კანაფის აეროპონური მეთდით გაზრდის უპირატესობები

კანაფის აეროპონური მეთდით გაზრდის უპირატესობები

აეროპონიკის მეთოდი საუკუნის მეოთხედზე მეტხანს არსებობს, თუმცა, კანაფის კულტივაციის უნიადაგო მეთოდი მხოლოდ ბოლო წლებში გახდა პოპულარული. სამწუხაროდ, გროვერებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ იმის გაგებისთვის, რომ აეროპონურ მეთოდს ბევრი უპირატესობა აქვს:

  • ნიადაგის მავნე მწერებთან ყოველდღიური ბრძოლის აუცილებლობა აღარ არსებობს, რადგან მათი არსებობისთვის ხელსაყრელი გარემო აღარაა;
  • საკვები ნაზავის დამატებით ფესვების სასარგებლო ნივთიერებებით და ჟანგბადით გაჯერება მუდმივ რეჟიმში ხდება;
  • აეროპონიკის მეთოდი ათავისუფლებს გროვერს მორწყვისგანაც, რადგან მცენარე ავტომატურად ტენიანდება, მაშინ როდესაც მისი ფესვები ჰაერშია;
  • უნიადაგო მეთოდით კანაფის მოყვანა მთელი წლის განმავლობაში არის შესაძლებელი;
  • აეროპონური მცენარეების ნაყოფიერება და ეკოლოგიური სისუფთავე ბევრად მეტია ვიდრე სხვა მეთოდებით გაზრდილი მათი „ბიძაშვილები&ldquo.

აეროპონიკაში, მცენარე არ არის დამოკიდებული გარემო ნეგატიური ზემოქმედებებისგან და კლიმატური პირობების არასტაბილურობაზე.

თვითონ სიტყვა „აეროპონური“ მეტყველებს მცენარის გაზრდაზე ტრადიციული ნიადაგის გარეშე, ანუ საჰაერო სივრცეში. ასეთი მეთოდის დროს, მცენარის ფესვები ჩამოკიდებულ მდგომარეობაშია. სასარგებლო ნაზავის შეწოვა ფესვების მიერ ხდება ფესვების პერიოდული ჩაშვებით სასუქების რეზერვუარში. ამგვარად, მცენარის გაჯერება ხდება როდესაც რეზერვუარის ძირიდან ფესვებს ეხება დაკვები სითხე (წყლისა და მინერალური სასუქის ნაზავით). გარდა ამისა, მცენარის ჯანსაღ ზრდას განაპირობებს ორთქლი რომელიც საფესვე სისტემას გარსს ურტყამს და ატენიანებს მას.

სარწყავს ავტომაუტრ რეჟიმზე აყენებენ, დაახლოებით 20 წუთში ერთი შესხურების პერიოდულობით. მცენარის მორწყვის ასეთ ინტერვალით გროვერს პრაქტიკულად აღარ უწევს თავისი მცენარეების „კვებისთვის“ დამატებითი ღონისძიებების ჩატარება. თუმვა, სანამ შვებით ამოისუნთქავთ, გარკვეული სამუშაოს შესრულებაა საჭირო, რათა მცენარეებს რეკომენდირებული პირობები შეუქმნათ.

აეროტროპული მეთოდით კულტივაციისთვის საჭიროა, ორი კონტეინერი — ერთი საკვები ნაზავით, მეორე კანაფის გასაზრდელად. საკვები ნაზავი უნდა შეიცავდეს ყველა იმ ვიტამინებს და ელემენტებს, რომლებიც კანაბისის კულტივაციისთვისაა რეკომენდირებული, და ასევე უნდა შეესაბამებოდეს მჟავიანობის რეკომენდირებულ დონეს. წყალი რეზერვუარში მუდმივად უნდა განახლდებოდეს. ასევე საჭიროა თავის დაზღვევა სარეზერვო ელექტრომომარაგებით, რათა ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მცენარეები მაინც იღებდნენ გათბობას, წყალს და განათებას უწყვეტ რეჟიმში.

