შინაარსი
- ზოგადი ინფორმაცია ფესვთა სისტემის შესახებ
- როგორ შევქმნათ ფესვებისთვის საუკეთესო გარემო
- ნიადაგი და ჰიდრო
- სასარგებლო რჩევები ფესვებთან დაკავშირებით
- რეზიუმე
იმის მიუხედავად, რომ ფესვთა სისტემა მიწის ქვევით არის, ის განაპირობებს წარმატებულ გროვინგს. სწორედ ფესვები ასრულებს მცენარისთვის ყველა საჭირო ნივთიერების მიწოდების ფუნქციას. აშკარაა დასკვნა, რომ ფესვებსა და გირჩების საბოლოო გემოსა და ეფექტს შორის პირდაპირი კავშირია.
პრაქტიკით დამტკიცებულია, რომ უშუალოდ ფესვთა სისტემაზე მოქმედება იძლევა საბოლოო მოსავალის გაუმჯობესების საშუალებას. გროვერმა უნდა იცოდეს და ესმოდეს პროცესები და მათი შედეგები, რომლებიც ხდება გრუნტში. მათ გაუაზრებლობამ შეიძლება ცუდი მოსავალი მოგვცეს. წარმოდგენილ სტატიაში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია კანაფის სასიცოცხლო ციკლში ფესვების მნიშვნელობაზე, მის გავლენაზე საბოლოო პროდუქტზე და როგორი მეთოდებით არის შესაძლებელი ფესვების მდგომარეობის გაუმჯობესება.
ზოგადი ინფორმაცია ფესვთა სისტემის შესახებ
ფლორის წარმომადგენლების უმრავლესობის მსგავსად, კანაფი ერთდროულად ვითარდება პრაქტიკულად ორ საპირისპირო გარემოში:
- მიწის ზედა
- მიწის ქვედა
პირველი ორიენტირებულია სინათლის ენერგიის და ნახშირორჟანგის მიღებაზე, რაც მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მცენარის ზრდისთვის აუცილებელია.
მეორე ნაწილი, რომელიც მდებარეობს რიზოსფეროში (სუბსტრატის ზონა ფესვების გარშემო), მუდმივად დაკავებულია ნიადაგიდან ტენის და გრუნტში არსებული სასარგებლო ნივთიერებების შთანთქმით, რის შემდეგაც ყველა მიღებული ნაერთი ხვდება მცენარის ზედა ნაწილში.
გამოყოფენ ფესვების ორ ტიპს:
- ფუნჯა
- მთავარღერძიანი.
კანაფს აქვს მეორე ტიპი. მიწის ქვედა ნაწილის სიგრძემ შეიძლება 2 მეტრს მიაღწიოს, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, დაწყებული შტამის გენეტიკიდან, ნიადაგში საკვები ნივთიერებების კონცენტრაციიდან, ბუჩქის ზედა ნაწილით დამთავრებული. როგორც წესი ფესვების სიგრძე 40-50 სანტიმეტრით შემოიფარგლება.
როგორ შევქმნათ ფესვებისთვის საუკეთესო გარემო
ცხადია, რომ მიწის ზედა და მიწის ქვედა ნაწილის მოთხოვნები განსხვავებულია. ფესვთა სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია სიბნელე, ტენიანობის საკმარისი დონე, შედარებით დაბალი ტემპერატურა და ჟანგბადი. დაიმახსოვრეთ რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ფაქტორი კანაფის წარმატებული კულტივირებისათვის, რომლებიც უშუალოდ ფესვებს ეხება:
- ზედმეტირაოდენობის წყალი აუცილებლად გამოიწვევს მცენარის სტრესს;
- ქოთნის მოთავსება მზის პირდაპირი სხივების ქვეშ გადაახურებს ფესვებს და დააზიანებს გროვს;
- თუ ქოთნის ზომა (პატარა ქოთანი) არ შეესაბამება ფესვთა სისტემის გაბარიტებს, მცენარე ვერ გახსნისპოტენციალს სრულად;
- მაღალი სიმკვრივის სუბსტრატის გამოყენება, ცუდი ვენტილაციის გამო, არ მისცემს ფესვებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადის მიღების საშუალებას, ჟანგბადის დეფიციტი შეიძლება ფატალური პრობლემა გახდეს გროვისთვის.
