შინაარსი
- რა არის მიკროდოზირება და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე?
- თავდაჯერებულობა, მოტივირება და პროდუქტიულობა
- თავის ტკივილები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, უძილობა
- მიკროდოზირების კვლევების შედეგები
- პირველი კვლევა ადამიანზე ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიიის გამოყენებით პსილოციბინის მოხმარების დროს: ალკალოიდების მიერ გამოწვეული ცვლილებები თავის ტვინის ქსელების დინამიკაში
- პსილოციბინის მოხმარების სამედიცინო თერაპიული პოტენციალის ნოვატორული, პილოტური კლინიკური კვლევა დეპრესიის დროს
- შედეგები
- პილოტური კვლევა ფსიქოთერაპიაში პსილოციბინის გამოყენებით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალოდ
- ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევები „ჯადოსნური სოკოების“ დადებით და უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით
- ალკალოიდის გამოყენების პერსპექტივა
პსილოციბინი — ნატურალური ფსიქოდელიური ნივთიერებაა, რომელსაც მრავალი სოკო შეიცავს. უძველესი დროიდან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ სოკოებს იყენებდნენ სამედიცინო მიზნებისათვის, რელიგიურ პრაქტიკაში და მაგიური რიტუალებისთვის. ეს ყოველივე გამოწვეული იყო ფსიქოდელიკის ჰალუცინოგენური მოქმედებით ორგანიზმზე.
პირველი კვლევა ამ სფეროში ჩატარებული იყო XX საუკუნეში. ეთნობოტანიკოსები ვალენტინა და რობერტ გ. უოოსონები გაემგზავრნენ მექსიკაში. იქ მათ შეისწავლეს მკვიდრი მოსახლეობის მიერ პსილოციბინის მოხმარების შესახებ ცნობები. მათი შრომის შედეგად Psilocybe-ს ჯიშის ეგზემპლარებიდან გამოყოფილ იქნა პსილოციბინი. სწორედ ის იწვევდა შამანების „მისტიურ“ ხილვებს.
1960-იანი წლებიდან დაწყებული, გაჩნდა შეზღუდვები აღნიშნული ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებით. ამის გამო მათი შესწავლა შეჩერდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნორმატიული აქტების შემცირებამ, საშუალება მისცა შეესწავლათ და ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები არა მხოლოდ მეცნიერებს, არამედ კერძო პირებსაც. თანამედროვე ნეირობიოლოგიამ გაარკვია, თუ როგორ მოქმედებს „ჯადოსნური“ ნაერთი სეროტინინის რეცეპტორებთან თავის ტვინში და როგორ ცვლის რიგ ეფექტებს, რომლებიც ცნობიერებას ცვლიან. ამ ეტაპზე მრავალი ფაქტი უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, ნაწილი კი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთანავე არის ნაკლებად ცნობილი და შეუსწავლელი ფენომენების მასა, რომლებსაც არ აქვს მეცნიერული ახსნა. სტატიაში ვისაუბრებთ ყველაზე აქტუალური კვლევებისა და მათი შედეგების შესახებ.
რა არის მიკროდოზირება და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე?
ფსიქოდელიკების მიკროდოზირება — ეს არის მცირე სუბჰალუცინოგენური რაოდენობის ნივთიერებების მიღება საკვებში, ისეთების, როგორიცაა ლსდ ან მშრალი პსილოციბინური სოკოები. ამასთან, გამოიყენება ფსიქოდელიური ნაერთის დაახლოებით მეათედი რეკრეაციული დოზა, თუმცა ყველაფერი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.
მოხმარების ასეთი მეთოდი მისი უპირატესობების გამო სულ უფრო პოპულარული ხდება. ცოტა ხნის წინ, ჩატარდა მსხვილ მასშტაბიანი, წინასწარ რეგისტრირებული გლობალური კვლევა. მასში მონაწილეებს სთხოვდნენ აეღწერათ, თუ რა მოსწონდათ და რა არა პსილოციბინის მიკროდოზირებაში. ხშირად ხსენებული დადებითი მხარეები იყო:
- განწყობის გაუმჯობესება;
- ყურადღების კონცენტრაციის ზრდა;
- შემოქმედებითი შესაძლებლობების ზრდა.
გარდა ამისა, ალკალოიდის მცირე დოზის მოხმარება, არ ახდენს გავლენას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მათ არ აქვთ ჰალუცინაციები ან პანიკური შეტევები, უბრალოდ ცხოვრებას ცოტა უკეთესი განწყობით აგრძელებენ.
