როგორ და რომელი კანაფის თესლები შეარჩიოს ახალბედა გროვერმა?

როგორ და რომელი კანაფის თესლები შეარჩიოს ახალბედა გროვერმა?

გთავაზობთ რამოდენიმე მოსაზრებას და რჩევას, რომლებიც დაეხმარება ახალბედა გროვერებს შეარჩიონ და შეიძინონ კანაფის თესლი თავის პირველი მოსავლისთვის.

ეს საკმაოდ ხშირი კითხვაა გროვერების ფორუმებზე და ტელეგრამის ჩატებში – კანაბისის რომელი ჯიშია საუკეთესო და ამავდროულად იმდენად გამძლე და სიცოცხლისუნარიანი, რომ მისი მოყვანა შეძლოს ახალბედამ. პრობლემას კიდევ ის ართულებს, რომ ასეულობით სტრეინი არსებობს. ამასთანავე ყველა აღწერა გვარწმუნებს, რომ ყველა შეძლებს მოყვანას, ისინიც კი -ვინც არ იცის,თუ რომელი ბოლოთი უნდა ჩარგოს ღივი მიწაში.

საბოლოოჯამში,  ათობით აღწერილობის შესწავლის შემდეგ, ახალბედა მიემართება ჩატში თხოვნით „დამეხმარეთ შევარჩიო ჯიში, ბიჭებო“. შევეცდებით მოგცეთ რამოდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი ჯიშის შერჩევაში. ვეცდებით გაგარკვიოთ იმ დონეზე მაინც, რომ იცოდეთ განსხვავება ფოტოპერიოდულ და ავტომოყვავილე ჯიშებს შორის.

მნიშვნელოვანია!თესლების შერჩევა ხანგრძლივი პროცესია, ასე რომ მზად იყავით დაკარგოთ არაერთი საათი მასალების მოძიებაში.

შეარჩიეთ მხოლოდ საიმედო მაღაზიები

დღეისათვის ათობით მაღაზიაა, რომლებიც ვაჭრობენ კანაფის თესლებით. სამწუხაროდ, ყველასთვის არ არის მნიშვნელოვანი მაღაზიის რეპუტაცია. არსებობს მაღაზიები, რომლებიც ვერც გაიგებ რით ვაჭრობენ. როგორ უნდა გავიგოთ რომელი მაღაზიაა სანდო? გთავაზობთ რამოდენიმე პარამეტრს, რომლებიც მიგახვედრებთ უნდა გქონდეთ თუ არა საქმე ამა თუ იმ მაღაზიასთან.

ზედმეტად ხმამაღალი და მომხიბვლელი რეკლამა. “საუკეთესო მაღაზია მთელს ისტორიაში”, „ჩემპიონი ჯიშები“ და მსგავსი ხმამაღალი გამოძახილები. სინამდვილეში გამოცდილი მაღაზიები ნაკლებად საჭიროებენ მსგავს რეკლამას, ისინი წლების განმავლობაში მუშაობნენ კარგი რეპუტაციისა და თავის კლიენტურისთვის, თუმცა მსგავსი რეკლამაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გადამგდებებთან გაქვთ საქმე.

ზედმეტად ბევრი დაპირებები. მაგალითისთვის, არის ისეთი გაპიარებული ჯიში, რომელიც გპირდებათ ტგკ-ს უსაზღვრო დონეს და ფენომენალურ მოსავალს. იცოდეთ, რომ კანაფის მოყვანის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს მოეყვანოს 27-29% ტგკ-ზე მაღალი მაჩვენებლის კანაფი.

მაღაზიას უნდა ქონდეს გაყიდვაში ცნობილი კომპანიის თესლებისაფირმო შეფუთვით: Dutch passion, Green house seeds, Humboldt Seed Organization, Barney’s Farm, Sweet Seeds და მსგავსი ბრენდები. კარგი და ხარისხიანი თესლები არ ღირს იაფი, ამიტომ თუ მაღაზია გთავაზობთ კაპიკებშისაუკეთესო ჯიშის თესლებს, დასაფიქრებელია მათი სანდოობა. თუმცაღა ესეც არ არის გარანტი იმის, რომ მაღაზია არ იყოს საიმედო, არსებობენ პატიოსანი ბრიდერებიც.

სხვადასხვა ცნობილი ადამიანების სახელის გამოყენება. მათ შორის რეკლამებშიც. ძალიან ცოტა ვინმეს თუ ძალუძს გადაუხადოს ბრენდებსა და ცნობილ ადამიანებს  თანხა მათი სახელის გამოყენებაში. ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში რიგი მიზეზების გამო, ისინი არც თანხმდებიან შეთავაზებებს. თუ თქვენ ნახავთ ცნობად სახეებსა და ბრენდებს რეკლამაში, დიდი ალბათობით საქმე გაქვთ ჩვეულებრივ გადამგდებებთან, მათი საქონლის ხარისხიც შესაბამისია.

მნიშვნელოვანია! მაღაზიის შერჩევისას სჯობს დაკარგოთ ერთი საათი დრო, რათა დარწმუნდეთ მის სანდოობაში, ნუდაუჯერებთ რეკლამას.

ვირჩევთ ჯიშს

ესეიგი, მაღაზიებთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდით. რაც შეეხება თესლების ჯიშებს, გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ დამოუკიდებლად შეარჩიოთ ისინი.

