ოლიმპიელი სპორტსმენებისთვის CBD ნებადართულია

ოლიმპიელი სპორტსმენებისთვის CBD ნებადართულია

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 12000-მდე ოლიმპიელი სპორტსმენი შეჯიბრამდე იყენებდა კბდ-ს.

თუმცა ტგკ, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კანაბისის კომპონენტი, რომელიც იწვევს ფსიქოაქტიურ ეფექტს, მსოფლიო ანტიდოპინგურ ორგანიზაციაში კვლავ აკრძალული ნივთიერებების სიაში რჩება, კანაბიდიოლი 2018 წლის 1 იანვრიდან ნებადართული ნივთიერებების სიაში შედის. „რამდენადაც კანაბინოიდები შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა კონცენტრაციით ტგკ-ს, სპორტსმენებმა უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები კბდ-ს შემცველი პროდუქტის მოხმარებისას“, აცხადებენ  WorldAnti-DopingAgency-ში. ეს ყოველივე აფართოებს დისკუსიას მცენარის და მისი ლეგიტიმურობის შესახებ.

გასული წლის განმავლობაში რამოდენიმე სპორტული ფედერაცია და ორგანიზაცია მისდევდა WorldAnti-DopingAgency-ს დირექტივას, რითიც ოფიციალურად ანიჭებდნენ უფლებას თავის წევრებს, მათ შორის იყო UFC (UnitedFightingChampionship) და Basketball BIG 3 და TBL.

კანაფის ოჯახის წარმომადგენელი მცენარეებს აქვთ მჭიდრო კავშირი სპორტსმენებთან, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ, რამდენადაც 2015 წელს ჩატარებული WADA-ს გამოკითხვის თანახმად, დაახლოებით 12 ათასი ოლიმპიელი იყენებდა კანაბიდიოლს შეჯიბრამდე. მათ შორის 4% კბდ-ს იყენებდა რბოლის წინ.

პრეპარატები კანაფის შემცველობით გამოიყენება სამკურნალო საშუალების სახით გარკვეული სიმპტომების და დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში.

ხშირ შემთხვევაში კანა საშუალებები გამოიყენება:

  • ძლიერი ტკივილის მოსახსნელად;
  • შფოთვის მოსახსნელად;
  • დეპრესიის ნიშნების მოსახსნელად;
  • კიბოს სხვა და სხვა სტადიაზე მკურნალობისთვის;
  • გამონაყარის გაჩენის თავიდან ასაცილებლად;
  • სხვა და სხვა სახის ტრავმების თერაპიისთვის.

Related posts

Discussion

1 комментарий
  • ნიკა ლობჟანიძე

    როგორც ყოველთვის ძაან საინტერესო ინფორმაცია. მომწონს თქვენი საიტი, მაქსიმალურად ცდილობთ მომხმარებლამდე მიიტანოთ და ყველა ტიპის საკითხს შეეხოთ . ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ამაღლდეს კანაბისის გამოყენებაზე როგორც შეხედულბა, ასევე მოხმარების პრინციპები. წარმატებებს ვუსურვებ თქვენს გუნდს

Write a Reply or Comment

Comment*

*

*