მაღაზიის ამ განყოფილებაში შერჩეულია კანაფის იშვიათი ექსკლუზიური ჯიშები, რომელთა მოყვანამაც შესაძლებელია სირთულეები გამოიწვიოს დამწყები მებაღეებისათვის. შედარებით გამოცდილი გროვერები მარტივად გაუმკლავდებიან ამოცანას, ზრუნვა და ყვავილობის ხანგრძლივი პერიოდი დაგიფასდებათ ხარისხიანი და უხვი მოსავლით.
რას ნიშნავს „კანაფის თესლები გამოცდილი გროვერებისათვის“?
სელექციონერები ცდილობენ გამოიყვანონ მორჩილი და გამძლე ჯიშები. იშვიათი გენეტიკის მქონე ორიგინალი ლენდრეისების შეჯვარებით, მათი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიიღება ჰიბრიდები, რომლებიც ავლენენ პრეტენზიულობას ტემპერატურისა და სინათლის მიმართ. ზოგიერთი მათგანი მწვავედ რეაგირებს სასუქის დამატებაზე, ზოგს კი სჭირდება დიდი მოცულობის ქოთნები ფესვთა სისტემის განვითარებისათვის. შესაბამისად, ასეთი ჯიშების მოყვანას ყველა გროვერი როდი შეძლებს. მათ მოსაყვანად საჭიროა კარგი ცოდნა, გამოცდილება.
რით არის მომხიბლავი ჯიშები პროფესიონალი გროვერებისათვის?
თუ არ გაშინებთ სირთულეები და დაიღალეთ მარტივი ჯიშების მოყვანით, ან მოგინდათ რამე იშვიათი და ექსკლუზიური, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პროფესიონალური სტრეინების საცავში.
მაღაზიაში შესაძლებელია კანაფის თესლების შეძენა, რომლებიც განკუთვნილია გამოცდილი მებაღეებისათვის. სათესი მასალა იგზავნება საფირმო შეფუთვაში და არ ზიანდება ტრანსპორტირებისას.