დეფოლაცია — არასაჭირო სტრესი თუ მოსავლიანობის ამაღლების გასაღები?

დეფოლაცია

კანაფის მწარმოებელი ოსტატების ეშმაკობანი

დეფოლაცია მცენარის ვარჯიშის მაღალსტრესული ტექნიკაა. ახალბედებს ეს მეთოდი მოუტანს მოულოდნელ შედეგებს. ამ მეთოდის შესახებ ყოველთვის კამათობენ. ყველა თვლის, რომ მათი საკუთარი აზრი ერთადერთია და ჭეშმარიტი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ფოთლების რაოდენობის და ტოტების ფორმის ცოდნა და კონტროლი მცენარეს ზიანს არ მიაყენებს. წინასწარ გეტყვით, რომ დაახლოებით ფუნტი (450გრ) მარიხუანის მიღება 2-3 ფუტი სიმაღლის ბუჩქიდან (1ფუტი დაახლოებით 30.5სმ.) შესაძლებელია მაშინ, თუ მარიხუანას ზრდა დახურულ შენობაში ხდება.

მე ხშირად მესმის წინააღმდეგობები: „ტყუილად ხომ არ იზრდება ფოთლები, რისთვის უნდა მოვჭრათ ისინი?“, „მე მყავს მეგობარი, რომელმაც უარი თქვა ამ წამოწყებაზე“ ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთები არ უფიქრდებიან აშკარა მოვლენებს. რა თქმა უნდა მე ვერ შევცვლი მსოფლიოში კანაფის მოყვანის არსებულ ტენდენციას და ვერ შევძლებ დანაკარგიანი ტოტების მოჭრის მსგავსი ტენდენციის პოპულარიზაციას. პირიქით — ათეულობით წელია დეფოლაციას დაუნდობლად აკრიტიკებენ გროვინგის „მცოდნეები“.

დაახლოებით ოცდაათი წელია მე ვაშორებ მცენარეს ფოთლების დიდ ნაწილს. მე ვისწავლე 32 დიუიმი სიმაღლის და სიგანის (დაახლოებით 80სმ.) ბუჩქების ფორმირება და მათგან ვიღებ 250-400გრამ მშრალ პროდუქტს (400ვატიანი ნათურის ქვეშ ზრდის შემთხვევაში).

დეფოლაციის საკამათო ტექნიკა და მისი გამოყენების სახელმძღვანელო

დეფოლაცია

მე დიდი ხანია აგიტაციას ვუწევ დეფოლაციის გამოყენებას კანაფის მწარმოებლებში — ამისთვის მე გამოვაქვეყნე ჩემი ნამუშევრების ასეულობით ფოტო და ზოგიერთი გროვერი ლამის ხელჩაკიდებული მივიყვანე ჩემი ბუჩქების სანახავად, თუმცა სკეპტიკოსების რიცხვი მაინც არ იკლებს. ახალბედები ხშირად საწინააღმდეგო არგუმენტად იყენებენ ვარიაციებს თემაზე- „ნუთუ შეიძლება გავზარდოთ მოსავალი მცენარის ნაწილის მოკლებით?“

მახსოვს, ცოტა ხნის წინ, ავტორიტეტული გროვერების სემინარზე ტექნიკის აღწერისას  მე დამცინეს, მიუხედავად იმისა, რომ მე ვაჩვენე მოყვავილე მცენარეების ფოტოები.

მთავარია აღვიქვათ პროცესები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმში ხდება და არ ვიფიქროთ, რომ მათი მიმდინარეობა დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე. მხოლოდ მრავალჯერადი ექსპერიმენტების და კვლევების დახმარებით შეიძლება განვსაზღვროთ რა უფრო მნიშვნელოვანია და რა უფრო მეტ შედეგს მოგვცემს კონკრეტული ფინანსების, დროის და შრომის ხარჯვის შედეგად.

