მარიხუანას მოყვანა ქუჩაში 

მარიხუანას მოყვანა ქუჩაში

შინაარსი

კულტივირების აუთდორული მეთოდი ათასწლეულების განმავლობაში არ კარგავს აქტუალურობას. ბალახს ქუჩაში ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები რგავდნენ, რაც მარტივად აიხსნება. რა თქმა უნდა, წინაპრებს არ ჰქონდათ სათბურები და სხვა მოწყობილობები, ნებისმიერ შემთხვევაში ღია გრუნტში კულტივირება ყოველთვის მეტი რაოდენობით გირჩებს იძლევა, ვიდრე ყველაზე მაღალი ტექნოლოგიის ორანჟერეა.

ჩვენს დროში აუდორი განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რამდენადაც ქვეყნების რაოდენობა, სადაც ხდება მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, სულ უფრო იზრდება. კანადის, აშშ-ს, ნიდერლანდების, ურუგვაის და ესპანეთის ქვეყნებში, კანონის საფუძველზე იძენენ კანაფის თესლებს და აშენებენ პლანტაციებს საკუთარ მიწაზე. სწორი მოქმედებების დროს, არაფერი არ ავნებს თქვენს მცენარეებს: არც მწერები, არც სიცხე და არც სიცივე. დაწვრილებით სწორი გროვინგის შესახებ მოგიყვებით მოცემულ სტატიაში.

მარიხუანას ქუჩაში მოყვანის უპირატესობანი და ნაკლოვანებები

მარიხუანას ქუჩაში მოყვანის უპირატესობანი და ნაკლოვანებები

დავიწყოთ მეთოდის მინუსებიდან. მარიხუანას აუთდორში მოყვანისას მებაღეს არ შეუძლია ყველა გარემო პირობების კონტროლი. ამ მიზეზით ბალახი ზიანდება გარემოს ნეგატიური ზემოქმედებით, რომლებიც მოქმედებენ კანაფის ზრდასა და განვითარებაზე. ნათესების ადგილზე შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები და ცხოველები, რომლებიც გაანადგურებენ თქვენს მოსავალს. თუ ხარვესტი არ არის საინტერესო, ადამიანი აცნობებს პოლიციას, ცხოველი კი უბრალოდ გაადათელავს ბუჩქს. თქვენ არ გაქვთ მარიხუანას ჯანმრთელად ზრდის  გარანტია, რადგან მასზე მოქმედებს კლიმატური პირობები, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს. სეტყვა, თავსხმა წვიმა, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ქარი — ამ ყოველივესგან არც ერთი მცენარე არ არის დაზღვეული.

ახლა დადებით მხარეებზე ვისაუბროთ, მოკლედ რომ ვთქვათ, მათი გაერთიანება 4 სიტყვაში შეიძლება:

  • უსაფრთხოება
  • სიიაფე
  • სიმარტივე
  • სარგებლიანობა

უსაფრხოა

თუ აკრძალული კულტურის ბუჩქს იპოვიან ქუჩაში, ,თქვენთან დაკავშირება რთული ამოცანა იქნება, ამიტომ თქვენი პასუხისგებაში მიცემა ძალიან დიდ სირთულეს შექმნის, თუ პირადად არ დაგაფიქსირეს ბუჩქთან. კონსპირაციის საბაზისო პრინციპების დაცვით ასეთი შედეგი თითქმის გამორიცხულია. ინდორში კულტივირებისას თქვენ ვერ შეძლებთ აუხსნათ სამართალდამცავებს, თუ საიდან გაჩნდა თქვენს სახლში ბალახი.

იაფია

აუთდორში თქვენ არ მოგიწევთ ხარჯის გაწევა გროვინგის ადგილის მოსაწყობად. ბუნება თავად მოაწყობს მცენარისთვის საჭირო გარემოს.

მარტივია

არ არის საჭირო მიკროკლიმატის რეგულირება და მუდმივი კონტროლი. ღია სივრცეში ყოველთვის ბევრი ადგილი და მიწაა, ამიტომ ბუჩქებს სრულად შეუძლიათ გახსნან პოტენციალი.

