შინაარსი
- წინასიტყვაობა: სისტემისა და უპირატესობების შესახებ
- რას ნიშნავს ორგანული საკვები ნივთიერებები
- ბრძოლა მავნებლებთან ორგანული საშუალებებით
- რჩევები ორგანული მარიხუანას ღია სივრცეში მოსაყვანად
- სხვა სასარგებლო რჩევები ორგანული მარიხუანას მოსაყვანად
- რჩევები ორგანული მარიხუანას მოსაყვანად ჰიდროპონიკაზე
- რჩევები ორგანული მარიხუანას მოსაყვანად ქოქოსის კოირაზე
- დასკვნა
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების პოპულარიზაციამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ჯერი კანაბისის კულტივირებამდეც მივიდა. რატომაც არა, რატომ არ უნდა იყოს ორგანული მარიხუანას მოყვანა მართებული? ეს მცენარე ხომ ბუნების საჩუქარია და მისი ორგანულობა გულისხმობს მის აბსოლუტურ სისუფთავეს!
წინასიტყვაობა: სისტემისა და უპირატესობების შესახებ
ორგანული მარიხუანა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. ნებისმიერი ორგანული მცენარე შეიძლება აღვწეროთ, როგორც ცოცხალი ორგანიზმიდან წარმოქმნილი მცენარე. რაც შეეხება ორგანულ მცენარეებს, მათ მოსაყვანად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ბუნებრივი საშუალებები. ეს შეეხება როგორც გარემოს, ასევე საკვებ ნივთიერებებს. ორგანული საკვები ნივთიერებები განსხვავდება ქიმიური გზით მიღებული სასუქებისგან. ორგანული მარიხუანას მოყვანა შედგება საკმაოდ რთული სტრუქტურის გროვისგან. ამ სისტემაში შედის მთელი „ეკო-სისტემა“, რომელიც მოიცავს მწერებს, ბაქტერიებს, ჭიებს და სოკოებს. ეს ყოველივე მომავალში მცენარეს ზრდისა და განვითარების საშუალებას აძლევს.
ორგანული მარიხუანას მოყვანას მრავალი უპირატესობა აქვს. ამის შესახებ სამეცნიერო ნაშრომის დაწერაც კი შეიძლება. ჩვენ შევეცდებით მოკლედ წარმოგიდგინოთ მისი არსი. მზა მოსავალი ქიმიკატების გარეშე ბევრად გემრიელი იქნება. გირჩების სურნელიც ბევრად სასიამოვნოა. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ «ორგანიკა“ ბევრად ძლიერ მოქმედებს ადამიანზე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორგანიზმში არ მოხვდება არანაირი ქიმიკატები, რაც მარიხუანას მავნებლობას ამცირებს.
ჩვენი დროის მებაღეებს შორის ორგანული მარიხუანას მოყვანის შესწავლის მრავალი მსურველია. ეს სახელმძღვანელო გიჩვენებთ, როგორ მოახერხოთ მაქსიმალურად ეფექტური და პროდუქტიული გროვი.
რას ნიშნავს ორგანული საკვები ნივთიერებები
ორგანულ საკვებ ნივთიერებად ითვლება ყველა იმ პროდუქტის ნაირსახეობა, რომლებიც ფაქტიურად ცოცხალი ორგანიზმებისგან შედგება. ნახშირბადის შემცველობა ასევე განასხვავებს ორგანულ სასუქს არაორგანულისგან. ნახშირბადს შეიცავს ასევე ისეთი ნაერთები, როგორიცაა:
- ნახშირწყლები;
- ლიპიდები;
- ცილები;
- ვიტამინები.
დიახ, ეს ყველაფერი ხდის მათ ორგანულს. წყალი და მინერალები არ შეიცავს ნახშირბადს, ისინი არაორგანულად ითვლება.
არსებობს სამი ძირითადი საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია მარიხუანასთვის. ესენი გახლავთ აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. ვეგეტაციის სტადიაზე მცენარე მოითხოვს მეტი რაოდენობით აზოტს და კალიუმს. მათ უწინდებურად დასჭირდებათ ფოსფორი, მაგრამ დანარჩენ ნივთიერებებთან შედარებით ნაკლები რაოდენობით.