დეფოლაციის არასწორი ჩატარება მცენარეს ავნებს, მაგალითად, იმ შემთხვევაში  თუ მოვაშორებთ ფოთლებს ზედმეტად ახალგაზრდა მცენარეს, თუმცა მცოდნე ადამიანის ხელში ამ მეთოდს მხოლოდ სარგებელი მოაქვს. მე მოკლედ მოგიყვებით სწორი ქმედებების არსისა და შედეგების შესახებ.

დეფოლაცია მოქმედებს არა მხოლოდ კანაბისის მოსავლიანობაზე,არამედ სხვა კულტურული მცენარეებიც ასევე მეტად ნაყოფიერი ხდება მისი გამოყენებისას.

მე მოგცემთ საჭირო რჩევებს და მოგაწვდით ინფორმაციას ამ პროცესის მნიშვნელობასა და შედეგებზე.

როგორ მივედი დეფოლაციამდე

პირველად მე ეს ტექნიკა გამოვიყენე მაშინ, როდესაც დავიღალე SOG-ის მრავალწლიანი გამოყენებით, რომელიც არის შრომატევადი და  გაუთვალისწინებელი შედეგის მომტანი მეთოდი. ცდებისა და შეცდომების შედეგად მე დავრწმუნდი, რომ ადგილის ეკონომიის მიზნით ბევრად უფრო ხეირიანია სწორად მოვახდინოთ ერთი მცენარის ფორმირება და არა მოვათავსოთ მიდამოზე მაღალი კოლონები. არ დაივიწყოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული მცენარეების რაოდენობა.

როგორც წესი გროვერებს ეშინიათ ფოთლების მოშორება ახალგაზრდა ბუჩქებიდან, არ გეკამათებით, ნერგის ფოთლების სრულად მოშორება ნამდვილად ნიშნავს მის მოსპობას.

კვლავ შეგახსენებთ, რომ დეფოლაციის უმნიშვნელოვანესი ნიუანსების გათვალისწინება ყველას არ ძალუძს. გამოუცდელი კანაფის მომყვანები ბევრ რამეში ცდებიან, არადა ეს ტექნიკა მიმართულია უშუალოდ მცენარის ჯანმრთელობაზე.

ამიტომ მე ვცდილობ უარი ვათქმევინო ახალბედებს გახშირონ ბუჩქები და მივუთითებ ვარჯიშის ტრადიციულ მეთოდებზე, რომლებიც მინიმალურ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამის მიუხედავად ერთადერთი მიზეზი არ მოვახდინოთ ბუჩქის ფორმირება — ეს არის კანაფის გაზრდა ღია გრუნტში, იმ შემთხვევაში, როცა თქვენ გჭირდებათ მსხვილი მცენარეები. ამიტომ მე ვცდილობ უარი ვათქმევინო ახალბედებს ბუჩქის გახშირებაზე და მივუთითებ სხვა ტრადიციულ მეთოდებზე, რომლებიც ნაკლებ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამის მიღმა, ბუჩქის ფორმირების ერთადერთი მიზეზი არის კანაფის მოყვანა ღია გრუნტში, მაშინ როცა თქვენ გჭირდებათ შედარებით დიდი მცენარე, გახშირეთ ფოთლები ზაფხულის ბოლო კვირებში — მცენარის მაქსიმალური ზრდის შემდეგ, ყვავილობის დაწყებისას.

მე ვაკვირდები, რომ ფოთლებმა არ დაიწყოს დაძველება, არ ვაძლევ ზრდისთვის ორ კვირაზე მეტს. ზედა იარუსებიდან დაწყებით ვამცირებ კრონის მოჭიმვას. ქვედა ფოთლების მოწყვეტა არც ისე ძლიერად მოქმედებს გირჩების განათებაზე, მაგრამ მე მაინც ვაშორებ ძველ ფოთლებს, რითაც ახალ ფოთლებს ვუტოვებ ზრდისთვის მეტ რესურსს.