მომგებიანია

ღია გრუნტის პირობებში მცენარე იზრდება სიმაღლეში და ფართოვდება. რაც უფრო დიდია მცენარე, მით მეტი მოსავლის მოცემა შეუძლია მას. ყველა გამოცდილმა მებაღემ იცის, აუთდორში შეიძლება მნიშვნელოვნად მეტი ყვავილედის მიღება, თუნდაც დამატებითი სტრეინების დარგვით.

რომელი ჯიშები უხდება აუთდორს?

რომელი ჯიშები უხდება აუთდორს?

ღია სივრცისთვის შეარჩიეთ ძლიერი და სიცოცხლის მოყვარული ჯიშები, რომლებიც მომწიფებას შემოდგომის ყინვებამდე ასწრებს. თუ გსურთ გაზარდოთ ფოტოპერიოდული ჯიში, გაითვალისწინეთ, რომ აუთდორში ყვავილობა აგვისტოს პირველ რიცხვებში იწყება. ამ პერიოდიდან ითვლება დრო მოსავლის აღებამდე. თუ ის თბილი დღეების დიაპაზონში ხვდება, თამამად შეიძინეთ ამ შტამის თესლები. თუ გირჩები მწიფდება უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ნუ გარისკავთ და შეიძინეთ სხვა პროდუქტი. ავტომოყვავილეებთან ასეთი პრობლემები არ შეგექმნებათ რადგან მათი სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა წერია აღწერაში, ამიტომ საჭირო რჩება მხოლოდ გადარგვის მომენტის სწორად შერჩევა.

აუტომოყვავილეები ზომიერი კლიმატისთვის

რუსეთის ჩრდილოეთი რეგიონების მაცხოვრებლები, სადაც ზომიერი კლიმატია, ყველაზე ხშირად რგავენ ავტომოყვავილეებს, რადგან ისინი სასიცოცხლო ციკლს რამოდენიმე თვეში ასრულებენ და გროვერი მოსავლის აღებას აგრილებამდე ასწრებს. Ruderalis გენეტიკის წყალობით ის უძლებს სტრესებს და უპრეტენზიოა კულტივირებისას.

მარიხუანას ჯიში  Six Shooter fem სიდბანკ Fast Buds-სგან, შეესაბამება ტიპიური ავტომოყვავილის აღწერას. მას აქვს ძლიერი იმუნური სისტემა და მოკლე სასიცოცხლო ციკლი, რომელიც თესლების გრუნტში გადარგვიდან 9 კვირაში სრულდება. მწიფე მცენარეები 140 სანტიმეტრზე მეტად არ იზრდება, თითოეული ბუჩქიდან შესაძლებელია 350 გრამი ნაყოფის მიღება, რომელიც აფრქვევს ციტრუსის სურნელს, ლავანდის და მინდვრის ყვავილების ნოტებით. ტგკ-ს კონცენტრაცია აღწევს 21%-ს, რაც იწვევს სივრცისა და დროის შენელებას, სრულ განტვირთვას და ავსებს გონებას სიღრმისეული ფიქრებით.

ფოტოპერიოდულები ზომიერი კლიმატისთვის

ფოტოპერიოდულები ზომიერი კლიმატისთვის

ზომიერ კლიმატში კულტივირებისას უმჯობესია შეიძინოთ შემოწმებული ფოტოპერიოდულის თესლები, რომლებიც უხვ მოსავალს იძლევა. შეგიძლიათ ენდოთ ინდიკას ან დომინანტი ინდიკას ჰიბრიდებს, რადგან კანაფის ეს სახეობა კარგად იტანს ბუნების კაპრიზებს.

კანაბის ჯიში Critical Kush fem, რომელიც შექმნილია Barney’s Farm-ში — 100%-იანი ინდიკაა, ის კომფორტულად გრძნობს თავს ზომიერ განედებში. სტრეინი ყვავილობს რამოდენიმე თვე და აჯილდოვებს მზრუნველ გროვერს დიდი მოსავლით. ყვავილედებს აქვს ციტრუსის სუნი და შეიცავს 25% ტგკ-ს, რის შედეგადაც ფლობს ძლიერი რელაქსის ეფექტს. თქვენი სხეული დიდი ხნის განმავლობაში იქნება მიჯაჭვული სავარძელს, გონება კი იმოგზაურებს შორეულ სამყაროებში.

