მარიხუანას ლეგალიზაცია

მარიხუანას ლეგალიზაცია

უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არაერთხელ იქნა დასმული საკითხი მარიხუანის, როგორც ”მსუბუქი ნარკოტიკის” ლეგალიზაციის შესახებ, რომელსაც პოპულარობით ერთ ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მთელს პლანეტაზე.

ამაზე საუბრობენ როგორც ექიმები, ასევე პოლიტიკოსები. რას შეიძლება ველოდოთ და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მარიხუანას ლეგალიზაციამ?

ეს უბრალო, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მცენარე უკვე საუკუნეების მანძილზე არაერთხელ გამხდარა კამათისა და სკანდალის მიზეზი. მის ლეგალიზაციას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები გააჩნია.

ლეგალიზაციის მომხრეები მთავარ მიზეზად ორ ძირითად არგუმენტს ასახელებენ:

პირველი და ყველაზე მთავარი არგუმენტი — ლეგალიზაციის შემდეგ იმ ახალგაზრდების რიცხვი რომლებიც მოიხმარენ ”მძიმე ნარკოტიკებს”. საგრძნობლად შემცირება,

ეს შეიძლება პარადოქსალურად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ასე მოხდა ჰოლანდიაში, სადაც მარიხუანა ჯერ კიდევ 1970 წელს გახდა ლეგალური და მისი მოხმარება თავისუფლად არის შესაძლებელი კაფეებსა და ჩილიმ-ბარებში

მას შემდეგ იმ ჰოლანდიელთა რიცხვი, რომელიც მოიხმარს მარიხუანას, სტაბილურად შეადგენს 600-700 ათასი ადამიანს. მაშინ როცა მძიმე ნარკოტიკს მოიხმარს მხოლოდ 15 000 ადამიანი.

ჰოლანდიელმა ახალგაზრდობამ ფაქტიურად თავი დაანება ისეთი ”მძიმე” და საშიში ნარკოტიკის მოხმარებას, როგორიცაა ჰეროინი. გარდა ამისა გაცილებით შემცირებულია კოკაინის მომხმარებელთა რაოდენობაც.

”მძიმე ნარკოტიკების” დოზის გადამეტებით დაღუპულთა რიცხვი ჰოლადიაში არ აღემატება წელიწადში 40 ადამიანს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელს მსოფლიოში.

ამას გარდა ჰოლანდიელ ნარკომანებში ძალიან იშვიათია შიდსით დაავადების შემთხვევები.

მეორე არგუმენტი — მარიხუანას ბაზაზე დამზადებული პრეპარატების გამოყენება სამედიცინო თვალსაზრისით.

კანაფის შემცველ პრეპარატებს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, გამოიყენება ასთმის, მძიმე სკლეროზის, გლაუკომის და ა. შ დაავადებების წინააღმდეგ.

ეს საკითხი მაღალ დონეზე განიხილება კანადაში და დიდ ბრიტანეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატების ზოგიერთ შტატში, სადაც განიხილება კანონპროექტები, რომელიც შესაძლებელს გახდის მარიხუანას სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენებას (ზოგიერთ შტატში უკვე დაშვებულია კიდეც).

ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეები არანაკლებ ლოგიკურ დასკვნებს აკეთებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მათი არგუმენტებიც არანაკლებ დამაჯერებელია:

პირველი არგუმენტი — მოსახლეობის რეაქცია, როცა თავისუფალ გაყიდვაში იქნება ნამდვილი, თუნდაც ”მსუბუქი ნარკოტიკი», ვერ იქნება ისეთი, როგორიც კონკრეტულ ერთ ქვეყანაშია და ყველა სახელმწიფოში ვერ დამთავრდება ისეთივე წარმატებით, როგორც ეს ჰოლანდიაში მოხდა.

მარიხუანას ლეგალიზაცია

იმისათვის, რომ ადამიანები მიეჩვიონ ლეგალურ ნარკოტიკებს, ამისთვის საჭიროა მისი მოხმარების განსაზღვრული კულტურა (ანალოგიური, როგორიცაა მაგალითად ალკოჰოლური სასმელების მოხმარების კულტურა).

ამის გარეშე, მარიხუანას ლეგალიზაცია მხოლოდ ნარკომანიის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მეორე არგუმენტი — მარიხუანის გამოყენებას სამედიცინო თვალსაზრისით ასევე გააჩნია შემდეგი უარყოფითი მხარეები:

მართალია მისი ფასი/ეფექტურობა არ დგას ეჭვქვეშ, და ამ მხრივ კანაფს კონკურენტი არა ჰყავს, მაგრამ გასათვალისწინებელი და სიღრმისეულად შესასწავლია თანმდევი ეფექტები, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ასეთი პრეპარატების მოხმარებას.

სამწუხაროდ, თანმდევი ეფექტები ხშირად უარყოფითია ხოლმე. ამიტომ, ჯანსაღი მიდგომისა და გონივრული დასკვნების გამოტანის უნარის გარეშე მარიხუანის მოხმარებას ვერ ექნება ნეიტრალური შედეგები.

აღსანიშნავია, რომ რთულია არა მხოლოდ ლეგალიზაციის შედეგების გაკონტროლება, არამედ მხოლოდ სამედიცინო მიზნით მარიხუანის გამოყენებაზე კონტროლი.

ასე რომ, მარიხუანას ლეგალიზაციზე საკმაო მრავალი, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გამოითქმის. თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, სამედიცინო თვალსაზრისით მაინც, მისი ლეგალიზაცია აუცილებლად მოხდება (დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ-ს ზოგიერთი შტატი და ა. შ).

კამათი გრძელდება…

Related posts

Discussion

1 комментарий
  • კოკა მინდიაშვილი

    აი ეს როდის დავა ჩვენი ხალხის შეგნებაში. იქნება ჩვენთანაც ლეგალიზაცია თუ ხალხი მოვიდა გონს.

Write a Reply or Comment

Comment*

*

*