როგორ მოვაშოროთ კანაბისს მავნებლები ქიმიური საშუალებების გარეშე?

როგორ მოვაშოროთ კანაბისს მავნებლები ქიმიური საშუალებების გარეშე?

შინაარსი

თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრიხართ ბოქსში ბუგრებს ან ობობისებრ ტკიპას, ალბათ ხვდებით რა შედეგებია მოსალოდნელი. რთული გასააზრებელია, თუ როგორ უმკლავდება კანაბისი მსგავს პრობლემას ველურ ბუნებაში გროვერის ჩარევის და შესაბამისი პრეპარატების გარეშე. ბუნებრივ პირობებში ხომ მცენარე არა მხოლოდ უმკლავდება მავნებლებს, არამედ თავსაც მშვენივრად გრძნობს. საიდუმლო იმაშია, რომ კანაბისი ერგება და ეგუება არსებულ ეკოსისტემას.

როგორ მოვაშოროთ კანაბისს მავნებლები ქიმიური საშუალებების გარეშე?

გროუბოქსში არ არის მარტივი ისეთი პირობების შექმნა, რომელშიც არ გაჩნდებიან მავნებლები. მუდმივი ტემპერატურა, ტენიანობა — ძალიან მოსწონს მწერებს და ისინი აუცილებლად გესტუმრებიან. ველურ ბუნებაში მავნებლები ვერ მრავლდებიან უსასრულოდ და უკონტროლოდ. არსებობს განსაზღვრული ბალანსი მცენარესა და მწერებს შორის. ბალანსის არარსებობის შემთხვევაში სხვა და სხვა სახის მწერები დიდი ხნის წინ გადაჭამდნენ მწვანე სამყაროს, შემდეგ კი თავად დაიხოცებოდნენ უსაკვებოდ. ღია ცის ქვეშ პარაზიტებს უწევთ ამინდის კაპრიზების გადატანა, მტაცებელ მწერებთან, ჩიტებთან გამკლავება, რაც მათი რაოდენობის შეზღუდვას განაპირობებს.

გაითვალისწინეთ, რომ გაძლიერებული დაცვა სჭირდება მხოლოდ ახალგაზრდა მცენარეს. 8-9 კვირაში ღერო ხდება ძლიერი, ბუჩქი კი იწყებს დიდი რაოდენობით კუპრისა და ტერპენების წარმოქმნას, რომლებიც აშინებენ მწერებს. ხოლო მცირე ნაწილი, რომელიც რჩება მცენარეზე, ვერ ავნებს ბუჩქს.

არავინ აიძულებს გროვერს მთელი ნაკვეთის ფარგლებში ყველა ცოცხალი არსების განადგურებას. ტოტალური ლიკვიდაცია დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, მოგიწევთ ძლიერმოქმედი სინთეტიკური პესტიციდების გამოყენება. ეს ყოველივე ზიანს მიაყენებს სასარგებლო მწერებს, სოკოს და ბაქტერიებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ კანაბისზე.

სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ დაიცვათ პლანტაცია შედარებით იაფი საშუალებების მეშვეობით. მათ განეკუთვნება:

  • კონტროლის ბიოლოგიური საშუალებები;
  • სახლის ორგანიკა;
  • ფიზიკური ბარიერები და ხაფანგები.

კონტროლის ბიოლოგიური საშუალებები

კონტროლის ბიოლოგიური საშუალებები

ბიოკონტროლის საშუალებების თეორიის მიხედვით, მავნებლების გავრცელების რეგულირების საშუალებები ბუნებაში უკვე არსებობს. საჭიროა მათი პოვნა და გამოყენება. ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს არც ადამიანის და არც გარემოსათვის. მათ განეკუთვნება კანაბისის კომპანიონებთან ერთად დარგვა და გამოყენება მწერებისა და პარაზიტოიდებთან ბრძოლაში. გროვერები აპკურებენ პლანტაციას მცენარეულ ექსტრაქტებს, ნატურალურ ინსეკტიციდებს ან ორგანული წარმოშობის რეპელენტებს.

