როგორ მივიღოთ ხშირი და მკვრივი კანაფის გირჩები

როგორ მივიღოთ ხშირი და მკვრივი კანაფის გირჩები

შინაარსი

იმისათვის, რომ მივიღოთ მკვრივი კვირტები, გროვერმა უნდა განისაზღვროს რამოდენიმე წესი და მიჰყვეს მათ. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ სრულ მასალას. მაშ ასე!

გირჩების გაფხვიერების 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი

გირჩების გაფხვიერების 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი

შუქი

გირჩების გაფხვიერების ყველაზე გავრცელებული მიზეზი განათებაა. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მცენარე ყვავილობის სტადიაზე არ ღებულობს საკმარის შუქს. მართალია კანაბისს შეუძლია გადარჩენა შედარებით მცირე განათების გარემოში, დიდი რაოდენობით სტაფს ვერანაირად ვერ მიიღებთ. ყვავილობის სტადიაზე სინათლის ინტენსივობა, გარკვეულ მომენტამდე, პირდაპირ მოქმედებს კვირტების ზომაზე. სხვა მხრივ, ზედმეტად კაშკაშა შუქმა (შესაძლებელია კვირტები ძალიან ახლოს იყოს სინათლის წყაროსთან) ასევე შეიძლება შეაფერხოს კვირტების ზრდა, ან წარმოქმნას ფხვიერი და მსუბუქი კვირტები (მელიის კუდები).

შტამი/გენეტიკა

კანაბისის ზოგიერთი ჯიში, უბრალოდ არ იძლევა მკვრივი და ხშირი კვირტების მიღების საშუალებას. მათ შეუძლიათ მხოლოდ მსუბუქი და ფხვიერი კვირტების წარმოქმნა, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებთ მცენარისთვის. მაგალითად, სატივას კანაფის გირჩები ნაკლებად მკვრივია, ინდიკასი კი — შედარებით კომპაქტური. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი-მერეზე უკეთესია. თუ გსურთ მიიღოთ მკვრივი გირჩები, აუცილებელია გამოიყენოთ ის გენეტიკა, რომელიც მკვრივ გირჩებს იძლევა.

შტამი/გენეტიკა

ტემპერატურა

კანაბისისთვის აუცილებელია ტემპერატურა, რომელიც საჭიროა გირჩების ოპტიმალური ზრდისთვის, დაახლოებით ისეთივე, რაც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გროურუმის ტემპერატურა თქვენთვის კომფორტულია — მცენარეც იქნება კომფორტში. ზედმეტად მაღალმა ტემპერატურამ ყვავილობის სტადიაზე (+30გრადუსზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს ფხვიერი გირჩების წარმოქმნა, გირჩები შეიძლება დასცვივდეს კიდეც ბუჩქს.

საკვები ნივთიერებები

საუკეთესო გარემოს პირობებშიც კი, კანაფის გირჩები არ იქნება სქელი და მკვრივი, თუ არ უზრუნველყოფთ ყველა საჭირო საკვები ნივთიერებების სრული კომპლექსით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკვები ნივთიერებები მიაწოდოთ კონკრეტულ, საჭირო დროს. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს აზოტის (N) დაბალი, ფოსფორის (P)  ან კალიუმის (K) მაღალი დონე ყვავილობის სტადიაზე? ეს ყავილობისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების იდეალური თანაფარდობაა. ზედმეტად დიდი რაოდენობით აზოტის დამატება (რომელსაც პრაქტიკულად ყველა უნივერსალური დანამატი შეიცავს) ყვავილობის სტადიაზე, გამოიწვევს შედარებით წვრილი და ფხვიერი გირჩების წარმოქმნას. სხვა პრობლემები და საკვები ნივთიერებების დეფიციტი ასევე ნეგატიურად მოქმედებს კვირტების განვითარებაზე, თუ არ მოხდება დროული კონტროლი. მებაღეები მიიჩნევენ, რომ ყველაზე ხშირი მიზეზი (საკმაოდ საფუძვლიანად) — მცენარის ფესვებში არასწორი pH დონეა. საკმაოდ მარტივია რეგულარულად გაზომოთ მჟავა-ტუტოვანი ბალანსი და მინიმალური გადახრის დროსაც კი დაარეგულიროთ სუბსტრატის მდგომარეობა შესაბამისი ნივთიერების დამატებით.

ჰაერის ვენტილაცია და მანძილი კვირტებს შორის

ჰაერის ვენტილაცია და მანძილი კვირტებს შორის

გირჩების მიდამოში ჰაერის მასების ცუდი ცირკულაცია და სინათლის ნაკლებობა, არ აძლევს გირჩებს მკვრივად განვითარების საშუალებას. ყვავილედების განვითარებისთვის არ არის აუცილებელი დიდი ფართი. გირჩები აივსება კუპრით და გაიზრდება მათი დიამეტრი, თუ რეგულარულად მიაწვდით სუფთა ჰაერს და კაშკაშა სინათლეს. ბუნებაში კანაბისი უზრუნველყოფილია სუფთა ჰაერით და მზის ენერგიით, შესაბამისად მცენარეს ენერგიის დახარჯვა მხოლოდ ზრდასა და კვირტების განვითარებაზე უწევს. იმისათვის, რომ გირჩები კარგად განვითარდეს, თითოეული დიდი ღეროს გარშემო უნდა იყოს რამოდენიმე სანტიმეტრი, რომლებსაც არ დაფარავს ფოთლები ან სხვა ღეროები.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი არ არის საკმარისი კარგი მოსავლის მისაღებად. წარმოგიდგენთ კიდევ რამდენიმე რჩევას.