ეს სამი ძირითადი კომპონენტი მცენარის განვითარებისთვის საჭიროა ყვავილობის სტადიაზე. მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროა განსხვავებული პროპორციებით. მცენარეს არ დასჭირდება იმდენად ბევრი აზოტი, რამდენადაც კალიუმი. ფოსფორი საჭიროა საშუალო და საშუალოზე მაღალ ნაწილებში.
ბაზარზე წარმოდგენილია ორგანული სასუქის დიდი მრავალფეროვნება. არ აქვს აზრი ბრენდების ჩამოთვლას. არჩევანი სუბიექტურია. როგორც წესი, ყველა მებაღეს აქვს თავის რჩეული ბრენდები, რომლებსაც ენდობიან. ბევრად მნიშვნელოვანი სხვა მომენტია. ყველაზე ეფექტური სასუქებიც უაზრობა იქნება, თუ გამოიყენება უხარისხო ორგანული ნიადაგი. თუ არჩეული გრუნტი საკმაოდ მდიდარია სასარგებლო ორგანული ნივთიერებებით და მაქსიმალურად ჯანსაღია, შესაძლებელია სულაც არ გამოიყენოთ დამატებითი სასუქი.
მაქსიმალურად ჯანსაღი გარემოს მქონე სუპერ ნიადაგის შექმნის ბევრად მარტივი საშუალებაა — მასში კომპოსტის დამატება. კომპოსტი შეიძლება შეიცავდეს მრავალ ცოცხალ ორგანიზმს. ყველაზე ხშირად მას ემატება საკვები ნარჩენები.
ეს შეიძლება იყოს:
- ორგანული კომპოსტი;
- ყავის ნალექი;
- სიმინდის კობრები;
- კვერცხის ნაჭუჭი;
- ჩაი (ჩაის ფოთლები ან პაკეტები);
- ნედლი ან მომზადებული ბოსტნეული;
- ძველი ან დაობებული პური;
- ხილის კურკები;
- ბოსტნეულის ან ხილის ქერქი.
რამდენადაც ნარჩენები ემატება კომპოსტს, ისინი გამოყოფენ საკვებ ნივთიერებებს ნიადაგში, რაც არა საჭიროს ხდის სხვა სასუქის დამატებას გროვინგის პროცესში. ღია გრუნტში მოყვანისას შესაძლებელია უბრალოდ ნიადაგის ზედაპირს დავაფაროთ კომპოსტი. კომპოსტში არსებული მიკროორგანიზმები ურთიერთქმედებს ნიადაგთან და ქმნის ბიო ბადეს. ეს ბადე მოახდენს კანაბისის ყველა საკვები ნივთიერების მოთხოვნების გენერირებას. ის ასევე შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს და მიკრობებს, რომლებიც სასარგებლოა მცენარისთვის.
თუ კომპოსტი ემატება კონტეინერში, ის უნდა მოთავსდეს მოცულობის ქვედა მესამედში. მოგვიანებით ორგანული ნიადაგი შეიძლება ზევიდან დაემატოს. ეს იძლევა გარანტიას, რომ მცენარე არ მიიღებს ფაქტიურ (ქიმიურ) დამწვრობას კომპოსტისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მცენარესთან ან კლონებთან მუშაობისას.
ვერმის კომპოსტი — ეს კომპოსტის სხვა ტიპია. ის ძირითადად ჭიებისგან შედგება. ჭიის ნარჩენი მდიდარია აზოტით და არ იწვევს საკვები ნივთიერებების წვას. ჭიები ასევე ხელს უწყობენ ნიადაგის „განიავებას“, რაც უზრუნველყოფს ნიადაგს ჟანგბადით.
განსაზღვრული სოკოები, ცნობილი, როგორც მიკორიზული სოკოები, ასევე შესაძლებელია დამატებული იყოს ორგანულ ნიადაგში. ეს განაპირობებს მცენარის ფესვების ჯანსაღ ზრდას. მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ ნიადაგში рН დონე.
„ცოცხალი“ ნიადაგი გახლავთ კიდევ ერთი მეთოდი ორგანული მარიხუანას მოსაყვანად. მის საფუძვლად იყენებენ ჯანმრთელ მიკრობებს და მწერებს. ეს ყველაფერი, თავის მხრივ ახდენს მცენარისთვის ბუნებრივი გარემოს ფორმირებას. წითელი ჭიები — ვიგლერები ხშირად ემატება ნიადაგს. როგორც ბიო ჰუმუსში, მათ შეუძლიათ საკვები ნივთიერებების დამატება და აერაციის უზრუნველყოფა. მაგრამ, ეს ჭიები უნდა გამოიყენოთ დიდ კონტეინერებში. თუ ისინი არ მიიღებენ საკმარის სივრცეს, მოკვდებიან და ავნებენ მცენარეს.
