რამოდენიმე მოსაზრება სასუქების შესახებ, რომლებიც დაეხმარებათ ახალბედა გროვერებს.
ფორუმებზე რეგულარულად გვხვდება რეპორტები ნახევრად მკვდარი მცენარეების სურათებოთ, რომლებიც სულ რამოდენიმე კვირის არიან. და იქვე ახალბედა გროვერი სიტყვებით: „ეგ როგორ დაემართა? მე ხომ ვკვებავდი“. როგორ და ასე. სასუქი პანაცეა კი არ არის, პირიქით — პირდაპირი გზა მცენარის საიქიოში გასაგზავნად. როგორ ავარიდოთ თავი შეცდომებს?
სინამდვილეში ყველაფერი ძალიან, ძალიან მარტივია. პირველ რიგში, საჭიროა ერთი მარტივი აზრის შეგნება. სასუქი საერთოდაც არ არის „გროვის“ აუცილებელი ატრიბუტი. ის გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ იმ ადგილის სადაც იზრდება, ძლიერი შუქის და მწირი გრუნტის კომპენსაცია მოახდინოს. და კიდევ იმისთვის, რომ საშუალება მიეცეს მცენარეს სელექციონერის მიერ მასში ჩადებული პოტენციალის რეალიზება მოახდინოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიკულ დამუშავებაზე. ჰიდროპონიკაში კი სულ სხვა წესებია. იქ კი სასუქებს უკავიათ მთავარი ადგილი.
გროვერების უმეტესობა, განსაკუთრებით დამწყებები, გასაზრდელად იყენებენ მიწას. და ეს ძალიან სწორია, რადგან ორგანიკაზე გაზრდილ კაკლებს, ბევრად სასიამოვნო გემო აქვს ვიდრე ჰიდროპონულებს.
მაშ ასე, რა იციან გამოცდილმა გროვერებმა კანაფის სასუქების შესახებ?
არის თუ არა აუცილებელი სასუქების გამოყენება?
არა. ხშირ შემთხვევაში არა. მაგალითად კანაბისის ცნობილი ჯიში Satori, ისევე როგორც რიგი სხვა ჯიშები, არ საჭიროებს სასუქებს, იმ პირობით თუ იზრდება სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარ კარგ ნიადაგზე. ასევე თქვენ გჭირდებათ დიდი მოცულობის გრუნტი. თუ თქვენ ზრდით ავტოყვავილებს, სასუქების გარეშე მათი გაზრდა შესაძლებელია 20 ლიტრიან და უფრო მეტ კარგ სუბსტრატში. იმ შსემთხვევაში თუ თქვენ ზრდით ფოტოპერიოდულ ჯიშს, მაშინ თქვენ დაგჭირდებათ მიწის 40 ლიტრი ან მეტი. იდეალურია 100.
რომელი სასუქებია უკეთესი კანაფისთვის — ორგანიკა თუ მინერალური?
როგორც უკვე ავღნიშნეთ ზემოთ, ორგანიკაზე გაზრდილ კაკლებს ბევრად სასიამოვნო გემო აქვთ. აი მინერალური სასუქები კი, ზოგჯერ, იმის მიზეზი ხდება, რომ მისი მოსავლის გამოყენება შეუძლებელია საკუთარ ფილტვებზე შიშის გარეშე.
თუმცა, არსებობს ერთი წესი, რომელიც სასუქის ორივე სახეობას მიესადაგება — მოსავლის აღების წინ აუცილებელია კანაფის წინასწარ მხოლოდ სუფთა წყლით მორწყვა. ამის გაკეთება საჭიროა სავარაუდო ჰარვესტამდე 1-2 კვირით ადრე.
როდის უნდა დავიწყოთ ნიადაგის განაყოფიერება?
ორგანიკული სასუქების მწარმოებლები, მაგალითად, BioBizz, ურჩევენ მომხმარებელს 2 კვირიანი ვეგეტაციის პერიოდის შემდეგ დაწყებას. თუმცა გამოცდილი გროვერები თვლიან, რომ არ არის საჭირო სიჩქარე და 21 დღეზე ადრე დაწყებას არ გვირჩევენ. თუმცა ამ ვადის გაზრდაც შეგიძლიათ თამამად. თუ თქვენ გაქვთ საკმარისი მიწა (20 ლიტრი და მეტი), მაშინ ვეგეტაციის მთელ პერიოდს მცენარე მშვენივრად გაატარებს უსასუქოდაც, პრობლემების გარეშე.