თუ თქვენ ხართ ახალბედა, არასდროს გააკეთოთ არჩევანი „გულით“, ანუ სურათების საფუძველზე. აქ მუშაობენ პროფესიონალი ფოტოგრაფები, რომლებმაც იციან თუ როგორ გადაიღონ სურათი ტექნიკასა და შუქთან მუშაობის საშუალებით. ამიტომ არ დაიჯეროთ, პირველად მოყვანილი კანაფი ნამდვილად არ იქნება ისეთი, როგორსაც თქვენ სურათზე ხედავთ. უფრო სწორედ, შეიძლება გავდეს ვიზუალურად, მაგრამ კაკლები იყოს განსხვავებული, ასევე არსებობს ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ფენოტიპების გაფანტვა.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ პირველი ცდისათვის, არის -სტაბილური და გამოცდილი ჯიში. თუნდაც ის არ გამოიყურებდეს ფოტოზე ეფექტურად. მოწევის დროს არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ გამოიყურება ის. პირველი გროვისთვის შეარჩიეთ კლასიკური ჯიშები, რომლებსაც მინიმუმ ჰიბრიდიზაცია მაინც აქვს გავლილი, თუნდაც სულ არ მოგევეწოთ ისინი სურათზე. ახალი ჯიშები ყოველთვის როდია სტაბილური და შეიძლება ახალბედას ხელში კაპრიზული აღმოჩნდეს. პირველი ცდისთვის მოიყვანეთ Lowryder, თუ გნებავთ ავტომოყვავილე, მათი მოსპობაც კი რთულია. მოიყვანეთ White Widow, Blueberry, Skunk, Haze და სხვა ძველი კლასიკური ჯიშები. არ შეგეშინდეთ ფოტოპერიოდული შტამების, მათი წარმოქმნის სირთულე – სულელური მითია. ან აირჩიეთ ავტომოყვავილე კლასიკური სტრეინების ვერსიები.

არ დაიჯეროთ „ფროთოხლის გემოს“ და მსგავსი დაპირებები. გაგიმხელთ საიდუმლოს – კანაფს აქვს მხოლოდ და მხოლოდ კანაფის სუნი, ასევეა გემოც. ძალიან მაღალი მგრძნობელობის მქონე უნდა იყოს ადამიანი, რომ იპოვოს განსხვავებები და სხვადასხვა ნიუანსები, ასეთი კი 10-დან 1 თუ არის.

არ დახარბდეთ დიდ მოსავლიანობას, ახალბედა თქვენ მაინც ვერ გახსნით ბოლომდე მცენარის პოტენციალს. ეს თქვენთვის ცოტა შორი მომავლის საქმეა, სანამ არ ისწავლით მოყვანას.

მნიშვნელოვანია: როდესაც რამეს შეარჩევთ, დაგუგლეთ და მოიპოვეთ სრულყოფილი ინფორმაცია. მაღაზიების მიერ თესლების აღწერილობაში იშვიათად შეხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯიში პრეტენზიულია.

ავტომოყვავილე თუ ფოტოპერიოდული

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ახალბედამ უნდა მოიყვანოს მხოლოდ ავტომოყვავილე ჯიშები, სინამდვილეში კი, ფოტოპერიოდული სტრეინები ხშირ შემთხვევაში უფრო სიცოცხლისუნარიანებია და ბევრად მეტ შეცდომებსაც პატიობენ მოვლისას. მეორეს მხრივ ორივეს მოყვანას უნდა ცოდნა, განსხვავება ისა არის რომ, ფოტოპერიოდულმა რომ გაიხაროს უნდა გადავიყვანოთ 12/12იან განათებაზე, ავტომოყვავილეები კი მთელი ზრდის განმავლობაში ხარობენ 18/6, მაგრამ კარგი მოსავლის მიღება არაა ახალბედების ხვედრი.

სატივა თუ ინდიკა?

სატივასა და ინდიკას შორის არ არის დიდი განსხვავება, ამიტომ  სატავასა და ინდიკას შტამების ზემოქმედებას შორის განსხვავება თვითმოტყუებაა, უფრო მეტიც, სხვადასხვა ჯიშის კანაფმა შეიძლება ერთნაირად იმოქმედოს თქვენზე. განსხვავება არის მხოლოდ ტგკ-ს მიხედვით, სადაც იქნება მეტი, იქნება სტოუნი, სადაც ნაკლები – ჰაი.

P.S. ასეთია საბოლოო ჯამში ჯიშების შერჩევის საფუძვლები. თუმცა წვრილმანები ძალიან ბევრია და მათ შესახებ წიგნის დაწერაც კი შეიძლება. იმედი გვაქვს რომ ცოტა გასაგები მაინც გახდა თქვენთვის როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ჯიში.

 

გააზიარეთ მეგობრებთან

1
1 572

მსგავსი ჩანაწერები

განხილვა

1 კომენტარი
  • დემე

    ამ საიტზე შემოვედი და ძალიან მომწონს ეს ბლოგი. ვარ დამწყები და მართლა საუკეთესო რჩევებია.პირადად მე ძალიან გამომადგა და თან კიდევ ახალ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ველი. მადლობა

გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი

კომენტარი*

*

*