ვზრდით კანაფს. ჩითილებზე ზრუნვა

ვზრდით კანაფს. ჩითილებზე ზრუნვა

კანაფის გაზრდისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჩითილებს. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რაც ხელს შეუწყობს მცენარეთა კარგი განვითარებისა და ზრდის უზრუნველყოფას.

აქ რაზეც ვისაუბრებთ,  არ განიხილება  როგორც სამოქმედო სახელმძღვანელო. თითოეული ადამიანი განსაზღვრავს ამა თუ იმ მეთოდის გამოყენების აუცილებლობას.

კანაფის ჩითილებს აქვთ განუვითარებელი ფესვთა სისტემა. ამიტომ მცენარე ძალიან მგრძნობიარეა იმ პირობების მიმართ, რომელშიც ის იზრდება. ეს განსაკუთრებით ეხება კანაფის აუტოყვავილებად ჯიშებს. მათი გაშენება პრობლემური საქმეა. თუ ვსაუბრობთ ფოტოპერიოდულ ჯიშებზე, მაშინ მათი ზრდის ეტაპი პირდაპირ დამოკიდებულია სინათლის ციკლზე, ხოლო ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეუძლია გააკონტროლოს  თავად მაწარმოებელს.  დამატებითი ვეგა ხელს უწყობს მუხრუჭების კომპენსაციას ზრდის დროს.

პირველი ყლორტები

როგორც წესი, თესლის დათესვის შემდეგ, პირველი ყლორტების გამოჩენამდე 3-4 დღე გადის. ამ პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯიშის გენეტიკურ მახასიათებლებზე და თესლის მოთავსების სიღრმეზე. ზოგჯერ პირველი ყლორტები შეიძლება გამოჩნდნენ   7 დღის ან კიდევ უფრო მეტი ხნის შემდეგ.

ამრიგად, თუ დიდი ხნის ნანატრი ყლორტები არ გამოჩნდა მეხუთე დღეს, არავითარ შემთხვევაში არ დაპანიკდეთ და არ ამოთხაროთ ნიადაგი. საგანგაშო სიტუაცია იქნება მხოლოდ 7-10 დღის შემდეგ, ან თუ ერთი აღმოცენდა, დანარჩენი კი არა.

არასაიმედო მწარმოებლებისგან ყიდვისას, შეიძლება თესლი არასწორედ იქნეს შენახული ან შეფუთული. ასეთი პირობები თესლებს დაუცველს ხდის და ემბრიონის დაღუპვას იწვევს. ამიტომ უმჯობესია შეიძინოთ გამყიდველებისგან, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ ბაზარზე და უზრუნველყოფენ საქონლის ხარისხს.

ყლორტები გრძელი და წვრილი ჩანს, რამაც შეიძლება შეაშინოს ისინი, ვისაც აქამდე არ უნახავს. თესლის შიგთავსი შეიძლება იყოს ყვითელი, ხოლო ყლორტები შეიძლება მოხვდეს მიწაზე. დამშვიდდით: 2-3 საათში სიტუაცია გაუმჯობესდება

ღირს თუ არა ჩითილების ჭიქით დაფარვა

გროუვერები ხშირად ფარავენ ჩთილებს პლასტმასის ჭიქებით. გამოიყენოთ ეს  მეთოდი თუ არა? ბევრი მოსაზრება არსებობს ამ თემაზე. მაგრამ დაკვირვების შედეგად მცენარეთა ზრდაზე ჭიქების ქვეშ და მის გარეშე, მოგვცა საშუალება დაგვედგინა: სხვადასხვა პირობებში მოთავსებული ჩითილები მაინც იდენტურად ვითარდება. მართალია, განათების ხდებოდა DNaT 400W ნათურებით, რაც ნიადაგს მნიშვნელოვნად ათბობს. ამიტომ ჭიქების გამოყენება უნდა მოხდეს კონკრეტული პირობების შესაბამისად. თუ ნათურები განსხვავებულია, მაშინ ჭიქა ხელს არ შეუშლის განვითარებას, განსაკუთრებით ღამით.