ხომ არ მოაკლდება მოსავალი, თუ არ გამოიყენებთ სასუქებს ვეგეტაციის პერიოდში?
არა, არ მოაკლდება. რეალურად, ვეგეტაციის პერიოდში სასუქების გარეშედაც კანაფი მშვენივრად იზრდება, ზუსტად ისე, როგორც უნდა იზრდებოდეს (ისევ, თუკი საკმარისად აქვს მიწა). ხოლო, ყვავილობის დროს, სასუქები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, სწორედ ამ პერიოდში იწყებენ სხვადასხვა დეფიციტები და პრობლემები „გამოძრომას“. ყველაზე ხშირად — ფოსფორის, კალიუმის და სხვა ელემენტების უკმარისობა. ყვავილობისთვის შემზადება წინასწარაა საჭირო. ჯერ კიდევ 12/12 განათების ციკლზე გადაყვანამდე, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, უკვე საჭიროა სასუქების მიცემა მცენარესთვის, ანუ, ისეთი სასუქი სადაც ძირითადად ფოსფორზე და კალიუმზე ხდება გაძლიერება.
შეიძლება, რომ საერთოდ სასუქების გარეშე გავზარდოთ?
როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა — ადვილადაც კი. ამჟამად, საკმაოდ პოპულარულია მეთოდი, რომელსაც ჰქვია „დეფოლაცია შიმშილით“. არსი მარტივია. სასუქის არ მიღების შემთხვევაში, მცენარე იწყებს საკუთარი თავის ჭამას. გამოიხატება ეს აქტიურ გაყვითლებაში და ფოთლების ცვენაში. აქ გროვერი ერთდოულად ორ კურდღელს იჭერს: ჯერ ერთი, მცენარე იღებს საჭირო ელემენტებს ფოთლებისგან, ყვავილების ჩამოცვენის შედეგად შუქი მცენარეს სიღრმეში და ქვემო კაკლებს აღწევს. ეს ძალიან ხელსაყრელია.
მეტიც, ფორუმებზე შეიძლება შეხდეთ აზრს, რომ შიმშილის დეფოლაციის მეშვეობით შეიძლება არსებითად გავზარდოთ მოსავალი. თუმცა, გაფრთხილებთ — თეზისი საკმაოდ სადაოა და საჭიროებს ექსპერიმენტებს.
რომელია უკეთესი — ზედმეტად გამოვკვებოთ თუ პირიქით დავაკოთ?
ცალსახად, კანაფისთვის სასუქის დაკლება სჯობია ვიდრე პერედოზი. კანაფი — როგორც ცნობილია, სარეველაა. და მცენარის ამ სახეობას მშვენივრად გადააქვს შიმშილი, სასუქით გადაჭარბებისგან განსხვავებით. ამიტომ ნუ გეშინიათ იმის, რომ მცენარეს მჭირი „საჭმელი“ აქვს. მისთვის ეს უკეთესია.
არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება. დავუშვათ, თქვენ გადააჭარბეთ სასუქებით. ასეთ შემთხვევაში კანაფის გადარჩენის ერთადერთი გზაა — დიდი რაოდენობით სუფთა წყლით გამორეცხოთ სასუქი ნიადაგიდან. როგორც ცნობილია, კანაფის ძალიან ბევრ ჯიშს არ უყვარს ზედმეტი მორწყვა. ამასთან ერთად, თქვენ სასარგებლო ელემენტების ნარჩენებს დევნით, რომელიც გრუნტშია. ამგვარად, მცენარეს ერთდროულად სამი სახის სტრესის ქვეშ ამყოფებთ: პერედოზი, მორწყვის გადაჭარბება, გრუნტიდან ბუნებრივი ელემენტების „გამორეცხვა“.
