მულჩირება: ორგანული კანაფის მოყვანის ძლიერი ინსტრუმენტი

მულჩირება: ორგანული კანაფის მოყვანის ძლიერი ინსტრუმენტი

შინაარსი

ცხადია, რომ გროვინგში ნიადაგის ბუნებრივი ფენების გამოყენება, კულტივირებისთვის ნატურალურთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შექმნა — ბუნების ეფექტური იმიტაციის იდეალური მეთოდია.

რამდენადაც მებაღე ქმნის არა მხოლოდ „მხიარულ ბალახს“, არამედ რეალურად მოქმედ წამალს დაავადებული პაციენტებისთვის, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მზა პროდუქტში არ იყოს არანაირი პათოგენური სოკო, ტკიპა და ნებისმიერი სხვა გადამტანი, რომელსაც შეუძლია მცენარის დაავადებების გავრცელება.

იმ მეთოდების გამოყენების მცდელობით, რომლებთანაც ბუნება და მცენარეები მილიონობით წლის განმავლობაში ადაპტირდებოდა, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ვსწავლობთ ყველა ასპექტს, რომლებიც უზრუნველყოფს ძლიერ სასიცოცხლო ციკლს.

სტატიაში განვიხილავთ ამ ციკლის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს, „აისბერგის მწვერვალს“. მას მულჩირება ეწოდება. მას ხშირად აიგნორებენ ან აღიქვამენ ჩვეულებრივ ელემენტად, რომელიც არ ახდენს ძლიერ გავლენას. მაგრამ, თუ გამოიყენებთ მულჩირებას თქვენი ორგანული გროვისთვის, რეალურად, ყველა რეკომენდაციის შესაბამისად, გამოვლინდება მრავალი უპირატესობა. მთავარია ყველა მანიპულაცია შესრულდეს თანმიმდევრულად და სწორად.

რა არის მუ​ლჩირება?

მულჩა წარმოადგენს ნიადაგის ზედა ფენას.

თუ ნიადაგს განვიხილავთ როგორც ცოცხალ ორგანიზმს, მულჩა შეიძლება შევადაროთ ნიადაგის ეპიდერმისს (კანს). ტყეებში არავინ ამდიდრებს ნიადაგს, მაგრამ სწორედ ტყეში გვხვდება ყველაზე მრავალფეროვანი და მდიდარი ნიადაგი. ნიადაგი არ ირწყვება, მაგრამ მასში ტენიანობა უცვლელად მაღალია. ეს ყოველივე მულჩის ფენის დამსახურებაა, რომელიც ყოველ წლიურად ფორმირდება.

რას აკეთებს მულჩა ნიადაგისთვის?

გასაკვირია, თუ როგორ მოქმედებს მულჩა ასეთი პრიმიტიული კომპონენტების შემცველობით და ახერხებს საკმაოდ ბევრი პოზიტივის მიცემას თქვენი გროვისთვის:

  • იცავს ელემენტებისგან, რომლებმაც შეიძლება ავნოს ფესვებს ან მიკრობების სიცოცხლეს;
  • ახდენს ნიადაგის იზოლირებას სიცხისა და სიცივისგან;
  • პოტენციურად ამდიდრებს ნიადაგს კომპოსტით;
  • შეუძლია წარმოქმნას საკვები ნივთიერებები და მეტად მისაწვდომი გახადოს ჟანგბადი ფესვებისა და სასარგებლო მიკრობებისთვის;
  • ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლების დონეს.

ბუნებაში მულჩა ძირითადად შედგება ფოთლების, მცირე ტოტების და მკვდარი მწერებისაგან, რომლებიც კომპოსტირდება ზამთრის განმავლობაში, რათა მოამარაგოს ნიადაგი მცენარის ზრდისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით. ამ ფენით, ნიადაგი დაცულია ინტენსიური შუქისგან, რომელიც ავნებს მიკრობულ პოპულაციას ზედაპირთან ახლოს.