მაღალი სტანდარტები გარკვეულ ხარჯებს საჭიროებენ, სამაგიეროდ უპირატესობები სახეზეა, რომლებიც სრულიად ანაზღაურებენ გაწეულ ხარჯებს. მთავარი კი ის არის, რომ მცენარეს არ ემუქრება გარე პირობებზე და კლიმატის ცვალებადობაზე დამოკიდებულება. რეკომენდირებულ მიკროკლიმატს ქმნიან გამათბობელები და ლამპები, ასევე თერმომეტრი, ტენიანობის საზომი და pH-საზომი სხვა პარამეტრების კონტროლი.

აეროპონული დანადგარის შექმნა არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას და საშუალებას

აეროპონული დანადგარის შექმნა არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას და საშუალებას

ეხლა ვისაუბროთ აერობოქსზე. მის ასაწყობად დაგვჭირდება შესაფერისი ზომის ჭურჭელი საკვები ნაზავისთვის და ბრტყელი კონტეინერი გაუმჭვირვალე მასალიდან (უმჯობესია პლასტიკი) კანაფის ძირებისთვის. ასევე კანაფის აერბაღის სრული ფუნქციონირებუსთვის საჭიროა ინჯექტორი, წყლის ნასოსი და რბილი შლანგი. ინჯექტორებს ამონტაჟებენ კონტეინერის ძირში, ხოლო ნასოსი, რომელიც სპეციალური ტაიმერით უნდა იყოს აღჭურვილი ნაზავის დროული შესხურებისთვის, მაგრდება ბაკში. ინჯექტორებს აერთებენ შლანგთან, შეერთების ადგილები სასურველია ხარისხიანი წებოთი დავაფიქსიროთ, მაგალითად, სილიკონურით.

როგორც კი აერობოქსის მონტაჟი დაფიქსირდება, დაუყოვნებლივ რგავენ მცენარეებს. ეს შეიძლება ორი მეთოდით გაკეთდეს. პირველ მეთოდში კონტეინერის სახურავში ნახვრეტებს აკეთებესმ, რომლებშიც მცენარის ფესვები გამოყავთ. ამგვარად, თვითნ ბუჩქი ზედაპირზე მოთავსდება. მეორე მეთოდში კონტეინერის თავსახურის მაგივრად გამოიყენება ნებისმიერი ელასტიური მასალა, მაგალითდ პარალონი ან პენოპლასტი. ბუნევრივია, მცენარის გადარგვა მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოხდეს, რომ არ დაზიანდეს ფესვები. გამოცდილი გროვერები, მცენარეების ნახვრეტებში გადარგვამდე ფესვების გარშემო მატერიას შემოახვევენ ან იყენებენ ქოთნებს სახურავის გარეშე.

და ბოლო, მცენარის აეროპონური სიცოცხლის ყველაზე სასიამოვნო ფაზა — ბაკის შევსება საკვები ნარებით და ნასოსის ჩართვა 20 წუთზე დაყენებული ტაიმერით.

როგორც ჩანს, საყვარელი კანაფის მოყვანა სულაც არ არის რთული და ამავდროულად საინტერესოა. გროვერები, რომლებმაც გაუგეს გემო გროვერობას და მაღალ და ხარისხიან მოსავლზე არიან ორიენტირებულები, გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორც საკვები ნაზავის გასუფთავებას აგრესიული მიკროორგანიზმებისგან, ავტომატურ სფრეიებს, სპეციალურ ჩადგმებს, რომლებიც ზრდიან სათეს ტერიტორიას და სხვა მოწყობილობებს.

აეროპონიკის მეთოდი საშუალებას იძლება მცირე ტერიტორიაზე კარგი მოსავლის მიღებას, ხოლო კანაფის ხარისხიან თესლებს, ანუ კულტურის კარგ გენეტიკას, შეუძლია მკაცრი ექსპერტებისა და გარკვეული კანაფის გურმანების მოთხოვნების დაკმაყოფილება.

გააზიარეთ მეგობრებთან

0
1 813

მსგავსი ჩანაწერები

განხილვა

გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი

კომენტარი*

*

*