მარიხუანას თესლების გაღვივება

მარიხუანას თესლების გაღვივება

შინაარსი

გამოცდილ გროვერებს შეუძლიათ თესლების გაღვივების მრავალი ვარიანტი შემოგთავაზონ, თუმცა ამ სტატიაში მოთხრობილია ყველაზე სანდო და მარტივი გაღვივების ვარიანტების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, გავეცნოთ თესლის აგებულებას.

რა არის მის შიგნით:

  • კოტილედონები;
  • პირველადი ფოთლები;
  • ფესვი;
  • ფესვის ქუდი;
  • ამონაზარდის კენწერო.

გარდა ამისა, შიგნით არის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მარაგი, რომლებიც საწყის ეტაპზე საკმარისია მცენარისათვის. რა მეთოდები არსებობს კანაფის გასახარებლად?

ვემზადებით კანაფის ძველი თესლების გაღვივებისთვის

ვემზადებით კანაფის ძველი თესლების გაღვივებისთვის

გროვის ციკლი ყოველთვის არ იწყება თესლების აღებიდან, ზოგჯერ კაკლები 1-2 თვე, ან წლებიც ინახება. ასეთ შემთხვევაში, გაღვივებამდე საჭიროა გროვინგისათვის წინასწარი მომზადება. ჩვენ მოგიყვებით რამოდენიმე მეთოდის შესახებ, თუმცა ყველას ერთდროულად გამოყენება არ ღირს. შეარჩიეთ ის მეთოდი, რომელიც მეტად მოგერგებათ თქვენ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ უნდა გამოიყენოთ ჩამოსხმული (ქარხული), ან მინიმუმ 3 დღის ნადგამი წყალი.

თუ კაკლები იდო ნახევარი — ერთი წელი

გამაგრებული გარსი — ყველაზე დიდი სირთულეა, რომელსაც ამ ვადაზე წააწყდებით. შესაძლებელია ამონაზარდმა ვერ გახეთქოს ის და არ გაღვივდეს. თუ დახმარება გსურთ, დაალბეთ ის ჭიქაში და გარსი დარბილდება.

მნიშვნელოვანია! არ დატოვოთ თესლი წყალში ერთ დღე-ღამეზე დიდ ხანს, ამან შეიძლება ჟანგბადის უკმარისობა გამოიწვიოს.

წყალი გროვერს დაეხმარება იმის გაგებაშიც, თუ რომელი კაკალი შეძლებს გაღვივებას და რომელი არა. ხარისხიანი და სიცოცხლისუნარიანი თესლები მალევე ეშვება ფსკერზე, ცუდები კი განაგრძობენ წყლის ზედაპირზე ტივტივს.

თუ თესლები წელიწადზე დიდ ხანს ინახებოდა

თუ თესლები წელიწადზე დიდ ხანს ინახებოდა

ასეთ შემთხვევაში მეტი ძალისხმევაა საჭირო, თუცა არც ისე რთულია გამოსავლის ნახვა. სასიცოცხლო პროცესების სტიმულირებისათვის, კაკლები უნდა გაჯერდეს ჟანგბადით, ან გამოიყენეთ ზრდის ჰორმონები.

ჟანგბადი

დაალბეთ კაკლები წყალბადის ზეჟანგის ხსნარში, ამისთვის დაგჭირდებათ 3-4 წვეთი წყალბადის ზეჟანგი და ერთი ჭიქა წყალი. შეგიძლიათ წყალს ჩვეულებრივი აკვარიუმის კომპრესორი შეურიოთ, მაგრამ პირველი ვარიანტი ბევრად გავრცელებულია. პროცედურა ტარდება სათესი მასალის ჟანგბადით გაჯერებისთვისა და სტერილური გარემოს შექმნისთვის.

ჭეშმარიტი სიგნალი

აღმოცენების სტიმულირებაში დაგეხმარებათ თესლების დასხივება, სინათლის წითელი ნაკადით. ეს მცენარეში ფიტოქრომის არსებობით აიხსნება. მცენარე შეიცავს მას თესლებშიც კი. ამ სხივების მოხვედრის შემდეგ, კაკალი ხვდება, რომ აღმოცენების დროა. ამ მეთოდის გამოყენებისას, სხვა მეთოდების გამოყენებაც არის დასაშვები.