ნარკოტიკულ ნაერთთან დაკავშირებული სირთულეებიდან, გამოკითხულები შემდეგ ფაქტორებს ასახელებდნენ:
- არალეგალურობა (ამ ფაქტორს ყველაზე ხშირად აღნიშნავდნენ);
- ფიზიოლოგიური დისკომფორტი;
- „სხვა პრობლემები “, ისეთები, როგორიცაა რისკის უცნობი პროფილი და არასაკმარისი ინფორმაცია ნივთიერების შესახებ.
მიუხედავად არასაკმარისი ინფორმაციისა, სულ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს ჰალუცინოგენებც მცირე დოზებით. Silicon Valley-ს ზოგიერთი მწარმოებელი ხდება მიკროდოზირების ტრენერი, რითიც რეკლამას უწევს ალკალოიდის მოხმარების ასეთ მეთოდს.
ამასთან დაკავშირებით, მეცნიერები დაინტერესდნენ ფსიქოდელიკის მცირე დოზების გავლენით ადამიანის ორგანიზმზე. თავდაპირველად გადაწყდა ჩატარებულიყო გამოკითხვა მოხმარების შემდეგ სუბიექტური შეგრძნებების შესახებ.
ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 909 ადამიანმა მთელი მსოფლიოდან. ერთ-ერთ ნაწილში 278-მა რესპონდენტმა განაცხადა სამი ძირითადი უპირატესობის და სამი პრობლემის შესახებ, რომლებიც მათ შეხვდათ.
თავდაჯერებულობა, მოტივირება და პროდუქტიულობა
პლიუსები, რომლებსაც ექსპერიმენტში მონაწილეები აღნიშნავდნენ, ძირითადად პირად საუბარში მონათხრობს ემთხვეოდა. ისინი ამტკიცებენ, რომ მიკროდოზირება ეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში, კრეატიულობაში, თავდაჯერებულობასა და თვითეფექტურობაში, მატებენ ენერგიას და ა.შ.
მეცნიერების მუშაობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მიეღოთ ცალკეული პასუხები და მოეხდინათ მათი კლასიფიცირება კატეგორიების მიხედვით. ამგვარად მეცნიერებს შეექმნათ წარმოდგენა, თუ რამდენად გავრცელებულია თითოეული ეფექტი, რაც დაეხმარათ მათ მიეცათ მიმართულება შემდეგი კვლევებისთვის.
მაგალითად, ძირითად უპირატესობად სახელდებოდა განწყობის გაუმჯობესება (26,6% ადამიანი), რამაც შექმნა მომავალი ექსპერიმენტების პერსპექტივა. შემოქმედებითობა — კიდევ ერთი აშკარად შესასწავლი სფეროა.
ასევე მრავალი მონაწილე აცხადებს, რომ მიკროდოზირებამ შეჰმატა მათ თავდაჯერებულობა, გახდნენ მოტივირებული და პროდუქტიულები, რაც ასევე საინტერესოა მეცნიერებისთვის.
მხოლოდ 4,2%-მა შფოთვის შემცირება, რამოდენიმემ კი პირიქით — მომატება აღნიშნა. ამიტომ მიკროდოზირების შესწავლა შფოთვის საწინააღმდეგოდ, არ არის პერსპექტიული.
ეს მონაცემები მიგვითითებს მხოლოდ სავარაუდო შედეგებზე და არ იძლევა რომელიმე ფაქტის 100%-იანი შედეგების გარანტიას.
თავის ტკივილები, კუწ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, უძილობა
ყველაზე დიდ სირთულეს ნაერთის არალეგალურობა წარმოადგენს. ამის შესახებ თითქმის ყოველი რესპონდენტი აცხადებს. გამოკითხვაში უკანონობა გულისხმობდა „შავ ბაზართან“ ურთიერთობის აუცილებლობას, აკრძალული ნივთიერებების მოხმარების გარშემო სოციალურ სტიგმას და დოზირებისა და პროდუქტის საიმედოობის პრობლემას. ადამიანები ყოველთვის უნდა იყვნენ გაცნობიერებულნი მოხმარებული ჰალუცინოგენის ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით: არასდროს იცით, რას მიიღებთ ალკალოიდის გარკვეული რაოდენობის შეძენის შედეგად.
