შინაარსი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია კანაფის გირჩების შესახებ
- კანაფის გირჩების იდენტიფიცირება
- ინდიკა
- სატივა
- როდის შევძლებთ პირველი გირჩების დანახვას?
- ყვითელი ფოთლების მოშორება
- როგორ მივაწოდოთ სასუქი სტრეინს?
- როგორი განათება სჭირდება კანაფს?
- ნახშირორჟანგის დონე კანაბისისთვის
- ტემპერატურა და ტენიანობა
- ნაყოფიერების ამაღლების მეთოდები
- პატარა ამონაზარდების მოჭრა
- ScrOG (Screen of Green)
- LST (Low stress training)
- ტრიქომების რაოდენობის ზრდა
- როდის ავიღოთ მოსავალი?
- გენეტიკა
დიდი გირჩების და კარგი მოსავლის მისაღებად, საგულდაგულოდ უნდა გაეცნოთ მის მახასიათებლებს. მრავალი რამ არის დამოკიდებული კანაბისის ჯიშზე, ამიტომ წინასწარ მოიძიეთ ზუსტი ინფორმაცია.
მარიხუანას მდედრი მცენარე ძალიან ფასეულია მებაღისათვის, რადგან მათში ფსიქოაქტიური ტგკ-ს მაღალი კონცენტრაციაა. „მდედრები“ წარმოიშვებიან მცენარის ყვავილობის სტადიაზე გადასვლის შემდეგ და ციკლის ბოლოს მწიფდებიან. კონცენტრირება მოახდინეთ სწორედ გირჩებზე. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, აუცილებლად დაჯილდოვდებით უხვი მოსავლით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კანაფის გირჩების შესახებ
კანაბისის ნარკოტიკული მოქმედება ხდება კანაბინოიდების საშუალებით, რომლებსაც კულტურა შეიცავს. კანაბინოიდები მცენარის ყველა ნაწილშია, თუმცა ყველაზე დიდი კონცენტრაცია დაუმტვერავ მდედრ ყვავილედებშია. ამ კომპონენტების კონცენტრაციის მიხედვით ფოთლები მეორე ადგილზეა, მაგრამ ფოთლებში მათი შემცველობა ბევრად ნაკლებია, ამიტომ რასტამანი ფოთლებით დიდად არ არის დაინტერესებული.
მარიხუანას კვირტებს შეიძლება ჰქონდეს მდედრობითი და მამრობითი სქესი. მამრი კანაბისი ტგკ-ს დიდი რაოდენობით ვერ დაიკვეხნის. გარეგნულად კვირტები მრგვალ ყვავილებს ჰგავს, რომლებშიც მტვერია შეფუთული. მამრი კანაფის ძირითადი ამოცანა — მდედრი სტრეინების მტვრით უზრუნველყოფაა. დამტვერვა კანაბისს შთამომავლობის წარმოშობის საშუალებას აძლევს. ამიტომ, გროვერის მამრი კვირტები მხოლოდ მაშინ სჭირდება, როდესაც სურს თესლების და არა დიდი მოსავლის მიღება.
სხვა შემთხვევაში მათი მოშორება სჯობს, რათა მდედრ მცენარეს არ მოხვდეს მტვერი. თუ არ დაიცავთ მცენარეს, გირჩების ხარისხი გაუარესდება. როგორც წესი, მამრი ყვავილედები მდედრებზე რამოდენიმე კვირით ადრე ჩნდება, ამიტომ, მებაღე დროულად ახერხებს კორექტირებას.
მდედრი გირჩები მრგვალი ფორმის არის და დაფარულია თეთრი ტრიქომებით. პირველ ნაყოფს მებაღე ამჩნევს მეორეხარისხოვანი ამონაზარდების დაბოლოებებსა და ცენტრალური ღეროს კენწეროზე. თუ მოყვანის პროცესში ყველაფერს სწორად აკეთებთ, ყველაზე წვრილი გირჩებიც კი შეიძლება 5 სმ. სიგრძის გაიზარდოს. მსხვილი გირჩების გაჩენას იწვევს დაჩქარებული განვითარება. რაც უფრო მალე იზრდება გირჩი, მიტ უფრო მსხვილი იქნება ის ხარვესტის აღების მომენტისათვის, ამიტომ ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ყვავილედების მოცულობის ზრდისადმი, უნდა ასტიმულირებდეს მათ ზრდას.
