გროვინგის ინოვაცია: კანაფის მოყვანა ვერტიკალური მეთოდით

კანაფის მოყვანა ვერტიკალური მეთოდით

შინაარსი

როდესაც საქმე კანაფის მოყვანის ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას ეხება, მწარმოებლები დღითიდღე სულ უფრო კრეატიულები ხდებიან. შემოქმედებითი მიდგომა განაპირობებს ინოვაციურ იდეების წარმოშობასა და ორიგინალურ გადაწყვეტილებებს. ასე ხდება კანა-ინდუსტრიაშიც.

მოკლე ინფორმაცია ამ უნიკალური მეთოდის შესახებ

კანაფის მოყვანა ვერტიკალური მეთოდით

ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ კანაბისის ვერტიკალური მოყვანის მეთოდს. ეს ორიგინალური მეთოდი დიდი პოპულარულობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სხვა და სხვა მეთოდების შემუშავებას ხელი შეუწყო ქვეყნის მაშტაბით მარიხუანას ლეგალიზებამ. მართალია ჯერ ყველა შტატში არ არის კანონიერი კანაფის მოხმარება, საქმე მაინც წინ მიიწევს.

კანაფის მოყვანისთვის თითოეული კვადრატული მეტრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვერტიკალურმა მეთოდმა შესაძლოა შესაძლოა მოგცეთ საუკეთესო შედეგები ნებისმიერი მცენარის კულტივაციის დროს. როგორ ვიმოქმედოთ? მეთოდის შესახებ მოგახსენებთ სტატიის შემდეგ ნაწილში.

რამოდენიმე წლის უკან ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ შტატში კანაბისის ლეგალიზაციის შემდეგ გაჩნდა კანაბისის ვერტიკალური კულტივაციის ახალი ტრენდი.

კანაბისის მოყვანის ამ მეთოდს დიდი უპირატესობა აქვს ლეგალურ ბაზარზე, სადაც პლანტაციები პირდაპირ მოქმედებს პროდუქტის თვითღირებულებაზე. ეს ყოველივე, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანა-ინდუსტრიაში.

მკაცრი კონკურენცია აღნიშნულ სექტორში, აიძულებს მოთამაშეებს, გამოიგონონ სიახლეები, რომლებიც წარმოქმნიან სტრუქტურულ და კონცეპტუალურ სიახლეებს მუშაობაში.

როგორ დავგეგმოთ კანაფის მოყვანა ვერტიკალური მეთოდით

ეს ინოვაციური მეთოდი გულისხმობს მთელი ვერტიკალური სივრცის გამოყენებას.

ჩვენ მივეჩვიეთ ჰორიზონტალურ ზრდას, მაგრამ ეს მეთოდი, ატრიალებს ყველა ძველ მიდგომას, და გთავაზობთ იმუშაოთ სხვაგვარად – ბევრად პროდუქტიულად და რაციონალურად.

კანაფის მოყვანის ეს მეთოდი მოითხოვს განსაზღვრული ტიპის კონსტრუქცის მონტაჟს, რომელიც აღჭურვილია სხვა და სხვა დონეებით (თაროებით), რომლებზეც განთავსებულია ნიშები მცენარეების მოსაყვანად. ასეთი სტრუქტურები ძირითადად მართკუთხედის ფორმის არის და აქვთ ერთნაირი ზომა. მათ შორის მანძილი დამოკიდებულია სიმაღლეზე, რომელიც ხელმისაწვდომია მოსაყვან სივრცეში.

დაშორება უნდა იყოს თანაბარი, რამდენადაც ეს უზრუნველყოფს კულტურის ოპტიმიზირებას, განსაკუთრებით ყვავილობის ფაზაში.

განათება

განათება

დიოდური ნათურები

მოწყობილობა ხშირად გამოიყენება ვერტიკალური მოყვანისას დაბალი ენერგო მოხმარების და სითბოს გამოყოფის გამო. ასეთ პირობებში მებაღეებს შეუძლიათ უპრობლემოდ მოათავსონ სანათები ერთმანეთთან ახლოს, ნეგატიური შედეგების გარეშე.