ბრძოლა მავნებლებთან ორგანული საშუალებებით
მავნებლებთან ბრძოლა ნებისმიერი ორგანული გროვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. კომპოსტისა და ნიადაგის კომბინაცია — იდეალური ადგილია მავნებლების გასახარებლად. ორგანული მარიხუანის მოყვანა მოიცავს მავნებლებთან ბრძოლის ორგანულ საშუალებებს. ქიმიური პესტიციდები გაანადგურებს ორგანულ გროვს.
არსებობს მავნებლებთან ბრძოლის რიგი ორგანული საშუალებებისა, მათ მიეკუთვნება:
- კომპანიონი მცენარე. ეს შეიძლება იყოს ბაზილიკი, კაიანური წიწაკა და ნიორი;
- სხვა მცენარეების ეთერზეთების გამოყენება, მაგალითად ლავანდა და პიტნა;
- სასარგებლო ხოჭოები, როგორიცაა ჭია მაია და ტკიპები.
რჩევები ორგანული მარიხუანას ღია სივრცეში მოსაყვანად
ორგანული მარიხუანას მოყვანა ღია გრუნტში მცირედით განსხვავდება ანალოგიური საქმიანობისგან ქიმიკატების გამოყენებით. როგორც ყველგან, ყველაფერი იწყება ნიადაგით.
ნიადაგი შეიძლება შეიცავდეს:
- პემზას;
- მიწის ჭიებს ან წვიმის ჭიებს;
- პერლიტს;
- ჩიტების განავალს;
- თევზის ემულსიას;
- ტორფს.
სხვა სასარგებლო რჩევები ორგანული მარიხუანას მოსაყვანად
- გარეთ დარგული მცენარეები კარგად განვითარდება 16-24 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე;
- მცენარემ უნდა მიიღოს მზის სინათლე 5-6საათის განმავლობაში. სასურველია დღის შუა მონაკვეთში. ამ დროს სინათლის ხარისხი საუკეთესოა.
- გამოიყენეთ სუპერ ნიადაგის და კომპოსტის კომბინაცია. ეს უზრუნველყოფს მცენარეს საკვები ნივთიერებებით.
- არ გამოიყენოთ წყალმომარაგების სისტემა. ის შეიძლება შეიცავდეს ფტორს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც გაანადგურებენ მცენარეს. გამოიყენეთ მხოლოდ გაფილტრული წყალი.
- მიხედეთ მცენარეებს, რათა განსაზღვროთ სჭირდებათ თუ არა მათ დამატებითი საკვები ნივთიერებები. შესაძლებელია საკმარისი იყოს კომპოსტი, მაგრამ თუ არ კმარა უნდა გამოიყენოთ ორგანული დამატებები.
- წვიმიან კლიმატში გააკეთეთ პატარა ორმოები, ზედმეტი წყლის გამოსადევნად;
- ქარიან კლიმატში გააკეთეთ ქარის დამცავები;
- ყინვაში გააკეთეთ დამცავები;
- აუცილებლად აარჩიეთ შტამი, რომელიც კარგად ვითარდება თქვენს კონკრეტულ კლიმატში;
- ერთადერთი რეალური განსხვავება ორგანული მარიხუანას მოყვანისას ღია გრუნტში არის — ქიმიური ნივთიერებების არ გამოყენება.
რჩევები ორგანული მარიხუანას მოსაყვანად ჰიდროპონიკაზე
ბევრს მიაჩნია, რომ ორგანული მარიხუანას მოყვანა ჰიდროპონურ პირობებში შეუძლებელია. ეს ასე არ არის. მებაღეები უბრალოდ უნდა მიყვნენ ორგანული მარიხუანას მოყვანის პრინციპებს. მათ უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რჩევები:
- გამოიყენეთ სასუქი, რომელიც შეიცავს კალციუმის ნირტატს და რკინის ჰელატს. ისინი იხსნება წყალში და ადვილად ითვისებს მცენარე;
- გამოიყენეთაკვაპონური სისტემები, რომლებიც ეყრდნობიან თევზების გამოყოფას მცენარეების საკვებად;
- გამოიყენეთ ბუნებრივად მზარდი სუბსტრატი. ის შესაძლებელია შეიცავდეს ქოქოსის ბოჭკოს, ჭიის ნარჩენებს, პერლიტს, მერქანს და ტორფს;
- დარწმუნდით, რომ ნიადაგი თავისუფლად დრენირდება.
