6 მარტივი ნაბიჯი კანაფის თაფლის ზეთის მოსამზადებლად

6 მარტივი ნაბიჯი კანაფის თაფლის ზეთის მოსამზადებლად

მათ, ვინც ახლა იკვალავს გზას კანა-ინდუსტრიაში, გთავაზობთ კანაფის თაფლის ზეთის შესანიშნავ რეცეპტს. პროცესი საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს დიდ დროს.

შინაარსი

საკუთარი კანაფის მოყვანა და შემდეგ მისგან საკუთარი ზეთის დამზადება — ნამდვილი სიამოვნებაა. ამგვარად ზეთის მიღება ბევრად იაფი დაგიჯდებათ და თავიდან აირიდებთ მასში მავნე ქიმიკატების და კონსერვატების დამატებას.

რა არის კანაფის ზეთი?

ეს არის კანაფისგან მიღებული ზეთი. კონცენტრაცია CBD და THC დამოკიდებული იქნება შერჩეულ ჯიშზე, რომელსაც იყენებთ. მათი შემადგენლობა ზეთში იქნება კანაფში არსებული შემადგენლობის იდენტური.

მაგალითად, ინდიკის შტამებისგან ექსტრაგირებული ზეთი შეიცავს მეტი რაოდენობით CBD-ს, იმ დროს, როდესაც სატივის შტამების უმრავლესობიდან მიღებული ზეთი, როგორც წესი, შეიცავს მეტი რაოდენობით THC-ს. მომხმარებლების უმრავლესობა ირჩევს THC da CBD-ს პროდუქტს თანაბარი რაოდენობით .

რა არის THC და CBD?

THC (დელტა — 9 — ტეტრაჰიდროკანაბინოლი) — გახლავთ კანაფის მცენარეში აღმოჩენილი ფსიქოაქტიური ნაერთი. ის პასუხისმგებელია სწორედ იმ ეიფორიასა და „კაიფზე“, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან ასოცირდება.

CBD (კანაბიდიოლი) — არ იწვევს თრობას. ის არ მოგგვრით კაიფის შეგრძნებას, მაგრამ იმოქმედებს სხეულსა და გონებაზე. კბდ-ს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება და ხშირად გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად, ანთების და შფოთვების დროს.

ორივე ნაერთი პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი სხეულის ენდოკანაბინოიდურ სისტემაზე. ხელს უწყობს ენდოკანაბინოიდების განთავისუფლებას ორგანიზმში და ქმნის ბალანსს (ჰომეოსტაზი). თაფლის ზეთში იქნება როგორც კბდ და ტჰკ, ასევე სხვა მრავალი კანაბინოიდი და ტერპენი. ზეთის ეფექტი დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ შერჩეული მარიხუანას ჯიშზე.

რა არის THC და CBD?

როგორ მივიღოთ კანაფის ზეთი?

ზეთის მიღება რამოდენიმე მეთოდით არის შესაძლებელი. შედარებით პოპულარულ მეთოდში გამოიყენება გაყინული წყალი, ნუტანი, იზოპროპილური ან ეთანოლის სპირტი. არსებობს სხვა, უფრო მარტივი მეთოდები, რომელთა გამოყენების შედეგად იგივე შედეგს მიიღებთ.

 რა არის თაფლის ზეთი?

კანაფის თაფლის ზეთი გადის მყარი კომპონენტების მოშორების პროცესს გაგრილების მეთოდის გამოყენებით. თუ გამოტოვებთ ამ პროცესს, თაფლის ზეთის ნაცვლად მიიღებთ ალუბლის ზეთს.

თაფლის ზეთი გადის გაგრილების პროცესს, რაც გეხმარებათ ისეთი არასასურველი ნივთიერებების მოშორებაში, როგორიცაა ცვილი, ცხიმები და ქლოროფილი. შედეგად, მიიღება სუფთა და გამჭვირვალე პროდუქტი. ალუბლის ზეთის მისაღებად, არ გამოიყენება გაგრილების პროცესი, ამიტომ ის ბევრად მუქია და თაფლზე მეტად მელასას (Molasses) მოგაგონებთ.