კომპანიონი მცენარეები

მცენარეების ნაწილი, რომელშიც კანაბისი შედის (განსაკუთრებით ყვავილობის ეტაპზე), წარმოქმნის დიდი რაოდენობით ტერპენებს, სპეციფიკურ ალკალოიდებს და ეთერზეთებს, რომლებიც ასრულებენ მავნებლების მოგერიების ფუნქციას. ყველაზე ხშირად, ესენია მძაფრი სუნის მქონე მცენარეები: სანელებლების მცენარეები, პიტნა, მიხაკი და ნემსიწვერა.

სიას შეიძლება ხახვი და ნიორიც დავამატოთ. მძაფრ არომატს შეუძლია მოარიდოს პლანტაციას ცხოველებიც კი, მაგალითად კურდღელი. ხახვი და ნიორი შეიძლება დაირგას ნაკვეთის პერიმეტრზე, ასევე მწკრივებს შორის. საკმარისია 2-3 სმ. სიღრმეზე პატარა ზომის ხახვის თავების ან ნივრის კბილების ჩარგვა. ისინი დამოუკიდებლად იზრდება ტენიან მიწაში, ამით თქვენ პლანტაციის ნამდვილ მცველებს მიიღებთ. ერთ თავ ნიორში ათზე მეტი კბილია, რაც საკმარისი იქნება მთელი ბაღის დასაცავად.

ნემსიწვერას საშუალებით მებაღე აფრთხობს ციკადებს და სხვა სახის ხოჭოებს

ნემსიწვერას საშუალებით მებაღე აფრთხობს ციკადებს და სხვა სახის ხოჭოებს. საშუალო ზომის (ნახევარ მეტრამდე სიმაღლის) მცენარეები შესანიშნავად გრძნობენ თავს მშრალ გრუნტში თბილი მზის ქვეშ. ნემსიწვერას დარგვა შეგიძლიათ კანაბისის სტრეინებთან ერთად. თუ არ გქონდათ გათვალისწინებული მწერების შემოსევა და ეს მაინც მოხდა, შეგიძლიათ პლანტაციაზე ნემსიწვერას უკვე გაზრდილი ყვავილები კონტეინერებით მიიტანოთ. მსგავს ეფექტს იძლევა ასფურცელაც (Tanacetum vulgare) — მრავალწლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლეში 1,5 მეტრამდე იზრდება. ასეთი სიმაღლე გროვერის პლანტაციას ნიღბავს და შეუმჩნეველს ხდის.

პიტნის სხვა და სხვა ჯიშები ებრძვიან თაგვებს და მიწის რწყილებს. პიტნას ტენიანი გარემო და ნოყიერი ნიადაგი უყვარს, ის კარგად იზრდება კანაბისის ჩრდილში. ხავერდა — პირველ რიგში ნემატოდებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ხავერდას, სწრაფად მზარდ, ერთ წლიან მცენარეს უწოდებენ, მას მრავალი ყვავილი და მძაფრი სუნი აქვს. მცენარის სიმაღლე კონკრეტულ ჯიშზე არის დამოკიდებული: ის მერყეობს 15-დან 75 სანტიმეტრამდე. ხავერდა სხვა და სხვა ნიადაგში იზრდება და ყველაზე მეტად უყვარს სინათლე.

კომპანიონი მცენარეების დარგვა სასურველია მარიხუანასთან მაქსიმალურად ახლო მანძილზე, რადგან მათი მოქმედების რადიუსი შეზღუდულია. კომპანიონები იმ მომენტამდე უნდა დაირგოს, სანამ მარიხუანას მავნებლები შეესევა. მათი გამოყენება კანაბისის დაცვის საიმედო და ხანგრძლივ მეთოდად ითვლება არა მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში, არამედ მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

მტაცებლები: მწერები, ფრინველები, ცხოველები

მტაცებლები: მწერები, ფრინველები, ცხოველები

ერთი შეხედვით უვნებელი ჭია მაია, სინამდვილეში ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მტაცებელია. ის ეხმარება მებაღეებს კანაბისის მავნებლებთან ბრძოლაში. მას დიდი სარგებელი მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის. ის იკვებება  ბუგრებით და სხვა მწერების კვერცხებით. ჭია მაიას ლარვები, რომლებიც ნაკლებად სასიამოვნო შესახედავია, ასევე სასარგებლოა კანაბისისთვის.

