სატივა -ერთწლიანი კანაფის მცენარეა. ისტორიის მიხედვით, კანაბისის როგორც სამრეწველო წყაროს კულტივაციას აწარმოებდენ შემდეგი მიზნებისთვის:
- ბოჭკოების;
- კაკლების;
- ზეთის;
- საკვების;
- რეკრეაციულ;
- რელიგიური და სულიერი ხასიათისთვის;
- მედიცინაში გამოყენებისათვის.
მარიხუანა სატივას ხარისხის ისტორია
მცენარის ყოველ ნაწილს სხვადასხვანაირად ამზადებდენ, ყველაფერი დამოკიდებული იყო, თუ რა მიზნისათვის აპირებდენ მის გამოყენებას. სატივა პირველად კლასიფიცირებული იქნა კარლ ლინეის მიერ 1753 წელს.
სატივას კაკლებს უმეტესად იყენებენ კანაფის ზეთის დასამზადებლად, რომლის გამოყენება შეიძლება საჭმლის მოსამზადებლად, განათების ლამპებში, ლაქისა და საღებავების გასაზავედლად. აგრეთვე ფრინველის საკვებად. ყვავილები, ფოთლები, კვირტები და კაკლები შეიცავენ ფსიქოაქტიურ ქიმიურ შენაერთებს, რომლებსაც კანაბინოიდები ეწოდება და გამოიყენება რეკრეაციულ, სამკურნალო და სულიერი მიზნებისათვის.
სატივა — სამედიცინო მარიხუანა
სატივას მცენარიდან მოიპოვებდენ ტრადიციული მედიცინით სამკურნალო პრეპარატებს. გამოიყენება როგორც ჰალუცინოგენი, საძილე, სედატიური, ანალგეტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
სატივას ყვავილობის ნორმები
სატივას კანაფის მცენარეს, ზრდის ვეგეტატიურ ფაზაში სჭირდება 12-13 სთ-ზე მეტი სინათლე დღეში. ყვავილობა შესაძლებელია გაგრძელდეს 9-15 კვირის გამავლობაში, გარემო პირობებისაგან გამომდინარე.
კანაბისი და ნიადაგი
ნიადაგში рН -ის ოპტიმალური შემცველობა უნდა შეადგენდეს 6,3-6,8. ჰიდროპონიკისთვის შესაფერისია ხსნარი დაახლოებით 5,2-5,8. ზრდის მორმებისა და რეკომენდაციების სწორად მიდევნების შემთხვევაში შესაძლებელია მომატებული ტენიანობის, პარაზიტებისა და სოკოვანი დაავადებების გაჩენისათვის თავის არიდება.