ყველა პრობლემა, რომელიც შეიძლება შეექმნას მარიხუანას კაკლებს მიწაში აღმოცემებისას

ყველა პრობლემა

აბათ, ყველა გროვერს გაჩენია კითხვა, რატომ არ აღმოცენდა კაკლები? არსებობს რამოდენიმე მიზეზი, რომლებიც ხელს უშლიან მარიხუანას კაკლებს მიწაში აღმოცენებას.

მაღალი ტენიანობა

კაკლები ყოველთვის ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სველი. ზედმეტი წყალი ხელს უშლის ჟანგბადის მიწოდებას, აგრეთვე სოკოვანი დაავადებების შანსს ბევრად ზრდის. ნიადაგში ზედმეტი წყლის დაგროვების თავიდან ასაცილებლად მასში ურევენ პერლიტს რაც ხელს უწყობს მიწის აერიზაციას.

ზედმეტად მშრალი

წყლის გარკვეულირაოდენობა საჭიროა კაკლების აღმოცენებისათვის, ამიტომ ნიადაგის ზედმეტად გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, კონტეინერს რომელშიც კაკლები არის მოთავსებული დააფარეთ ჭიქა ან პარკი.

ძალიან ცხელა

ზედმეტი სიცხე იწვევს მიწის გამოშრობას და ნატესების დაზიანებას.

ძალიან ცივა

დაბალი ტემპერატურა უბრალოდ კლავს ან ანელებს კაკლების აღმოცენებას. ციცივემ შეიძლება გამოიწვიოს ნელი, არასწორი განვითარება ან დაავადება. უმჯობესია კაკლების გამოყვანა სახლში და შემდგომ მათი გადარგვა. არ ღირს ჩითილების გადარგვა ადრე, როდესაც ჯერ კიდევ არის მოყინვის ან აცივების საშიშროება.

ძალიან ღრმად

ეს გამოიწვევს ნელა აღმოცენებას. კაკლებმა შესაძლებელია ვერ მოახერხონ გრუნტის ზედაპირამდე გაზრდა, თუ იგი არ იქნა საკვები ნივთიერებებით საკმაოდ გაჯერებული. ნიადაგის ტემპერატურა მერყეობს, რაც უფრო ღრმად არის ჩარგული კაკალი მიით უფრო სიცივეა. ჩარგვისათვის ოპტიმალური სიღრმე არის 1 სმ.

ზედაპირთან სიახლოვე

კაკლების არასაკმარის სიღრმეზე ჩარგვისას, ჩნდება მათი გამოშრობის რისკი. ძალიან მკვრივი მიწის გამოყენება ხელს უშლის კაკლებისათვის აუცილებელი ჰაერის ცირკულირებას.

თუ ნიადაგი ძალიან ფხვიერია, ამ შემთხვევაში მასში ბევრი ჰაერი მოძრაობს, რის გამოც შესძლებელია კაკალმა ვერ მიიღოს საჭირო რაოდენობის სითხე და იგი გახმება.

კაკლების არასწორი შენახვისას, შესაძლოა მათი გაფუჭება. თავი უნდა მოვარიდოთ ოდნავ შეფერილობის და თეთრი ფერის კაკლებს, ისინი არ არიან დამწიფებული.

კაკლების შენახვა რეკომენდირებულია ფოტოფირის ქილაში რომელიც ბრინჯით იქნება სავსე, იგი კარგად იწოვს სინესტეს.

Related posts

Discussion

1 комментарий
  • …მოგესალმებით….კი ეს ყველაფერი 10 წლის წინ წაკითხული მაქვს…40 წელი ვეწევი …მოყვანაც ვიცი და გაზრდაც….მოგწერეთ კაკალი ნიადაგში ცადებული გახსნილი არ ამოვიდა….?…..ეს არი პასუხი წაიკიტხე წესები ?……იმიტომაც არ მიყვარს აქ ქარტ. საიტზე ყიდვა….იგივე მოხტა Errosseeds.ge 2წლის წინ….და მერე მივწერე უკრაინის ეროსსიდს და მაქ გამოგზავნეს….სუყველა კაკალი ამოვიდა !!!!…….თქვენ კი აქ მასწავლით ???….უბრალოთ 12-14 დგის ლოდინი იყო საჭირო და უკრაინიდ აღარ გამოვწერე….ახლა მივმართავ თქვენს უკრაინულ საიტს…..იქნებ ისენი დამეხმარებიან…..

Write a Reply or Comment

Comment*

*

*