კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

შინაარსი

დღეისათვის ინტერნეტში სწორი დეფოლაციის მრავალი ინსტრუქცია მოიძებნება. თითოეულ მათგანს აქვს განსაზღვრული პირობები, რომელთა მიხედვითაც დგება რეკომენდაციები. წარმოდგენილი სახელმძღვანელო კარდინალურად განსხვავდება თავის უნივერსალურობით და გამოიყენება აბსოლუტურად ყველა კანაფის ჯიშისთვის, ავტომოყვავილე შტამების ჩათვლით, კულტივაციის მეთოდის და კლიმატური პირობების მიუხედავად. საკმარისია შეასრულოთ ეს სამი ეტაპი, რათა მიიღოთ შესანიშნავი შედეგი.

შესავალი

დეფოლაცია ნიშნავს კანაფის ბუჩქიდან ფოთლების სტრატეგიულ მოშორებას, რომლის მიზანსაც ბუჩქის ზრდის სწორი მიმართულებით წარმართვა წარმოადგენს. მოცემულ სტატიაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია დეფოლაციაზე შედარებით მნიშვნელოვან ფაზაში — ყვავილობის ციკლის დროს.

კანაფის ფოთლის მოშორების მაგალითი — დეფოლაციისას ყოველთვის მოერიდეთ წვერის და ჩანასახის ადგილის დაზიანებას.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

სწრაფი დეფოლაციის მაგალითი: კანაფის მცენარე იმყოფება ყვავილობის სტადიის მესამე კვირაში (3 კვირა სტანდარტული რეჟიმი 12/12). სინათლე და ჰაერი არ ხვდება ბუჩქის შუა ნაწილში.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

პოსტ-დეფოლაცია  — თუ თქვენ არ გაქვთ უკვე მიღებული გამოცდილება, არასდროს არ გააკეთოთ დეფოლაცია იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა (ორიენტირება გააკეთეთ ფოტოზე).

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

შეხედეთ, როგორ კარგად გამოიყურება მცენარე ხარვესტის წინ.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

მიაქციეთ ყურადღება, რომ მთელ მცენარეზე არ მოიძებნება პატარა ან ფაფუკი გირჩები

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

სამაგიეროდ ბევრია ასეთი ვეებერთელა.

წაიკითხეთ, თუ რა ემართება მცენარეს და როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს და კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს.

რას მიიღებთ დეფოლაციის შედეგად, თუ მიჰყვებით ჩვენს ინსტრუქციებს

  • მიიღებთ უფრო ჯანმრთელ მცენარეებს. მოცემული მოქმედებები საშუალებას გაძლევთ შეამციროთ გირჩების ან მცენარეზე არსებული თეთრი ფქვილისებრი ნამის ლპობის ალბათობა. ამ სახელმძღვანელოდან თქვენ გაიგებთ, რომელი მცენარეებისთვის იქნება დეფოლაცია ნამდვილად სასარგებლო და როდის აჯობებს თქვენი მცენარისთვის თავის დანებება და მხოლოდ მიღებული საბაზისო მოქმედებების გაგრძელება (მორწყვა, სინათლე, კლიმატი).
  • ტენიანობის შემცირება. ვინაიდან თითოეული ფოთოლი გამოყოფს ტენს, დეფოლაცია იძლევა საშუალებას საგრძნობლად შეამციროთ სამუშაო სივრცის ტენიანობა (გროურუმი ან გროუბოქსი). ეს შეიძლება იყო გარემოს კარგი ან ცუდი ცვლილება, რაც დამოკიდებულია შექმნილ მიკროკლიმატზე. როგორც წესი, უმრავლესობას უწევს გროურუმში მაღალ ტენიანობასთან ბრძოლა, იმ მომენტიდან, როგორც კი მცენარე იფარება დიდი რაოდენობის ფოთლებით.
  • ჰაერის და გროვის სივრცის ვენტილაციის გაუმჯობესება. თუ ჰაერის ნაკადის მოძრაობა მცირეა, ჩნდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა ობი და მავნებლები. ჰაერი რთულად აღწევს კანაბისის ხშირი ბუჩქის სტრუქტურაში.
  • შედეგად გროვერი ღებულობს უფრო მკვრივ გირჩებს. თუ მებაღე მიჰყვება სტატიაში აღწერილ ინსტრუქციებს, დეფოლაცია შეამცირებს პატარა, ჰაეროვან გირჩებს. არავის არ სურს დიდი რაოდენობით სუსტი თავთავების მიღება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დეფოლაცია, ფაქტიურად გარანტიას იძლევა, რომ მომწიფებული გირჩები იქნება მასიური და მკვრივი.
  • უფრო გრძელი კვირტის რუდინგი. დეფოლაცია სინათლეს აძლევს ბუჩქებში შედარებით ღრმად შეღწევის საშუალებას. შედეგად, კანაბისის გირჩები იზრდება უფრო გრძელი. თუ დროულად არ ჩავერევით, ხშირად ძალიან ბევრი ფოთლების მქონე ბუჩქებს უვითარდებათ კომპაქტური და მოკლე ძირითადი ღეროები.