სუბტროპიკულ კლიმატს უხდება ნებისმიერი ჯიში

სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში მაცხოვრებლებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან მათ შეუძლიათ ნებისმიერი კანაბისის გაზრდა. ასეთ პირობებში სატივაც კი გადასარევ შედეგს იძლევა.

მწარმოებელი «MedicalSeeds» გთავაზობთ  Y Griega fem შტამს, რომელიც შესანიშნავია სუბტროპიკებისათვის. ბალახი ყვავილობს 12-13 კვირა და მოსავალი თითოეული კვალიდან 600 გრამს შეადგენს. მცენარე უპრეტენზიოა, ამიტომ მისი მოყვანა დამწყებსაც გაუადვილდება. თუ მებაღე პირველად მოიხმარს ამ მარიხუანას, აუცილებელია მცირე დოზებით დაწყება, რადგან გირჩებში 27% ტგკ არის, რომელსაც დამწყების გათიშვაც კი შეუძლია. ის, ვინც გაუმკლავდება ძლიერ ზემოქმედებას, ნაყოფი გაახარებს მასტიმულირებელი ეფექტით, მომენტალურად აავსებს სხეულს ენერგიით და გაუნათებს გონებას.

სად დავრგოთ თესლები მარიხუანას აუთდორში მოყვანისას?

სად დავრგოთ თესლები მარიხუანას აუთდორში მოყვანისას?

მებაღე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს გროვინგის ადგილის შერჩევას, რადგან მასზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ხარვესტის რაოდენობა და ხარისხი, არამედ გროვერის უსაფრთხოებაც. ლოკაციის შერევისას დაუკვირდით შემდეგ კრიტერიუმებს:

  • პლანტაციის სიახლოვეს არ უნდა იყოს გზა და ბილიკები. მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ ნარგავების აღმოჩენის რისკები, ბილიკი კი მგზავრს ადვილად აღმოაჩენინებს მას;
  • კულტივაციის ადგილზე არ უნდა გუბდებოდეს წვიმის და სხვა ნალექების წყალი. მაღალი ტენიანობა გამოიწვევს ფესვთა სისტემის ლპობას, ამიტომ დარგეთ მცენარე აღმართზე ან დაღმართზე;
  • წყალსაცავის სიახლოვეს დარგვა (სადაც სუფთა წყალია) შესანიშნავი ვარიანტია, გვალვების დროს ბევრად მოსახერხებელია სარწყავი წყლის წყალსაცავიდან მოტანა , ვიდრე სახლიდან ზიდვა. თქვენთვისაც მარტივია და ვერც ვერავინ შეგამჩნევს როგორ ზიდავთ სადღაც წყალს.
  • კვალი უნდა იყოს დაფარული ინტერესიანი ადამიანებისგან. მისი დამალვა შეიძლება ჭინჭრის ან სხვა ბუჩქებში. გვერდიდან ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს რამე საეჭვოს.
  • ეცადეთ იპოვოთ ისეთი ნაკვეთი, რომელიც შენიღბულია, მაგრამ ამავდროულად არ იჩრდილება. კანაფის ჯანსაღი განვითარებისთვის და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს 8 საათიანი მზიანი დღე.
  • დარგეთ თესლები მხოლოდ ნაყოფიერ მიწაში. გრუნტის ნაყოფიერების გაგება შესაძლებელია ჟოლოს და ჭინჭრის ბუჩქებით, რომლებსაც იგივე საკვები ნივთიერებები და ნიადაგის მჟავიანობის დონე სჭირდებათ, რაც კანაბისს. თუ ნაკვეთზე ჯანმრთელ ჟოლოს და ჭინჭრის ბუჩქებს შენიშნავთ, თამამად შეგიძლიათ დარგოთ კანაბისიც.

როგორ მოვამზადოთ ადგილი მარიხუანას დასარგავად?