კანაფის გირჩების იდენტიფიცირება
მოკლედ რომ აგიხსნათ, მიჰყევით სილამაზეს და ის მიგიყვანთ გირჩებთან. ზედმეტად აბსტრაქტული მინიშნებაა? განვიხილოთ საკითხი უფრო დეტალურად. თავიდან განსაზღვრეთ, კონკრეტულად რომელი ნაყოფის ნახვა გსურთ. მათი ორი სახეობა არსებობს:
- ინდიკა
- სატივა
ინდიკა
მარიხუანას ინდიკას სახეობა წარმოიშვა ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში. ამ ადგილების კლიმატური პირობები არ არის გროვინგისთვის შესაფერისი: ოქტომბრამდე გვალვები, ხოლო ნოემბრიდან წვიმის სეზონია, რაც იწვევს ტენიანობის მკვეთრ ცვლას.
ასეთი კლიმატის გამო ინდიკას შტამები მწიფდება სატივაზე სწრაფად, რათა მოასწრონ შთამომავლობის დატოვება, სანამ გარემო პირობები კიდევ უფრო არ გაუარესდება. თუ ამ სახეობის მწვანე კულტურა ვერ ადაპტირდებოდა ადგილობრივ კლიმატთან, მკვრივი და სქელი გირჩები გაფუჭდებოდა ობის გამო. ინდიკას ყვავილედები შედარებით მკვრივი, კომპაქტური და კუპრიანია.
სატივა
ამ ბალახის სამშობლო — სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, აფრიკა, ინდოჩინეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთია. კულტივირების პირობები ამ ადგილებში ბევრად უკეთესია, რაც სტრეინებს რამოდენიმე მეტრი სიმაღლის და დიდ ხანს ყვავილობის საშუალებას აძლევს.
სატივას ხარვესტი გამოირჩევა სიფხვიერით და მოგრძო ფორმით. გირჩები ინდიკაზე დიდი მოცულობისაა და პატარა ნაძვებს ჰგავს. ნაყოფი ფხვიერი მუდმივი ტენიანობის გამო ხდება. ამგვარად მცენარე თავს ობისგან იცავს, რომელიც მსგავს პირობებში ხშირად ჩნდება.
გარდა სუფთა სატივას და 100%-იანი ინდიკისა, არსებობს ჰიბრიდები, რომლებიც ორივე სახეობას მოიცავს. ვიზუალურად მათი დახასიათება რთულია, რადგან ისინი ორივეს შეიძლება ჰგავდნენ.
როდის შევძლებთ პირველი გირჩების დანახვას?
კვირტებს კანაფის რეპროდუქციულ ორგანოებს უწოდებენ, რომლებიც ჯიშის გასაგრძელებლად გვჭირდება. მათ ამტვერიანებენ მამრები, რაც თესლების ფორმირების პროცესის საწყისს წარმოადგენს. კვირტების განვითარება იწყება ყვავილობის პერიოდიდან და გრძელდება სრულ მომწიფებამდე.
ფოტოპერიოდული ჯიშების კულტივირებისას, მცენარე ყვავილობის ეტაპზე სინათლის დღის შემცირებიდან რამოდენიმე კვირაში გადავა (ინდორის შემთხვევაში). აუთდორში განათებით მზე არის დაკავებული. ყვავილობამდე არის ყვავილობის წინა პერიოდი, რომელიც ხასიათდება სტიგმების წარმოქმნითა და მცენარის ზრდის შენელებით. სტიგმები — თეთრი ფერის მოგრძო ბუსუსებია. მათი გაჩენით შესაძლებელია ყვავილობის დაწყების განსაზღვრა. ავტომოყვავილეებისთვის სინათლის დღის ხანგრძლივობის ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, ყვავილობა ავტომატურად იწყება.
მომავალი კვირების განმავლობაში კანაბისი დაიწყებს ბუსუსების ზრდას და კვირტების სტრუქტურის ფორმირებას. ამ პერიოდში შეიძლება შეამჩნიოთ პირველი გირჩები, რომლებიც დღითი დღე იბერება და იფარება ტრიქომებით. ტრიქომები წარმოქმნიან კუპრს და აფრქვევენ სურნელს. ნაყოფი ჩნდება პირველი სტიგმების გაჩენიდან 2-4 კვირაში.
