- რომელი მათგანი არ არის ჯერ გამოკვეთილი ფენოტიპში?
- რომელი არასასურველი ნიშნების აღმოფხვრა გვსურს მცენარეებში?
სელექციონერების სამუშაო მდგომარეობს სწორედ არასასურველი მახასიათებლების აღმოფხვრაში. მათი ფიქსაცია ნიშნავს, რომ აღნიშნული მახასიათებელი შეუცვლელად არ გამოვლინდება მომავალ თაობებში. ფაქტიურად, ამიტომ არის, რომ ახალი არაფერი არ იქმნება სელექციის შედეგად, ყველაფერი მიდის რეკომბინაციისკენ.
„გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მცენარის მოყვანისას, გამორჩევა თამაშობს მნიშვნელოვან როლს. თავდაპირველად უნდა გახსოვდეთ, თუ როგორი მცენარის მიღება გსურთ, შემდეგ მიიღოთ და გამოარჩიოთ სასურველი, დასახული მიზნის შესაბამისად, იდეალთან მიახლოებით, სხვა დანარჩენზე უარის თქმით.“
ლუთერ ბერბანკ (1964წ.)
სელექციის საკვანძო წესები
გამორჩევა
გენეტიკური გამორჩევა უდევს საფუძვლად ნებისმიერ გამრავლების პროცესს. კანაბისის ინდუსტრიას საფუძვლად უდევს კლასიკური მენდელეევის გენეტიკა, ანუ, პატტერნების გენეტიკური ანალიზი, რომელიც ვლინდება თაობების ფენოტიპის გენერაციაში.
კონტროლირებადი დამტვერვა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი მცენარეების მტვერი, რომელიც შერჩეულია სელექციონერის მიერ, თავის მახასიათებლებით გადასცემდეს გენეტიკურ ინფორმაციას მომავალ თაობას.
დიდი არჩევანი
ცხადია, რომ შედეგები შეიძლება იყოს განსხვავებული. ათი ეგზემპლარიდან საუკეთესო მცენარე გამორჩეული იქნება დანარჩენებისგან, ვიდრე 1000დან შერჩეული ერთი.
ალტერნატიული გზა
ნიმუშების შთამბეჭდავი რაოდენობის გამოყენება გენეტიკისთვის, მოითხოვს დიდ სივრცეს, დროს, ჟინს და ფინანსებს. ყველა სელექციონერს როდი აქვს მსგავსი რესურსები. ამიტომ მრავალი მათგანი ირჩევს გადარჩეულ, ადრეული ამონაზარდების ალტერნატივას, რადგან მცენარე ავლენს თავის თვისებებს ზრდის ადრეულ სტადიაზე.
გამრავლების მეთოდები
არსებობს ახალი შტამების შექმნის მეთოდების დიდი სპექტრი.
შეჯვარება
ასევე ცნობილია, როგორც ჰიბრიდიზაცია, ეს გახლავთ 2 სხვა და სხვა უნიკალური მახასიათებლების მქონე შტამის შეჯვარება.
ინბრინდინგი და სეგრეგაცია
არსი მდგომარეობს მშობელი მცენარეების შთამომავლების შეჯვარებაში, ანუ F1 (პირველი თაობა) და F2, რომელიც ავლენს სასურველ შედეგებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საუკეთესო ნიმუშების შეჯვარება, საუკეთესო შედეგების მისაღებად.
უკუშეჯვარება
ეს არის შეჯვარება სტაბილური თაობისთვის ერთ-ერთ მშობელთან, სასურველი შედეგის მისაღებად.
პერიოდული უკუშეჯვარება
მოცემული მეთოდი გულისხმობს უკუშეჯვარებას, რათა გამოასწოროს ერთი ან სხვა სასურველი ნიშნები.
კროსინგი, ფიქსირებული ნიშნები
ეს არის ორი ძლიერი ჰომოზიგოტური არსების შეჯვარება სიხშირის გაზრდის მიზნით, რაც წარმოჩინდება შთამომავლობაში.
სელფინგი
ეს გახლავთ მცენარის თვითდამტვერვის პროცესი, გენეტიკური მრავალფეროვნების და სტაბილურობის გაზრდის მიზნით.
გაუმჯობესება და/ან არსებული შტამის გაუმჯობესება
ზოგჯერ, შთამომავლობას უვლინდება ნიშნები, რომლებიც არ ჰქონდათ მშობლების ფენოტიპს, მაგრამ სელექციონერების მეშვეობით მათი გამოსწორება შეიძლება. სწორედ ამიტომ არის ხელმისაწვდომი ერთი და იგივე შტამის სხვა და სხვა ვერსიების არსებობა დღევანდელ ბაზარზე.
ახალი ჯიშის შექმნა
ბაზრის მოთხოვნა შთააგონებეს ბრიდერებს ახალი ჯიშების შექმნას.
შტამის აღდგენა
რთული ამოცანაა, წარმატების გარანტიის გარეშე. თუ რაიმე მიზეზით შტამის „მშობლები“ დაიკარგება, სელექციონერებს შეუძლიათ მოიკრიბონ ყველა არსებული მასალა, და აღადგინონ გენეტიკური კომბინაცია. შედეგები შესაძლებელია იყოს საუკეთესო, ლაბორატორიული აღჭურვილობის გარეშე თითქმის შეუძლებელია სასურველი გენეტიკის მიღება. თუმცა, მძიმე მუშაობის, განმეორების, და დიდი არჩევნის შედეგად შესაძლებელია 90% სიზუსტის შედეგის მიღება. ეს არ იქნება იგივე გენეტიკა, მაგრამ იქნება მიახლოებული ორიგინალთან.
ისეთი შტამების შექმნა, რომლებიც სხვა და სხვა გარემოს შეესაბამება
მცენარის ადაპტაციის წყალობით, ის იზრდება მთელ დედამიწაზე და მილიონობით მებაღეს აქვს საშუალება მიიღოს საოცარი მოსავალი. ამასთან დაკავშირებით სელექციონერებს შეუძლიათ შექმნან ახალი შტამები, რომლებიც გენეტიკური მახასიათებლებით უხდებიან სხვა და სხვა გარემოს.
არსებული კომპონენტების შემცველობის გაზრდა
არაერთხელ ითქვა, რომ ზოგიერთი კანაბინოიდი სასარგებლოა მედიცინის სფეროში, ამიტომ დიდი ძალისხმევა იყო მიმართული კანაბინოიდებით მდიდარი შტამების შექმნაზე. თუმცა მრავალი ათწლეულის განმავლობაში სელექციონერები კონცენტრაციას ახდენდნენ ტგკ-ს დონის გაზრდაზე, სამეცნიერო კვლევების შედეგად კი მოთხოვნა სუფთა კბდ-ს შტამებზე.