ნედლი მარიხუანას გამოყენება: წესები და რეცეპტები

ნედლი მარიხუანას გამოყენება: წესები და რეცეპტები

კანაფის ნედლი, გამოუშრობი ყვავილედების გამოყენება საკვებში

როგორც აღნიშნავს ექიმი კორტნი, გარდა ტგკ-ს და კბდ-სი, კანაფის ყვავილედებში, როგორც ნედლში, ასევე მშრალში, არის სხვა ნივთიერებების მასა, რომელიც მოიცავს მცირე კანაბინოიდურ ნაერთებს და სხვადასხვა ტერპენებს, რომელთა სინერგიული ურთიერთქმედება ერთმანეთთან, შესაძლოა წარმოშობდეს კომპლექსურ თერაპიულ ზემოქმედებას იმუნურ სისტემაზე, ასევე რეცეპტორებზე, რომლებიც მონაწილეობენ ტკივილის შეგრძნების რეგულირებასა და ანთებებზე.

მთლიანობაში, ნედლი მარიხუანას მოხმარებით დაინტერესებულებს ვურჩევთ მის გამოყენებას სწორედ ნედლი სახით, ანუ გამოიყენონ საკვებში ახალი დაკრეფილი გირჩები. საქმე იმაშია, რომ გაშრობისას, კანაფში იწყება ბუნებრივი დეკარბოკსილირების პროცესები, რის შედეგადაც მრავალი სასარგებლო კანაბინოიდური ნაერთი, კერძოდ კი კანაბინოიდის მჟავები, იშლება და გარდაიქმნება კბდ-დ, ტგკ-დ და სხვა მარტივ ნაეთებად.

ვინაიდან ნედლი გირჩები უფრო უგემურია და შეიძლება გულისრევაც კი გამოიწვიოს, ამიტომ მათი ღეჭვის ნაცვლად, უმჯობესია ისინი წვენად ვაქციოთ ან გავაკეთოთ სმუზი სამზარეულოს კომბაინის დახმარებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდიკის ზოგიერთი მომხმარებელი ინტერნეტ ქსელებში ამტკიცებს, რომ გამშრალ გირჩებს შესაძლებელია ადამიანის სხეულზე უფრო მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტი ქონდეს, რამდენადაც მათში ხდება კლასიკური კანაბინიდების, მჟავა პრეკურსების, სხვადასხვა ტერპენების და ფლავონოიდების თითქმის თანაბარი პროპორციებით კომბინირება, რომელებიც აძლიერებენ სხვა ნაერთების საერთო ეფექტს.

ნედლი ფოთლების გამოყენება საკვებში

გარდა ყვავილედებისა, თერაპიული მიზნებისათვის შესაძლებელია მცენარის ფოთლების გამოყენებაც. თუმცა ექიმი კორტნი აღნიშნავს, რომ მცენარის ფოთლები შეიცავს კანაბინოიდური მჟავების ნაკლებ კონცენტრაციას, გირჩებთან შედარებით, მათი გამოყენება შეიძლება ცალკეც და ყვავილედებთან დამატებითაც. ოპტიმალური თერაპიული დოზის სახით ექიმი გვირჩევს გამოვიყენოთ წამლის დღიური პორციის სახით სმუზი, რომელიც შედგება დაახლოებით 25 ფოთლისა და საშუალო ზომის ერთ ცალი გირჩისაგან.

ასევე ექიმი გვაფრთხილებს, რომ ფოთლებს გირჩებთან შედარებით ნაკლებად სასიამოვნო გემო აქვთ, ამიტომ რომ არ გამოვიწვიოთ გულისრევა, მასალა სასურველია დავამუშავოთ თხევად ან წვრილად გახეხილ მდგომარეობამდე. იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ფოთლების ან მისი გირჩებთან ნარევის ეფექტი შემცირებას დაიწყებს, საჭიროა გავზარდოთ გირჩების რაოდენობა ნარევში, ან სულაც დავიწყოთ მისი მომზადება მხოლოდ ყვავილედებისაგან.

მცენარის ფრაგმენტების გამოყენება (თესლები, ბოჭკო, ფისი და ღეროს ზეთი) გირჩების დანამატის სახით

პრინციპში, ნედლი კანაფის და მისი მჟავის გამოყენების მოცემული მეთოდი გახლავთ ყველაზე ძველი და ცნობილი მედიცინისათვის. ჯერ კიდევ ძველ დროს, ხალხი გამოიყენებდა თესლებსა და კანაფის ბოჭკოს სასარგებლო საკვები დანამატის სახით, რადგან მცენარის ქსოვილები შეიცავს სხეულისა და გულის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მრავალ მჟავას, კერძოდ ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმის მჟავას.

გარდა ცხიმის და კანაბინოიდური მჟავისა, თესლები, ზეთი და მცენარის ქსოვილები შეიცავს რიგ სხვა ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებს ორგანიზმის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას.

როგორ უნდა მოვამზადოთ და მოვიხმაროთ ნედლი კანაფი

როგორ უნდა მოვამზადოთ და მოვიხმაროთ ნედლი კანაფი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველაზე მარტივია მცენარის გამოყენება თხევადი სახით, რის მიღებაშიც სამზარეულოს კომბაინი ან ბლენდერი დაგეხმარებათ.

კანაფის წვენის ან სმუზის მომზადების დაწყებისას, მცენარის ფოთლებისა და გირჩების საჭირო დოზა უნდა დავალბოთ და გავავლოთ სუფთა, ცივ წყალში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. რის შემდეგაც პროდუქტის გაშრობის გარეშე მოვათავსოთ ვაკუუმურ კონტეინერში, მაგალითად პროდუქტების შესანახ ცელოფანში და რამოდენიმე საათით მოვათავსოთ მაცივარში ან საყინულეში. ამის შემდეგ გაყინული პროდუქტი თავისი წვენიანად კარგად უნდა დავაბლენდეროთ სითხის მიღებამდე.

ამის შემდეგ, პროდუქტი შესაძლებელია მიღებული სახით გამოიყენოთ, ან შეურიოთ ის ცხიმიან სუბსტანციას, მაგალითად რძეს, ნაღებს, იოგურტს ან ნაყინს. ასეთი ნარევი უფრო გემრიელი იქნება და არ გამოიწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებს, ამასთანავე არ დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. პირიქით, მიიღებს უნარს, უფრო მალე შეიწოვოს სხეულის ქსოვილებში, რაც დააჩქარებს კანაბინოიდური მჟავების მეტაბოლიზმს და მათი სამკურნალო თვისებების გამოვლენას.

Related posts

Discussion

1 комментарий
  • ლაშა

    და ასეთი სახით კანაფის მიღება, იწვევს თუ არა ე.წ თრობის ეფექტს?

Write a Reply or Comment

Comment*

*

*