ეს პუნქტი დაკავშირებულია არა მხოლოდ მცირე დოზის ფსიქოდელიკის მოხმარებასთან, ასევე სოციალურ პოლიტიკასა და ნორმებთან. სამეცნიერო კვლევების ზრდასთან და მეტი დადასტურებული ფაქტის გაჩენასთან ერთად, შეიძლება მოხდეს მისი დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზება. რაც შეამცირებს ერთ-ერთი ყველაზე დიდ მინუსს.
შემდეგი იყო ფიზიოლოგიური დისკომფორტი: 18% მონაწილემ ახსენა თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, უძილობა და სხვა არასასურველი შედეგი.
აუცილებელია შესწავლილ იქნას შესაძლო ნეგატიური გავლენა და განიხილოს, თუ რამდენად შეესაბამება ისინი სხვა დასაშვები, ლეგალური ნივთიერებების პროფილებს, ისეთებს, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, (რომლებსაც ასევე ახლავს უარყოფითი ეფექტები).
გამოკითხულებმა სხვა სირთულეებიც ახსენეს, ისეთები, როგორიცაა ფსიქოდელიკების სხვა მეტიკამენტებთან ერთად მოხმარების შედეგების არცოდნა, ასევე სამეცნიერო დასკვნების არქონა უმნიშვნელო დოზების ხანგრძლივად მოხმარების შესახებ.
მიკროდოზირების კვლევების შედეგები
სავსებით შესაძლებელია, რომ პოზიტიური და ნეგატიური ცვლილებები რესპონდენტებში სულაც არ იყო გამოწვეული პსილოციბინის გამოყენების შედეგი. ადამიანებს ხშირად ეცვლებათ ზოგადი მდგომარეობა სრულიად ინერტული ნივთიერებების მიღების დროს. ეს მოვლენა ცნობილია პლაცებოს ეფექტის სახელწოდებით. საჭიროა რანდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებადი კვლევები, რათა ზუსტად დადგინდეს ჰალუცინოგენის მიკროდოზის მოქმედება.
გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც ძალიან მცირე დოზით მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს, მეტ სარგებელს ხედავენ. კრიტიკული გამოხმაურებები ძირითადად ეხება სოციალურ და ფიზიოლოგიურ პრობლემებს. საბოლოო ჯამში მათ განაცხადეს, რომ ფსიქოდელიკს დადებითი მეტი აქვს ვიდრე უარყოფითი.
როდესაც საქმე ალკალოიდის მიკროდოზს ეხება, კითხვები პასუხებზე მეტია: იწვევს თუ არა პსილოციბინის მცირე რაოდენობა ხსენებული ეფექტებიდან რომელიმეს, თუ რომელიმე მათგანი მაინც პლაცებოს შედეგია? შეუძლია თუ არა მოხმარების ამ მეთოდს ხანგრძლივი მოქმედება? ადამიანების რომელ ჯგუფს აქვს მეტი შანსი განიცადონ მეტად დადებითი ან უარყოფითი ზემოქმედება ორგანიზმზე?
ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს გზას, რომელსაც უნდა მიჰყვნენ მეცნიერები. მომავალში უნდა შემოწმდეს, გამოვლინდება თუ არა აღნიშნული შედეგები ლაბორატორიული კვლევების პირობებში. გარდა ამისა, არსებობს კიდევ მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, „მაგიური“ ნივთიერების სხვა სფეროებში გამოყენების შესახებ.
პირველი კვლევა ადამიანზე ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიიის გამოყენებით პსილოციბინის მოხმარების დროს: ალკალოიდების მიერ გამოწვეული ცვლილებები თავის ტვინის ქსელების დინამიკაში
ჰალუცინოგენური პრეპარატები დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება სამედიცინო მიზნებისათვის, მიუხედავად ამჟამინდელი ინტერესისა მათი თერაპიული პოტენციალისადმი, მეცნიერებმა მაინც ცოტა იციან ტვინზე მათი ზემოქმედების შესახებ.
ამ ცდაში რ.ლ. კარჰარტ-ჰარისმა, დ. ერრიცომ და ტ. უილიამსმა გამოიყენეს პსილოციბინი, რომელსაც „ჯადოსნური სოკოები“ შეიცავდნენ, და ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის პროტოკოლი, რომელიც არ იყო საჭირო კვლევის ჩასატარებლად. მას იყენებენ მხოლოდ ნორმალური, ფხიზელი მდგომარეობიდან ფსიქოდელიურში გადასვლის ფიქსაციისათვის. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია დაკვირვება ტვინში სისხლის ნაკადის და ვენოზური ოქსიგენაციის კონტროლი ვენურ ინფუზიასა და პლაცებომდე, ასევე მის შემდეგ.