ზრდის ჰორმონები

არსებობს მრავალი საშუალება გაღვივების პროცესის სტიმულირებისთვის. მაგალითად  მოგიყვანთ „ეპინი“-ს და „კორნევინი“-ს, მაგრამ მათ გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან შესაძლებელია დაირღვეს მცენარის ჰორმონალური ფონი. იდეალური გადაწყვეტაა — ჩადეთ თესლები ქლორელას სუსპენზიაში, რომლის შეძენაც ნებისმიერ ბოტანიკურ მაღაზიაშია შესაძლებელი. ეს გახლავთ 100%-ით ნატურალური პრეპარატი, რომელიც დამზადებულია წყალმცენარეებზე, ამიტომ ზედოზირებაზეც არ იდარდოთ.

მარიხუანას თესლების გაღვივება

მარიხუანას თესლების გაღვივება

დადგა ყველაზე საინტერესო მომენტი. წარმოგიდგენთ 2 ყველაზე მარტივ და ეფექტურ მეთოდს კანაფის თესლების გასაღვივებლად. გაითვალისწინეთ, რომ ყველა აღწერილი პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია ერთჯერადი ხელთათმანით. ხელებზე დარჩენილი ჭუჭყის გამო, შესაძლებელია დააავადოთ კანაფის ხარისხიანი თესლები.

გაღვივება მიწაში

დავიწყოთ შედარებით მარტივი ვარიანტით. ამ მეთოდის გამოყენება სასურველია მაშინ, თუ თქვენ გაქვთ ახალი სათესი მასალა. ამისათვის საკმარისი იქნება ჩითილების ნიადაგი, რომელიც მებაღეობის ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება. შეძენილი გრუნტი ჩაყარეთ ერთჯერად ჭიქაში და ჩარგეთ მაში თესლები არა უმეტეს 3-5მმ. სიღრმეში. მიწა დანამეთ, არ დაასველოთ. აუცილებელია ჭიქა მოათავსოთ ცუდად განათებულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე. ამ პირობებში, გაღვივებას რამოდენიმე დღე დასჭირდება.

ყურადღება მიაქციეთ გრუნტის დანიშნულებას: ის აუცილებლად უნდა იყოს გათვლილი ჩითილებისთვის. ჩვეულებრივ სუბსტრატში ხშირად არის ზედმეტი რაოდენობით სასარგებლო კომპონენტები, რაც ავნებს სუსტ ბალახს. მას შემდეგ, რაც კანაფი მოახდენს ფოთლების 3 წყვილის ფორმირებას, საჭირო იქნება მისი გადატანა სრულყოფილ კონტეინერში, ჩვეულებრივ გრუნტში.

ბამბის დისკებსა თუ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელში გაღვივება

გარდა აღნიშნული ინსტრუმენტებისა, მოიმარაგეთ ჭიქა, პაკეტი ზიპლუქით, სასმელი წყალი და თესლები. ალგორითმი ასეთია:

  • ჩაალბეთ თესლები წყლით სავსე ჭიქაში 5 საათით;
  • დაასველეთ 2 დისკი ან ღრუბელი და გაწურეთ, რათა ზედმეტი წყალი გამოვიდეს. ჩვენ არ გვჭირდება სველი „ინგრედიენტები“;
  • მოათავსეთ კაკალი დისკზე ან ღრუბელზე და დააფარეთ მეორე;
  • მიღებული „ბუტერბროდი“ დალუქეთ პაკეტში ან ჰერმეტულ კონტეინერში.

მიღებული კონსტრუქცია მოათავსეთ თბილ ოთახში და ნუ შეეხებით გარკვეული დროის განმავლობაში. 2 დღის განმავლობაში თქვენ დაინახავთ „კუდებს“. თუ 48 საათის განმავლობაში არაფერი არ გამოჩნდება, მაინც ნუ დაპანიკდებით. ამონაზარდები შეიძლება 2 კვირაში გაჩნდეს, ასე რომ უბრალოდ აცადეთ და დაელოდეთ. ეცადეთ ხშირად არ შეამოწმოთ პროდუქტის მდგომარეობა.

