როგორ არ დავუშვათ ფსიქოტროპული კომპონენტების დაკარგვა

როგორ არ დავუშვათ ფსიქოტროპული კომპონენტების დაკარგვა

სამწუხაროა, მაგრამ კანაბისი მიეკუთვნება იმ მცენარეთა სახეობას, რომელსაც შედარებით მცირე დრო აქვს თავისი ჯადოსნური თვისებების შენარჩუნების. რათქმაუნდა, მისი გაშრობა და გაყივა შეიძლება, თუმცა მარიხუანას შენახვა ოთახის ტემპერატურის პირობებში ქაღალდზე კარადის უკან ცუდად მოქმედებს როგორც მასში არსებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, ასევე შესახედაობაზე. საბედნიეროდ, ასეთი დეგრადაციის მიზეზები (ფსიქოაქტიური თვისებების დაკარგვა) ადვილია გავაკონტროლოთ.

კანაბისის დეგრადაცია იწყება მოსავლის აღების მომენტიდან

რადგან მცენარეს აღარ მიეწოდება სასარგებლო ნივთიერებები ფესვების სისტემიდან, კანაბინოიდების ბიოსინთეზის პროცესი ჩერდება, რის შედეგადაც ისინი იქცევიან სხვა კომპონენტად, სხვა თვისებებით.

მაგალითად, თერმული ზეგავლენა კანაბინოიდებს აქცევს ტჰკ-დ (ამ პროცესს ქვია დეკარბოქსილირება, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, გაშრობა). მაგრამ სითბოსა და შუქის ხანგრძლივი ზემოქმედება ტჰკ-ს (მენტალური ზემოქმედება) აქცევს კბდ-თ (სხეულზე ზემოქმედება). მოსავის აღებიდან, გაშრობიდან და პროლეჩკიდან მოხმარების ვადა შეიძლება გავზარდოთ მხოლოდ გარკვეული ფაქტორების ზედმიწევნით კონტროლით, სადც შედის არა მარტო ტემპერატურა და ტენიანობა, არამედ ულტრაიისფერი გამოსხივება, და ჟანგვადის ოდენობა შენახვის ჭურჭელში.

ტემპერატურის ზემოქმედება

ტემპერატურა მოქმედებს მარიხუანას დეგრადაციაზე რამოდენიმე გზით. იდეალში, შენახვისას ის არ უნდა აღემატებოდეს 15 °C. ამ მონაცემის ამაღლება ბაღში გამოიწვევს ბაქტერიებისთვის და გირჩების ობისთვის საუკეთესო პირობებს.

გარდა ამისა, მარიხუანას კომპონენტები (მონოტერპენები) დაბალი ტემპერატურების დროს პოლიმერიზაციას განიცდიან დაბალ ტემპერარურებზე (4< °C <15), რის შედეგადაც გირჩების სურნელი (და არომატო პროფილი) შეიძლება შეიცვალლოს უკეთეს მხარეს (ეს პროცესი არის პროლეცჩკის ერთერთი მიზანია).

ამ მონაცემის გადამეტება კანაბინოიდების შემადგენლობის შეცვლას იწვევს. კანაფის ზრდის დროს, მისი ძირითადი კომპონენტი არის ტეტრაჰიდროკანაბონალური მჟავა (TGCA), რომელსაც არ აქვს ფსიქოაქტირუი თვისებები.

თავიდან TGCA ტემპერატურის ზემოქმედებით გადაიქცევა THC-ით, რაც გაშრობის დროსაც ხდება. მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივობის გამო ის მარტივად შეიძლებბა CBD-თ გადაიქცეს. ზედმეტად დაბალი ტემპერატურა კი (მარიხუანას საყინულეში შენახვა მაგალითად) ყინავს ტრიქომებს. და ისინი ადვილად ეხლებიან გირჩების ზედაპირს. ასე რომ, დეგრადაცია შეიძლება მექანიკურმა ფაქტორებმაც გამოიწვიონ.

ტენიანობის გავლენა

ჰაერის მაღალ ტენიანობას შეუძლია კანაბისის დეგრადაცია გამოიწვიოს — გირჩები ინესტება და ფსიქოაქტიურ ეფექტს კარგავენ.

ფარდობითი ტენიანოვის ოპტიმალური მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს მარიხუანას შენახვის დროს დაახლოებით 59% — 63%-მდეა.

კანაბისის მიერ სინესტის განმეორებითი შეწოვის დროს არა მარტო დაობების რისკია, შეიძლება ამიაქის მცირე ნატაც კი დაჰყვებოდეს ჰაერის შეზღუდული ცირკულაციის გამო.

სხვა მხრივ, ზედმეტად დაბალი ტენიანობა გაშრობის და შენახვის დროს, ასევე უარყოფითად მოქმედება კანაფის ფსიქოაქტიურ ხარისხზე. ტენიანობის ზედმეტად სწრაფი დაკარგვის დროს კანაფის გირჩები გამომშრალი და სუსტი ხდება და კარგავს გემოს და არომატს.

ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ჟანგბადის მოქმედება

ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ჟანგბადის მოქმედება

ულტრაიისფერმა გამოსხივებამ და ჟანგბადმა შეიძლება მოკლე ხანში დააკარგვინოს დიდი რაოდენობის ფსიქოაქტიური ეფექტი.

ულტრაიისფერი გამოსხივება ანგრებს კანაბისის ორგანიკულ მატერიას, დეგრადაციასა და კანაბინოიდების დაკარგვას იწვევს. ამ პროცესის შენელება შეიძლება შუქის ზემოქმედების შეზღუდვის საშიალებით გამშრალ მარიხუანაზე.

ჟანგბადის მუდმივი არსებობა, ასევე იწვევს ფსიქოაქტიური კანაბიონიდებას არაფსიქოაქტიურებით გადაქცევას. THC, რომელიც გადამეტებითი ჟანგბადის გარეოში იმყოფება უფრო სწრაფად გადაიქცება CBD-თ.

ამიტომ შენახვისა და პროლეჩკის დროს განსაკუთრებითი ყურადთება უნდა მიაქციოთ ჟანგვადისა და ტენიანობის რაოდენობას. პროლეჩკის დროს გახსენით ხოლმე ბანკები დრო და დრო რომ გამოირანოთ ზედმედი სინესტე და ჟანგბადის მარაგი განაახლოთ. ის საჭიროა TGCA THC გადაქცევისთვის. გამოიყენეთ გერმენტული შუშის ჭურჭლები, რომ გააკონტროლოთ და მინიმუმამდე ჩამოიყვანოთ გირჩებამდე ჰაერის მიღწევა.

საბოლოო ჯამში, ტემპერატურა, ტენიანობა, შუქი და ჰაერი არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ კანაბისის ფსიქოაქტიური თვისებების დაკარგვაზე.

ამ მაჩვენებლების კონრტოლს და საჭირო დონის შენარჩუნებას შეუძლია საგრძნობლივ გაზარდოს თქვენი გირჩების მოხმარების ვადა. თუმცა კანაბისის მიერ თავისი თვისებების დაკარგვა დროთაგანმავლობაში გარდაუვალია, შენახვის დროს გარემოს მკაცრად კონტროლი — დაბერების ბუნებრივ პროცესებთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდია. მიაქციეთ ამას ყურადღება და თქვენი მოსავალი დიდხანს დარჩება საღი, შეიძლება იმაზე დიდხანს რადმენსაც თქვენ ვარაუდობდით.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*