გრუნტის მომზადებაზე დამოკიდებულია საბოლოო ხარვესტის მასა. თემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ გროვერებისთვის, ვინც ვერ შეძლო ნაყოფიერი გრუნტის პოვნა. არა საკმარისი საკვები ნივთიერებების გამოსწორება რამოდენიმე გზით შეიძლება:

  • ჯერ კიდევ შემოდგომაზე მომავალი პლანტაციის ადგილზე დამარხეთ ცოცხალი ან გაყინული თევზი. ის სრულად გაიხრწნება გაზაფხულამდე და გახდება მცენარის ძირითადი საკვები. რომელიც ბევრ სასუქზე უკეთ იმოქმედებს.
  • მიწის ზედაპირს შეურიეთ ნაკელი. მანამ, სანამ დარგავთ მცენარეს, ნიადაგი უკვე გაჯერებული იქნება საჭირო ელემენტებით.
  • თუ არ გრჩებათ დრო დაამატოთ ნიადაგს სასუქი, შეიძინეთ მაღაზიაში ნიადაგის ნარევი და ჩაყარეთ ის უკვე გამზადებულ მეტრიან ორმოებში.

მომზადებაში ასევე იგულისხმება შენიღბვა. გზად დაყარეთ ტოტები და კუნძები, რათა დაფაროთ პლანტაციამდე მისასვლელი გზა. საჭირო რაოდენობის მზის ენერგიის მისაღებად, საჭიროა მოჭრათ ტოტები, რომლებიც ბუჩქს ჩრდილავს. სწორედ ეს ტოტები შეგიძლიათ გამოიყენოთ გზის შესანიღბად. გროვერები ხშირად ჭრიან სადრენაჟო არხებს, წვიმიან დღეებში წყლის მისასვლელად, ან პირიქით გამოსასვლელად. თუ პლანტაციის ადგილზე გარეული ცხოველებია, შემოარტყით მას მავთულხლართი.

როდის დავრგოთ კანაბისი ქუჩაში?

როდის დავრგოთ კანაბისი ქუჩაში?

ნარგავების გადარგვა შეგიძლიათ ღამის მინიმალური ტემპერატურის დადგომისთანავე (10 გრადუსი), თუმცა მებაღეები აქტიურდებიან 15 გრადუსის შემდეგაც. შედარებით თბილი ჰაერი ზრდის წარმატებული ზრდის შანსს.

თუ თქვენ გსურთ დარგოთ არა თესლები, არამედ ჩითილი ან მზა ბუჩქები, ტემპერატურა ამ შემთხვევაშიც არ უნდა იყოს 15 გრადუსზე ნაკლები. ღია გრუნტში გადარგვამდე სასურველია ჩითილის მსუბუქი ვარჯიში. ამისათვის პერიოდულად გადგით კონტეინერები აივანზე, რათა ბუჩქები მიეჩვიოს ტემპერატურულ კონტრასტს.

როგორ მოვუაროთ?

მცენარეზე ზრუნვას საკუთარ თავზე იღებს ბუნება. მებაღეს სჭირდება მხოლოდ:

  • მცენარის მორწყვა, იმ შემთხვევაში, თუ არ მოდის ნალექი და არის ზაფხულის გვალვა;
  • სასუქის დამატება, ხარისხიანი ყვავილედების მისაღებად;
  • მცენარის პერიოდულად დათვალიერება, ობის, მავნე მწერების, მიკროორგანიზმების და ინფექციების თავიდან ასარიდებლად;
  • ყვავილობის სტადიაზე დეფოლაციის ჩატარება, რათა გაუმჯობესდეს ჰაერის ცირკულაცია. ჰაერის კარგი ცირკულაცია ხელს უწყობს ზედმეტი ტენის მოშორებას და გირჩებს მეტი სინათლის ენერგიის მიღების საშუალებას აძლევს, რაც პოზიტიურად ისახება ხარვესტზე.