ბუგრებს კიდევ ერთი მტერი ჰყავს —  ოქროთვალასებრნი (ლათ. Chrysopidae). ის სუსტად და უვნებლად გამოიყურება, თუმცა გარეგნობა მატყუარაა. ის ბუგრების ნამდვილი მტერია. თუ ასეთ არსებას შეხვდებით, არ შეგეშინდეთ და არ სცადოთ მისი განადგურება. ის არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ, პირიქით, თქვენს მტრებს შეებრძოლება.

ბუზები ასევე დაგეხმარებიან კანაბისის კულტივირებაში. 1 ლარვი რამოდენიმე კვირაში 700 ათასამდე ბუგრას ანადგურებს. კრაზანები, ტყავფრთიანები, ბზუალა ხოჭოები — ასევე მოერიდებიან ბუზების დაცვის ქვეშ მყოფ მარიხუანას.

ცალკე სიაში შეიძლება შევიტანოთ პარაზიტოიდი მწერები. ესენია ტრიქოგამა-მუმლი (Trichogrammatidae), რომელიც 1 მილიმეტრზე მეტი არ იზრდება და კვერცხებს სხვა მწერების კვერცხებში დებენ. პარაზიტოიდებს განეკუთვნებიან ასევე ზღარბაბუზისებრნი და მხედრები (Parasitica). ისინი მაშინვე არ ანადგურებენ მავნებლებს, კვერცხები და ლარვები ავადდება და შემდეგ კვდება.

მწერებით ჩიტებიც იკვებებიან, თუ გააკეთებთ ჩიტების სახლებს, პრობლემა შემსუბუქდება. ბაყაყები, გომბეშოები და ხვლიკები ასევე იკვებებიან მწერებით, მათაც შეუძლიათ აგარიდონ მწერებთან დაკავშირებული პრობლემები.

სანიტარი-ცხოველის როლში ზღარბი გვევლინება.

თუ სადმე მავნებელი მწერები არიან, მტაცებელი მწერებიც მალე გამოჩნდებიან, ეს ბუნებრივი პროცესია, ამიტომ „მებრძოლთა“ სპეციალურად ძებნა არ მოგიწევთ. გროვერს მხოლოდ მათი გამრავლებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა მოუწევს. გახსოვდეთ, რომ ქიმიური ინსეკტიციდების გამოყენება გაანადგურებს არა მხოლოდ მავნებელ, არამედ სასარგებლო მწერებსაც. თქვენ გაანადგურებთ მცველებს და პლანტაციას უსუსურს გახდით შემდეგი შემოსევისთვის. ქიმიკატების ერთხელ გამოყენებით, იძულებული გახდებით მუდმივად ისინი გამოიყენოთ, რამდენადაც მცენარეს არ დარჩება ბუნებრივი დაცვა.

ხალხური საშუალებები

ხალხური საშუალებები

ბრძოლაში დაგეხმარებათ ისეთი მცენარეების ნაყენები, რომლებიც აფრთხობენ მწერებს. მათ წვენსაწურის ან ბლენდერის მეშვეობით ამზადებენ. ასეთი ტექნიკის არ ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამზადოთ ინგრედიენტებით ნაყენი. ორგანული საშუალებების შესაქმნელი პროდუქტები ყველა სამზარეულოში მოიძებნება: ნიორი, ყავა, თუთუნი და სხვა.

ნიორი — შედარებით პოპულარული პროდუქტია.

რა უნდა გავაკეთოთ:

  • დაალბეთ 100 გრამი წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი დახურულ კონტეინერში მინერალურ ზეთთან ერთად და შეინახეთ ბნელ ადგილზე 1 დღე-ღამე;
  • გახსენით 10 გრამი სარეცხის საპონი 500 მილიგრამ თბილ წყალში და ნელა ჩაასხით ის მოცულობაში;
  • მოურიეთ და დატოვეთ რამოდენიმე საათი, შემდეგ გადაწურეთ;
  • გამოყენებამდე მომზადებული კონცენტრატი იხსნება წყალში 1/50 პროპორციით.

კიდევ ეთი ორგანული პრეპარატის რეცეპტი. დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი;
  • კაიანური წიწაკა;
  • ხახვი;
  • 10 გრამი საპონი;
  • წყალი.

შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს და დატოვეთ 3-4 დღე. კონცენტრატი იხსნება წყალში 1/20 პროპორციით.