კიდევ რამოდენიმე ტაქტიკა

ჩამოთვლილი პრობლემების აღმოფხვრასთან ერთად, წარმოგიდგენთ კვირტების სიმკვრივის გასაზრდელად  დამატებითი ტაქტიკების ჩამონათვალს:

  • ტენიანობის შემცირება;
  • საკვები ნივთიერებების დამატება;
  • არ აიღოთ მოსავალი დროზე ადრე;
  • სწორად ვაშრობთ და ვაძველებთ სტაფს;
  • არ მორწყათ მცენარე ზედმეტად;
  • შეიძინეთ დიდი მოცულობის ქოთნები

მოკლედ განვიხილოთ თითოეული პუნქტი.

ტენიანობის შემცირება

მცენარის სრულ მომწიფებამდე, ეცადეთ შეამციროთ ტენიანობის დონე 45%-მდე.  მსგავსი ქმედება გამოიწვევს გირჩების კუპრით შევსებასა და სტრუქტურის გამკვრივებას.

საკვები ნივთიერებების დამატება

კანაბისის სასიცოცხლო ციკლის დასასრულს სტიმულატორების დამატება ცალსახად ზრდის ყვავილედების სიმკვრივეს. არსებობს ყვავილობის დაჩქარების ორი ძირითადი კლასი. პირველი ორიენტირებულია უშუალოდ მცენარეში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესებაზე და იყენებს ათეულობით სხვა და სხვა ინგრედიენტს, ისეთებს, როგორიცაა ამინომჟავები და მიკროელემენტები. მეორე მუშაობს ფოსფორის/კალიუმის დონის ზრდის ხარჯზე. ზოგიერთი მებაღე იგივე მიზნებისათვის იყენებს Blackstrap-ს და არ იყენებს სპეციალურ დანამატებს. რომელი სჯობს — თქვენი გადასაწყვეტია.

არ აიღოთ მოსავალი დროზე ადრე

არ აიღოთ მოსავალი დროზე ადრე

გროვერების მოუთმენლობა, განსაკუთრებით დამწყებების, ხშირად ძალიან ცუდ შედეგებს იძლევა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მსგავსი შედეგების თავიდან ასარიდებლად, სულ რამოდენიმე კვირა არის საჭირო. მოსავლის ადრეული აღება არ მისცემს კვირტებს სრულად ფორმირების საშუალებას. გირჩები იკრეფენ მასას და სიმკვრივეს მოსავლის აღებამდე, ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში და ერთი არასწორი გადაწყვეტილების გამო შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროთ.

სწორად ვაშრობთ და ვაძველებთ სტაფს

ყველასთვის ცნობილია, რომ სწორი შრობა აუმჯობესებს გემოს, სუნს და ზრდის ფსიქოაქტიურობას, ასევე დადებითად მოქმედებს შემდეგი დაძველება. თუ ყვავილედებს ძალიან სწრაფად აშრობთ ან არ აძველებთ მათ, როგორც ამას ტექნოლოგია მოითხოვს (შუშის ქილებში), თქვენ კარგავთ ხარისხის მახასიათებლების თითქმის ნახევარს, რაც საბოლოოდ გირჩების ხარისხს განსაზღვრავს!

არ მორწყათ მცენარე ზედმეტად

ზედმეტი მორწყვა ავნებს მცენარეს! დამატებით რჩევებს ვერ მოგცემთ, უბრალოდ, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან ეს გავრცელებული პრობლემა და აუცილებლად სწორად მორწყეთ მცენარე. თუ ბუჩქს განვითარების პროცესში რეგულარულად სცვივა ფოთლები, ესე იგი შეცდომას უშვებთ და კარგავთ კარგი მოსავლის მიღების შესაძლებლობას.

შეიძინეთ დიდი მოცულობის ქოთნები

თუ თქვენს მიერ შერჩეული კონტეინერი პატარაა, მცენარეს ფიზიკურად არ განუვითარდება მსხვილი და მკვრივი კვირტები. დარწმუნდით, რომ ქოთანი შესაფერისი ზომის არის. თუ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა, შეიძინეთ „ჭკვიანი ქოთანი“.მისი საშუალებით მარტივია მორწყვის კონტროლი, კულტურის განვითარების დაჩქარება და სასიცოცხლო ტონუსის გაუმჯობესება.

ჩვენ წარმოგიდგინეთ ყველა ძირითადი ასპექტი, რომელიც ხარისხიანი სტაფის მიღების საშუალებას იძლევა. თუ რომელიმე პუნქტი თქვენთვის სიახლეს წარმოადგენს, მოიძიეთ ჩვენს ბლოგზე შესაბამისი თემის სტატია და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*