კანაბისის სასუქი

კანაბისის სასუქი

შინაარსი 

ყველა მებაღეს სურს გაიგოს, თუ რომელი სასუქი არის უკეთესი კანაფისთვის. გროვერების ნაწილი ატარებს ექსპერიმენტებს სხვა და სხვა სახის კანაფის სასუქებით, ნაწილი თავად ამზადებს მას. ყველასთვის საინტერესოა: არსებობს თუ არა რომელიმე კონკრეტული იდეალური საშუალება მარიხუანას ხარისხიანი განვითარებისთვის. წარმოდგენილ სტატიაში მოგიყვებით სასუქების, მათი გამოყენებისა და სარგებლის შესახებ.

სჭირდება თუ არა კანაბისს სასუქი

სჭირდება თუ არა კანაბისს სასუქი

სასუქი ასრულებს მცენარის საკვების ფუნქციას, ენერგიის წყაროს. ის შეიცავს მცენარის ოპტიმალური განვითარების და სწრაფი ზრდისთვის საჭირო საკვებ ბიოკომპონენტებსა და მიკროელემენტებს. სასუქით გაზრდილი სტრეინი მისცემს გროვერს ხარისხიან ხარვესტს. გირჩებს ექნება სასიამოვნო გემო, არომატი და ნარკოტიკული ზემოქმედება. სასუქი — მარიხუანას უჯრედოვანი სისტემის და ქსოვილების საშენი მასალაა, რომელთა გარეშე ის არსებობას ვერ შეძლებს.

კულტივირებისას საკვები კომპონენტები შეიძლება ნიადაგში იყოს. სწრაფად მზარდი შტამისთვის ეს ნივთიერებები შესაძლებელია არ აღმოჩნდეს საკმარისი სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, სასუქი უზრუნველყოფს კანაბისს სხვა და სხვა სახის მიკროელემენტებით და ყოველთვის მოაქვს სარგებელი მცენარისთვის. მაგალითად, ჰიდროპონიკაში კულტივირება გამორიცხულია დამატებითი დოპინგის გარეშე.

კანაბისის სასუქის რა სახეობები არსებობს

მცენარის „საკვები“ შეიძლება იყოს ორგანული და მინერალური. მინერალურ სასუქთან შედარებით ძვირი ფასის მიუხედავად, ბოლო დროს ორგანიკა სულ უფრო ხშირად გამოიყენება. ეს აიხსნება ორგანული ნივთიერების ზემოქმედებით მარიხუანას ეფექტის სიძლიერესა და გემოვნურ-არომატულ მახასიათებლებზე.

ორგანული

ორგანული

ეს არის ცხოველური და მცენარეული წარმომავლობის პროდუქტების დაშლის შედეგად წარმოქმნილი მინერალური კომპონენტები. ასეთი სასუქი შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტს, კალციუმს, კალიუმს და ფოსფორს. მათი ძირითადი განსხვავება ორგანიკის შემცველობაა, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს გრუნტის თვისებებზე.

ორგანიკისგან სწორად მომზადებული შემავსებელი, ნამდვილი ავტონომიური სუპერკომპიუტერია. მებაღე დიდი წარმოების გენერალური დირექტორი ხდება და მასზე ასობით მილიონი ცოცხალი ორგანიზმი მუშაობს.  გროვერისთვის აღარ არის აუცილებელი სტრეინის მუდმივი მორწყვა, წყლის დონის გაზომვა, დოზების გათვლა და სხვა მსგავსი რუტინა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიკის გამოყენების დროს არაფრის კეთება არ მოგიწევთ.

ორგანიკას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები:

პლიუსები:

  • გემოსა და არომატის თვისებების გაუმჯობესება;
  • არ არის აუცილებელი მოსავლის აღებამდე სტრეინის გამორეცხვა;
  • მცენარე დაზღვეულია გადამეტებული მორწყვისა და კვებისგან, რამდენადაცმცენარე მარაგდება სწორედ იმ რაოდენობის მიკროორგანიზმებით, რამდენიც მას სჭირდება;
  • ავტონომიურობის მაღალი დონე, გრუნტში ხომ უკვე გაშვებულია ყველა საჭირო პროცესი, გროვერს მხოლოდ პერიოდულად უწევს კორექტივების შეტანა;
  • ეკოლოგიურობა.

