იმისთვის, რომ გროვი წარმატებული იყოს, არ იქნება საკმარისი მხოლოდ თესლების შეძენა და ქოთანში დათესვა. ასევე საჭირო იქნება ცოდნა იმის შესახებ თუ როდის და რა პირობებში იწყებს კანაფი ყვავილობას…
თავდაპირველად საჭიროა იმის გაგება, რომ ზრდის პერიოდში კანაფი გადის ორ სტადიას: ვეგეტატიურს და ყვავილობას. ვეგა იწყება, როდესაც ნაზარდი ან კლონი უშვებს ფესვებს და მასზე რამოდენიმე ფოთოლი ჩნდება. ეს მოხდება 7-10 დღეში, ამ პერიოდში მცენარეს საშუალო ან დიდი ქოთანი დასჭირდება.
ვეგეტაციის პროცესმა შეიძლება გასტანოს 2-4 კვირა, ეს უკვე თავისუფას სივრცისა და დიდი ბუჩქის მიღების სურვილზეა დამოკიდებული თქვენი მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ვეგეტაციის პეროდში მარიხუანა იზრდება 2/3 ფინალური ზომიდან და მესამედი ყვავილობიშ დროს.
ვეგეტაციის დროს თქვენმა კანაბისმა უნდა მიიღოს 12 საათზე მეტი განათება დღე ღამეში, ანუ დაახლოებით 16-20 საათი. უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგულარული ღამის ორგანიზება, რადგან ფისვები ძირითადად სიბნელეში იზრდება. ბევრი გროვერი ურჩევს ყოველდღიურად 18 საათი განათებას და 6 საათი სიბნელეში დატოვებას.
კანაფის ჯიშს Blueberry Auto-ს შეუძლია ყვავილობა 12/12 რეჟიმზე გადასვლიდან ორ კვირაში.
როდესაც კანაფი გასტანს ვეგაზე ორი კვირა და მისი ზომები თქვენთვის მისაღები იქნება, გადაიყვანეთ იგი ყვავილობის პერიოდში. ამ ეტაპზე მას დასჭირდება 6-12 კვირა, ეს ჯიშზე და პირობებზეა დამოკიდებული, სადაც კანაფი იზრდება. ძირითადი სახეობები მე-8-9 კვირის შემდეგ ასრულებს ყვავილობას.
იმისთვის, რომ მარიხუანას ყვავილობის სტიმულირება შეძლოთ, დაგჭირდებათ სინათლის რეჟიმის შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თქვენი მცენარეები იღებდნენ განათების 16-20 საათს, არსებულ დროში ამ რეჟიმის შეცვლა მოგიწევთ 12 საათი სინათლის და 12 საათი სრულ სიბნელეზე ფოტოპერიოდის ცვალებადობა გამოიწვევს მცენარის ყვავილობის დაწყებას. ბევრი კითხულობს თუ რომელი სინათლის გამოყენება ჯობია და როგორი მორწყვა უნდა იყოს ყვავილობის დროს. ამ პერიოდში სჯობს მაღალი ძაბვის ლამპების გამოყენება. ხშირ შემთხვევაში გამოიყენება დნატ-ი, განათების ესეთი ტიპი იდეალურია ყვავილობის ეტაპზე. სუსტი ნათრები მოუხდება პატარა კლონებს და ნაზარდებს, მაგრამ მათი ენერგია არ იქნება საკმარისი კანაფის ბოლომდე ყვავილობის ჩასატარებლად და მოსავლისთვის.
მოცემული ეტაპი აშინებს ბევრ გროვერს, მაგრამ ის არ გამოირჩევა სირთულით, და ფასიც არაა ძალიან ძვირი. კარგი ლამპა დნატ ტიპის ეღირება დაახლოებით 175 დოლარი, ამ საფასურში შევა ბალასტი, რეფლექტორი და თვითონ ნათურა. ყველა ხარჯი ანაზღაურდება მოსავლის აღების დროს.