ის ასევე აძლევს ფესვებს საშუალებას ჩააღწიოს ზედაპირის იმ ნაწილში, რომელშიც მიკრობების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, შესაბამისად საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი. მულჩა ასევე არის იზოლაციის ფორმა სიცივისა და ექსტრემალური ტემპერატურისაგან, რაც არც ისე სასარგებლოა შენობაში რეგულარული ტემპერატურის პირობებში , მაგრამ შეუძლია დახმარება ღია გრუნტში.

მულჩის ფენამ ორგანული ნიადაგის ზედაპირზე შეძლებს შექმნას საუკეთესო პირობები კანაბისისთვის.

სპეციალისტების აზრით, მულჩის გამოყენების უდიდესი უპირატესობაა აორქლების შემცირება ნიადაგის ზედაპირიდან, რაც აძლევს მცენარეს საშუალებას მიიღოს საკმარისი წყალი.

გამოცდილება და კვლევები

ტექასის უნივერსიტეტში (A & M) ჩატარებული კვლევების თანახმად, გაკეთდა დასკვნა, რომ მულჩას გამოყენება ამცირებს აორთქლებას დაახლოებით მეოთხედჯერ. ძლიერი ქარი ასევე დიდ როლს თამაშობს წყლის აორთქლებაში, განსაკუთრებით ღია გრუნტში. წყლის მოხმარების დონე მცირდება დაახლოებით 30-35%, იმ შემთხვევაში, თუ მებაღე ხშირად ახდენს ნიადაგის მულჩივირებას (ღია გრუნტში). დოკუმენტურ ფილმში „დაბრუნება ედემში“ ცნობილი ფერმერი ამტკიცებს, რომ არასდროს რწყავს მოსავალს და ყოველთვის იღებს საუკეთესო ხილს, რომლის მიღებაც ფაქტიურად შეუძლებელი იყო მის კლიმატურ პირობებში, ეს ყოველივე კი მხოლოდ მულჩირების საშუალებით ხდებოდა.

მულჩირება: ბაქტერიები და სოკო

მულჩის ტიპი დიდ გავლენას ახდენს გროვერის მიერ გამოყენებული მეთოდის ეფექტურობაზე. არ არსებობს ერთი იდეალური ტიპის მულჩა ყველა სიტუაციისთვის. ვეცადოთ დეტალურად გავერკვეთ საკითხში, რათა შევძლოთ საუკეთესო ვარიანტის შერჩევა, გროვის მოთხოვნების შესაბამისად.

მცოდნე მებაღეს შეუძლია გამოიყენოს მულჩა ნიადაგში მიკროორგანიზმების ტიპის და სიცოცხლის ტემპის ცვლილებისთვის.

ზოგადი ინფორმაცია კომპონენტების შესახებ

ბაქტერიები — ნედლი, მწვანე ორგანული მასალა იცავს ბაქტერიებს.

სოკო — დაძველებული, ყავისფერი ორგანული მასალა იცავს სოკოებს.

ნედლი მწვანე ორგანული მასალა ფლობს პირველად უჯრედულ კედლებს, რომლებიც შექმნილია ცელულოზისგან. ის მარტივად იშლება ბაქტერიების მიერ, რომლებიც გამოჰყოფს ფერმენტს, ცელულაზას. ამ მიკრობული სიცოცხლის მოდიფიკაციას შეუძლია შეცვალოს სუბსტრატის Ph დონე, რაც ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას ხდის ბევრად ხელმისაწვდომს.

მნიშვნელოვანია! ბაქტერიების რაოდენობის ზრდას მულჩაში აქვს pH დონის ზრდის ტენდენცია!

ყავისფერი ორგანული მასალა, ისეთი როგორი წვრილი ტოტები, ხის ნაფოტები და ა.შ., გახლავთ მცენარის მეორადი ზრდის პროდუქტები; უჯრედული კედლები მეორადი ზრდისგან შედგებიან ლიგნინიდან, ამურფული პოლიმერისგან.ლიგნინი ყველაზე მარტივად იშლება მარტივ სოკოებად, რომლებიც პროცესში გამოყოფენ ლიგნინაზას.