ეს მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ, რის გამოც დიოდური ნათურები იდეალურია კანაბისის ვერტიკალური კულტივაციის დროს. გარდა ამისა, განათების მსგავსი სისტემები პირდაპირ მოქმედებს კონდიცირების და ვენტილაციის სისტემაზე. ზედმეტი გათბობის არ ქონა განაპირობებს ენერგიის ხარჯის შემცირებას და პროდუქტიულობას.

CMH / LEC ნათურები (CMH კერამიკული მეტალოჰალოგენური ნათურა)

ეს სანათი საშუალებები ფლობს იგივე უპირატესობებს, რასაც დიოდები, მაგრამ მათი განთავსება არ შეიძლება მცენარეებთან ახლოს, მათი ზომების გამო. აქედან გამომდინარეობს მათი ნაკლია – მათი გამოყენებისთვის საჭირო სივრცე.

HPS ნათურები (მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები)

თუ ჩვეულებრივ, ინდორ გროვინგში მსგავსი სინათლის წყარო ხშირად გამოიყენება, ვერტიკალური ზრდისთვის ისინი კატეგორიულად გამოუსადეგარია. გამონაკლისი შეიძლება იყოს კონსტრუქციული გადაწყვეტილებები ცილინდრულ სისტემებში.

მორწყვა

ვერტიკალური მოყვანისათვის სისტემის პროექტირება და მონტაჟი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მორწყვის სისტემა უნდა კვებავდეს და ატენიანებდეს მცენარეს ყველა დონეზე ნასოსის საშუალებით. ასეთი სისტემა მოითხოვს პროფესიონალურ მონტაჟს. რაც უფრო მეტ დონეს მოიცავს კონსტრუქცია, მით უფრო რთული იქნება მისი საბოლოო სტრუქტურა. კანაფის თითოეული მცენარე ღებულობს საჭირო ტენს დამოუკიდებელი წვეთოვანი ზრდის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის საკვებ ხსნარს. რაც ნიშნავს, რომ არც ერთი მცენარე არ მიიღებს საჭიროზე არც მეტ და არც ნაკლებ სითხეს. ყველა მცენარის მაქსიმალურად ერთნაირი ზრდა – ინჟინერული ჩანაფიქრის წარმატებული რეალიზებაა.

მცენარეების ყველა საჭირო ელემენტით უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ საკვები სითხის ნარჩენების მოშორებას დახურული სისტემიდან, განსაკუთრებით მასიური ჯიშების შემთხვევაში. თუმცა მასიური ჯიშები საკმაოდ იშვიათად გამოიყენება ვერტიკალური კულტივაციის დროს.

ნარჩენების სწორად მართვა უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად.

კონდიციონირება და ვენტილაცია

კონდიციონირება და ვენტილაცია

ამ ნაწილის ოპტიმალური ფუნქციონირების მიზანია ჰაერის თანაბარი განაწილება მთელ სისტემაში. ეს არ გახლავთ მარტივი ამოცანა, რადგან თბილი ჰაერი ყოველთვის ადის ზევით. ფიზიკის კანონებს ვერ შევცვლით. ეს გახლავთ ყველაზე დიდი პრობლემა და კლიმატური წონასწორობის შექმნას აქვს უდიდესი მნიშვნელობა თქვენი გროვისთვის. სისტემის ფუნქციონირება ოპტიმალური იქნება მხოლოდ ამ პრობლემის აღმოფხვრის შემთხვევაში.

ჯიშების მრავალფეროვნება

ვერტიკალური კულტივირებისთვის საუკეთესო გახლავთ საშუალო ზომის შტამები, რომლებიც არ იზრდებიან დიდი სიმაღლის; მაგალითად, დიდი პოპულარობით სარგებლობს BubbaKush.