თქვენი სახლის ბაღის ზომების გათვალისწინებით უნდა აარჩიოთ ლამპა დნატ-ი არანაკლებ 400-1000 ვატი მოსავლიანობის გასაზრდელად. ბევრი ადამიანი ინტერესდება LED ლამპების მუშაობით, მაგრამ ეგეთ გამანათებლები ვერ გამოიმუშავებენ საკმარის ენერგიას კარგი მოსავლის ასაღებად, ხშირ შემთხვევაში მათ იყენებენ დამატებითი დასხივებისთვის დიდ ორანჟირეებში. სპეხიალურ მაღაზიებში გამყიდველები საპირისპიროს გეტყვიან, მაგრამ მათ არ უნდა მოუსმინოთ. თქვენ შეძლებთ ძალიან კარგი შუქის პანელების მოძიებას ყვავილობის სტადიისთვის, რომელთა ფასი 1000 დოლარზე მეტია, და ამავდროულად არც ეკონომიურობით გამოირჩევიან და დიდი რაოდენობით შუქს გამოყოფენ უფრო იაფიანი მოდელებისგან განსხვავებით.
დნატის მეშვეობით მარიხუანის გაზრდის დროს საჭირო იქნება მისი ყოველდღიური მორწყვა და საშუალო დოზების სასუქებით გამოკვება. ზოგი ამჯობინებს დღესი ორჯერ მორწყვას და სასუქების დამატებას კვირაში რამოდენიმეჯერ. აქ ბევრი ფაქტორი იქნება დამოკიდებული თქვენს არჩევანზე, კანაფის ჯიშზე და შემოსავალზე.
მთლიანობაში არსებობს წესები: ყვავილობის ეტაპზე მორწყით დღეში ერთხელ, რომ მთლიანად გაანოყიეროთ მიწა. მორწყვა მაშინ უნდა შეწყვიტოთ, როდესაც წყალი კონტეინერის ნახვრეტებიდან დაიწყებს გაოსვლას. სასუქები უნდა დააატოთ წყალში მცირე დოზით და ესეთი ნარებით მინიმუმ სამ დღეში ერთხელ მორწყათ. გაითვალისწინეთ, რომ სუბსტრატი ბოლომდე უნდა გამოშრეს ორჯერ კვირაში, ეს დაეხმარება ჰაერს უფრო ეფექტურად შეაღწიოს ნიადაგში და ფესვები მიიღებენ ჟანგბადს. 7-8 კვირის განმავლობაში, ყვავილობის ეტაპზე სჯობს შეწყვიტოთ სასუქების დამატება და სუფთა წყლით გააგრძელოთ მორწყვა, ის გამორეცხავს დაგროვილ მინერალურ კომპონენტებს ნიადაგიდან და მცენარიდან. ამასთან ერთად მსხვილი ფოთლები გაყვითლდება და ეს ნორმალურია. მოცემული პროცესი აზოთის უკმარისობას გამოიწვევს, არც თუ ისე მნიშვნელოვანს ყვავილობის პერიოდში. მაგრამ სამაგიეროდ, მივიღებთ უფრო სუფთა პროდუქტს და მისი მოწევა უფრო ადვილი იქნება.
Blueberry Auto-ს შესახებ. მან ყვავილობის პერიოდი 7 კვირა გასტანა და ეხლა უკვე მოსავლის აღება შეიძლება.
თუ თქვენ არ შეგაწუხათ ინფორმაციის სიმრავლემ, მაში არ ღირს შიში: რეალურად ეს პროცესი ძალიან მარტივია. უნდა გვახსოვდეს, რომ პრობლემებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების შექმნის დროს საბოლოოდ თქვენ მიხვდებით, რომ კაკლების საკუთარი ხელით გაზრდა ჯობს. შესანიშნავი ჯილდო იქნება საბოლოო პროდუქტი.