განსხვავება ინდიკასა და სატივას შორის. აქვს თუ არა მას მნიშვნელობა? 

განსხვავება ინდიკასა და სატივას შორის

ტერმინები ინდიკა და სატივა ფართოდ გამოიყენება და ხშირად არის კამათის საგანი. იმის მიუხედავად, პირველად მოიხმართ მარიხუანას, თუ მისი გამოცდილი მომხმარებელი ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ ინდიკას „სხეულის კაიფის“,  სატივას „ცერებრალური ეფექტის“ ან ჰიბრიდის სხვა ეფექტების შესახებ.

ამ ტერმინების უგულებელყოფა რთულია. თუ დააკვირდებით „შტატებში“, აფთიაქის კარგად დაკომპლექტებულ დახლს, კანაფის ყველა შტამის და მისი კულტურული ჯიშების შეფუთვაზე ნახავთ ეტიკეტს ერთ-ერთი ასეთი წარწერით. რამდენად სასარგებლოა და რამდენად დამაბნეველი ინდიკას და სატივას შორის არსებული სხვაობა?

თუ მზად ხართ გაიგოთ ინდიკასა და სატივას შესახებ აზრთა სხვადასხვაობის, ამ ტერმინების წარმოშობის, მათი მნიშვნელობის შესახებ, გაეცანით სტატიას.

ყველა შტამს და კანაფის ჯიშს აქვს თავის ფორმა, ფერი, არომატი და ეფექტი.

შინაარსი

როგორ გამოიყენება ტერმინები — სატივა და ინდიკა?

ტერმინები კანაფის განსხვავებული ზომების, ფოთლების ფორმის, წარმოებული ბოჭკოს რაოდენობის მიხედვით იდენტიფიკაციისთვის გამოიყენებოდა. დღეისათვის, მებაღეები მათ დაახლოებით იგივე მიზნებისთვის იყენებენ: მარიხუანას ყოფენ ინდიკას და სატივას ზრდის და ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით.

გროვერები იყენებენ ინდიკას, სატივას და ჰიბრიდებს, რათა მოახდინონ მცენარის კლასიფიცირება მათი ზრდის ნიშნების და მიღებული ქიმიური პროფილების მიხედვით, რის შემდეგაც რეალიზატორებს შესაძლებლობა ეძლევათ შესთავაზონ მომხმარებლებს კონკრეტული მახასიათებლებით კლასიფიცირებული ჯიშები.

ინდიკას და სატივას ტაქსონომიას ძირითადად მებაღეები იყენებენ.

 რაში მდგომარეობს ინდიკას და სატივას შორის განსხვავება?

 რაში მდგომარეობს ინდიკას და სატივას შორის განსხვავება?

რეალური განსხვავება ინდიკას და სატივას შორის მდგომარეობს სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში გამოვლენილი ნიშნებით. ინდიკა ძირითადად დაბალია, სქელი ღეროებით და განიერი, მუქი მწვანე ფოთლებით. მათ ახასიათებთ ყვავილობის მოკლე ციკლი და ცივ კლიმატში კარგი ზრდა. სატივას შედარებით ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი აქვს, ის უკეთ იზრდება თბილ კლიმატში. იზრდება შედარებით მაღალი და აქვს ღია მწვანე შეფერილობის, ვიწრო ფოთლები.

ბოლო 50 წლის განმავლობაში კანაფის კულტივირება და შეჯვარება სულ უფრო პოპულარული ხდება. სწორედ ამის შედეგია, რომ პრაქტიკულად არ არსებობს სუფთა სატივა და ინდიკა. ყველა მცენარე, რომელთანაც ოდესმე შეხება გქონიათ, სავარაუდოდ, რომელიმე ჰიბრიდი იქნებოდა. კონკრეტული ჯიშის კლასიფიკაცია (სატივა ან ინდიკა) ნიშნავს, რომ ის ახასიათებს მცენარის თვისებებს.

 სატივას და ინდიკას ეფექტი

შტამების კვლევისას, აღწერაში ნახავთ სატივას ეფექტის დახასიათებას, მას აქვს  ცერებრალური, მათრობელა ეფექტი, ამაღლებს განწყობას და მატებს ენერგიას. ინდიკას აქვს სედატიური, მომადუნებელი, „სხეულის გაქვავების“ ეფექტი. სატივასა და ინდიკას დახასიათება მისაღები და რეალურია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეფექტები ყოველთვის არ ემთხვევა.

ჰიბრიდული ჯიშები ისეთივე ცნობილი გახდნენ, როგორც მათი წინაპრები. ჰიბრიდები, სახეობის განსაზღვრის შედარებით რთულ სისტემას წარმოადგენს, ის არ უზრუნველყოფს მარკირებას, რომელიც ადეკვატურად მიუთითებს ჯიშის მოსალოდნელ ეფექტებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს კანაფზე.