ყველა ჩამოთვლილი პუნქტი იწვევს მცენარის ტიპიურ დაავადებებს. ყველაზე ხშირად ისინი იწვევენ ობს და ლპობას. როგორ ავირიდოთ ეს ყოველივე თავიდან? ყოველთვის შეარჩიეთ დიდი მოცულობის ქოთანი და არ დაგავიწყდეთ რეგულარულად მიწის გაფხვიერება. არ მოათავსოთ ბოქსი მზეზე და მიაწოდეთ წყალი ზომიერი რაოდენობით, მხოლოდ საჭიროების დროს.
თუ ვისაუბრებთ კანაფისთვის ბუნებრივ გარემოზე, მიწის ქვედა ზონის ტემპერატურა სტბილურად 10 გრადუსით ნაკლებია ზედა ნაწილთან შედარებით. საინტერესო ფაქტია, რომ უფრო დაბალი ტემპერატურის დროს, გრუნტი ადვილად ინარჩუნებს ჟანგბადს და მისი რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე მაღალი ტემპერატურის დროს.
სპეციალისტების აზრით, ფესვთა სისტემის ოპტიმალური განვითარება ხდება +18 გრადუსის პირობებში. რამოდენიმე პუნქტით კლებისას, ფესვები აქტიურად მოიხმარენ ფოსფორს და სხვა აუცილებელ ნივთიერებებს. შედეგად, ბუჩქის ყვავილობა ნაკლებად აქტიურად მიმდინარეობს.
ნიადაგი და ჰიდრო
უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი კავშირი ფესვთა სისტემის გაბარიტებს და მოსავლიანობას შორის არ არის. ასევე ვერ ვიტყვით, რომ ნიადაგის გამოყენება უკეთესია ჰიდროპონურზე, თუ პირიქით. ყველა ვარიანტს აქვს თავის უპირატესობანი და ნაკლოვანებები.
თუ ფესვთა სისტემამ სრულად არ მოიცვა მისთვის გამოყოფილი ფართი, კანაფი აძლევს გროვერს მცირე შეცდომების დაშვების საშუალებას. ფესვების სტიმულირება საკმაოდ მარტივია. უბრალოდ გამოიყენეთ ორგანული სასუქი. ისინი ხარისხიანად ამდიდრებენ სუბსტრატს იმ ბაქტერიებით, რომლებიც სარგებლობას მოუტანენ მცენარეს. იმისთვის, რომ მივიღოთ ნამდვილად განვითარებული და ჯანმრთელი ფესვთა სისტემა, საჭიროა სასუქი. სასუქი შეამცირებს ზედმეტი წყლის, მარილების დაგროვების და მაჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის მავნებლობას. სპეციალისტები გვირჩევენ NPK (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) ნატურალური სასუქის გამოყენებას სუბსტრატში თესლების მოთავსებისთანავე.
თუ თქვენი სისტემა შექმნილია აგროტექნიკის მოთხოვნების შესაბამისად, ფესვები არ დაიკავებს დიდ ადგილს და მოგიტანთ იმაზე დიდ სარგებელს, ვიდრე იგივე პირობებში წარმოქმნილი მასიური ფესვი. ამის თვალნათელი მაგალითია ფესვების მუშაობა ჰიდროპონურ სისტემაში. ფესვებს მცირე გაბარიტები აქვს და დინამიურად ავითარებს კულტურის მწვანე ნაწილს. ხსნარი არ უქმნის წინააღმდეგობებს ფესვებს სასარგებლო ნაერთების შთანთქმაში, ისე როგორც ეს გრუნტის გროვინგში ხდება. თუმცა ჰიდროპონიკის ეს უპირატესობა ნიადაგთან შედარებით, მას საუკეთესოს არ ხდის. ყველაფერი დამოკიდებულია მებაღის გამოცდილებაზე და კონკრეტულ ამოცანებზე.