„კუდების“ გაჩენის შემდეგ, შეუდექით დარგვას. თუ არ გაქვთ მარიხუანასთვის განკუთვნილი ნიადაგი, გამოგადგებათ ლიმონის და ვარდის მიწა, რომელიც 1:1 პროპორციით უნდა შეურიოთ. ამოთხარეთ პატარა ორმო, არა უმეტეს 1 სანტიმეტრისა. ამონაზარდი მიმართული უნდა იყოს ქვევით ან გვერდით, არავითარ შემთხვევაში ზევით, რადგან ფესვთა სისტემა უნდა ვითარდებოდეს ღრმად მიწაში.

თუ თესლები არ ღვივდება, რა გავაკეთოთ?

თუ თესლები არ ღვივდება, რა გავაკეთოთ?

უპირველეს ყოვლისა დამშვიდდით, ღელვით საქმეს ვერ უშველით. როგორც წესი, გაღვივება გვიანდება მაგარი გარსის გამო. ასეთ სიტუაციაში არსებობს პრობლემის გადაჭრის 2 ვარიანტი:

  • ფრჩხილების ქლიბი. მსუბუქად გაქლიბეთ კაკალი ნეკნის გაყოლებაზე. სულ მცირე განაქლიბი საკმარისი იქნება, დანარჩენს კანაფი საკუთარი ძალებით გაუმკლავდება;
  • საკუთარი კბილები. მეთოდი სარისკოა, თუმცა ეფექტური. მეთოდის გამოყენებამდე, მოათავსეთ კაკლები ტენიან ღრუბლებს შორის ერთი დღით. წვეტიანი ბოლო უნდა იყოს მომართული თქვენკენ და ფრთხილად „გაკვნიტეთ“ კაკალი მზესუმზირის მსგავსად.

კანაფის ამონაზარდის მოვლა სიცოცხლის პირველ ეტაპზე

სათესი მასალის ტენიან ნიადაგში დარგვისთანავე, იწყება კულტივირების მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ დროს ამონაზარდები ძალიან მგრძნობიარე და სათუთია.

სათბური ბოთლისა და ჭიქისგან

კაკლებს და ამონაზარდებს ძალიან უყვარს ტენიანობის მაღალი დონე (დაახლოებით 70%),მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გროუბოქსი აკვარიუმად უნდა აქციოთ. აიღეთ გადაჭრილი ბოთლი ან ერთჯერადი ჭიქა, გახვრიტეთ რამოდენიმე ადგილზე ჰაერის ცირკულირებისთვის და დააფარეთ ადგილს, სადაც თესლია ჩარგული. ასეთი კონსტრუქციის საშუალებით, უზრუნველყოფთ მარიხუანასთვის იდეალურ მიკროკლიმატს.  როგორც წესი, პირველი ამონაზარდები 3-4 დღეში ჩნდება, რიგ შემთხვევაში კვირაზე მეტიც არის ხოლმე საჭირო. გირჩევთ არ მოაშოროთ თვითნაკეთი სათბური მანამ, სანამ მცენარე არ მოძლიერდება, დაახლოებით 7 დღე.

ამონაზარდის მორწყვა

პირველი 3-5 დღე კანაფი იზრდება საკუთარი მარაგების ხარჯზე, ამიტომ დამატებითი ტენი არ არის საჭირო. მთავარია ნიადაგი არ გამოშრეს. საკმარისია დღეში ერთხელ გამოიყენოთ პულვილიზატორი, აუცილებელია განათების ღამის რეჟიმზე გადართვის წინ, რადგან როდესაც ფოთოლს ხვდება წყალი, იბლოკება თვითგაგრილების უნარი, რამაც შეიძლება მცენარის დამწვრობა გამოიწვიოს. არ დაუშვათ ტენიანობის დონის კატასტროფული შემცირება (40%-ზე ნაკლები).

