მივყავართ თუ არა მარიხუანას ძლიერი ნარკოტიკების მოხმარებამდე

მივყავართ თუ არა მარიხუანას ძლიერი ნარკოტიკების მოხმარებამდე

ჩატარებული კვლკევები ადასტურებს კავშირს მარიხუანას გაცნობის დროს ადამიანის ასაკსა და შემდგომში ძლიერი ნარკოტიკების მოხმარებას შორის. იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ შედეგები, საჭიროა ჩავეძიოთ ადრეული მოხმარების მიზეზებს.

მონრეალის მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი კვლევა 1300 ახალგაზრდაზე. სამუშაო დაიწყო 1980 წელს. ყველა ბიჭი იყო ღარიბი ოჯახებიდან. ყოველწლიურად 13-დან 17 წლამდე მონაწილე მოზარდები პასუხობდნენ კითხვებს მარიხუანას მოხმარებაზე. 17 წლის შესრულების შემდეგ მონაწილეებს ეკითხებოდნენ სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ, ისეთების, როგორიცაა ამფეტამინი, ჰეროინი ან კოკაინი, დეპრესანტები, ჰალუცინოგენები  და სხვა. იგივე კითხვებს უსვამდნე მათ 20 და 28 წლის შესრულების შემდეგ.

კვლევის შედეგებს ღებულობდნენ მონაწილეთა პასუხებიდან. ცხადია, ყველა პასუხი არ იქნებოდა გულახდილი, მაგრამ  მაინც, დადებითი პასუხების პროცენტი საკმარისი იყო გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად.

მიღებული მონაცემებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი კანაბისის მოხმარებას, მით უფრო მეტია სხვა ფსიქოტროპულ საშუალებებზე დამოკიდებულების განვითარების რისკი. განსაკუთრებით საგანგაშოა მარიხუანას მოხმარების დაწყება 13-15 წლის ასაკში. ყოველი წელი არსებითად მოქმედებს 30 წლისთვის დამოკიდებულების გაჩენის ალბათობაზე. თუ ბალახთან ნაცნობობა 15 წლის ზევით შედგა, მაშინ დამოკიდებულების შანსები მძიმე ნარკოტიკებზე არსებითად ნაკლებია.

თუ მონაწილეები პირველად მარიხუანას 15-17 წლის ასაკში სინჯავდნენ, 28  წლისთვის სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების რისკი უმნიშვნელო იყო. შემჩნეული იყო შემდეგი ტენდენცია: თუ 15 წლიდან შევამცირებთ ახალგაზრდა მწეველის ასაკს 1 წლით, დამოკიდებულების გაჩენის რისკი თითოეულ ნაბიჯთან ერთად ორმაგად იზრდება.

მიღებული შედეგებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „პირველი ნაბიჯის“ ან „შემავალი ნივთიერების“ საკამათო თეორიები არ მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას, დროთა განმავლობაში გადადიან უფრო ძლიერ ნარკოტიკებზე. მეცნიერებმა გააკეთეს უფრო გლობალური დასკვნები. მონაწილეთა მონაცემებზე კვლევების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც სინჯავდნენ მარიხუანას 15 წლამდე, იღებდნენ მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში, ვანდალიზმში, შედიოდნენ ქუჩურ დაჯგუფებებში და ღებულობდნენ ალკოჰოლს.

კანაბისის მოხმარება ადრეულ ასაკში — პრობლემის მხოლოდ ნაწილია, რომელიც უბიძგებდა ახალგაზრდებს ნარკომანიისაკენ. ასევე იყო მიღებული შედეგები, რომ ახალგაზრდები, რომლებიც იწყებდნენ ალკოჰოლის მიღებას 17 წლამდე ასაკში, 28 წლისთვის ხდებიან ალკოჰოლიკები.

განსაკუთრებულ გავლენას ნივთიერებებთან შეჩვევაზე ახდენს მათი მოხმარების სიხშირე. თუ ბიჭები ღებულობდნენ ნარკოტიკს წელიწადში 20-ზე მეტჯერ, 28 წლისთვის დამოკიდებულების რისკი იზრდებოდა ორმაგად. ის მონაწილეები, რომლებიც ეწეოდნენ უფრო იშვიათად და აკეთებდნენ შესვენებებს, დამოკიდებულების გაჩენის ბევრად ნაკლები შანსები ქონდათ.

ნაწილობრივ დასტურდება ის, რომ მარიხუანას მწეველები დროთა განმავლობაში გადადიან ძლიერ ნარკოტიკებზე. ახალ ინფორმაციას წარმოადგენს ის, რომ უპირვლეს ყოვლისა პრობლემები ქცევაში ხდება ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარებამდე მივყავართ.

ცხადია, რომ უკეთესია არ დავიწყოთ კანაბისის მოხმარება ადრეულ ასაკში და თუ ეს მაინც ასე მოხდა, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მოზარდის ქცევას და მივცეთ სწორი მიმართულება.

Related posts

Discussion

1 комментарий
  • გიო გიო

    ბაზარი არაა ვეთანხმები სტატიას. აი 20 წლის ასაკში რო ეწევი მარიხუანას, პროსტა სხვა პონტი აღარც გინდა რაა.

Write a Reply or Comment

Comment*

*

*