დაავადებების და მავნებლების პროფილაქტიკა

დაავადებების და მავნებლების პროფილაქტიკა

თუ არ გსურთ პრობლემები მავნებლებთან, ინფექციებთან და სხვა არა სასიამოვნო ფაქტორებთან, პროფილაქტიკა აუცილებელი პროცედურაა. პლანტაციის ყოველი სტუმრობისას დაათვალიერეთ ბუჩქები. რაც უფრო ადრე შეამჩნევთ პრობლემას, მით უფრო ადვილი იქნება მისი მოგვარება. დაავადების დროს, უმალ დაიწყეთ მოქმედება. დაავადებები სხვა და სხვა გვარი არსებობს, ასე რომ მოქმედება სიტუაციის შესაბამისად მოგიწევთ.

იმისათვის, რომ დაიცვათ მცენარე მწერებისგან, გამოიყენეთ ორგანული წარმოშობის პესტიციდები. ზეთი ნიმ — შემოწმებული საშუალებაა, რომელიც თავის არომატით აფრთხობს მწერების უმრავლესობას. შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა პრეპარატები, მაგრამ იქონიეთ მხედველობაში, რომ საუკეთესო შედეგს ორგანიკა იძლევა, სინთეთიკური საშუალებების გამო კი შეიძლება შეიცვალოს მზა პროდუქტის გემო და სუნი.

მებაღის უსაფრთხოება

უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რამოდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:

  • იარეთ სხვა და სხვა გზებით, რათა არ მიიქციოთ უცხოების ყურადღება და არ წარმოქმნათ ბილიკები;
  • მებაღე ყოველთვის უნდა იყოს მზად უბრალო გამვლელების შეკითხვებისათვის, თუ რა უნდა ამხელა მანძილზე. უმჯობესია თავი მეთევზედ წარუდგინოთ, ან სოკოს კრეფა მოიმიზეზოთ.
  • თუ პლანტაციის სიახლოვეს შეამჩნიეთ საეჭვო აქტიურობა, მოძებნეთ სხვა ლოკაცია;
  • გამოყენებული ინვენტარი შეინახეთ ბუჩქთან, რათა არ ატაროთ თან ყოველ დღე და არ მიიქციოთ ყურადღება. ჩადეთ მიწაში ან სხვა ბუჩქებში, რომ არ გამოიწვიოთ ეჭვები.

როდის ავიღოთ მოსავალი?

როდის ავიღოთ მოსავალი?

ხარვესტი აუთდორში ყოველთვის შემოდგომას ემთხვევა. ამინდი ამ დროს, სხვა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ამიტომ მისი წინასწარ განსაზღვრა რთულია. შემოდგომით ხშირია წვიმები, რაც ობის გაჩენის ალბათობას ზრდის. ციკლის ბოლო კვირებში უმჯობესია საერთოდ არ მორწყათ მარიხუანა. წვიმის მერე დაფერთხეთ მცენარე და მოაშორეთ მას ზედმეტი სითხე. თუ ამინდის პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია სიცივე, ან უხვი ნალექი, დაიწყეთ ხარვესტი უფრო ადრე. უმჯობესია მიიღოთ მოუმწიფებელი ნაყოფი, ვიდრე ობიანი.

იმის დამოუკიდებლად, თუ როდის მოვა ხარვესტისთვის ოპტიმალური დრო, გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაზე სახიფათო მომენტიია გროვერისთვის. მას საქმე არა მცენარესთან, არამედ მზა პროდუქტთან ექნება, რომელიც სახლამდე მშვიდობიანად უნდა მიიტანოთ, სადაც ნებისმიერს შეუძლია რაღაც იეჭვოს. ეცადეთ გააკეთოთ ყველაფერი, რომ არ მიიქციოთ ყურადღება.

ყველაზე ხშირად მებაღეები მოსავალს დილით ადრე იღებენ, როდესაც ყველას სძინავს. ჩაალაგეთ მოსავალი ჰერმეტულ ღრმა მოცულობაში. ეს დაგეხმარებათ არომატის დახშობაში. გადაადგილდით მაქსიმალურად სწრაფად, მაგრამ არ გაიქცეთ: ასე უფრო მიიქცევთ ყუურადღებას. მოჭერით გირჩები ტოტებთან ერთად და საგულდაგულოდ მოათავსეთ კონტეინერში. სახლში საქმეს მშვიდად მიიყვანთ ბოლომდე.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*