ასევე მნიშვნელოვანია შევარჩიოთ სწრაფად მზარდი ჯიში, რაც მებაღეს მისცემს ზრდის რითმის, ერთ წლიანი კულტურების რაოდენობის და მოსავლიანობის ოპტიმიზირების საშუალებას. ეს სამი კრიტერიუმი მეტად მნიშვნელოვანია კომერციული გროვინგისთვის.

სპეციალისტების უმეტესობა გირჩევთ დომინანტი ინდიკას მქონე ან უბრალოდ მაღალ მოსავლიანი ჯიშების შერჩევას. გროვინგის დაგეგმვისას მოცემული ასპექტი დანარჩენებზე არა ნაკლებ მნიშვნელოვანია.

მებაღისთვის ასევე აუცილებელია სწორად დააყენოს გროურუმის სექციები. აქ იგულისხმება გენეტიკური განაწილების დაგეგმვა კონსტრუქციის შიგნით, შერჩეული იქნება ერთი და იგივე ჯიშები, თუ გროვერი მოინდომებს ერთმანეთის მსგავსი სხვა და სხვა ჯიშების გამოყენებას.

ოპტიმალური სუბსტრატის შერჩევა

ტრადიციულად, გამოიყენება მინერალური ბამბის ბლოკები. მსგავსი არჩევანი განპირობებულია მოცემული მასალის შესანიშნავი აერაცია, რომელიც მნიშვნელოვნად აჩქარებს მცენარის მეტაბოლიზმს.

კარგად მართვადი ირიგაციული სისტემის უზრუნველყოფასთან ერთად, მინერალური ბამბა ასევე ხელს უშლის მავნებლების, ინფექციების და სხვა და სხვა დაავადებების გაჩენას.

კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს მისი წონა. მსგავსი მსუბუქი მასალის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. ვერტიკალური გროვინგისთვის ეს გახლავთ მინიმალური დატვირთვა, ასევე მისი გამოყენება საგრძნობლად ამცირებს მთლიანი კომპლექსის ღირებულებას.

ზოგიერთ სისტემაში ასევე გამოიყენებენ ნიადაგს. მისი გამოყენება საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. თუმცა ის მეტ მოვლას და სიფრთხილეს საჭიროებს. გარდა კარგი შედეგისა, გრუნტის მინარევს აქვს ერთი უნიკალური უპირატესობა – ე.წ. ბუფერული ეფექტი. და მაინც, თუ შევადარებთ ნიადაგს და მინერალურ ბამბას, ვერტიკალური გროვინგის შემთხვევაში ნიადაგს მაინც მინერალური ბამბა სჯობს.

უპირატესობანი

  • მოცემული მეთოდის უპირატესობები გახლავთ:
  • ვერტიკალური სივრცის მაქსიმალური გამოყენების საშუალება;
  • მწარმოებლურობის გაზრდა იმავე ფართზე, რომელსაც ჰორიზონტალური მოყვანის დროს ვიყენებთ;
  • ზრდის ციკლების მნიშვნელოვანი დაჩქარება;
  • ხარჯების ოპტიმიზაცია (ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება);
  • სხვა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ენერგიის ხარჯის 50-60%-ით შემცირება.

ნაკლოვანებანი

გასაკვირი იქნებოდა, რომ მოცემულ მეთოდს მხოლოდ პლიუსები ჰქონოდა. წარმოგიდგენთ მთელ „ნეგატივს“, რისი აღმოჩენაც შევძელით:

  • მნიშვნელოვანი „სასტარტო“ ხარჯები (მცირე ხარჯებით პროექტი იდეალური არ გამოვა);
  • გარემო პირობების კონტროლის სირთულე (იხილეთ პუნქტები ვენტილაციის შესახებ);
  • უბედური შემთხვევის მაღალი რისკი (ტექნიკის უსაფრთხოების მეტი კონტროლი);
  • საჭიროა სისტემის ყველა ელემენტის მაქსიმალური კონტროლი;
  • საკმაოდ რთულიდა შრომატევადი მომსახურება.