ამგვარად, ამა თუ იმ ნივთიერებების გადამეტებას მივყევართ იქამდე, რომ მათი შერგება საერთოდ იბლოკება. ნათელია, რომ ესეთ შემთხვევებში უკეთესია დავაკლოთ „საკვები“.
რამდენი სასუქი უნდა მივცეთ კანაფს?
ამ ინფორმაციას თვენ ნახავთ კვების რუკაზე, რომელიც სასუქების მწარმოებლების საიტზე უნდა იყოს განთავსებული. მაგრამ არსებობს ერთი ოქროს წესი. რადგან, გაზრდის პირობები ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურია, ესეთი უნივერსალურობა ბოროტად ეთამაშება გროვერს. კვების რუკის მიხედვით, ძალიან ადვილად შეიძლება მოგვივიდეს მცენარის პერედოზი. ზოგი ერთი ჯიში, ამის შედეგად, ჰერმაფროდიტებადაც იქცევიან (მაგალითად White Widow Green House Seeds-ისგან). ამიტომ, გონივრული იქნება რეკომენდირებული დოზა ორზე გავყოთ. და ამაში არაფერი საშიში არ არის, როგორც უკვე იცით, სჯობს დააკლოთ საკვები ვიდრე გადააჭარბოთ.
რა შემთხვევაშია სასუქი აუცილებელი?
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, სასუქი აუცილებელია თუ თქვენ გადაწყვიტეთ კანაფის გაზრდა ჰიდროპონიკაზე. ასევე, სასუქების დახმარების მიღება უწევთ მიკროგროვის მოყვარულებს. მართლაც, თუ თქვენ მხოლოდ 3-5 ლიტრი მიწა გაქვთ, ამ შემთხვევაში სასუქის გარეშე არ გამოგივათ. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც 5 ლიტრიანშიც ავტოყვავილებადი მცენარე ღირსეულ შედეგს აჩვენებდა სასუქების მინიმუმის მიღების დროს. ზოგადად ავტოები კარგად ძლებენ სასუქის გარეშე, განსაკუთრებით — ყველაზე შუსტრები, რომლებიც 40-45 დღეში უკვე ასწრებენ ყვავილობას.
რა უმჯობესია — საფირმო სასუქები თუ, რაც ნებისმიერ მებაღეობის მაღაზიაში შეიძლება ვიშოვოთ?
უპირობოდ, თუ თქვენ მთელი სულით გიყვართ გროვინგი და გინდათ ღირსეული შედეგი მიიღოთ, უმჯობიესია საფირმო სასუქის შეძენა, რომლებიც დამუშავებული და შექმნილია სპეციალურად ჩვენი საყვარელი კულტურის მოთხოვნილებების გათვალისწინებით. რათქმაუნდა, ეს სასუქები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ის რომელიც ახლოს მდებარე საყოფაცხოვრებო მაღაზიაშია, თუმცა დაიმახსოვრეთ — ძუნწი იხდის ორჯერ და ზარმაცი — აკეთებს ორჯერ. სჯობს არ დაგენანოთ ფული და საფირმო ორგანიკული სასუქები შეიძინოთ და თქვენი მცენარე მადლობას გადაგიხდით სქელი, სურნელოვანი, ძლიერი და გემრიელი კაკლების დიდი რაოდენობით!
pH არის ყველაფრის სათავე!
ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანია, რომ სარწყაო სწყალი და სასუქების გასანეიტრალებელ წყალს მჟავიანობა (pH) ქონდეს 6.0-6.5-ის ფარგლებში. თუ ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი ან მაღალი იქნება, სასუქებისგან შედეგი ძალიან ცოტა იქნება, რადგან არასწორი მჟავიანობის გამო მცენარე ბლოკავს ელემენტების შეწოვას. გროვერისთვის ცხოვრებისეულად აუცილებელია pH-მეტრი იქონიოს.
თუმცა თუ თქვენ ორგანიკულ სასუქებს იყენებთ, არ შეგეშინდეთ თუ დრენაჟიდან წამოვა სითხე მაღალი პიჰაშით. ორგანიკული ზრდისთვის — ეს ნორმაა.