ყვითელი ფოთლების მოშორება
პირველი, რითიც უნდა დაკავდეთ ყვავილობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ, — მომაკვდავი ფოთლების მოშორებაა, რომლებიც აყოვნებენ მცენარის განვითარებას, რადგან მოიხმარენ იმაზე ბევრად მეტ ენერგიას, ვიდრე წარმოქმნიან. რაც ნიშნავს, რომ გირჩები მიიღებენ ნაკლები რაოდენობის საჭირო ელემენტებს სწრაფი ზრდისათვის. ასეთი ფოთლების გარჩევა ყვითელი შეფერილობით არის შესაძლებელი. სასწრაფოდ მოჭერით ასეთი ფოთლები, მაგრამ გადაყრას ნუ იჩქარებთ. გააშრეთ ისინი და შეინახეთ მომავალში საყვარელი პროდუქტის დასამზადებლად.
როგორ მივაწოდოთ სასუქი სტრეინს?
იმისათვის, რომ მივიღოთ კანაფის დიდი მოსავალი, მცენარე მუდმივად უნდა იღებდეს დამატებით საკვებ ელემენტებს. ნიადაგში სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტის თავიდან ასარიდებლად, მებაღეები იყენებენ სასუქს. განსაკუთრებით აყვავების პერიოდში.
ყველაზე მეტად კვირტებს სჭირდება ფოსფორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ სასუქის შეძენის დროს. კანაფი ასევე საჭიროებს აზოტს და კალიუმს. აზოტი დიდი რაოდენობით გამოიყენება ვეგეტაციის სტადიის დროს, კვირტების გაშლის პირველ კვირებში ბუჩქს ფოსფორი სჭირდება, ხოლო მომწიფების ბოლოს უნდა მივაწოდოთ კალიუმი. რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ცინკი — მეორეხარისხოვანი საკვები კომპონენტებია. ეფექტური სასუქი შედგება 10% აზოტის, 30% — ფოსფორის და 10% კალიუმისაგან. ასეთი სასუქის პოვნა შესაძლებელია «NPK 10-30-10» სახელწოდებით.
სასუქის დამატებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ рН (მჟავიანობის) და ЕС გრუნტის დონეს, რადგან ისინი მოქმედებენ ფესვების მიერ სასარგებლო ნივთიერებების შთანთქმის უნარზე. ხშირად სწორედ ამის გამო ჩნდება საკვების დეფიციტი, რაც იმით აიხსნება, რომ Рн ის სხვა და სხვა დონის დროს საკვების სხვა და სხვაგვარი ათვისება ხდება. სწორედ ამ მაჩვენებლით განისაზღვრება ქიმიური ნაერთების ქმედებები. მაგალითად, მჟავიანობის დაბალი მაჩვენებლის დროს კანაბისი ვერ ითვისებს მაგნიუმს.
შეინარჩუნეთ მიწაში მჟავიანობა 5.5-სა და 6.5-ს შორის. მჟავიანობის გასაზომად გამოიყენეთ рН — მეტრი. ЕС — მიწის ელექტროგამტარიანობის კოეფიციენტია, რომელიც გვიჩვენებს მარილების შემცველობას. მისი საშუალებით გროვერი მარტივად განსაზღვრავს შემავსებელში სასარგებლო კომპონენტების დონეს. დაბალანსებული შემადგენლობის და გრუნტის სისუფთავის მიღწევა შესაძლებელია ЕС-ს 0.75-2.0 შუალედში. დაბალი მაჩვენებლის დროს მცენარეს აკლია ან ზედმეტად აქვს ელემენტები.
როგორი განათება სჭირდება კანაფს?
გირჩების ზრდის დასაჩქარებლად გაზარდეთ განათების ინტენსიურობა. სინათლის ენერგია ასტიმულირებს ნახშირორჟანგის შთანთქმას. ბევრი შუქი — კარგი მოსავლის წინაპირობაა.
მცენარე, რომელიც მიიღებს დიდი რაოდენობით შუქს, სწრაფად მომწიფდება და წარმოქმნის დიდ ყვავილედებს. ბუჩქები, რომლებსაც განათება აკლია, ისწრაფვის სინათლის წყაროსკენ, რაზეც ხარჯავს მთელ ენერგიას. მაღალ სტრეინზე სინათლის თანაბარი განაწილება რთულია, ამიტომ აქტიურიად მხოლოდ ზედა ნაწილში მდებარე გირჩები განვითარდება.