თამბაქოს ნაყენები, რომლებიც მზადდება სახლის პირობებში, ასევე ხშირად გამოიყენება მწერების საწინააღმდეგო სპრეის სახით. მომზადება მარტივია: აიღეთ სიგარეტი, მოათავსეთ ის ლიტრიან წყლით სავსე ქილაში და დატოვეთ 1 დღე-ღამე.

ტკიპების მოშორება შესაძლებელია საპნის ხსნარით. საგულდაგულოდ გამორეცხეთ მცენარეები 2 სუფრის კოვზი საპნისა და 3-4ლიტრი წყლის ხსნარით. პროცედურის დასრულების შემდეგ ფოთლებს მოაშორეთ ხსნარის ნარჩენი. მებაღეების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ნავთის ან სპირტის დამატება ხსნარს უფრო ეფექტურს ხდის. არაფრის დამატება არ არის საჭირო, რადგან ამან შეიძლება ავნოს მცენარეს: გაიხსნას ტგკ-ს კრისტალები ან აორთქლდეს მზა გირჩების არომატი. ასეთი დამუშავება სრულად არ მოგაშორებთ მწერებს, მაგრამ ხელს შეუშლის მათ გავრცელებას.

1 ჭიქა რძე, სამი ჭიქა ხორბლის ფქვილი, 1 სათლი წყალი — ეს ნარევი ნამდვილად არ ესიამოვნება ბუგრებსა და ტკიპებს. მიღებული ხსნარი შეასხურეთ ფოთლების ქვედა ნაწილს. გაჩნდება აპკი, რომლის ქვეშ მწერები გაიგუდებიან. დროთა განმავლობაში აპკი მოშორდება მცენარეს მკვდარ მწერებთან ერთად და დაგრჩებათ სუფთა მცენარე.

ბარიერები და ხაფანგები

ბარიერები და ხაფანგები

ახალგაზრდა ბუჩქების დაცვა და გადარჩენა მუხლუხოების, ლოკოკინების და ლოქორებისგან, 15 სანტიმეტრი სიმაღლის დამცავი ღობის საშუალებით არის შესაძლებელი. მას ამაგრებენ მიწაში რამოდენიმე სანტიმეტრ სიღრმეში. ბუზების საჭერი წებოვანი ქაღალდი ასევე გამოიყენება მწერებთან ბრძოლაში.

ლოკოკინები და ლოქორები თავს კარგავენ საფუარის ხსნარისგან, რომელიც მარტივი მოსამზადებელია საფუარის, წყლის და შაქრისაგან. იდეალური დელიკატესია დადუღებული ლუდის და შაქრის ნაზავი. ჩაასხით ტკბილი ხსნარი ღრმა მოცულობებში და მოათავსეთ მიწის დონეზე. დაუპატიჟებელი სტუმრები ეცდებიან მიირთვან ის, მიუახლოვდებიან, ჩაცვივდებიან და დაიხრჩობიან.

ჩვენი მტრები, სიცხის დროს, ხშირად იკრიბებიან გრილ და ტენიან ადგილებში. შეგიძლიათ სპეციალურად შექმნათ ასეთი ადგილები მათ მოსატყუებლად. ამისათვის გამოიყენება საშუალო ზომის ფიცრები. შეამოწმეთ ფიცრები ყველაზე ცხელ პერიოდებში, მათზე აუცილებლად დაგხვდებიან სტუმრები.

მცოცავი სტუმრები ვერ მოხვდებიან ბაღში, თუ მის გარშემო შექმნით ზღვარს პოტაშის, გოგირდის ან კირისგან. 12 სმ. სიგანის თხელი პირი საკმარისი იქნება. მათთვის რთული იქნება სტრეინამდე მიღწევა. მფრინავი მწერები ფოთლებზე მოყრილ ნაცარსაც უშინდებიან.

წარმოდგენილი საშუალებების გამოყენება ნალექების მოსვლამდე არის შესაძლებელი, შემდეგ ისინი ჩამოირეცხება, ამიტომ მზად იყავით, რომ მცენარის დასაცავად სხვა და სხვა ხერხების განმეორებით გამოყენება რეგულარულად მოგიწევთ.

ჩვენს გარშემო არა მხოლოდ ათასობით მავნებელია, სასარგებლო საშუალებებიც ასევე უხვადაა. გამოიყენეთ ისინი მაქსიმალურად და ნუ მოწამლავთ მცენარეს ქიმიკატებით.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*