ამ შემთხვევაში ხშირად იქმნება წინააღმდეგობები. ზოგიერთ კანაფის მწაროებელს აქვს აზრი რომ მცენარის ვარჯიში ვეგეზე ბევრად ამცირებს მოსავლიანობას.

მაგრამ ჩემი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ზუსტადაც რეგულარული და რადიკალური ვარჯიში მცენარის ზრდას ასტიმულიებს და მივყავართ იმაზე მეტი მოსავლისკენ, ვიდრე პროცესი თვითდინებით მიშვებისას.

რაც შეეხება კანაბისს მართებულია შემდეგი: რაც უფრო კარგად ვემზადებით მოსავლის მისაღებად, მით უფრო დიდია მოსავლიანობა. თუ თქვენ არაფერი მოიმოქმედეთ, სანამ აყვავილდება ბუჩქი, შემდეგ გვიანია რამის შეცვლა. დაასრულეთ ეს ციკლი და შემდეგი ციკლი დაგეგმეთ უფრო დიდი პასუხისმგებლობით.

ქვედა იარუსების ტოტების მოჭრა შეცდომაა!!! დეფოლაციის ჭეშმარიტი ხელოვნება გამორიცხავს მსგავს ბარბაროსულ ქმედებას. მე ყველას ვასწავლი რომ არასდროს არ უნდა მოაშორონ მცენარეს პროდუქტიული ნაწილები. ფოთლების მოშორება სხვა საქმეა. გახშირვა — შესაძლოა იყოს საუკეთესო საშუალება ვმართოთ მცენარის ზრდა ჩვენი შეხედულებისამებრ. ყვავილობის დროს მისი გამოყენება არ არის საჭირო.

რეგულარული დეფოლაცია წარსულია, თვითოეული ბუჩქის აწმყო და მომავალი ერწყმის კომპაქტურობას და მოსავლიანობას.

დამხმარე მეთოდად მე ვიყენებ სუპერ კროპინგს, დამხმარე ბადის გამოყენებით.

ვჭრი მხოლოდ ერთხელ მეხუთე ან მეექვსე კვანძს — გააჩნია როგორი სიმაღლე ან სტრუქტურა აქვს მცენარეს. ამის მიღმა შემიძლია მოვჭრა მცენარე რათა მოვჭრა რტოები გასამრავლებლად, არ ვაფესვიანებ კლონებს ყოველი ციკლის დროს.

მაღალი მოსავლიანობისთვის ჩაატარეთ დეფოლაცია ვეგეტაციის საწყისი სტადიისთანავე. ფოთლების მოჭრას შედეგად მოყვება სიმაღლეში ზრდა, თუმცა მოსავლისთვის მნიშვნელოვანია უშუალოდ ფორმის კომპაქტიზაცია.

მხოლოდ პრაქტიკა შეძლებს მიიყვანოს გახშირვისა და გადაწვენის თქვენი ჩვევები სრულყოფილამდე. რათქმაუნდა პირველად თქვენ ყოველთვის რისკავთ, მაგრამ მცენარის შეცვლა ყოველთვის შეიძლება, ხოლო თქვენი ცოდნა მუდამ თქვენთან რჩება.

მე ვამჯობინებ გახშირვის ჩემს მეთოდს ვუწოდო უკომპრომისო. ერთხელ პროცედურის არასწორად ჩატარებისას, რთულია შემდგომშიც დაუშვათ იგივე შეცდომა. გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ზრდა და განვსაზღვროთ შედეგები ციკლის ბოლომდე.

როდესაც მცენარე გაუვალად გვეჩვენება — ბევრი ფოთლები, ცოტა ყვავილები — მოემზადეთ მორიგი დეფოლაციისათვის.

როგორც წესი, ვადა ფორმირებიდან მის მოწყვეტამდე არის კვირა-კვრანახევარი — ამ დროში ფოთოლი მიიღებს საჭირო ფორმას და გასწორდება.