ოდესმე მოდუნებულხართ ინდიკას საშუალებით და გახვეულხართ მაღალენერგეტიკულ გონებრივ ბურუსში? ან თუ გიცდიათ სატივას მაღალი შემცველობის მქონე შტამების მოხმარება, რომლებიც სასარგებლოა პროდუქტიულობისთვის, შედეგად კი მიგიღიათ  მთელი სხეულის ხანგრძლივი სტოუნი? სიმართლე რომ ვთქვათ, შტამისთვის დამახასიათებელი ეფექტის მისაღებად ყოველთვის როდი შეგიძლიათ ენდოთ საკუთარ სხეულს. თქვენ და თქვენმა მეგობარმა შეიძლება მოიხმაროთ ერთი და იგივე მოსავალი და სრულიად განსხვავებული ეფექტი მიიღოთ.

სულ უფრო მეტ პროდუქტს ეწოდება ჰიბრიდი, რადგან ეს ბევრად უფრო ზუსტი ტერმინია. ხშირად მწარმოებელი რეკომენდაციას უწევენ ჰიბრიდებს მათი ვიწროსპეციალიზირებული ეფექტების, გემოს და არომატების გამო.

საბოლოო ჯამში, ინდიკა და სატივა შესაძლებელია გამოყენებული იყოს ზედსართავ სახელად ეფექტის აღწერისთვის, მაგრამ ასეთი ეტიკეტის მქონე პროდუქტის ეფექტი ყოველთვის არ ემთხვევა  აღწერას.

როგორ მოქმედებს ინდიკა და სატივა ადამიანზე?

როგორ მოქმედებს ინდიკა და სატივა ადამიანზე?

ინდიკას და სატივას პარადიგმა — განტვირთვა და აღგზნება — აშკარად მოძველდა. როგორ გავარკვიოთ, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი თქვენზე?

ყველა ჯიშს აქვს ინდივიდუალური ეფექტი, რადგან ის დამოკიდებულია უშუალოდ მომხმარებელზე.

ეფექტები, რომლებსაც იწვევს შტამი, პირდაპირ კავშირშია კანაბინოიდებსა და ტერპენებზე.

ბაზარზე არსებულ პოპოულარულ ჯიშებს, როგორც წესი, აქვთ ტჰკ-ს მაღალი შემცველობა. ტერპენები და ორგანული ნაერთები, რომლებიც განაპირობებენ ჯიშის გემოსა და არომატს, ასევე მოქმედებენ ეფექტის მახასიათებლებსა და სამკურნალო თვისებებზე. ინდიკას და სატივას ეტიკეტები შექმნილი იყო ასწლეულებით ადრე, ვიდრე კაცობრიობა გააცნობიერებდა, რომ სწორედ ტერპენებზეა დამოკიდებული კონკრეტული ჯიშის ზემოქმედება.

ტერპენები ძლიერ მოქმედებას ახდენენ ხასიათსა და ეფექტზე, ასევე სამკურნალო თვისებებზე. როდესაც საქმე პროდუქტის არჩევას ეხება, ბევრად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თუ ყურადღებას კანაბინოიდების და ტერპენების შემცველობას მიაქცევთ.

მარტივად მიხვდებით, რომ კონკრეტული გირჩი ზუსტად ის არის რასაც ეძებთ, თუ შეიგრძნობთ მის სურნელს. თუ სუნი მისაღებია, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი სხეული კარგ რეაგირებას მოახდენს დომინანტ ტერპენებზე.

როგორც ყოველთვის, ცოდნა გამოცდილებასთან ერთად მოდის. თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად რეაგირებს გარე ფაქტორებზე. თქვენ თავად ხართ საუკეთესო რესურსი იმის გასარკვევად, თუ კანაფის რომელი პროდუქტით მიიღებთ სასურველ ეფექტს.

ცდების და შეცდომების გათვალისწინების მეთოდით გაარკვიეთ, კანაბინოიდების და ტერპენების რომელი პროფილი არის თქვენთვის საუკეთესო. პროცესის ეფექტურობისთვის ჩაინიშნეთ, თუ რომელი გასინჯეთ, რომელი მოგეწონათ და რომელი არა.

როგორ მოქმედებს ინდიკა და სატივა ადამიანზე?

ხშირად დასმული კითხვები

სატივა ენერგიისთვის არის?

სატივას ეფექტს ხშირად აღწერენ როგორც ცერებრალურს, მათრობელას, ის ამაღლებს განწყობას, ინდიკა — პირიქით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ  წარწერა sativa გარანტირებულად აგავსებთ ენერგიით და გაგიუმჯობესებთ განწყობას.

არის თუ არა განსხვავება სატივასა და ინდიკას შორის?

ფიზიკურად — დიახ. ეს ტერმინები შექმნილი იყო იმისათვის, რომ დაეხმაროს მებაღეს მცენარის ფიზიკური მახასიათებლების კლასიფიკაციაში. თუმცა, ეს არ მეტყველებს ადამიანის ორგანიზმზე პირდაპირი მოქმედების თავისებურებებზე.

რომელი შტამი გაცინებთ ყველაზე მეტად?

ეს იგივეა, რომ დასვათ კითხვა, თუ რომელი ფილმი უფრო მეტს გაცინებთ. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე. კატალოგები იძლევა საშუალებას გაფილტროთ შტამების ეფექტი მომხმარებელთა გამოცდილების საფუძველზე.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*