ნახშირორჟანგი ისეთივე მნიშვნელოვანია მცენარისთვის, როგორც ჟანგბადი ადამიანისთვის. СО2 -ს საშუალებით ჩქარდება სხვა და სხვა პროცესები, რომლებიც მცენარეს სწრაფი განვითარების და მსხვილი ნაყოფის წარმოქმნის საშუალებას აძლევს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობა შესანიშნავად მოქმედებს მხოლოდ ინტენსიური განათების შემთხვევაში.
ნახშირორჟანგის დონე კანაბისისთვის
ჰაერში CO2 ოპტიმალური შემადგენლობა შეადგენს მილიონზე 350-400 წილს. ასეთი კონცენტრაციის დროს მარიხუანა საჭირო რაოდენობის შაქრის მისაღებად აერთიანებს ნახშირორჟანგს და სინათლის ენერგიას. ეფექტური განათება 600 ვატია. გაითვალისწინეთ, რომ ნახშორორჟანგის დონის ზრდა არ ასტიმულირებს უშუალოდ ნაყოფიერების მომატებას. უხვი ხარვესტი მიიღწევა მხოლოდ ინტენსიურ განათებასთან ტანდემში. ანუ: ერთდროულად გაზარდეთ СО2 კონცენტრაცია და განათების სიმძლავრე.
თუ აირის დონე იკლებს, შაქრის რაოდენობა მცირდება. საჭირო აღჭურვილობის ნაკრები ძვირი ღირს, გროვერი მზად უნდა იყოს ხარჯების გასაღებად. გახსოვდეთ, რომ ჰაერში დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგი ავნებს ადამიანის ჯანმრთელობას.
ტემპერატურა და ტენიანობა
კანაბისის კულტივირებისთვის ტენიანობა და ტემპერატურა კარგად უნდა იყოს რეგულირებული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს მცენარე პოტენციალის სრულად გახსნას.
ოპტიმალური ტემპერატურის შუალედი ახალგაზრდა მცენარისთვის 20-25 გრადუსია. ზრდასთან ერთად შეიძლება ტემპერატურის მცირე მატება, მაგრამ არ გადააჭარბოთ 28 გრადუსს. არაფერია საშიში დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილების დროს. გამორთული განათების დროს ის შეიძლება 15 გრადუსს აღწევდეს. ცვლილება 10 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, ანუ განათების დროს 27 გრადუსი, ღამით 17 გრადუსს არ უნდა ჩასცდეს. იდეალური ამპლიტუდა გრადუსია.
რაც შეეხება ტენიანობას, საჭიროა მისი მუდმივი კონტროლი. ვეგეტაციის პერიოდში დატოვეთ მაჩვენებელი 70% და ყოველ კვირას შეამცირეთ 5%-ით.
ნაყოფიერების ამაღლების მეთოდები
პატარა ამონაზარდების მოჭრა
ამ მეთოდს ხშირად იყენებენ მებაღეობაში. ფერმერები მუდმივად ჭრიან პომიდვრის პატარა ამონაზარდებს, რომლებიც განშტოებასა და ღეროს შორის მდებარეობს. ეს იმისათვის ხდება, რომ მთელი ენერგია მიმართული იყოს ნაყოფზე. მარიხუანას შემთხვევაში შემოჭრა ასტიმულირებს უფრო მსხვილი, მკვრივი და მასიური კვირტების წარმოქმნას. ზედმეტი მწვანე მასის მოშორებით, ასევე ათავისუფლებთ სივრცეს სინათლის სხივების შეღწევადობისათვის, რაც პოზიტიურად მოქმედებს კულტივირების პროცესზე.
შემოჭრა რეკომენდირებულია მხოლოდ ვეგეტაციის ეტაპზე, რადგან სტრესის მერე მას დასჭირდება დრო ძალების აღსადგენად. თუ მოჭრით ყვავილობის სტადიაზე, ნაყოფი დაკარგავს ბევრ ენერგიას. გამოიყენეთ მეთოდი ყვავილობის ფაზაში გადასვლამდე 3 დღით ადრე. დარწმუნდით, რომ კანაბისმა განაგრძო ზრდა.
ScrOG (ScreenofGreen)
სკროგის დროს მცენარეების თავზე კეთდება ბადე, რომელიც ზღუდავს მათ ვერტიკალურ ზრდას. აქტიურდება მეორადი ამონაზარდების და ბუჩქის სიგანეში ზრდა. შედეგად გელით გირჩების რაოდენობის ზრდა. ასეთი ეფექტი მიიღება ნაყოფის განათების შედეგად.