დეფოლაციის სხვა ღირსებები (რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერ არ დამტკიცებულა)

სამწუხაროდ, მარიხუანას მოყვანის პროცესის კვლევა ნაკლებად ხდება, ბევრ ქვეყანაში მისი არალეგალურობის და მთავრობების მიერ კულტურის ღრმად შესწავლის აუცილებლობის იგნორირების გამო. ამიტომ, ყველა დეფოლაციის ყველა ჩამოთვლილი უპირატესობა ეყრდნობა მხოლოდ პროფესიონალი მებაღეების და ბრიდერების გამოცდილებას. დეფოლაციის პლიუსებს ასევე განეკუთვნება მისი უნარი, გაზარდოს კანაბისის მოსავლიანობა. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მცენარის მოვლის სხვა აუცილებელი ქმედებებიც შესრულებულია აგროტექნიკის შესაბამისად. ამ მოსაზრების ჭეშმარიტების თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ყურადღებით გაეცნოთ გროურეპორტის ნაწილს. მანამდე კი წარმოგიდგენთ მაგალითს, როდესაც დეფოლაცია ფაქტობრივად აუცილებელია.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

ეს მცენარეები იმდენად ხშირია, რომ მათი ქვედა ნახევარი ფაქტობრივად ჩრდილშია. სინათლე და ჰაერი საერთოდ ვერ აღწევს ბუჩქის შიდა ნაწილში.

როგორ მუშაობს დეფოლაცია

არსებობს სხვა და სხვა მოსაზრებები მის მექანიზმზე. მოცემული მასალა ფოკუსირებულია მექანიზმის უშუალოდ გამოყენებასა და დემონსტრირებაზე, რათა თქვენ თავად გადაწყვიტოთ, გამოიყენებთ მას თუ არა.

რაში მდგომარეობს ბევრი ფოთლების მქონე მცენარეების პრობლემა

მცენარეებს, რომელთაც თავისი ზომისათვის ზედმეტად ბევრი ფოთლები აქვთ, ხშირად ზრდიან ტენს სამუშაო სივრცეში. მაღალ ტენიანობას ხშირად მივყავართ ისეთ პრობლემებამდე, როგორიცაა:

  • ობის და სოკოს ინფექციის წარმოშობა;
  • ბუჩქის სხვა და სხვა ნაწილის ლპობა;
  • მავნე მწერების შემოსევა;
  • ყვავილედების სუსტი განვითარება.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ არც ერთ ადეკვატურ მებაღეს მსგავსი შედეგის მიღება არ სურს.

გარდა ამისა, კანაფის გირჩები, რომლებიც იფარება ჩრდილში, რჩება პატარა და ფაფუკი. წარმოდგენილი მცენარე იზრდებოდა ისე (დააკვირდით ფუძეს), რომ არ უნდა ჰქონოდა ფაფუკი გირჩები, მცენარეს არასდროს ჩატარებია დეფოლაცია ყვავილობის ეტაპზე. თუმცა ზედა რამოდენიმე დიუმი ლამაზად სქელდებოდა, თითოეული კვირტი, რომელიც იზრდებოდა  საფარის ქვეშ, მაინც რჩებოდა პატარა.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

შეაფასეთ გირჩები, რომლებიც ყვავილობის დროს არ ღებულობდნენ საკმარის განათებას და ჰაერს.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

ყველა კვირტი გარდაიქმნა თეთრი ბუსუსების პატარა კონებად, რომლების არ არის ფსიქოაქტიური (ეს იგივე მცენარის გადიდებული სურათია)

სწორი დეფოლაცია ყვავილობის სტადიაზე შეამცირებს პატარა ყვავილედების რაოდენობას, დიდი ალბათობით თქვენს მიერ მოკრებილი გირჩები იქნება სქელი და მკვრივი.