დეფოლაციისას ქვედა და შუა იარუსების ნაწილებში გირჩები იზრდება უფრო ინტენსიურად, რადგან ღებულობენ მეტ სინათლეს. გამოუცდელმა კანაფის მომყვანებმა სასურველია აითვისონ მეთოდები აუჩქარებლად, მაგრამ არც ძალიან ნელა — სხვა შემთხვევაში ცვლილებები იქნება შეუმჩნეველი.

ზოგი აკვირდება ზედა ყვავილედების ზრდას, ჩემთან კი არც ისე ცუდად ყვავის ყველა. ეს ხომ ყველაზე მაგარია, როცა ყველა ყვავის თანაბრად.

გაიმეორებდით დამოუკიდებლად?

დეფოლაცია

უკეთესია მოაკლოთ ნაკლები, ვიდრე საჭიროა, არ ავნოთ მცენარეს და თანდათანობით გაზარდოთ ტემპი საჭირო ზღვრამდე მისაღწევად, ერთხელაც თქვენ დაინახავთ თუ როგორ აცდება ბუჩქის ცენტრი ზრდას. ამგვარად თქვენ აითვისებთ მეთოდს, რომელიც თქვენი ქმედებების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მე გირჩევთ, როდესაც მცენარის კრონა ძალიან გახშირდება. მოხსენით წანაზარდები ყველა ტოტს და შეაფასეთ ზოგადი სურათი. გაიმეორეთ კვლავ, მაგრამ არ ავნოთ მზარდ ტოტებს მცენარის დამუშავებისას.

ძირითადი დავალება არის დაჩრდილვის გამორიცხვა წანაზარდების მთლიანობის შენარჩუნებით. მიეცით მცენარეს განვითარდეს 1-2 კვირა და კვლავ გაიმეორეთ ქმედება.

მოკლედ ვიმეორებთ მეთოდის საფუძვლებს

1. რომელი წანაზარდები დავტოვოთ?

პასუხი მარტივია, არცერთი.

მე ვატარებ წანაზარდებს დიდი და საჩვენებელი თითების ფრჩხილებს შორის, მაგრამ არ ვაშორებ მათ გირჩებთან ახლოს, რათა არ მივაყენო ტრავმა მცენარეს დროზე ადრე.

გირჩოვანი ფოთლები უფრო ღრმად არის განლაგებული და მანამდე მიღწევა შედარებით რთულია. ნოტიო და ცივი კლიმატის პირობებში, როდესაც დიდია ობის ინფექციების რისკი, უკეთესია დავტოვოთ ისისნი უცვლელად.

 2. დამოკიდებულია თუ არა დეფოლაცია ზრდის მეთოდებზე?

არა. ტექნიკა იძლევა შედეგს მიწაზე, ქოქოსის გრუნტზე, მინერალურ სუბსტრატებზე და ჰიდროპონიკის ყველა სახეობაზე.

 3. ეს არის ჩემთვის ახალი გამოცდილება, ჩემი მცენარეები ყვავილობენ უკვე არაერთი კვირაა და არც თუ ისე კარგად ჩანს. დავიწყო თუ არა ექსპერიმენტი ახლა?

არ ღირს. დაასრულეთ ეს ციკლი როგორც გქონდათ დაგეგმილი და ახალ ციკლზე აითვისეთ ჩემი მეთოდი.

თავდაპირველად გააკეთეთ ყოველივე ზემოაღნიშნული სიფრთხილით და ყოველდღიურად. მოაშორეთ მარაოსებრი ფოთლები, რათა უგულებელყოთ ტოტების არასაჭირო ზრდა. ყვევილობის შემდეგ სხვაობა იქნება თვალნათელი.

Related posts

Discussion

1 комментарий
  • Ramdenvatiani naturaunda an rapirmis…risi ganatebitundaixos

Write a Reply or Comment

Comment*

*

*