მინუსები:

  • შეიძლება გამოყენებულ იქნას მძაფრი არომატების მქონე კომპონენტები, განსაკუთრებით მაშინ, თუ სასუქი სახლში მზადდება;
  • ინტერულობა — ცვლილებების დანახვა განსაზღვრული დროის შემდეგ შეიძლება;
  • გამოიყენება რთული მინერალური საშუალებები და ბევრია დამოკიდებული ინტუიციაზე;
  • მავნე მიკროორგანიზმებისა და ინფექციების წარმოშობის მზარდი რისკი (მომზადება ამცირებს ასეთ რისკს);
  • არ უხდება ჰიდროპონურ კულტივირებას (ახლა ვრცელდება ბიოპონური ტექნოლოგიები);

მინერალური

მინერალური

ეს სახეობა წარმოადგენს არაორგანული წარმოშობის ნაერთს, რომელიც შეიცავს ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს მარიხუანას განვითარებაზე. ყველა ნივთიერება მინერალური მარილების სახით არის წარმოდგენილი. როგორც წესი, მინერალები იაფ საშუალებებს მიეკუთვნება.

მინერალური სასუქი — ეს არის კონცენტრატი. საშუალო ზომის ჭიქა შეიცავს ბევრად მეტ საკვებ კომპონენტს, ვიდრე ნაკელით სავსე ნიჩაბი. ერთის მხრივ ეს უნდა ახარებდეს გროვერს, რადგან მცენარე სწორი კვებით მალე გაიზრდება. მეორეს მხრივ კი, სწორედ ეს არის მისი უარყოფითი მხარე. ასეთ სასუქთან მუშაობა გამოცდილებას მოითხოვს. დამწყებ და გამოცდილ მებაღეებსაც კი ხშირად ეშლებათ დოზები, რაც ქიმიურ დამწვრობას და ზოგჯერ მცენარის სიკვდილსაც იწვევს. გარდა ამისა, მინერალების გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხარვესტამდე რამოდენიმე კვირის განმავლობაში ბუჩქის სუფთა წყლით მორწყვა. თუ ამას არ გააკეთებთ, შეიძლება ავნოთ მცენარეს და მისი მოხმარებისას საკუთარ თავსაც.

უპირატესობები:

  • უხვი მოსავალი;
  • კულტივირების დროს სახლში არ არის სუნი;
  • ბიუჯეტური ვარიანტი;
  • მისი გამოყენება ჰიდროპონიკაშიც შეიძლება;
  • მინერალურ სასუქთან მუშაობა მარტივია, მიუხედავად შესაძლო ზედოზირებისა;
  • მებაღე აკონტროლებს ზრდის პროცესს.

მინუსები:

  • არცოდნით ან გამოუცდელობით შეიძლება გადააჭარბოთ დოზას და მოსპოთ მცენარე;
  • გემო და ეფექტი უფრო გაჯერებულია, ვიდრე ორგანიკის გამოყენებისას;
  • ზუსტი გათვლების აუცილებლობა (მოიმარჯვეთ კალკულატორი);
  • გროვერი იღებს ვალდებულებას თვალი ადევნოს მცენარეს და იზრუნოს მასზე.

შესაძლებელია თუ არა დიდი რაოდენობით ხარისხიანი გირჩების მიღება სასუქის გარეშე?

შესაძლებელია თუ არა დიდი რაოდენობით ხარისხიანი გირჩების მიღება სასუქის გარეშე?

რაც არ უნდა გვიყვარდეს კანაფი და ვუვლიდეთ მას, ის მაინც სარეველაა. სარეველა ყველაზე არახელსაყრელ გარემოშიც კი ცოცხლობს, ასევეა კანაბისიც, რომელიც პრაქტიკულად ყველა გარემოში იზრდება. კანაბისის მოყვანა რა თქმა უნდა უსასუქოდაც შეიძლება, მაგრამ ასეთი მარიხუანასგან ეფექტს არ უნდა ელოდეთ. მებაღის ძირითადი ამოცანა არ არის უბრალოდ კანაფის გაზრდა, მთავარი მიზანია მივცეთ მარიხუანას თავის მაქსიმუმის მიღწევის საშუალება. ამის მისაღწევად გარკვეულ ზომებს უნდა მივმართოთ, ერთ-ერთი მათგანი სასუქის დამატებაა.