მცენარე პირველად ირწყვება ფოთლების პირველი წყვილის ფორმირების შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ამ მომენტის ლოდინი გაღვივებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გვიწევს. წყალი დაასხით არა უშუალოდ ღეროს ძირში, არამედ მის გარშემო წრეზე. ეს ასტიმულირებს ფესვების გაფართოებას, რადგან ფესვები მიიწევს წყლისკენ, რომელიც შორს არის მისგან. დიდი რაოდენობით წყალი არ არის საჭირო, მთავარია ნიადაგი იყოს ტენიანი.

წყლის სიჭარბის მთავარი ნიშანია ფოთლების ჭკნობა და სისუსტე. არ იდარდოთ, ამის გამოსწორება მარტივია. დაანებეთ თავი მცენარეს რამდენიმე დღე, რათა ნიადაგმა გაშრობა შეძლოს. მნიშვნელოვანია მორწყვის შეჩერება ფესვების ლპობის დაწყებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია აღარ გამოსწორდება.

მორწყეთ მცენარე მინიმუმ 3 დღის ნადგამი წყლით. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ წყალი სრულად გაიწმინდოს ქლორისგან.

როგორ განვსაზღვროთ ნერგის მორწყვის ნაკლებობა

სათბური ბოთლისა და ჭიქისგან

ვიზუალურად, ასეთ კანაფს განსაზღვრავენ იგივე ნიშნებით, რომლებიც ზედმეტი მორწყვის დროს ვლინდება. მიუხედავად ამისა, არსებობს რიგი განსხვავებებისა. ზედმეტი მორწყვის შედეგად, ფოთლები ჭკნება, ნაკლებობის დროს კი დეფორმირდებიან, იცვლიან ფერს და შრებიან.

განსაზღვრა გრუნტის საშუალებითაც არის შესაძლებელი. თუ მისი ზედა ფენა (3-4სმ. სიღრმე) სრულიად მშრალია ერთი და მეტი დღის განმავლობაში, მცენარე იძლევა სიგნალს ვიზუალური ცვლილებით.

მორწყვის ნაკლებობა ჭარბ ტენიანობაზე მეტად არის საშიში. წყლის დამატების შემდეგ, მცენარე აღდგენას მალე იწყებს. ის არ ლპება და არ უჩნდება ობი, რაც დამახასიათებელია ზედმეტი მორწყვისთვის.

მარიხუანას დამატებითი კვება

ნაყიდი ნიადაგის გამოყენების შემთხვევაში უმჯობესია არ გამოიყენოთ სასუქი. პირველი 2-3 კვირის განმავლობაში სასუქი არ გამოიყენოთ.

კანაფის ღვივის განათება

რაც შეეხება განათებას, გროვერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს მომავალი ბუჩქის სიმაღლეში ზედმეტად ზრდას. თუ მოაკლებთ ყურადღებას, მიიღებთ მაღალს, მაგრამ სუსტ და თხელ ბუჩქს.

მცენარემ უნდა შთანთქას რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სინათლის ენერგია, სინათლის წყარო კი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს განთავსებული ბუჩქთან. თუ მებაღე იყენებს ნატრიუმის ნათურას (დნატ), მას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში დიდი სიფრთხილე მართებს, ვინაიდან ნათურები ძალიან ცხელდება. თუ ტემპერატურა 28 გრადუსს აღწევს, ღვივები ისტრესება, რაც ნეგატიურად აისახება მარიხუანას შემდგომ განვითარებაზე. იდეალური გადაწყვეტაა შექდიოდური და ესლ ნათურების გამოყენება.

დასკვნა

ახლა თქვენ უკვე ფლობთ თითქმის სრულ ინფორმაციას კანაფის საწყის ეტაპზე მოვლის შესახებ. გროვინგის შემდგომი ეტაპების შესახებ ინფორმაციას ჩვენს მიერ წარმოდგენილ სტატიებში შეგიძლიათ გაეცნოთ.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*