სოკოები უპირატესობას მჟავიან გარემოს ანიჭებენ, იმ დროს, როდესაც ბაქტერიები pH=7-თან მიახლოებულს. ნებისმიერი ორგანიზმის პოპულაციის გაზრდა, ცვლის კულტივაციის გარემოს მჟავა-ტუტოვან ბალანსს. ორივე კომბინაცია აუცილებელია კანაბისისთვის რეალურ ცოცხალ ორგანულ პირობებში, რომელიც ზოგადად სრულდება იდეალური pH=6,5-ით. თუმცა, მსგავსი სიტუაციის უმნიშვნელოდ შეცვლა შეიძლება, მულჩას დამატების საშუალებით. მსგავს კორექციას შეუძლია მოახდინოს შთამბეჭდავი გავლენა კულტურაზე, ბაქტერიებისა და სოკოების ზრდის სტიმულირების საშუალებით.

ვეგეტაციის სტადია

მულჩირება შეიძლება სასარგებლო იყოს ბაქტერიების ზრდისთვის ვეგეტაციის ფაზაში, ტუტოვანი ბალანსის მომატებით pH-ის 6,6-6,7 ფარგლებში. მომავალში ეს ყოველივე მცენარეს მისცემს საშუალებას მიიღოს მეტი საკვები ნივთიერება. მაგალითად, მოლიბდენი მოქმედებს აზოტის „ნასოსის“ მსგავსად, ეხმარება აზოტის გადაადგილებას ძველი ფოთლებიდან შედარებით ახლებში, მაგრამ მისაღწევია მხოლოდ ფესვებისთვის მაღალი pH დონის შემთხვევაში. ახალი მწვანე ორგანული მასალები მულჩიდან, რომლებიც შეტანილი იყო ნიადაგში, ფლობენ ბაქტერიების მხარდაჭერის ტენდენციას.

ყვავილობის სტადია

ყვავილობის სტადიაზე სპეციალისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ მულჩა, რომელიც ასტიმულირებს სოკოს, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის 6,3-6,5 დონის შესანარჩუნებლად. რაც იძლევა საშუალებას მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მცენარეების მიერ ფორმირებადი ყვავილედების ხარისხი. სრანდარტული პჰ დონესთან შედარებით, მაჩვენებელი ნაკლებია, ოპტიმალურთან შედარებით, ვეგეტაციური ფაზისთვის. სწორედ ასეთი დონე უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების და აუცილებელი მიკროელემენტების (ფოსფორი, კალიუმი) ათვისებას.

დაძველებული ყავისფერი ორგანული მასალა და მულჩა, ფლობს სოკოების მხარდაჭერის ტენდენციას.

მიკრობებზე ზრუნვა

მულჩირება: ორგანული კანაფის მოყვანის ძლიერი ინსტრუმენტი

მულჩირებული, იგივეა, რაც კომპოსტირებული ყველა ზემოხსენებული უპირატესობებით. ამიტომ მებაღე აუცილებლად უნდა დარწმუნდეს, რომ მის მიერ გამოყენებული მულჩირებული მასალები (კომპონენტები), არ აყენებს ზიანს ნიადაგს და მცენარეებს.

კომპოსტი არის ჯანმრთელი ნიადაგის ერთ-ერთი მთავარი გასაღები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოერიდოთ იმ ყველაფრის გამოყენებას, რაც ესთეტიური ღირებულებისთვის იყო დამუშავებული საღებავებით. მულჩას პოპულარულ და საიმედო ტიპს წარმოადგენს დაქუცმაცებული/ ან კომპოსტური მერქნის მულჩა. ვიზუალურად ეს არც ისე ესთეტიურია, სამაგიეროდ სასარგებლოა. ყოველთვის ეცადეთ იპოვოთ ადგილობრივი კომპოსტური მერქნის მულჩა. ის ნელა დაიშლება და შეინარჩუნებს აზოტს.

შენიშვნა: მოერიდეთ კაკლის და კედარის მერქნის გამოყენებას.

თუ მულჩა არ კომპოსტირდება, უნდა დარწმუნდეთ, რომ არსებობს აზოტის დამატებითი წყარო, ისეთი, როგორიცაა ლუცერნის ფქვილი, მიკრობების სტიმულირებისთვის.