ძირითადი ვერტიკალური სისტემები

ძირითადი ვერტიკალური სისტემები

დღეისათვის ყველა არსებული ვერტიკალური სისტემა იყოფა სამ ტიპად.

დასადგამი ვერტიკალური სისტემა

დღეისათვის ყველაზე გავრცელებული სისტემაა. ის ყველაზე ეფექტურია და იძლევა უმტკივნეულო მოდიფიკაციის საშუალებას, მაშინაც კი, თუ გროვინგის პროცესი უკვე დაწყებულია.

მოცემული მეთოდი მოიცავს რამოდენიმე დონის მოწყობას, რომლების ერთმანეთზე იდგმება. თითოეული დონისთვის არსებობს განათების ცალკეული სისტემა. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად ამარტივებს მომავალში მცენარეების განთავსებას და ხარვესტს.

თითოეულ დონეზე არსებული თავისუფალი სივრცის შესაბამისად შესაძლებელია კლონების და SOG (SeaOfGreen) ტექნიკის გამოყენება, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ზრდის ფაზას.

თუ თაროებს შორის დაშორება დიდია, შეგიძლიათ “საჭიმების” გამოყენება, რომლებიც საკმარისად იჭიმება, მაგრამ თქვენ მაინც მოგიწევთ ტოპპინგის ან შემოჭრის სხვა მეთოდების გამოყენება სხვა და სხვა სიტუაციის შესაბამისად.

კანაფის კვირტების განვითარების ხელშეწყობისთვის, მცენარის ზედა ნაწილში, აუცილებელია ქვედა ფოთლების შემოჭრა. პროცედურა უნდა შესრულდეს რეგულარულად და სისტემატურად, ასე თქვენ შეძლებთ რეალურად აკონტროლოთ მცენარის გაბარიტები და გაზარდოთ საბოლოო შედეგი.

ჭეშმარიტი ვერტიკალი

სახელწოდება წარმოიშვა TrueVertical-დან და ის მაქსიმალური სიზუსტით აღწერს მეთოდის არსს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით კანაბისი ვითარდება პირობებში, სადაც წყალი მცენარეს მიეწოდება მორწვის საშუალებით, რაც წარმოადგენს კლასიკური აეროპონიკის სისტემების და NFT (NutrientFilmTechnique) ტექნიკის შუალედს.

აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს საჭირო წყლის და საკვები ნივთიერებების მიწოდებას. ის გულისხმობს მცენარის მეტაბოლიზმის დაჩქარებას.

ცენტრალური განათების მქონე ცილინდრული სისტემები

ცენტრალური განათების მქონე ცილინდრული სისტემები

აღნიშნული სისტემა 20 წელზე მატია რაც ცნობილია გროვერებისთვის და დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. ის არ არის რეკომენდირებული კომერციული გროვინგისთვის. კონსტრუქცია იმდენად რთულია, რომ მოითხოვს საკმაოდ დიდ ხარჯებს.

მოკლედ რომ აღვწეროთ, მცენარე იზრდება ვერტიკალურ, ცილინდრულ, ზოგჯერ მბრუნავ ჰიდროპონურ სისტემაში. სინათლის ერთადერთი წყარო – HPS ნათურაა და ის მოთავსებულია უშუალოდ ცენტრში.

სისტემა შესაძლებელია იყოს ძალიან ეფექტური, მაგრამ ის მოითხოვს მუდმივ კონტროლს და შრომატევად მომსახურებას, რომელიც საკმაოდ რთულია მცირე კომპანიებისა და გროვერებისთვის.

ვერტიკალური კულტივაციის ამ ტიპის ძირითადი პრობლემა დაკავშირებულია ირიგაციასთან: შეიძლება მოხდეს წყლის გადინება, რაც გამოიწვევს დატბორვას.

სამწუხაროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული გროვერების ოცნებები რეალობისგან განსხვავდება და მათი განხორციელება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

გააზიარეთ მეგობრებთან

0
1 133

მსგავსი ჩანაწერები

განხილვა

გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი

კომენტარი*

*

*