ფესვების სწრაფი განვითარება ნამდვილად ითვლება ჰიდროპონიკის უპირატესობად. ამასთან, სწორედ ფესვების ზრდის დინამიკა და სისწრაფე არ აძლევს მებაღეს გროვის ნეგატიურ ცვლილებებზე რეაგირების საშუალებას. გრუნტის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ის საკმაოდ ინერტულია და ნებისმიერი ცვლილებები ნელ-ნელა ვლინდება, რაც შეცდომების გამოსწორების საშუალებას იძლევა. გრუნტზე პრაქტიკულად ყოველთვის შეძლებთ დიდი მოსავლის მიღებას.
ერთი სიტყვით, მათთვის, ვისაც რეალურად სურს მცენარის სასიცოცხლო ციკლის შემცირება და არ აქვს დიდი დრო, საუკეთესო არჩევანი ჰიდროპონიკაა. კიდევ ერთი ნიუანსი — ჰიდროპონური სისტემები საუკეთესო არჩევანია შთამბეჭდავი ზომების გროვის მისაღებად.
სასარგებლო რჩევები ფესვებთან დაკავშირებით
მებაღის მთავარი ამოცანა ფესვებთან მუშაობის დროს — მათთვის საკვები ნივთიერებებით და წყლით უწყვეტად და ხარისხიანად უზრუნველყოფაა. ეს შრომა აისახება უშუალოდ მოსავალზე. კანაფის ფესვები ფართოდ გამოიყენება სახალხო მედიცინაში, ბოლო დროს კი პროგრესულ მედიცინაშიც. ჩინეთში, დაქუცმაცებულ ფესვებს იყენებდნენ სამკურნალო მალამოს დასამზადებლად. ის ეფექტურად ხსნიდა ტკივილს, ასევე აქტიურად ასტიმულირებდა დაზიანებული კანის რეგენერაციას. რომში დაქუცმაცებულ ფესვებს დამწვრობის საწინააღმდეგო, ნახარში კი გამაყუჩებლის ფუნქციას ასრულებდა. დღეისათვის კანაფის ფესვებს ფართოდ იყენებენ ბრიტანელი და ამერიკელი ექიმები, ტკივილგამაყუჩებელი, ანესთეტიკური საშუალების სახით სახსრებში არასასიამოვნო შეგრძნებების მოსახსნელად.
კვლევების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ კანაფის ფესვების ეთანოლზე დაყენებული ექსტრაქტი შემდეგ სასარგებლო თვისებებს ფლობს:
- ფრიდელინი და ტრიტერპენიკეტონი (ანტიოქსიდანტები, რომლებიც კიბოსთან ბრძოლაში გვეხმარება, აძლიერებს იმუნიტეტს);
- ქოლინი (ნივთიერება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს უჯრედების ჯანმრთელობასა და სტაბილიზაციაზე);
- ატროპინი (ალკალოიდი, რომელიც თვალის ანთების პროცესებს ხსნის).
რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის ფესვები არ ვარგა. მათში ტეტრაჰიდროკანაბინოლის და სხვა კანაბინოიდების ძალიან დაბალი შემცველობაა. ფესვების ეფექტი ფოთლებთან შედარებითაც კი ძალიან სუსტია.
რეზიუმე
კანაფის სტაბილური და დინამიური განვითარებისთვის, არ არის საკმარისი მხოლოდ მიწის ზედა ნაწილზე ზრუნვა. ფესვები ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს, ზოგჯერ იმაზე მეტსაც კი ვიდრე თავად მცენარე. თუ გსურთ მიიღოთ კარგი მოსავალი, ფესვებზე ზრუნვა აუცილებელია.