ზოგიერთი მებაღე იყენებს დამატებით აზოტის წყაროს მულჩას ქვეშ, რადგან ის ზრდის მიკროორგანისმების პოპულაციას. თუ მიკრო გარემოში მთავრდება აზოტი, მისი ნაკლი კომპოსტირდება ქიმიური ელემენტებით ფესვებიდან. ხშირად ასეთი სიტუაციები იწვევს აზოტის დეფიციტს.

არ დაგავიწყდეთ, რომ აზოტის დიდი რაოდენობა იწვევს მიკრობების ზრდას, მანამ, სანამ „საკვების“ წყარო არ ამოიწურება და მთელი აზოტი არ შეინახება ცოცხალ მიკრობებში (მცენარისთვის მიუწვდომლებში), სანამ ისინი არ მოკვდებიან და არ გახდებიან მინერალიზებული (აზოტის მისაწვდომობა).

რამდენიმე ალტერნატიული ვერსია

მულჩის ალტერნატივად მოისაზრებენ თივას. დარწმუნდით, რომ თივა არ იყო დამუშავებული ჰერბიციდებით/პესტიციდებით და არ შეიცავს სარეველას თესლებს. აუცილებლად გააშრეთ მასალა გამოყენებამდე. ნედლმა, მწვანე მასალამ, შეიძლება გამოიწვიოს არა სასიამოვნო სუნი.

ორგანული მულჩა ხელს უწყობს სარეველას, მავნე ორგანიზმების და მწერების გაჩენას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ მულჩაში არ არის კულტურის განვითარების „შემნელებლები“, შესაძლებელია ჩატარდეს სტერილიზაცია. ამისათვის საკმარისია გააშროთ ის ფოლგაში, ან სინზე 225 გრადუს ტემპერატურაზე. დამუშავების დრო დაახლოებით ნახევარი საათია. ეს მეთოდი ეხება ახალ მოთიბულ ბალახს და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება თივაზე.

ნიადაგის მულჩირება

ნიადაგის მულჩირება

მულჩის ფენის ოპტიმალური სისქე 2-7 სანტიმეტრს შეადგენს, ეს დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, გამოყენებულ ნიადაგზე და სხვა ფაქტორებზე. თუ ვერ აფასებთ ფაქტორებს ხარისხიანად, გამოიყენეთ ნომინალური საშუალო დანიშნულება.

თუ დამატებით იყენებთ კომპოსტს, საკმარისია მისი თხელი ფენით შეტანა უშუალოდ მულჩას ფენის ქვეშ. ამგვარად თქვენ მაქსიმალურად მოახდენთ ბუნებრივი მიწის იმიტაციას.

მარტივი, მაგრამ აუცილებელი წესები

სტატიის ბოლოს შეგახსენებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან წესს:

  • ბალახი — ბაქტერიების წყაროა. რაც უფრო წვრილია სტრუქტურა (დაქუცმაცებული), მით მეტი ბაქტერია წარმოიქმნება.
  • რაც უფრო ტენიანია მულჩას კომპონენტი, მით უფრო ხელსაყრელი გარემო იქმნება ბაქტერიების პოპულაციისთვის.
  • ბაქტერიების სიმრავლე იწვევს pH დონის ზრდას, ასტიმულირებს მცენარის ზრდას ვეგეტაციის პერიოდში (pH ოპტიმალური მინიმუმი 6,6).
  • ყავისფერი კომპოსტი — სასარგებლო სოკოების წარმოქმნის პერსპექტივაა.
  • თუ მულჩა იდება კომპოსტის ზევით, სტიმულირდება სოკოების კოლონიის ზრდა.
  • ზომიერი და საშუალო ტენიანობა — შესანიშნავი გარემოა სოკოების ზრდისთვის.
  • სოკოს დინამიური განვითარება აისახება pH დონის შემცირებით, რაც ეხმარება მცენარის ხარისხიან ყვავილობას (pH ოპტიმალური მინიმუმი 6,3).

გამოიყენეთ მულჩირება თქვენი მცენარეების სასარგებლოდ, როგორც კიდევ ერთი ინსტრუმენტი წარმატებული გროვისათვის!

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*