და საქმე მხოლოდ იმაში არ არის რომ ღამიც ცივა. თაგვებს შეუძლიათ იგრძნონ სასიამონო სუნი და შეჭამონ ჩითილები.

ჭიქები ხელს უწყობს ჩითილების საჭირო ტენიანობას. თქვენ ასევე შეგიძლიათ მცენარეს დაასხუროთ წყალი პულივიზატორით. საკმარისი იქნება  ერთი დასხურება ღამით განათების გამორთვის შემდეგ. როდესაც შუქი ჩაქრება, ფოთლებზე წყლის წვეთები ლინზების მსგავსად მოქმედებენ, ხოლო მათ ადგილას დამწვრობა ჩნდება.

კანაფის განათება და იდეალური ტემპერატურა

ადრეულ ეტაპზე, არ არის რეკომენდებული ძლიერი ნათურების გამოყენება ახალგაზრდა მცენარისთვის, ან საჭიროა ნათურების გადატანა ოდნავ მოშორებით. დაელოდეთ სანამ ჩითილები არ მოძლიერდებიან.

ჩითილებს აქვთ სუსტი ფესვთა სისტემა, ამიტომ საჭიროა ნიადაგის გათბობის მონიტორინგი. ნიადაგის ტემპერატურა უნდა იყოს +20 გრადუსი ცელსიუსი. +24 გრადუსი და ზემოთ  კი უკვე კრიტიკული მაჩვენებელია.

თუ ნიადაგი ძალიან ცხელია, დაფარეთ მისი ზედა ფენა ნახერხით და მასზევე 1-2 სანტიმეტრის სისქეზე მოაყარეთ აგროპერლიტი. თეთრი ზედაპირი აირეკლავს სინათლეს და შველის ნიადაგს გადახურებისგან.

ჩითილობის და ვეგეტაციის  ეტაპზე, აკონტროლეთ ტემპერატურა ყუთში. ის საშუალოდ +24 გრადუსზე უნდა იყოს.

საჭიროა თუ არა სასუქების გამოყენება

ცხოვრების პირველ დღეებში, კანაფს სჭირდება კარგი მორწყვა. წყალს უნდა ჰქონდეს სწორი pH 5.5-დან 6.5-მდე. მესამე კვირიდან, ნიადაგში შეგვიძლია შევუშვათ სასუქი. მაგრამ ქიმია – ეს მძიმე არტილერიაა, მას უნდა მივმართოთ აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც უკიდურეს საშუალებას. თუმცა ეს არ ეხება ჰიდროპონიულ მეთოდს და ქოქოსზე გაშენებას.

როგორ მოვრწყათ კანაფი

ჩითილებს ჯერ კიდევ არ აქვთ კარგი ფესვთა სისტემა, ამიტომ მათ არ სჭირდებათ ბევრი წყალი. პირველი 2 კვირის განმავლობაში, მცენარეები ყოველდღიურად 100 გრამი წყლით მორწყეთ. შემდეგ თანდათან გაზარდეთ ინტერვალები მორწყვასა და მოცულობებს შორის.

არსებობს მოსაზრება, რომ ძლიერი მცენარეების გასაზრდელად, ყუთში უნდა დააყენოთ ვენტილატორი და მიმართოთ იგი კანაფისკენ. ეს არასწორია, რადგან ჩითილებმა შეიძლება მიიღონ ქაროვანი სტრესი.

ნუ მიმართავთ მცენარეს  ძლიერი ჰაერის ნაკადისკენ. უმჯობესია, გამაგრილებელი მიმართოთ ჭერისკენ ან კედლისკენ, რაც საშუალებას მოგცემთ ყუთში ჰაერი გადაანაწილოთ თანაბრად.

გააზიარეთ მეგობრებთან

0
1 838

მსგავსი ჩანაწერები

განხილვა

გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი

კომენტარი*

*

*