რა არის თაფლის ზეთი?

არის თუ არა თაფლის და ჰაშიშის ზეთი ერთი და იგივე?

მარტივად რომ ვთქვათ, დიახ — ერთი და იგივეა.

თავდაპირველად მას ჰაშიშის ზეთს უწოდებდნენ, შემდეგ კი მიიღო არატექნიკური ტერმინი „თაფლის“. სახელწოდების ცვლილება გამოიწვია კონცენტრატის ქარვის ფერმა და თაფლის მსგავსებამ.

სხვა სახელწოდება, რომელიც ხშირად გამოიყენება ჰაშიშისა და თაფლის ზეთისთვის — კანაფის ზეთია. მისი მიღება შესაძლებელია ჰაშიშის ან მარიხუანასგან.

რას გულისხმობს გაგრილების მეთოდი?

ეს არც ისეთი რთული პროცესია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თაფლის ან ჰაშიშის ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კანაფის და იზოპროპილის სპირტის მოთავსება საყინულეში 24 საათით. მიზანი — ქლოროფილების და ცვილის რაოდენობის შემცირებაა, რომლებიც მარიხუანადან გამოიყოფა.

გაყინვის შემდეგი ნაბიჯია — თაფლის ზეთის დამზადება სახლის პირობებში.

როგორ მოვამზადოთ თაფლის ზეთი სახლის პირობებში

რა დაგჭირდებათ:

  • კანაფი (10-20 გრამი საუკეთესო შედეგებისთვის);
  • იზოპროპილის სპირტი;
  • საყინულე;
  • საცხობი სინი;
  • ქილა;
  • ყავის ფილტრი ან მარლა;
  • დანა

ინსტრუქცია:

ნაბიჯი 1:

პირველი ნაბიჯი გახლავთ გაყინვა. მოათავსეთ კანაფი და იზოპროპილური სპირტი საყინულეში 24 საათი (ცალკე).

შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი მცენარე, პრემიუმ კლასის ყვავილედები ან მხოლოდ შენახული ფოთლები და პატარა ყვავილედები.

ნაბიჯი 2:

24 საათის შემდეგ გამოიღეთ კანაფი და იზოპროპილის სპირტი საყინულიდან. მოათავსეთ კანაფი თავსახურიან ქილაში და დაასხით სპირტი, იმდენი რომ კანაფი სრულად დაიფაროს.

ნაბიჯი 2:

ნაბიჯი 3:

შეანჯღრიეთ ქილა 30 წამის განმავლობაში.

ნაბიჯი 4:

ჩაასხით მიღებული სითხე ყავის ფილტრის ან მარლის გამოყენებით საცხობ სინზე.

ნაბიჯი 4:

ნაბიჯი 5:

დაელოდეთ იზოპროპილის სპირტის აორთქლებას, ამას შეიძლება 24-დან 48 საათამდე დასჭირდეს. თუ გაქვთ ვენტილატორი და გამათბობელი, შეგიძლიათ დააჩქაროთ პროცესი და დრო რამოდენიმე საათამდე შეამციროთ. საცხობი სინის აირღუმელში შედგმა საჭირო არ არის. სპირტი მაღალი ტემპერატურის გარეშეც აორთქლდება.

ნაბიჯი 6:

როდესაც სპირტი აორთქლდება, მოაგროვეთ ფორმაში დარჩენილი ზეთი.

ნაბიჯი 6:

როგორ გამოვიყენოთ თაფლის ზეთი?

მისი გამოყენება შეიძლება საკვებში, ასევე შეგიძლიათ ამოავლოთ ზეთში საყვარელი გირჩები და გაანებივრეთ საკუთარი თავი!

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*