15 ჯანმრთელ მოხალისეს ჩაუტარდა სკანირება არტერიული სისხლის ზურგის მარკირების მეთოდით, კიდევ 15-ს კი — სისხლში ჟანგბადის დონე გაუზომეს. როგორც მოსალოდნელი იყო, გონებაში ცვლილებები აღინიშნა ალკალოიდის მიღების შემდეგ. გარდა ამისა, მისმა მიღებამ გამოიწვია ტვინში სისხლის ნაკადის შემცირება, განსაკუთრებით ცენტრალურ ნაწილებში, ისეთებში, როგორიცაა თალამუსი, ასევე უკანა ხვეულის სარტყლის ღარი.
ეს შედეგები ადასტურებს, რომ სუბიექტური ეფექტები, გამოწვეული ფსიქოდელიური პრეპარატებით, წარმოადგენენ ტვინის აქტიურობის შემცირების და ტვინის კვანძებს შორის კავშირის ფორმირების შედეგს.
პსილოციბინის მოხმარების სამედიცინო თერაპიული პოტენციალის ნოვატორული, პილოტური კლინიკური კვლევა დეპრესიის დროს
კვლევამ, რომელიც Beckley / Imperial Research Program-ში ჩატარდა,წარმოადგინა პირველი კლინიკური მტკიცებულებები ფსიქოთერაპიაში, ნარკოტიკული საშუალების ეფექტურობის შესახებ დეპრესიის მკურნალობის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სხვა არც ერთმა მეთოდმა შედეგი არ გამოიღო. შერჩეული იყო 20 პაციენტი, თითოეულ მათგანს მანამდე ნაცადი მკურნალობის არა ერთი მეთოდი ჰქონდა.
მონაწილეებს დეპრესია საშუალოდ 18 წელი ჰქონდათ, სიმძიმე საშუალოდან მძიმე ფორმებამდე მერყეობდა. თითოეულმა მათგანმა მიიღო ფსიქოდელიკების 2 დოზა (10 და 25მგ.) 7 დღიანი ინტერვალებით. ჰალუცინოგენების მოხმარებისას მათ გაეწიათ ფსიქოლოგიური თანადგომა, ფსიქოთერაპიის სეანსებით. ყველა პაციენტმა ჩაიტარა ტვინის სკანირება, რათა შეესწავლათ „ჯადოსნური“ ნაერთის ზემოქმედების მექანიზმის ნეირონული საფუძვლები. საკონტროლო გამოკვლევები ტარდებოდა 5 კვირაში, სამი და ექვსი თვის შემდეგ.
შედეგები
ყველა პაციენტს, უკვე 1 კვირაში, აღენიშნებოდა დეპრესიის მაჩვენებლების შემცირება. მაქსიმალური ეფექტი დგებოდა 5 კვირის შემდეგ. მაჩვენებლები დადებითი რჩებოდა 3თვის, ზოგჯერ 6 თვის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ სიმპტომების შემცირება გამოწვეული იყო ძლიერი ფსიქოდელიური გამოცდილების ხარისხით. პრეპარატს ყველა იტანდა კარგად, არც ერთ მათგანს უახლოესი 2 თვის განმავლობაში არ მიუმართავს ანტიდეპრესანტებით მკურნალობისთვის.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კვლევა საკონტროლო ჯგუფის, პლაცებოს ან დაფარული ინფორმაციის გარეშე (რაც ნიშნავს, რომ ყველა მონაწილე სრულად იყო გაცნობიერებული იმაში, თუ რას მოიხმარდა). შედეგი იმედის მომცემია და ადასტურებს, რომ პსილოციბინის პაციენტებისთვის მიღება უსაფრთხოა.
პილოტური კვლევა ფსიქოთერაპიაში პსილოციბინის გამოყენებით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალოდ
2014 წელს, «Journal of Psychopharmacology» ჟურნალის გამოცემაში გამოქვეყნებული იყო სტატია, ნარკოშემცველი პრეპარატების თამბაქოს დამოკიდებულებასთან ბრძოლაში გამოყენებასთან დაკავშირებული ცდის შედეგების შესახებ.