როგორ ხდება დეფოლაცია ყვავილობის სტადიაზე (ზრდის შეუფერხებლად)

ყურადღება! დეფოლაციას შეუძლია ავნოს მცენარეს მისი არასწორად ჩატარების შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად შევასრულოთ ყველა ნაბიჯი, რათა არ შეჩერდეს მცენარის ზრდა და არ შემცირდეს მისი მოსავლიანობა.

დეფოლაცია ითვალისწინებს ფოთლების ვენტილატორის მოშორებას განსაზღვრული მეთოდით. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყვავილობის ადრეულ სტადიაზე, რათა დაეხმაროს მცენარეს მოსავლის ზრდაში.

  1. განსაზღვრეთ, ნამდვილად აქვს თუ არა მცენარეს ზედმეტი ფოთლები

მცენარე ხშირად „იბუჩქება“ მას შემდეგ, რაც ის იწყებს ყვავილობას. ეს არ ეხება ყველა შტამს და ყველა შემთხვევას. მრავალი გროვერი, განსაკუთრებით დამწყებები, იბნევა დეფოლაციის გამოყენების საჭიროების გარკვევაში.

დეფოლაცია აუცილებელია, როდესაც:

  • მცენარე არის იმდენად ხშირი, რომ სინათლეს და ჰაერს არ შეუძლია ცენტრში შეღწევა;
  • ფოთლები ადევს ერთმანეთს, წარმოქმნის „სველ ლაქებს“;
  • ფოთლები იფარება გირჩებით;
  • მცენარე იმყოფება ყვავილობის ფაზის პირველ 6 კვირაში.

როგორ გამოიყურება „ზედმეტად ფუმფულა“ მცენარე. იხილეთ სურათი

ამ მცენარეების გამოხშირვისგან მხოლოდ კარგ შედეგს მივიღებთ! დეფოლაციის კარგი კანდიდატი — ეს მცენარე ვეგეტაციის ეტაპზე ისეთი ხშირია, რომ ვერ მიიღებს გირჩების საკვებად საკმარის სინათლეს.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

ეს ბუჩქები ზედმეტად ხშირია და უნდა მოხდეს დეფოლაცია. გაბუჩქული მცენარე მატებს ტენს. მაღალი ტენი იწვევს ობის, ლპობის და მავნებლების გაჩენას.

ზედმეტად ხშირი მცენარე ქმნის პატარა ყვავილედებს.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

ეს მცენარეები იმყოფება ყვავილობის სტადიაში მისი დაწყებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ. სინათლე და ჰაერი არ ხვდება მცენარის ცენტრში. ერთად ერთი სწორი გადაწყვეტილება მცენარის გამოხშირვაა.

დეფოლაციისგან თავის შეკავება სჯობს, თუ:

  • ფოთლები ძალიან ცოტაა. ამან შეიძლება შეანელოს მცენარის განვითარება.
  • ყვავილობის სტადიის პირველი 6 კვირა უკვე გასულია. დეფოლაცია ნაკლებად ეფექტურია მაშინ, როდესაც კვირტის სტრუქტურა დაფიქსირებულია და გროვში არ ჩნდება ახალი ფოთლები.

ახალბედების ყველაზე გავრცელებული შეცდომაა — ფოთლების მოშორება ბუჩქებიდან, რომლებიც არ არის ხშირი. ამან შეიძლება შეაჩეროს მცენარის ზრდა და შეამციროს მოსავლიანობა. ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს იმის ცოდნა, საჭიროა თუ არა დეფოლაცია.

ეს ბუჩქი არ არის ძალიან ხშირი. დაანებეთ მას თავი!

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

ახლა თქვენ უნდა განსაზღვროთ, არიან თუ არა თქვენი ბუჩქები ხშირი. დაანებეთ თავი თუ არ ხართ დარწმუნებული დეფოლაციის საჭიროებაში. ლოდინი და დაკვირვება — საკვანძო წესია. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ბუჩქები ხშირია, გადადით შემდეგ ნაბიჯზე!

