მარიხუანას გაკრეჭა: როგორ გავკრიჭოთ სწორად და რისთვის?

მარიხუანას გაკრეჭა

თავის გადაჭრა

მცენარის თავის გადაჭრა ნიშნავს ზრდის მთავარი წერტილის მოშორებას. ამ დროს მცენარე გადაანაწილებს ენერგიას შემდეგ ორ უახლოეს ამონაყარზე და ისინი გახდებიან ძირითადი. ამის გაკეთება შესაძლებელია რამდენჯერაც მოგესურვებათ. გაითვალისწინეთ რომ გადაჭრის შემდეგ მცენარის გირჩები იქნება ნაკლები ზომის ვიდრე გადაუჭრელ მცენარეს. ყველაზე მთავარი შეკითხვაა — ამ ახალი გირჩების მასა მეტია მთავარ კოლაზე გაკეთებულ გირჩზე თუ მას ხელუხლებელს დატოვებთ? ამ კითხვაზე პასუხი იცვლება ჯიშების სახეობასთან ერთად. ზოგჯერ ბუჩქიდან ბუჩქამდე. გაითვალისწინეთ რომ ავტოყვავილებადი ჯიშის კანაფისთვის თავის გადაჭრა მოსავალს რამოდენიმეჯერ ამცირებს!

გადაჭრის შემდეგ ზრდა ნელდება 3-7 დღის გამავლობაში, მცენარე ენერგიას მიმართავს დაზიანებული ადგილის შესახორცებლად. ასეთი გადაჭრის დამხმარე ეფექტი არის ის რომ მცენარე იწყებს დაბუჩქებას, ყველა დაბლითა ტოტი აგრძელებს ზრდას.

ზრდის შეჩერების თავიდან აცილება შესაძლებელია არა გადაჭრით, არამედ მთავარი ღეროს გადაღუნვით.

FIM გადაჭრა

FIM გადაჭრა

ბევრი ადამიანი მცენარეს თავს აჭრის იმისათვის რომ შეამციროს მისი სისი სიმაღლე და მოხდეს სტიმულირება გვერდითი ამონაყარების ზრდას. ამ მეთოდით ვღებულობთ ორ ცენტრალურ ყლორტს. ნახატი (A), გამოსახულია გადაჭრის ტრადიციული მეთოდი, კვანძი იჭრება მთლიანად. ნახატი (B), გვიჩვენებს როგორ გავაკეთოდ კვანძის FIM გადაჭრა, 10-30% — ის ხელუხლებლად დატოვებით, ამ შემთხვევაში გადაჭრის ადგილზე რჩება საკმარისი რაოდენობის უჯრედები რომლებიც იწყებენ ყველა მიმართულებით აქტიურად გამრავლებას, რის შედეგად გადაჭრის ადგილზე წარმოიქმნება სამიდან-შვიდამდე ახალი ყლორტი.

კვანძი-გადაჭრის ადგილი

კვანძი-გადაჭრის ადგილი

კვანძის დიდი ნაწილის გადაჭრა

კვანძის დიდი ნაწილის გადაჭრა

ახალი კვანძების წარმოქმნა

ახალი კვანძების წარმოქმნა

ხუთი ყლორტის წარმოქმნილი ყლორტის გაზრდა გადაჭრის ადგილზე

ფოთლების გადაჭრა (დეფოლიაცია) მოსავლის გაზრდისათვის

ფოთლები-შაქრის მაწარმოებელი პატარა ქარხნებია, რომლებიც სინათლის ენერგიას გარდაქმნიან ქიმიურში და ინახავენ მას. ფოთლების მოჭრა მცენარეს ართმევს ერთერთ ენერგიის წყაროს და მისი ზრდა ნელდება.

თუ არ გჯერათ-ჩაატარეთ ექსპერიმენტი: იპოვეთ მცენარეზე ორი ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარე ტოტი და ერთ მათგანს მოაჭერით ფოთლები, დააკვირდით რომელი ტოტი გააგრძელებს ზრდას უფრო სწრაფად. ფოთლების მთლიანად მოჭრა მცენარისთვის საზიანოა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ყვითლდებიან და ხმობას იწყებენ. თუ დიდი ფოთლები ხელს უშლიან სინათლის ქვედა წამონაზარდებამდე მიღწევას, შეიძლება ამ ფოთლების მესამედის ან ნახევრის მოჭრა.

ის რეკომენდაციები

მე ვიწყებ, ყოველი კვანძინდან თითო ფოთლის შეჭრით კიბისებრი მიმდევრობით (staircase pattern), როგორც კი პირველი ხუთი ფოთლის ძირებში ყლორტები გამოიზრდება. ეს გვერდითი ზრდის სტიმულირებას ახდენს და მცენარეს მეტი სინათლით უზრუნველყოფს.

ცენტრალურ თავს ვაჭრი 4-5 წყვილი ფოთლის გაზრდის შემდეგ, FIM ტექნიკის გამოყენებით, ვტოვებ ზრდის წერტილიდან დაახლოებით 20%-ს. გადაჭრა ყველაზე მცირე ორი ახალი კვირტის მიღების საშუალებას მოგვცემს. FIM ტექნიკის სწორად გამოყენების შემთხვევაში, მე მიმიღია ხუთი ახალი კვირტი (გაგონილი მაქვს რომ ზოგს 8 კვირტიც მიუღია).

სწორი ვარჯიშითა და სხვა მანიპულაციებით, თქვენ შეგიძლიათ ეს გიგანტური მცენარე აიძულოთ რომ გაიზარდოს ჰორიზონტალურად, ამასთანავე თქქვენი ბაღის სიმაღლე 50%-მდე შეამციროთ და ნათურა მაქსიმალურად მიუახლოვოთ ყლორტების ზრდის ყველა წერტილს. მრავალი ნაყოფის მომცემი ყლორტისგან, რომლებიც განთავსებულია სინათლის წყაროსთან ახლოს, თქვენ მიიღებთ მაღალხარისხიანი გირჩების დიდ რაოდენობას. განსხვავებით იმ პატარა და უმწიფარი ნაყოფისგან რომელიც იზრდება ფოთლებით დაფარულ მცერარეზე, ისინი ვერასოდეს მიიღებენ სინათლის საჭირო რაოდენობას და ვერ განვითარდებიან ბოლომდე.

გააზიარეთ მეგობრებთან

0
4 181

მსგავსი ჩანაწერები

განხილვა

გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი

კომენტარი*

*

*