მიუხედავად იმედის მომცემი მოსაზრებებისა, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით გამოწვეული აშლილობის ჰალუცინოგენებით მკურნალობასთან დაკავშირებით, საფუძვლიანი კვლევები და დაკვირვებები არ ჩატარებულა. იმისათვის, რომ განესაზღვრათ უსაფრთხოება და ალკალოიდის გამოყენების შესაძლებლობა, თამბაქოს მოწევის შეწყვეტის დამხმარე საშუალებად, მ.ვ. ჯინსონმა და ა. გარსია-რომეუ-მ ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც შეჰყავდათ ზომიერი (20/მგ 70 კილოგრამზე) და მაღალი (30მგ/70კილოგრამზე) ფსიქოდელიკის დოზები, 15 კვირიან სტრუქტურირებულ პროგრამის ფარგლებში, პარალელურად იყენებდნენ კოგნიტიურ-ქცევით თერაპიებს.
მონაწილეობდა 15 ფსიქიკურად ჯანმრთელი ნაკოტინდამოკიდებული მწეველი (10 მამაკაცი, საშუალო ასაკი 51წელი). თითოეულ მათგანს საშუალოდ 6-ჯერ ჰქონდა მოწევის შეწყვეტის მცდელობა. ისინი მოიხმარდნენ საშუალოდ 19 ღერ სიგარეტს დღეში, დაახლოებით 31 წლის განმავლობაში. 15-დან 12-მა მოხალისემ (80%) დაკვირვებიდან 6 თვის შემდეგ გამოავლინა ნიკოტინისგან ბიოლოგიური თავშეკავების უნარი. მიღებული შედეგი ბევრად აღემატება სხვა მეთოდების მაჩვენებლებს (შედეგი საშუალოდ 35%-ია).
მონაწილეები, რომლებიც მოწევისგან 6 თვის განმავლობაში იკავებდნენ თავს, ედრებოდნენ მონაწილეებს, რომლებიც განაგრძობდნენ მოწევას. ისინი ვინც მოიხსნა დამოკიდებულება, ბევრად მეტ ქულას იღებდა „მისტუირი გამოცდილების“ შეფასებისას.
ჯგუფებს შორის არ იყო შემჩნეული მნიშვნელოვანი განსხვავებები წამლების ეფექტების ინტენსივობას შორის. ეს იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ თამბაქოზე უარის თქმის მიზეზი, არა პრეპარატების მოქმედების ძალა, არამედ მაგიური მოგზაურობის სუბიექტური ეფექტები იყო. 15-დან 9 მონაწილე (60%) შეესაბამებოდა „სრული მისტიური განცდების“ კრიტერიუმებს. ეს ყოველივე იძლევა ფსიქოდელიური პრაქტიკის ეფექტურად გამოყენების ვარაუდს ნარკოდამოკიდებულებთან ბრძოლისთვის.
სამწუხაროდ არასაკმარისი კონტროლი არ იძლევა საბოლოო დასკვნების გაკეთების საშუალებას, პრეპარატის ეფექტურობის შესახებ. მიღებული მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ნაერთი შეიძლება პოტენციურად ეფექტური იყოს დამოკიდებულების მოხსნის არსებულ საშუალებებთან ერთად, დამატების სახით გამოყენების დროს. კვლევებმა საფუძველი ჩაუდო ექსპერიმენტების ჩატარებას ალკალოიდების ნარკომანიასთან ბრძოლის ეფექტურობის გამოსაკვლევად.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევები „ჯადოსნური სოკოების“ დადებით და უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით
2016 წლის 1 დეკემბრის «Journal of Psychopharmacology» ნომერში, გამოქვეყნებული იყო 2000გამოკითხულის შედეგები, რომლებიც ყვებოდნენ პსილოციბინის ნეგატიური გამოყენების შესახებ. ახალი კვლევებისთვის როლანდ გრიფფიტსის ახალი ექსპერიმენტის ჯგუფმა გამოიყენა რეკლამა სოც ქსელებსა და ელფოსტაზე, რათა შეეგროვებინათ ხალხი რომლებმაც გამოიარეს ნეგატიური ტრიპი პსილოციბეს სოკოების მოხმარების შემდეგ. ინტერვიუ გრძელდებოდა დაახლოებით 1 საათი და მოიცავდა 3 ანკეტას:
- ჰალუცინოგენების შეფასების შკალა;
- კითხვარი „მისტიური გამოცდილება“, შემუშავებული გრიფიტსის და მისი კოლეგების მიერ 2006 წელს;
- ანკეტის ნაწილები 5 D- შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში.