ზოგადი წესების მიუხედავად, არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, შეგიძლიათ სასუქის დამატების გარეშე გაზარდოთ კანაბისის ავტომოყვავილე ჯიშები, რადგან ყველაფერი რაც საჭიროა უკვე არის ნიადაგში. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია წინასწარ ღრმა ქოთნის მომარაგება (20-25ლიტრი).

როგორ მოვამზადოთ სუბსტრატი

ინგრედიენტები:

  • 30% გამორეცხილი ქოქოსის სუბსტრატი;
  • 10% პერლიტი;
  • 10% ვერმიკულიტი;
  • ნახევარი ვერმიკომპოსტი.

20 ლიტრიან კონტეინერს დაამატეთ ერთი მუჭა გრანულირებული ქათმის ორგავიტი და ერთი მუჭა ნაკელი, დაამატეთ ერთი ჭიქა ნაცარი. მიღებულ ნარევს დაასხით ხსნარი ბაიკალ ემ1 პრორციით 1:500-თან, მომზადებული მასა მოათავსეთ თბილ და ბნელ ადგილზე 3 დღე-ღამით. შედეგად მიიღებთ თქვენი ხელით მომზადებულ სასუქს, რომელიც მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე გეყოფათ.

როდის დავამატოთ სასუქი?

როდის დავამატოთ სასუქი?

სასუქის დოზების გადაჭარბებას, სჯობს დააკლოთ ის მცენარეს, რადგან დაკლების შემთხვევაში უბრალოდ ვერ გააუმჯობესებთ მოსავალს, ხოლო გადაჭარბებით შეიძლება მცენარე მოსპოთ. გამოცდილი მებაღეები კანაბისის მოყვანისას, ბუჩქს მაშინ კვებავენ, როდესაც ის მოითხოვს. საკვების ნაკლებობის შემჩნევა მარტივია გამოცდილი მებაღეებისთვის — მცენარე ანელებს ზრდას ან იცვლება ფოთლების ფერი, დამწყებ მებაღეებს თავიდან გაუჭირდებათ პრობლემის აღმოჩენა.

ორგანიკა

ეს მეთოდი იდეალურია დამწყები მებაღეებისთვის, იმის გამო, რომ მათ პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ მოუწევთ, ყველაფერზე დედა-ბუნება იზრუნებს. კვებეთ არა უშუალოდ მცენარე, არამედ მიკროორგანიზმები, რომლებიც ნიადაგშია და რეგულარულად გაზარდეთ მათი რაოდენობა. ამის გაკეთება საკმარისია კვირაში ერთხელ, სხვა დროს უბრალოდ მორწყეთ მცენარე სუფთა წყლით. სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიოჰუმუსი, კომპოსტური ჩაი და ორგანიკასთან თავსებადი სხვა სტიმულატორები.

მინერალური

კანაფის მინერალური სასუქის გამოყენებისას საქმე თან რთულდება, თან მარტივდება. კვების ციკლის შედგენა შესაძლებელია სასუქზე მწარმოებლების მიერ დატანილი ცხრილის საშუალებით.

ამ შემთხვევაში მებაღეს მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება: უნდა მიჰყვეს რეცეპტურას. უსაფრთხოა მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული დოზის მეოთხედით დაწყება. თუ შეატყობთ, რომ სტრეინი „შიმშილობს“, ყოველთვის შეძლებთ პორციის გაზრდას. დანაკლისის შევსება ბევრად ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე ზედმეტი სასუქის გამორეცხვა და მის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორება.

TDS-მეტრი — ინსტრუმენტი, რომელიც სასუქის მაქსიმალური სარგებლით გამოყენებაში დაგეხმარებათ. მისი საშუალებით გროვერები ზომავენ საკვები ინგრედიენტების კონცენტრაციას მიწასა და ხსნარში და დროულად აკორექტირებენ დოზებს.

სასუქი, რომელიც ინდორსა და აუთდორში გამოიყენება, ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ასევე არ განსხვავდება ერთმანეთისგან ავტომოყვავილე და ფოტოპერიოდული მარიხუანას სასუქები.

დასკვნა

არაფერი სჯობს მზრუნველ გროვერს. თუ გროვერი უპასუხისმგებლოდ ეკიდება მარიხუანას მოყვანას, არანაირი დოპინგი არ უშველის. ორგანულ და მინერალურ სასუქსაც აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, ამიტომ რომელიმე ვარიანტის იდეალურად აღიარება არასწორია. ორივე სახის სასუქი დადებით შედეგს მხოლოდ მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში მოგცემთ.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*