ბადეს კიდებენ ვეგეტაციის ეტაპზე დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე. როდესაც განშტოებები ეკრანს 10 სმ.-ით ასცდება, ისინი უნდა გადაიღუნოს და დამაგრდეს ეკრანზე. დროთა განმავლობაში ბადე თანაბრად შეივსება მცენარით. წარმოდგენილ მეთოდს ხშირად უთავსებენ ტოპინგს მოსავლის გასაზრდელად.
LST (Lowstresstraining)
პროცედურის არსი ძირითადი ღეროს გადაღუნვაში მდგომარეობს, ისე, რომ ის ჰორიზონტალურ სიბრტყეზე აღმოჩნდეს. ამ მდგომარეობაში საჭიროა ღეროს ძაფით ან მავთულით გამაგრება. მეორადი ამონაზარდები გახდებიან პირველადები და დაიწყებენ სიმაღლეში ზრდას, წარმოიქმნება რამოდენიმე ძირითადი ღერო. სიმაღლეში ზრდა ხდება პრორციულად, რადგან განათება ყველას თანაბრად ხვდება. შედეგად ვღებულობთ რამოდენიმე ღეროს. წარმოდგენილი მეთოდი პრაქტიკულია პატარა სივრცის მქონე გროვერებისათვის.
ტრიქომების რაოდენობის ზრდა
ტრიქომა ასრულებს მცენარის მავნე მიკროორგანიზმების, დაავადებების, ულტრაიისფერი გამოსხივების და წვიმისაგან დაცვის ფუნქციას. ეს ბუსუსები ასევე იზიდავს მწერებს, რომლებიც მცენარეს მტვერავენ. ტრიქომები სტრესის შემდეგ იზრდება და გროვერს შეუძლია ამით ისარგებლოს.
ხარვესტის წინ მორწყეთ ბუჩქები გაყინული წყლით, ან მოათავსეთ ქოთანი რამოდენიმე დღით ბნელ ოთახში. სტრესი გამოიწვევს ტრიქომების გამომუშავების პროვოცირებას. მარიხუანა იფიქრებს, რომ დადგა ზამთარი, ამიტომ გამოიყენებს ყველა ძალას თავდაცვისა და შთამომავლობისათვის.
როდის ავიღოთ მოსავალი?
ყვავილედების ხარისხი და ზომა დამოკიდებულია მოჭრის მომენტზე. დარწმუნდით, რომ მცენარე ნამდვილად მზად არის დაემშვიდობოს ნაყოფს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მოქმედება. ბოლო კვირაში ხარვესტი შეიძლება მეოთხედით გაიზარდოს, ამიტომ არ აჩქარდეთ.
გირჩების მოჭრის ოპტიმალური პერიოდი 2-3 კვირა გრძელდება. მოსავლის აღების დაწყების დროს გამოცდილი გროვერი სტიგმები ნახევრის ყავისფერი შეფერილობით ხვდება. 50-70% შეფერილობის დროს მცენარე უკვე მზადაა დაგაჯილდოვოთ ხარვესტით, თუმცა უკეთესი ეფექტისა და დიდი მოცულობის მისაღებად ცოტა დრო კიდევ არის საჭირო. 70-90%-ის დროს გემოსა და არომატის მაჩვენებლები პიკზეა, კვირტების მასა ასევე მაქსიმუმს აღწევს ამ მომენტისათვის. სწორედ ამ დროს გროვერების უმეტესობა ასრულებს სასიცოცხლო ციკლს. თუ არ დაელოდებით სტიგმების სრულად შეფერვას, გემო იქნება მძიმე, ეფექტი კი ზედმეტად მომადუნებელი.
ყოველ მებაღეს აქვს უფლება თავად განსაზღვროს ხარვესტის მომენტი. რბილი ეფექტის მოყვარულებმა მოსავალი შედარებით ადრე უნდა აიღონ, ტოტალური რელაქსის მოყვარულებმა ცოტა ხანი უნდა მოითმინონ.
გენეტიკა
კულტივირებადი ჯიშის გენები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. შეუძლებელია დიდი და ხარისხიანი მოსავლის მიღება ცუდი თესლების დათესვის შემთხვევაში. ამაზე არ იდარდოთ, რადგან GanjaSeeds-ში იყიდება მრავალი შტამი და აუცილებლად იპოვით თქვენთვის საუკეთესოს. ბალახის დიდი ნაწილი უპრეტენზიო და მდგრადია, ამიტომ მათი მოყვანის დროს სირთულეებს არ წააწყდებით.