რესპოდენტებს სთხოვდნენ ყურადღება გაემახვილებინათ ყველაზე უარეს მოგონებაზე ტრიპიდან, შემდეგ მოეყოლათ მათთვის სასიამოვნო დოზის, გარემოს (სადაც ტრიპი მიმდინარეობდა), ხანგრძლივობის, არა სასიამოვნო შეგრძნებების შეწყვეტის ხელმისაწვდომი ვარიანტების და სხვა არასასიამოვნო შედეგების შესახებ.
1993 გამოკითხულიდან, რომელთაც ყველა კითხვას უპასუხეს, 78% იყო მამაკაცი, 89% თეთრკანიანი და 51%-ს ჰქონდა უმაღლესი განათლება ან სამეცნიერო ხარისხი. 66% იყო აშშ-დან. საშუალოდ მონაწილეები იყვნენ 30 წლის და 23 წლიდან მოიხმარდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. 93%-მა უპასუხა, რომ პსილოციბინი 2-ზე მეტჯერ მოიხმარეს. მიღებული მონაცემების ნიადაგზე, გაკეთდა შემდეგი დასკვნები:
- 10,7% განაცხადა, რომ იყო საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების რისკი;
- 2,6% განაცხადა, რომ იყვნენ აგრესიულები;
- 2,7%-მა მიმართა სამედიცინო სამსახურს.
ხუთმა გამოკითხულმა, რომლებსაც ადრე აწუხებდათ შფოთვები, დეპრესია ან სუიციდური აზრები, პრეპარატის მიღების დროს სცადეს თავის მოკვლა. მეცნიერების აზრით, ეს მიუთითებს მოხმარების დროს, მშვიდი და მყუდრო გარემოს აუცილებლობის შესახებ. 6-მა ადამიანმა კი თქვა, რომ მათი სუიციდური აზრები გაქრა მას შემდეგ, რაც მათ გადაიტანეს ყველაზე მძიმე „ტრიპი“ მათ ცხოვრებაში. ბოლო ფაქტი დაემთხვა მეცნიერების წინა კვლევებს, რომელიც პსილოციბინის ანტიდეპრესიულ თვისებებს ავლენს ონკოლოგიურ პაციენტებში.
ზემოაღნიშნულთან დამატებით:
- რესპონდენტების მესამედმა თქვა, რომ ეს მოგზაურობა შევიდა მათ მიერ ცხოვრებაში განვლილი განცდების ხუთეულში;
- მესამედმა განათავსა ისინი ცხოვრებაში სულიერად ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ხუთეულში;
- 62%-მა თქვა, რომ ეს მომენტი იყო ცხოვრებაში 10 ყველაზე რთულ მომენტს შორის ერთ-ერთი;
- 39% ყველაზე რთული მოვლენების ხუთეულს მიაკუთვნა;
- 11%-მა ყველაზე რთულ გამოცდილებას მიაკუთვნა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მონაცემები ვერ იქნება ობიექტურად დადასტურებული. ამიტომ საჭიროა დამატებითი სამეცნიერო ექსპერიმენტები, რათა უკეთ გავიგოთ რისკები და პრეპარატის პოტენციური უპირატესობანი.
ალკალოიდის გამოყენების პერსპექტივა
სამეცნიერო კვლევების მზარდი სია მთელი მსოფლიოდან, მიუთითებს პსილოციბინის თერაპიულ ეფექტზე. „ჯადოსნური“ ნაერთის გამოყენებას სხვა და სხვა სფეროებში აქვს დიდი პოტენციალი. უკვე ახლა ცნობილია მისი მრავალი უპირატესობის შესახებ.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნივთიერება აცალკევებს ტვინის ცალკეულ ნაწილებს ერთმანეთისგან და ამით ცვლის მათ შორის ინფორმაციის მიმოცვლას. სავარაუდოდ ამიტომ არის, რომ მათი მოქმედების ქვეშ ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ მისტიური გამოცდილება.
მეცნიერების თქმით, კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის სხვა და სხვა მეთოდების შემუშავებისთვის. უკვე ცნობილია ალკალოიდის დიდი პერსპექტივების შესახებ.