- ნიადაგში სუბსტრატის დამატებამდე ჩაატარეთ კონდენცირება. ეს ნიშნავს ინოკულაციას მიკრობების საშუალებითდა სუბსტრატის სრულ დატენიანებას.
- დარწმუნდით, რომ მცენარის სისტემაში გადატანისას, ფესვებს აქვს წვეთოვანი გასავალი;
- შექმენით pHდონის კორექტირების საშუალება, შემდგომი სტაბილიზაციისათვის. და თუ ვერ მოახერხებთ, შექმენით იძულებითი რეგულაციის საშუალება;
- გამოიყენეთ ორგანული საკვების მინარევების ნებისმიერი რაოდენობა;
- გამოიყენეთ ყველა საშუალება მავნებლების გამოვლენისა და მათთან ბრძოლისათვის;
- გამოიყენეთ ორგანული ფუნგიციდები ობის და სხვა დაავადებების კონტროლისათვის;
- ჰიდროპონური დანადგარები ბევრად უკეთესად ითვლება, ვიდრე ანალოგიური გროვინგი სხვა პირობებში. ორგანული მარიხუანას მოყვანა ამ პირობებში უფრი ხელსაყრელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსგავს წამოწყებებს დამწყები მებაღე ვერ გაუმკლავდება.
რჩევები ორგანული მარიხუანას მოსაყვანად ქოქოსის კოირაზე
ზოგიერთ მებაღეს მიაჩნია, რომ ქოქოსის კოირაში ორგანული მარიხუანას მოყვანა ბევრად მარტივია, ვიდრე ნიადაგში. ის მარტივად კულტივირდება და უზრუნველყოფს აერაციას. საკვები ნივთიერებების ხაზი BioTabs სპეციალურად იყო შექმნილი ქოქოსის კორაში გამოსაყენებლად. ის რამოდენიმე უსიცოცხლო ბოჭკოს მდიდარ, ცოცხალ სუბსტრატად გარდაქმნის. ორგანული გარემოს შესაქმნელად ეს საუკეთესო და მოსახერხებელი ვარიანტია. სასურველი გარემოს შესაქმნელად დაგჭირდებათ:
- 60% ქოქოსის კოირა
- 20% პერლიტი
- 20% ბიო ჰუმუსი
- სასტარტო პაკეტი ორგანული საკვები ნივთიერებებით BioTabs (ან ნებისმიერი სხვა ბრენდის)
მოამზადეთ ნარევი როგორც მიგითითებთ მწარმოებელი. შემდეგ მიჰყევით რჩევებს შთამბეჭდავი ორგანული მარიხუანას მისაღებად.
- დაიწყეთ პატარა კონტეინერებში და გადარგეთ საჭიროების შესაბამისად. როგორც წესი, ქოქოსის კოირაში მარიხუანა უნდა გადაირგოს ორჯერ;
- გამოიყენეთ ერთი დანამატი ყოველ 3-4 ლიტრ სუბსტრატზე;
- არ გამოიყენოთ დანამატები ჩითილებისთვის;
- წყალი უნდა იყოს გამდიდრებული ხსნარით ბაქტერიების და სასარგებლო სოკოების სტიმულაციისათვის;
- არეგულირეთ საკვები ნივთიერებები შტამის შესაბამისად და არა გამოყენებული მოცულობის მიხედვით.
დასკვნა
ორგანული მარიხუანას მოყვანას აქვს ბევრი უპირატესობა. ამან შეიძლება გააუმჯობესოს მარიხუანას გემო და სუნი. რა თქმა უნდა ასეთი მარიხუანა უფრო სასარგებლოც არის. ორგანული მარიხუანა — ეს არის ჩვეულებრივი სტაფისგან განსხვავებული პროდუქტი. იმისათვის, რომ ის უფრო ეფექტური გავხადოთ და მიიღოთ საუკეთესო მოსავალი, უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები. თქვენ არ მოგიწევთ მცენარეებზე დარდი და გაგახარებთ ის ფაქტი, რომ თქვენს მიერ მოყვანილი მარიხუანა სუფთა და სასარგებლოა.