ტორონტოში გაიხსნა კანაფის კაფე ჯოდი ემერის ხელმძღვანელობით

ტორონტოში გაიხსნა კანაფის კაფე ჯოდი ემერის ხელმძღვანელობით

გასულ დღეებში, კანაფის პოპულარულმა აქტივისტმა ჯოდი ემერმა ჟურნალისტებს გაუზიარა თავისი ახალი მიღწევა, რომელმაც შოკში ჩააგდო კანადის მთავრობა. შეგახსენებთ, რომ ჯოდი არის ცნობილი „კანაფის პრინცის“ მარკ ემერის მეუღლე, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის აშშ-ში.

როგორც თავად ემერი აღნიშნავს, რამოდენიმე დღის წინ მან გახსნა კაფე სახელწოდებით —  Jodie’s Join, ტორონტოს კენინგსტონის ბაზარზე. დაწესებულების განსაკუთრებულობა მდგომარეობს კანაფის კულტურის მხარდაჭერასა და პროპაგანდაში, ორიგინალურ დიზაინსა და დადგენილი წესების მინიმალურობაში.

მაგრამ, რადგან ოფიციალური კანონმდებლობა ჯერ კიდევ კრძალავს მარიხუანას მოხმარებას, კაფე არ ყიდის მას, ასევე არ ყიდის მის შემცველ საკვებსა და პროდუქტებს. ლეგალიზაციის შესახებ კანონის ძალაში შესვლისათანავე მეპატრონეები გეგმავენ ასორტიმენტში შეიტანონ სპეციფიკური კერძები.

“კანაფის თემატიკაზე ღია სივრცის გახსნის იდეა დიდი ხნის წინ მომივიდა. ადამიანებს შესაძლებლობა უნდა ქონდეთ დატკბნენ ყავისა და სხვა სასმელების მირთმევით, რომლებსაც ექნებათ შერეული სხვადასხვა დანამატები, როგორიც არის მაგალითად კბდ-ს ზეთი. თანდათან ჩვენ განვაახლებთ მენიუს და დავამატებთ ორიგინალურ კერძებს“- გვიზიარებს თავის გეგმებს ჯოდი ემერი.

„სრულ თავისუფლებაზე საუბარი ჯერ ადრეა, ადგილობრივი მმართველობა საშუალებას არ გვაძლევს ისე წარვმართოთ კაფე, როგორც ამას ამსტერდამში აკეთებენ. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს და დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საკვების კანაბისისგან წარმოებული დანამატები მაინც აღარ იქნება აკრძალული. პოზიტიური ცვლილებები უკვე გვაქვს, რადგან არავის აქვს უფლება აგვიკრძალოს სასმელის გაყიდვა, რომელიც მორთულია კანაბისის ბოჭკოთი (დაურთავი ძაფით) დამზადებული ხელნაკეთი მოსართავებით“- აცხადებს კაფეს მფლობელი.

ამ შენობაში ადრე მდებარეობდა ცნობილი ქსელის Casa Coffee-ს კაფე, ამიტომ ხალხი აგრძელებს ჩვეულ ადგილას სასმელის შეძენას ორიგინალური დანამატების მიუხედავად.

გასული წლის დეკემბერში ემერების ოჯახს წაუყენეს ბრალი იატაკქვეშა დაწესებულებების გახსნის გამო, რომლებშიც ხდებოდა მარიხუანით ვაჭრობა. ემერებმა აღიარეს თავიანთი დანაშაული და გადაიხადეს ჯარიმა 195ათასი დოლარის ოდენობით.

გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმობით, „კანაფის პრინცმა“ და მისმა მეუღლემ კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გადაარჩინეს დაწესებულების 17თანამშრომელი, რომლებიც მათთან ერთად დააკავეს რეიდის დროს. საქმეში ასევე ფიგურირებდნენ სავაჭრო ქსელ Cannabis Culture-ის ფილიალები, რომლებიც მონრეალის რაიონებში მდებარეობდა.

მის ემერის ახალი ბიზნესის ადგილმდებარეობა არც ისე ხელსაყრელია, რადგან ტორონტო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქალაქად მსუბუქი ნარკოტიკების  არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლაში.

ამასთანავე ემერი ერთი წლის წინ აეროპორტში დაპატიმრების შემდეგ კარგად არის ცნობილი ადგილობრივი პოლიციისთვის.

დაკავება მოხდა მთავრობის მიერ მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობდა „ალიგატორი“-ს სახელწიდებით, რომლის პროცესში დაიკეტა ათეულობით კანაბისით მოვაჭრე მაღაზია.

აღსანიშნავია, რომ ტორონტოს მაღაზიების რეიდი დაიწყო მარკის სტატიის პუბლიკაციიდან რამოდენიმე დღეში, რომელიც ეძღვნებოდა ქალაქის პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს ბილლი ბლერს. კანაფის აქტივისტმა ძლიერ გააკრიტიკა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, რამაც გამოიწვია მთავრობის მხრიდან შესაბამისი რეაქცია.

დღევანდელი დღისთვის ბილლი ბლერი კანადის პარლამენტის დეპუტატია და არის კომიტეტის წევრი, რომელიც დაკავებულია მსუბუქი ნარკოტიკებით ვაჭრობის საკითხით პრემიერ ჯასტინ ტრიუდოს ადმინისტრაციაში. მარკ ემერის აზრით მაღალჩინოსანი ყველანაირად ცდილობს ლეგალიზაციის პროცესის საბოტირებას და აჭარბებს თავის უფლებამოსილებას.

 

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*