  1. მოაშორეთ დიდი ფოთლები

ყოველთვის, როდესაც ხდება დეფოლაცია, ყურადღება უნდა გამახვილდეს დიდ ფოთლებზე. ეს ფოთლები იწვევს უფრო დიდ ჩრდილს, რომელშიც ვერ აღწევს სინათლე და ჰაერი. ყურადღების გამახვილება მხოლოდ ყველაზე დიდ ფოთლებზე, ამცირებს სტრესის პროვოცირების ალბათობას. ასევე ჭკვიანურია იმ ფოთლების მოშორება, რომლებიც ახდენენ ღეროს ბლოკირებას სინათლისგან ან ჰაერისგან, ასევე იმ ფოთლების, რომლებიც ედება ერთმანეთს და წარმოქმნიან „ტენიან ლაქებს“.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

ვაშორებთ დიდ ფოთლებს გრძელი ღერებით.

ფრთხილად იყავით, რომ შემთხვევით არ დააზიანოთ კვირტები.

დეფოლაციის შემდეგ უნდა დარჩეს ბევრი ფოთლები. არ მოაშოროთ ზედმეტად ბევრი, რადგან მცენარე „გაშიშვლდება“ და შედეგად შეანელებს ზრდას. თუ ეჭვი გეპარებათ, გამოხშირეთ დაგეგმილზე ნაკლებად. მოგვიანებითაც შეგეძლებათ მოჭრათ ზედმეტი, მოჭრილს კი აღარაფერი ეშველება.

დეფოლაციამდე

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

დეფოლაციის შემდეგ

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

დეფოლაციის შემდეგ ყველა ტოტის ძირში უნდა იყოს ფოთლები. უნდა მოშორდეს მხოლოდ ყველაზე დიდი ფოთლები.

ეს მაგალითი მოყვანილია დეფოლაციის დასკვნით ფაზაში. ზოგიერთი მებაღე იღებს ბევრ ფოთოლს, მაგრამ სპეციალისტი არ გირჩევთ იმაზე მეტის მოშორებას, რაც სურათზეა ნაჩვენები.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

  1. შეეშვით მცენარეს!

მას შემდეგ რაც გამოხშირეთ მცენარე, შეეშვით მას, რათა ის დამოუკიდებლად გამოვიდეს სტრესიდან. არ გამოიყენოთ დეფოლაცია, თუ ბუჩქი არ გახშირდა ისე, როგორც აღწერილია პროცესის პირველ ნაბიჯებში.

გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფოთლების აღნიშნული მეთოდით მოშორება, თუ მცენარე აღარ წარმოქმნის ახლებს. ეცადეთ დაასრულოთ დეფოლაცია მანამ, სანამ გავა ყვავილობის ფაზის 6 კვირა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სიტუაცია, როდესაც ფოთლები ეწებება ერთმანეთს და სრულიად სწყვეტს გირჩებს სინათლეს და ჰაერს. მოშორება ხდება მაქსიმალური სიზუსტით.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპიკანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

ეს მცენარეები დეფოლირებული იყო ზედმეტად, რადგან ეს ავტომოყვავილე მცენარეებია, რომლებიც, როგორც წესი, უფრო მგრძნობიარეა ზრდის შეჩერების მიმართ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ისინი საკმაოდ დეფოლირებულია, რათა კვირტები ჩანდეს ქვევიდან ქვევით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

აი ეს მცენარეები რამდენიმე კვირის შემდეგ. გროვერს არაფერი გაუკეთებია წინა სურათის გადაღების შემდეგ.

კანაბისის დეფოლაციის სამი საკვანძო ეტაპი

კანაფის მცენარე, რომელიც იზრდება 315 CMH განათების ქვეშ, მოსავლის აღებამდე ცოტა ხნით ადრე.

ახლა თქვენ გაქვთ სრული ინფორმაცია, რომ გახდეთ კარგი დეფოლატორი! თქვენ არ გჭირდებათ რაიმე კონკრეტული გრაფიკების გამოყენება. საკმარისია მიჰყვეთ წარმოდგენილ სამ ეტაპიან პროცესს.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*